"გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

მთავარი თემა

"გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

29 იან. 2021, 20:31:16

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბახმაროშიბახვი1 ჰესის“ მშენებლობის შესახებ სკოპინგის საჯარო განხილვა ელექტრონული ფორმით  გამართა.

საზოგადოებისთვის უფრო ცხადი რომ იყოს, შპსსი-სი--ეიჩ ჰაიდრო VI“- მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობას და ექსპლუატაციას გეგმავს.

ამ მშენებლობის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი და გარემოს დამცველები.

პროექტის გახორციელების არეალში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი არ არის, მაგრამ საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ბიომრავალფეროვნების მაღალი მნიშვნელობის ზონის ბახმაროს ტერიტორიის ფარგლებში და შესაბამისად, შესაძლო ზემოქმედების შეფასება მოცემული იქნება გზშ-ის ანგარიშში.

პროექტის ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის და გზშ- პროცესში არ განიხილება, _ ეს ტექსტი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში წერია.

შეხვედრაზე მყოფმა სტუმრებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ ამ პროექტს გახორციელება არ უწერია, რადგან დიდ პრობლემას შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ კლიმატს, თუმცა, შპს "გამა კონსალტინგის" წარმომადგენლის ჯუღული ახვლედიანის თქმით, არავინ არ აპირებს ისეთი პროექტი გახორციელებას, რომელიც პრობლემას შეუქმნის კურორტ ბახმაროს _ სწორედ „გამა კონსალტინგი“ ამზადებს ჰესის მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

“ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის მაისში გაჟღერდა _  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაშინ განაცხადა:

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი _ "ბახვის 1"-ის მცირე ელექტროსადგურის მშენებლობა გურიაში, რომლის სიმძლავრე 12 მეგავატია.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება და მწვანე ენერგიადა, ასევე, 20 დამატებითი სამუშაო ადგილი, არამედ იმიტომაც, რომ ეს პროექტი გახორციელდება ამერიკული მხარის მხარდაჭერით _ პროექტის ინიციატორია აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის _ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტისაფილირებული კომპანიაცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს პროექტებს. ეს იქნება ამერიკული კომპანიის მეხუთე პროექტი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს,,, _ აღნიშნა გასულ წელს ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი _ ჰესის მშენებლობას  შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ აპირებს, რომელიც 2020 წელის 20 იანვარს დარეგისტრიდა.

ბახმაროში ჰესის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო _ “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე 2012 წლის 23 აპრილს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ექსპერტები ამ საკითხზე საუბრობენ:

არასამთავრობო ორგანიზაციის ეკოლოგიის სამართლის ცენტრის იურისტისნიკოლოზ მჟავანაძის“ თქმით, ამ ჰესების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა ჯერ დაწერილი არ არის და მასზე მიდის მუშაობა, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც წარმოებს ბახვის ხეობასთან დაკავშირებით, დამღუპველია იქაური კურორტისთვის:

დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად შეიცვლება იქაური კლიმატი. 100-200 კაცის ერთჯერადად დასაქმებისთვის ღირს გაანადგურო შენი სასიცოცხლო გარემო და კურორტი?! სარეკრეაციო და საკურორტო ზონებში არ შეიძლება ჰესების მშენებლობები იმიტომ, რომ ის ცვლის გარემოს.

შპს "ჯორჯიან ჰიდრო ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, შამილ ბირკაძემ, ოზურგეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბახმაროს ქვეშ უნდა გაკეთდეს "ბახვი 1" ჰესის კაშხალი, რეალურად კი, ეს კაშხალი კეთდება ბახმაროს თავზე, მისი სიმაღლე იქნება 80 მეტრი, 500 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება თვითონ ჰესი. შამილ ბირკაძემ ასევე განაცხადა, რომ დაბლა უნდა დავაყენოთ კაშხალიო, თუმცა, მაინც მოხდება კლიმატის სერიოზული ცვლილება. ჩვენ დოკუმენტაციის ნაწილი გვაქვს და ნაწილს ველოდებით. უშუალოდ, ენერგეტიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია.

ეს მშენებლობები საკმაოდ ბევრ პრობლემას შექმნის _ ხუთი ჰესი რომ გაკეთდეს, ათი ჰექტარი ტყის მასივი უნდა გაიჩეხოს; სამკილომეტრიანი ტბა უნდა გაკეთდეს. იქ არის წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები: პონტოს მუხა, აღმოსავლური ნაძვის კორომებია, ანუ ეს ტყეც ნადგურდება. აქედან გამომდინარე, კლიმატი შეიცვლება და ბახმარო, რომელიც მსოფლიო დონის ერთ-ერთი უნიკალური კურორტია, აღარ იქნება ისეთი, როგორც არის ახლა. ოზურგეთში სტუმრობისას პრეზიდენტმა ბახმაროს რეაბილიტაციასა და განვითარებაზე ისაუბრა, რაც ალოგიკურია. რის განვითარებაზეა საუბარი, როდესაც კლიმატი ასე მკვეთრად შეიცვლება! _ თქვა 2012 წელს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ეკოლოგიის მაგისტრი და "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თანათავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი 2012 წელს "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობდა, რომ ხელისუფლების მიერ აქტიურად რეკლამირებული ჰესების მშენებლობის კამპანიის შედეგად, საქართველოს სულიერი და ფიზიკური სხეული დაკარგავს ძალიან ბევრს, ხოლო მიღებით კი არაფერს მიიღებს:

საუბარია უნიკალური და ულამაზესი ბუნების, ხელთუქმნელი ტყეების, ისტორიული ძეგლების, ეკლესიების, ტრადიციული სოფლებისა და სასაფლაოების დატბორვაზე. ეს, თავის მხრივ, კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, განსაკუთრებით, გიგანტური კაშხლების შემთხვევაში, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება. მოიმატებს ტენიანობა, გაიზრდება ღვარცოფებისა და მეწყრების სიხშირე, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება, შეიწიროს.

მაღალი სეისმური აქტივობის, თავად გიგანტური კაშხლების მიწისძვრის მაპროვოცირებელი როლის, სამხედრო დაპირისპირებისა და დივერსიების მაღალი ალბათობის, ასევე მშენებლობის უაღრესად დაბალი სტანდარტების გათვალისწინებით, ისეთი გრანდიოზული ობიექტების აშენებას, როგორიცაა "ხუდონჰესი", "ნამახვანჰესი", "მტკვარჰესი" შეიძლება, კოლოსალური მასშტაბის კატასტროფა და მსხვერპლი მოჰყვეს. უაღრესად დიდი ზარალი ადგება ბუნებას და ადამიანს მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ჰესებს ისეთი დაუნდობელი და მტაცებულური, შესაბამისად, მდგრადი განვითარების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო მეთოდებით აშენებენ.

ხელისუფლება არც გურიასა და მის სახელგანთქმულ კურორტ ბახმაროს ინდობს _ მათ ბახვისწყალზე 5 ელექტროსადგურისაგან შემდგარი კასკადის მშენებლობის ნებართვა უცხოელებს ხალხის დაუკითხავად გადასცეს, რაც კლიმატის სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს და დაიკარგება უნიკალური კურორტის _ ბახმაროს ფუნქცია, განადგურდება უნიკალური ბუნება, მათ შორის, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების წარმომადგენლები. ასეთი დანაკარგის შედეგად არც გურია და არც საქართველო არაფერს მიიღებს, რადგან ჰესები თურქულ კომპანია "KGM"- მუდმივ სარგებლობაში აქვს გადაცემული _ ის მიღებულ 57 მეგავატ ენერგიას დაბალ ფასში თურქეთში გაყიდის, ხოლო გურულებს მხოლოდ განადგურებული სილამაზე და გავერანებული, დაცარიელებული ბახმარო დარჩებათ, _ გვითხრა მაშინ ჩხარტიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი კახა ასკურავა:

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბახმაროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს ჰესის აშენებას.

ვის მოგივიდათ თავში ნებართვა გასცეთ ბახმაროში ჰესის მშენებლობაზე? არ თქვათ ახალა, რომ ისეთ უნიკალურ კურატორზე, როგორიც ბახმაროა, ჰესი მთლიანად არ შეცვლის მის უნიკალურობას!

არასამთავრობო ორგანიზაციაეკოსდამფუძნებელი ირმა გორდელაძე ფეისბუქზე წერს: ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას _ გადავარჩინოთ ბახმარო!

“გურია ნიუსი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ონლაინ შეხვედრის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...