გაჩეხილი წაბლის ხეები ოზურგეთში და დეპუტატის პასუხი

მთავარი თემა

გაჩეხილი წაბლის ხეები ოზურგეთში და დეპუტატის პასუხი

26 თებ. 2019, 11:48:59

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში, ანასეულის ტერიტორიაზე, მრავალ ჰექტარ ფართობზე ვანდალურად გაიჩეხა წაბლის და ნაძვის მრავალწლოვანი ხეები, რომლებიც, ძირითადად, ეზოს შესაღობად გამოიყენა მფლობელმა. ნაწილი კი საშეშედ დახერხილი, ერთ მიტოვებულ ეზოშია თავმოყრილი. ჩვენივე წყაროს ცნობით, ფართობი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლავრენტი ბიგვავას ეკუთვნის.

წყარო გვეუბნება იმასაც, რომ ბიგვავა არაერთხელ იყო საკრებულოს დეპუტატი, ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თავადაც ანასეულში ცხოვრობს და არანაირად არ გაუჭირდებოდა ამ ფართობის მიზომვა.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ვანდალური სურათის მნახველი გახდა _ საკმაოდ ვრცელ, შეღობილ ფართობში მოჭრილია ათეულობით მრავალწლიანი წაბლის ხე. გარკვეული ნაწილი საშეშე მორებად არის დახერხილი და ერთი სახლის (რომელშიც ახლა არავინ ცხოვრობს) ეზოშია თავმოყრილი. საშეშედ მომზადებული მასალა, როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს და ადგილობრივებიც ამბობენ, სრულიად საღი, უდეფექტოა და საცოდაობაა ასეთი მასალის შეშად გამოყენება.

"ნახეთ, რამხელა და რამდენი წაბლის ხეა მოჭრილი. რა ენაღვლება მაგის მქნელს, წაბლის მერქანი შეშადაც თავსაყრელი ექნება და სამასალედაც", _ გვეუბნებიან ნარუჯელები, რომლებიც ნარუჯაში, ანასეულის მიმდებარედ ცხოვრობენ.

შეღობილი ფართობის გასწვრივ მდებარე გზის მარცხენა მხარეს, მთელ სიგრძეზე ყრია მოთხრილი ხეების ფესვები და ნაკაფი ტოტებისა და ბუჩქების მასა ერთმანეთშია არეული. ტერიტორიის დათვალიერებისას შევხვდით ადგილობრივ მკვიდრებს, რომლებიც საშეშე მორებად დახერხილ ნაძვის (კრიპტომერია) ხის მასალას საკუთარი მინი-ტრაქტორის ძარაზე აწყობდნენ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ და რატომ მიჰქონდათ მორებად დაჭრილი ნაძვი, ნარუჯაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, ილარიონ და თამარ კახაძეები გაბრაზდნენ:

"ამხელა ფართობზე სავსე იყო ნაძვები და წაბლის ხეები. მოჭრეს, რაც უნდოდათ, წაიღეს და იხმარეს, დანარჩენი გზის მეორე მხარეს გადაყარეს და ჩვენ ამ გადაყრილს შეშად ვიყენებთ. ნარჩენებიც არ  გვეკუთვნის?" _ გვითხრეს მათ,

_ გაჩეხეს ყველაფერი. ეს ნარჩენები მიგვაქვს, რომ ავადმყოფი ქალი სიცივით არ მომიკვდეს. ჩვენ კი არ მოგვიჭრია, მთელმა ნარუჯამ იცის, აქ რამხელა ფართობი გაიჩეხა. 70 წლის ვარ და 47 წელი ამ ჩაიში ჩავკვდი. პოლიცია აქ დღეში ათჯერ დადის და ის არ ეუბნება არაფერს, შენ ვინ ხარ? მოგაძრობენ თავს! საჭირო რომ იყოს, პოლიცია არ დაიჭერდა? _ თქვა ბატონმა ილარიონმა, რომელსაც ცოლი უბრაზდებოდა.

_ გადმოყარე ეს შეშა ტრაქტორიდან და სახლში წამოდი. ოქროს ფასს დაგვიჯენენ თავისსავე მოჭრილს, მოვშორდეთ აქაურობას, _ უთხრა ქალბატონმა მეუღლეს.  ილარიონ კახაძემ კი ჩვენ მოგვმართა:

_ წადით და ბიძინას მოკითხეთ, რომ თხრის და მიაქვს ხეები, აქ რას ეძებთ?!

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ლავრენტი ბიგვავას დაუკავშირდა:

_ კი, ვიცი ამ ფართობის შესახებ. ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ჩემი ნათესავი ქვრივი ქალისაა. იჯარით აქვს აღებული. ვეხმარები. მანდ რამდენიმე ხე შეისხეპა. მხოლოდ ის მოიჭრა, რომელიც გამხმარი იყო.

_ ბატონო ლავრენტი, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ათი ჰექტარი ფართობი არის თქვენი და იქ წაბლის მრავალწლოვანი ხეები თქვენ გაჩეხეთ. ჩვენ ვნახეთ მოჭრილი ხეები, გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა...

_ არაა სწორი _ ოთხი ჰექტარია. აქ ხეებს როგორ მოვჭრიდი? მხოლოდ გავსხეპეთ. აქ მე კი არ დამიწყია მოჭრა. ჩემი ახლო ნათესავია, გოჩა ვასაძე, ვისაც მისცეს. ერთი გაუბედურებული ტყე იყო. იჯარით აიღო და მოამზადა იმისთვის, რომ მოცვი და ტყემალი დარგოს.

_ მოცვის ნერგს უკვე ხალხს აღარ აძლევენ. ვიცი ადამიანები, რომლებმაც ფართობი მოამზადეს და ნერგები არ მისცეს. თქვენთვის როგორ გახდა ხელმისაწვდომი?

_ ეგ მაგათი პრობლემაა, ვინც აღარ აძლევს. ტყემალს ან სხვა რაიმეს დარგავს.

_ ბატონო ლავრენტი, თქვენ ხართ საკრებულოს წევრი, ხალხისგან არჩეული. ეს ყველაფერი, რასაც მეუბნებით, თავად გჯერათ?

_ თქვენ რა გგონიათ, ჩემია? გოჩა ვასაძე ჩემს გვერდზე გაიზარდა, ვეხმარები მას და დედამისს. მე ჩემი მიწის ფართობი ვერ მომიწესრიგებია და იქ ვერ გამიშენებია. ახლა "ვჩალიჩობ", იქნებ, კრედიტი ავიღო.

_ აქ ჩვენმა ობიექტივმა ათეულობით ძირი წაბლის ხის გადანაჭერი დააფიქსირა, სრულიად  ჯანმრთელი...

_ ხე წვეროდან იწყებს გახმობას. ეს იყო გაუვალი ტყე, იჯარით გვაქვს აღებული. მარტო ბუჩქნარი გავჩეხეთ და ტოტებია დასხეპილი ან ახალამოსული ნაძვები.

_ ახალ ამოსული კი არა, მორებად დაჭრილი ნაძვის ხეებს ტრაქტორზე აწყობდნენ ადგილობრივები...

_ ახლა, შესაძლოა, თვითონ მოჭრეს იქ. არიან ასეთებიც, იპარავენ.

_ ღობისთვის უამრავი სარია დამზადებული წაბლის ხისგან, რითაც ფართობი გაქვთ შეღობილი. თუ დამპალი იყო, რანაირად გამოდგა?

_ რომელიც ვარგისი იყო, ის კი გამოვიყენე.

_ ვისია ის მიტოვებული სახლი, რომლის ეზოშიც წაბლისგან საშეშედ დახერხილი მორებია თავმოყრილი? ან ეს შეშა ვისია?

_ რა ვიცი, ვისია?! ხომ გეუბნებით, ნათესავი ქვრივი ქალისაა ეს ფართობი.

_ ქვრივმა ქალმა როგორ იმუშავა ამდენი? ადგილობრივები ამბობენ, რომ თქვენია...

_ ვიცი, რომ ვიღაცეები გეტყოდნენ. ეშლება, ვინც გეუბნება, ცდება. ეს ნათესავისაა და ახლა მიფორმებს ხელშეკრულებას, რომ გადმომაბაროს. ვერ უვლის თვითონ. შესაძლოა, მისი შვილი ჩამოვიდეს, მოცვის დარგვა უნდა, ტყემალსაც რგავს მაგ ფართობში, _ გვითხრა საკრებულოს დეპუტატმა.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს. ის საკითხის გარკვევაში დახმარებას შეგვპირდა, ჯგუფიც გამოგვაყოლა აღნიშნულ ადგილზე, თუმცა, ნაძვისა და წაბლის ხეების ჭრასთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთა:

_ კონკრეტულად რომელ ფართობზე საუბრობთ, არ ვიცი. გეტყვით ერთს, რომ ასეთი კანონმდებლობა აქვს სახელმწიფოს _ როცა გასხვისდება ფართობი, მესაკუთრეს აქვს უფლება, თავის ეზოში რაც სურს, ის მოჭრას. ეკონომიკის სამინისტრო ასხვისებს და მაშინ არ უნდა გასცეს ფართობი. ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ ქარსაფარი ზოლია, არ მოიჭრას ან ნამდვილად საკუთრებაში მოჭრა თუ არა ამა თუ იმ პირმა ხეები, _ თქვა გაბრიჩიძემ.

 ჩვენ ასევე დავუკავშირდით გარემოს დაცვითი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამსახურის უფროს სპეციალისტს ვალერიან ჯინჭარაძეს:

_ ჩვენი თანამშრომლები გასულები არიან ადგილზე და ყველაფერს გაარკვევენ, გაეცნობიან საიჯარო ხელშეკრულებას. ჯერ არ გვინახავს. თუ რაიმე სამართალდარღვევაა და უკანონოდ არის მოჭრილი ან მოთხრილი ხეები, დაისჯება, ვინც მოჭრა.

_ აქამდე არაფერი იცოდით ამის შესახებ?

_ არაფერი ვიცოდი. დღეს დარეკეს ჩვენმა თანამშრომლებმა.

_ დღეს, დილით იქ ჩვენ ვიყავით.

_ შესაძლოა, თქვენ რომ იყავით, იმიტომ დარეკეს. გპირდებით, ყველაფერი დაითვლება _ რამდენია მოთხრილი, მოჭრილი და იქნება რეაგირება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

"გურია ნიუსი" გააგრძელებს ამ საქმის ირგვლივ დოკუმენტურ მოკვლევას.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...