ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, ლისის ტბის საქმე წავიდეს

gurianews.com

მთავარი თემა

ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, ლისის ტბის საქმე წავიდეს

2017 აგვ 10 09:31:45

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებების აღდგენას, გამოძიების პროცესის დროულად დასრულებას და მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საქმე თბილისში, 2004 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოსყიდულ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს ეხება, რომელიც 2006 წელს, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგად, ბიზნესმენმა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეს 2012 წლიდან  საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. თუმცა, ამ დრომდე არც ძიება დასრულებულა და  არც რამაზ ახვლედიანია დაზარალებულად ცნობილი. 2015 წლიდან  კი, გამოძიების პარალელურად, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

რას ითხოვს ბიზნესმენი სახელმწიფოსგან, ვის ინტერესებზე საუბრობს საკუთარი ქონების იძულებით დათმობის საქმეში და რა გარიგებაზე შეიძლება წავიდეს ის სახელმწიფოსთან, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ რამაზ ახვლედიანს ესაუბრა:

_ბატონო რამაზ, ბოლო ინფორმაციით რომ დავიწყოთ, ცოტა ხნის წინ  შეხვედრა გქონდათ მთავარი პროკურატურის გამომძიებელთან, რომელიც თქვენს საქმეს იძიებს. რა ინფორმაცია მოგაწოდეს, რა ეტაპზეა გამოძიება?

_პროკურატურასთან ბოლოს შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გვქონდა მე და ჩემს ადვოკატს, არჩილ კაიკაციშვილს. ვისაუბრეთ ჩემის საქმის შესახებ, მაგრამ არაფერში წინ წასვლა არ ჩანს. ჩემს შეკითხვაზე თუ რატომ არ იბარებენ იმ მხარეს, რომელმაც უშუალო ზეწოლა განახორციელა ჩემზე  მითხრეს, რომ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობენ  და გარემოებებიდან გამომდინარე შემდგომში აპირებენ მათ დაკითხვას. ამასობაში კი წლები გადის. ჯერ კიდევ  2012-ში მივმართე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მოგვიანებით საქმე შეწყვიტეს, თუმცა, 2015 წელს ისევ განაახლეს და ახლა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. თუმცა, გამოძიების ასეთი ნელი ტემპი ნამდვილად არ მაკმაყოფილებს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გაირკვეს, ვარ თუ არა დაზარალებული.

_საქმის მოწმეების ნაწილი ხომ უკვე დაკითხული ჰყავს პროკურატურას?

_დიახ,  ქონების დათმობის მიზნით ჩემზე ზეწოლა, რომ ხორციელდებოდა ჩემი ახლობლებისა და მეგობრების გარდა იცოდა ყველამ,  ვიმეორებ, ჩვენს ოფისში ფინანსურ პოლიციის მხრიდან   ქონების დათმობის მიზნით ჩემზე ზეწოლა რომ  ხორციელდებოდა  იცოდა ყველამ დამლაგებლიდან დაწყებული  მამუკა ხაზარაძით დამთავრებული. ყველა საქმის კურსში იყო, რომ  მე ფინანსურ პოლიციაში მთხოვდნენ ქონების დათმობას. ზეწოლის ფორმები იყო მრავალგვარი, ამასთან ერთად დიდი უყო  შიში იმისა, რომ ფინანსური პოლიციის შენობიდან   გარეთ გამოსულს,  შანტაჟის მიზნით არ მოეწყოთ რაიმე სახის პროვოკაცია, ამიტომ ჩემი მეგობრები მუდამ მეთვალყურეობდნენ ჩემს მანქანას, რომ თუ ვინმე უცხო მიუახლოვდებოდა  დაეფიქსირებინათ ფაქტი. სწორედ  ასეთი მეთვალყურეობის დროს 2006წ 4 ნოემბერს, შაბათ დღეს,  გვიან ღამით, ერთი თავად შეესწრო ფაქტს, როგორ გამომიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობიდან მათივე სამსახურეობრივი მანქანით, წამიყვანეს ვაკეში ციური ბრიძის ბიუროში და საიდანაც დამაბრუნეს ისევ ფინანსურში. ასევე დაკითხულია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის  სს“ ლისის ტბა“ -ს დირექტორი რუსუდან ფანცულაია, ასევე დაკითხულია ნოტარიუსი ციური ბერიძე, რომელმაც ნოტარიულად დაამოწმა  ჩემს  მიერ ფინანსურ პოლიციაში დაწერილი განცხადება- ქონების დათმობის შესახებ, მაგრამ ეს არა არის საკმარისი. პირველ რიგში ვითხოვ ფინანსური პოლოციის იმ თანამშრომლების დაკითხვას რომლებიც უშუალო ზეწოლას ახორციელებდნენ ჩემზე. ამასთან, ვითხოვ ჩვენს ოფისში მომუშავე იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებთანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ -ერთი მთავარი ფიგურაა, ჩემი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ბატონი მამუკა ხაზარაძეა.

_იცით რა შინაარსის ჩვენებები აქვთ მიცემული დაკითხულ პირებს?

_ პროკურატურამ მათი მონათხრობის შინაარსი არ გამიმხილა. არც მე და არც ჩემს ადვოკატებს არ გვეუბნებიან რას ამბობენ დაკითხული მოწმეები. გარდა ამისა, ბერიძის დაკითხვიდან რამდენიმე თვეა გასული და ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მის გარდა სხვა ვინმე. მე  არც არავის დაჭერას და არც ვინმეს დასჯას  ვითხოვ, უბრალოდ ვითხოვ, რომ  მათ აღიარონ სიმართლე და დაადასტურონ რომ მე,  2006 წლის 4 ნოემბერს, შაბათ დღეს,  არც  ფინანსური პოლიციის შენობა და არც ბერიძის სანოტარო „კანტორა“  შტურმით არ ამიღია სახელმწიფოსთვის ქონების უკან დაბრუნების მიზნით.  აუცილებლად  უნდა დაკითხნონ  ჩემი ყოფილი პარტნიორი ბატონი მამუკა ხაზარაძე,   სს“ ლისის ტბა’ -ს დირექტორი რუსუდან ფანცულაია, GRDC - ის ყოფილი დირექტორი  ირაკლი კილაურიძე, ფინანსური მენეჯერები და სხვა პირები რომ მათ დაადასტურონ ის, რაც იციან. ელემენტარული მაინც უნდა დააფიქსირონ, ვიყავით თუ არა ჩვენ პარტნიორები, რატომ გამოსცა პრეზიდენტმა  განკარგულება, გვქონდა თუ არა თანხები ლისის ტბის განვითარებისთვის, როგორ ვაპირებდით ბიზნესის გაფართოებას და ა.შ. აქედან  გამომდინარე მერე პროკურორმა თვითონ უნდა დაადგინოს, მაშინ რა მაიძულებდა მე, რომ დამენგრია  აწყობილი ბიზნესი, რომლის დამფინანსებლები იქნებოდნენ  I F C , (საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია - მსოფლიო  ბანკის  ჯგუფი)   E B R D (ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების  ბანკი)  T.B.C.  ბანკი,  G R D C (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია)  და  სხვები.   ასევე ჩვენი სააქციო საზოგადოების წევრები  დაინტერესებულები იყვნენ ლისის ტბის განვითარებით და გარკვეული ინვესტიციების ჩადებასაც  გეგმავდნენ, რატომ მივატოვე ასე მოულოდნელად და დავთმე ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ?! თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით, მაშინ რატომ გვყავდა უცხოელი თანამშრომლები? მაგალითად რუსუდან ფანცულაიას შემდეგ დირექტორი ბატონი ფილიპსონი? ლისის ტბის ეკოლოგიის და პროექტირების კუთხით რატომ ჩამოგვყავდა თანამშრომლები საზღვარგარეთიდან? თითქმის ბოლომდე  მიყვანილი საქმე და  ლისი ტბის განვითარებისთვის დახარჯული რამდენიმე მილიონი    აქედან გამომდინარე რატომ უნდა მომდომებოდა, რომ ყველასგან ფარულად, ისე, რომ ჩემი პარტნიორებისთვისაც არ შემეტყობინებინა, მათთვის არ შემეთავაზებინა ჩემი აქციები და  ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დამეთმო?!  ამას ხომ კანონმდებლობაც ითვალიწინებდა?  პროკურატურას ვთხოვე, ამოეღოთ სატელეფონო ანძების ამონაწერები, ამით ადვილად დადასტურდება თუ  სად ვიყავი 2006 წლის 4 ნოემბერს და რა ტერიტორიაზე გადავადგილდებოდი;  შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურა სამწუხაროდ, ძალიან ნელა მუშაობს.

_ერთია პროკურატურის გამოძიება და მეორე, დავები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. თქვენ იქაც ითხოვდით თქვენი პარტნიორების, მათ შორის მამუკა ხაზარაძის დაკითხვას. თუმცა არცერთი თქვენი მოთხოვნა სასამართლოს ამ შემთხვევაში არ დაუკმაყოფილებია. რა იყო ამის მიზეზი, მამუკა ხაზარაძის ფიგურა, თუ სხვა რამ?

_კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ... როცა ამერიკის პრეზიდენტს და სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებსა თუ ბიზნესმენს  იბარებენ პროკურატურაში ან სასამართლოში, ის მიდის საგამოძიებო უწყებაში, არა მგონია,  ბატონი ხაზარაძე, ვერ  დაიბარონ და ვერ  დაუსვან შეკითხვები რაც მათ აინტერესებთ. უბრალოდ  ნება არ არსებობს.

_სასამართლო პროცესებს როგორ შეაფასებთ? რამდენად ობიექტურად იმსჯელეს მოსამართლეებმა?

_შეფასებამდე გეტყვით, რომ კიდევ ერთი სასამართლო პროცესისთვის ვემზადებით. სააქციო საზოგადოების კანონი და წესდება განსაზღვრავს, რომ წელიწადში ერთხელ, როგორც მსხვილ აქციონერს წარმომიდგინონ ფინანსურ ბრუნვასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტი, რაც წლების განმავლობაში, მოთხოვნის მიუხედავად არ მიმიღია. მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც პროკურატურაში ვერ თუ არ იბარებენ, მოვითხოვე, რომ ჩემთვის 2005 წლიდან, სააქციო საზოგადოების დაარსებიდან დღემდე, გამოეგზავნა საბანკო ბრუნვები და ბალანსები, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა ჩვენი ხარჯებიც და შესაძლებლობებიც და რაც სასამართლო პროცესზე გამოაჩენდა რომ იმ პერიოდში ჩვენ ნამდვილად ვაკეთებდით საქმეს; დაადასტურებდა ჩემს სიმართლეს და წაადგებოდა სამართლიანობის აღდგენის საქმეს; რაზეც  ხაზარაძე და სააქციო საზოგადოება ჯერჯერობით დუმან. უკვე ორჯერ მოვთხოვეთ ეს დოკუმენტები. პირველი წერილი რამდენიმე თვის წინ გავუგზავნეთ, პასუხი რომ ვერ მივიღეთ მეორე წერილი გავუგზავნეთ და ისევ არ გამოგვხმაურებია. ახლა უკვე  კანონის  მიხედვით  ვეცდებით ამ დოკუმენტაციის მიიღებას.

რაც შეეხება სხვა სასამართლო პროცესებს, გაოცებული ვარ. მოსამართლეები არც საქმიდან გამომდინარე მსჯელობენ და არც აინტერესებთ ადამიანების ბედი. თითოეული საკითხი და დღე ჩემთვის გადამწყვეტი იყო. რამდენიმეწლიანი სიარულის შემდეგ, სადაც პრეზიდენტის იმ განკარგულების გაუქმებას ვითხოვდი, რითაც მე ქონება ჩამომერთვა, სასამართლოდან უარყოფითი პასუხი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ძალიან კარგად იცოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც მომზადებულა ეს ბრძანებულება და ქალაქის მერიამ გადაუგზავნა. გარდა ამისა, განცხადებაში, რომელიც მე ფინანსურ პოლიციაში დამაწერინეს მეწერა, რომ  ვითხოვდი ქონების უკან დაბრუნებას და შესაბამის კომპენსაციას. არც ქონება გადაუბარებიათ და არც კომპენსაცია მოუციათ. სად არის მიღება - ჩაბარების ნოტარიულად დამოწმებული აქტები? სად არის  კომპენსაცია? ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევაა ამ საქმეში. მაგალითად ის, რომ მაშინ მაიძულეს, განცხადება მთავრობის და მაშინდელი თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე დამეწერა. ვიკითხე კიდეც, მერის სახელზე რატომ მაწერინებთ-მეთქი, მაგრამ რაც მითხრეს, ის დავწერე. იბადება კითხვა: რა ვალდებულება ვერ შევასრულე ან და ვის წინაშე და რატომ ვამბობდი ამხელა ქონებაზე უარს? ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, დღევანდელი სასამართლო „აპრავევებს“ 2004-2012 წლებში ჩადენილი სისტემური დანაშაულებების შედეგებს. დოკუმენტაციები, საიდანაც მტკიცდებოდა, რომ მე იძულებით მომაწერინეს ხელი დათმობაზე, რომ სახელმწიფოს წინაშე ყველა ვალდებულება შესრულებული მქონდა და ასე შემდეგ, ყველაფერი ჰქონდა მოსამართლე  დიანა ფარქოსაძეს.  სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხრიდან 2004- 2012წწ სისტემურ დანაშაულობების არსებობის შესახებ იმ ფრაზამაც კი გაიჟღერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი დამნაშავე მაინც გვაჩვენეთ დასჯილი იმ ხალხიდან, ვინც ხალხს ქონებებს ართმევდაო. რადგან დასჯილი არავინაა, მაშინ 2004-დან 2012-მდე სისტემური დანაშაულები არ იყოო, რომ ეს ყველაფერი იყო მითები და არა რეალობა... ამჟამად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. სხდომა 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

_თქვენ წეღან ისაუბრეთ, რომ დოკუმენტაცია, რომელიც კანონის შესაბამისად  ს.ს „ლისის ტბა“- უნდა გადმოგცეს ვერ იღებთ. საერთოდ მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაციაზე რას იტყვით? დაინტერესდა ის, რატომ დაწერეთ ეს განცხადება და რატომ ჩააგდეთ საფრთხეში საერთო ბიზნესი?

_არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. არადა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ლისის ტბა ჩემი გადარჩენილია, რომ ლისის ტბის  მიმდებარე ტერიტორიის გადარჩენისა და განვითარების პროექტი ჩემი შექმნილია. მამუკა ხაზარაძე და სხვა ჩემს ყოფილ პარტნიორები საერთოდ არ არის დაინტერესებული ჩემთან შეხვედრით. არცკი უკითხავთ, რატომ დავწერე ეს განცხადება 2006 წელს. მანამდე, როდესაც ჩემზე ფინანსურ პოლიციაში დაიწყო საქმისწარმოება, შევხვდი მამუკას და ვუთხარი რომ საქმე ძალიან რთულად არის, თუ ერთობლივი ბიზნესი გვაქვს ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ-თქო. უცხოელი ადვოკატის აყვანაზეც კი ვფიქრობდი. მაშინ მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი ჰქონდა და მივხვდი, რომ საქმე ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ამ შეხვედრაზე  მითხრეს, „კონსტიტუცია დაგიცავსო“. სულ ეს იყო ჩვენი საუბარი, ამის შემდეგ ზეწოლაც გაძლიერდა და განცხადებაც დამაწერინეს იძულებით.

_გარდა იმისა, რომ თქვენ პრეზიდენტის 2006 წელს გამოცემული განკარგულების გაუქმებს ითხოვთ, გაქვთ კიდევ ერთი სასამართლო დავა, რომელიც ლისის ტბაზე წყალსარგებლობის ლიცენზიის საკითხს ეხება. ლისის ტბა, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე წყალსარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია. უფრო დეტალურად რომ  გვითხრათ რა დავაა და რას ეხება?

_ეს ეხება შ.პ.ს, „ტურისტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ლისის ტბას“. რომელიც 100% წილით ჩემი დაფუძნებული იყო და  ფლობდა წყალსარგებლობის ლიცენზიას ლისის ტბაზე. სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“- ს შექმნის პროცესში,  ხაზარაძემ  დააყენა საკითხი,  რომ რადგან  ჩვენ, როგორც პარტნიორები  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე ვიწყებდით ერთობლივ საქმიანობას, ლისის ტბის  წყალსარგებლობაზე  გაცემული  ლიცენზიის პირობებით  ერთობლივად გვესარგებლა.  რაზეც შევთანხმდით.  თუმცა, წინასწარ განზრახულობათა ოქმში, ერთ-ერთ პუნქტად  მაინც ჩაიწერა რომ თუ რაიმე მიზეზების გამო ჩვენი  პარტნიორობა ვერ შედგებოდა მაშინ  ხაზარაძის დასახელებული კომპანია გადიოდა შ.პ.ს-დან და უკან აბრუნებდა წილს, რომელიც მე მას გადავეცი.  2012წ არჩევნების შემდგომ დავიწყე ბრძოლა სამართლიანობის აღდგენის კუთხითა და შემდგომში კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით,  შევიტანე პროკურატურაში სარჩელი და დავიწყე  დოკუმენტების შეგროვება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ერთ -ერთი იყო  წილის აღდგენა ჩემს საკუთარ კომპანიაში და რადგან მქონდა იმედი ბატონი ხაზარაძის  თანადგომისა ამ საკითხში, ვთხოვე მამუკა ხაზარაძეს რომ დაებრუნებინათ ჩემთვის შესაბამისი წილი მაგრამ მიუხედავად განზრახულობათა ოქმში  ჩანაწერისა, მომივიდა პასუხი, რომ ხანდაზმულობის ვდის გასვლის გამო, ლისის ტბის წილს არ უნდა დამიბრუნდნენ. თუმცა, განზრახულობათა ოქმში არანაირ ვადებზე საუბარი არ არის. ამ საკითხზე სასამართლოში სარჩელი  2015 წლის 13 თებერვალს შევიტანეთ. იმის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, სამი მოსამართლე შეიცვალა და ერთი მოსამზადებელი სხდომაც არ დანიშნულა.

_ბატონო რამაზ, გასაგებია, რომ სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ. მაგრამ რა შეთანხმებაზე შეიძლება წახვიდეთ სახელმწიფოსთან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაზარალებულად გცნობენ?

_რომელიც 2006 წლის  4 ნოემბერს  დამაწერინეს განცხადება ფინანსურ პოლიციაში ქონებაზე უარის თქმის შესახებ, სხვა პირრობებთან ერთად მაქვს ჩაწერილი, „გთხოვთ დაიბრუნოთ ჩემს მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოსყიდული შენობა-ნაგებობები და  მომცეთ კომპენსაცია“. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ განცხადების შემდეგ, უნდა შექმნილიყო კომისია, აღწერილიყო  ქონება, მოეცათ ჩემთვის შესაბამის კომპენსაცია  და უკან აეყვანა ბალანსზე ეკონომიკის სამინისტროს. კანონით და წესით ასე უნდა მომხდარიყო, თუმცა არც კომისია შექმნილა და არც მიღება-ჩაბარების აქტი შეუდგენია ვინმეს და არც კომპენსაცია მოუციათ. 2006 წლის 4 ნოემბერს განცხადება დამაწერინეს, 4 დღეში, 8 ნოემბერს კი პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და ქონება ჩამომართვა. ამ ოთხ დღეში ყველა პროცედურა გავლილი უნდა ყოფილიყო. მათ შორის რომ ჩემთვის კომპენსაციაც უნდა გადაეხადათ. რადგან ჩემი პირობა იყო მოთხოვნიანი. არად, აუქციონში გამარჯვების შემდგომ ჩემსა და ეკონომიკის სამინისტროს დადებულ ხელშეკრულებაში თეთრით შავზე წერია, რომ თანხის სრულად გადახდისა და შესაბამისი შედარების აქტის გაფორმების შემდგომ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება გადმოდიოდა ჩემს, ანუ გამარჯვებული პირის საკუთრებაში.

_გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტროს არცკი გადაუბარებია ქონება ისე გადაუფორმეს თქვენს პარტნიორს?

_დიახ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს ის ქონება რომელიც სახელმწიფოს ჩემგან არ გადაუბარებია და მე არ მიმიღია შესაბამისი კომპენსაცია, ანუ ჩემს მიერ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოსყიდული  ქონება, რაღაც მექანიზმებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გადაეცა  საკუთრებაში  „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ს  , რომელიც  წარმოადგენს ჩემი მაშინდელი პარტნიორის  ბატონი მამუკა ხაზარაძის და არა მარტო მისი   საკუთრებას.  მაქვს  ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც პაუხს  ჯერჯერობით  ვერ ვიღებ.

_რამდენი შეიძლება იყოს საკომპენსაციო თანხა?

_ძალიან ძნელია ახლა ამაზე საუბარი, როდესაც დაზარალებულად მცნობენ, საერთაშორისო აუდიტებს ავიყვან. შეისწავლიან საკითხს და რასაც ისინი იტყვიან, იმ თანხას წარვუდგენ ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფოს.

_იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ დონეზე, სასამართლოებმა თქვენს წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილებები, რა გეგმა გაქვთ?

_ძალიან არ მინდა  გაიჟღეროს და გავრცელდეს ფრაზა ახვლედიანი საქართველოს წინააღმდეგ.  მაგრამ სხვა გზა თუ არ დამიტოვეს, საქმეს სტრასბურგში გავგზავნი.  ვიმეორებ, ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება.

 

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

ლისის ტბის ყოფილი მეპატრონე ბიზნეს-პარტნიორის დაკითხავს ითხოვს

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

ლისის ტბის საქმეზე პროკურატურამ მნიშვნელოვანი მოწმე დაკითხა

რა ახალი მტკიცებულებები დაურთო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეს

რა ახალი მტკიცებულებები დაურთო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეს

 



 ახალი ამბები
  • არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადისშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • თავდასხმა თბილისის ცენტრში _ მაღაზიაში ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა თავდასხმა თბილისის ცენტრში _  ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი ქობულეთში გადმოასვენეს (R) აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. ... ...
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს (R)"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა. ‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა" _ აღნიშნულია ... ...
  • ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო (R)ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.  ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე: https://wetransfer.com/downloads/7c4462e9d02fd17ee4d5f5fdeccdd87d20171018103139/dff92b659ce2249b7bd28f329a5f7e1a20171018103139/655d6c  ... ...

არქივი

ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...
კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...