გამაფრთხილებელი ისტორია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც, საქართველოს, შესაძლოა, 10 მილიონი დაუჯდეს

მთავარი თემა

გამაფრთხილებელი ისტორია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც, საქართველოს, შესაძლოა, 10 მილიონი დაუჯდეს

2019 მარ 13 18:30:52

„ოთხ წელიწადზე მეტია, ჩვენ, შპსაიკონია კაპიტალისამერიკელ ინვესტორებს, შეგვიჩერდა კანონიერი სამშენებლო ბიზნესი ძლიერი კანონგარეშე და კორუმპირებული ზეგავლენით საქართველოში.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს დავიწყეთ ჩვენი პირველი სამშენებლო პროექტის განვითარება თბილისში, ჩვენ დაგვიპირისპირდა ოპონენტების პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფი, რომელმაც სცადა, უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენი მიწის ნაკვეთს იმისთვის, რომ გამოეყენებინა იგი პირადი ინტერესებისა და კერძო სარგებლობისთვის. ამ ოპონენტებში, რომლებიც ცხოვრობენ მეზობელ კორპუსში, შედის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და მისი ცოლი იაკო გოლეთიანი, რომელიც არის სასამართლოს თანამშრომელი.

გიორგი შავლიაშვილი გაკიცხული იყო წარსულში პროფესიული გადაცდომისთვის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ და სახელგატეხილი მოსამართლე ლევან მურუსიძის ცნობილი თანამზრახველია, რომელსაც ბრალი 2006 წელს ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის მკვლელების დაცვაში ედება. გარდა ამისა, შავლიაშვილი პირადად დაემუქრა შპსაიკონია კაპიტალისაღმასრულებელ დირექტორს თბილისის მერიაში მოსმენის დროს, დაპირდა რა, რომ (ამერიკელები) ვერასოდეს ააშენებენ (მათ) მიწაზე“, _ აღნიშნულია წერილში, რომელიც „გურია ნიუსს“ ამერიკელმა ბიზნესმენმა, შპს „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელმა სეთ ედვარდ ჩარიმ გამოუგზავნა.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის პოზიტიური ურთიერთობის მიუხედავად, ისეთმა ამერიკელმა ინვესტორებმა, როგორსაც „აიკონია კაპიტალი“ წარმოადგენს, „განიცადეს უკიდურესი ფინანსური დანაკარგები, ზარალი და პირადი უსართხოებისადმი მუქარებიც კი, ამჟამინდელი მთავრობის ნების არარსებობის გამო, უზრუნველეყო კანონის უზენაესობა და დაცვა”.

სულ თავიდან რომ დავიწყოთ, კომპანია „აიკონია კაპიტალს“ თბილისის ძველ იპოდრომთან ამერიკული ცათამბრჯენი უნდა აეშენებინა, რომლის დასრულება წელს იგეგმებოდა, თუმცა, მშენებლობა არც კი დაწყებულა.

როგორც სეთ ედვარდ ჩარი ამბობს, 2015 წლის შემდეგ „აიკონია კაპიტალის“ პროექტი შეფერხდა და მთავრობა ვერ ახერხებს ამ შეფერხების მიზეზების კანონიერების ახსნას.

დახმარებისთვის ხელისუფლების პირთა მიმართ შეტანილი ოფიციალური საჩივრები და თხოვნები ან იგნორირებულ იქნა ან არაეფექტური და მინიმალური რეაგირება მოჰყვა.

2016 წლიდან _ დღემდე, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებით, პროექტი გაიყინა, ჩვენი ოპონენტების საჩივრების პასუხად. სასამართლოს ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადვოკატი წარადგენდა უამრავ მტკიცებულებას და დასკვნებს ნახევრად _ სამთავრობო ლევან სამხარაულის ექპერტიზის ბიუროდან, ჩვენი ბიზნესის გაყინვა კვლავ და კვლავ გრძელდებოდა სასამართლოების მიერ, რასაც არ მოჰყვებოდა არანაირი ოფიციალური განმარტება იმაზე, თუ რატომ ან რა გავაკეთეთ არასწორად. უფრო მეტიც, რამდენიმე მოსამართლემ დაწერა, რომ ჩვენი ბიზნესი კვლავ უნდა შეჩერდეს საქმესთან დაკავშირებით მათიპირადი გრძნობებისგამო, იმის ნაცვლად, რომ მოეტანათთ მტკიცებულებები, არგუმენტები ან პრეცედენტები სათანადო ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა მცდელობა, რომ შეგვეცვალა სასამართლოს მოსაზრება, ან საპირისპიროდ გვეჩივლა ჩვენი ოპონენტებისთვის, სარჩელებით ჩვენი შევიწროების გამო, უარყოფილ იქნა”, _ აღნიშნავს სეთ ედვარდ ჩარი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი „ოთხწლიანი ტერორი არ შემოფარგლულა მხოლოდ მართლმსაჯულებაზე უარით და სასამართლოებში აღმაშფოთებელი, მიკერძოებული ქცევით”:

სინამდვილეში, ჩვენ განვიცადეთ და ჩავიწერეთ შევიწროების და მუქარების მრავალი შემთხვევა ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენი ოპონენტების და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან“, _ ამბობს ჩარი და მისი სიტყვების დასტურად „გურია ნიუსს“ რამდენიმე ვიდეო მასალას უგზავნის.

ვიდეოფაილებში ასახულია ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირება კომპანიის წარმომადგენლებთან, ისმის გარკვეული ტიპის მუქარებიც.

„აიკონია კაპიტალში“ აღნიშნავე,ნ რომ მიუხედავად პოლიციის მრავალჯერ გამოძახებისა, ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

სეთ ედვარდ ჩარი ყვება, რომ ამ წლების მანძილზე ყველა სამართლებრივ გზას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, სასამართლოს მაღალჩინოსნებიც არიან ჩარეულნი და ეს მიაჩნია იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში მხარედაც კი არ არის ჩართული.

„ოფიციალურად, მომჩივნები არიან ჯამბულ ბახტაძე, მერაბ კახიანი და გიორგი ჯიქია. თუმცა, მათ უკან სხვა ადამიანები დგანან. ღიად არ ჩანს, თუმცა, აქ გარკვევით იკვეთება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის ინტერესები, რომელიც მურუსიძის ახლო მეგობარია“, _ ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც სასამართლოს სთხოვდა, რომ სასამართლო პროცესებში, რომლის მოპასუხე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურია, ის მხარედ ჩაერთოთ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები გიორგი შავლიაშვილთან დაგვეზუსტებინა, თუმცა, უშედეგოდ _ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

დაკავშირება ვერ შევძელით ვერც მის მეუღლესთან, ია გოლეთიანთან, რომელიც ამჟამად უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას იკავებს. გოლეთიანს შეტყობინება სოციალურ ქსელშიც გავუგზავნეთ, თუმცა, ამ დრომდე არ გამოგვხმაურებია.

რაც შეეხება ოფიციალურ მოსარჩელეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ  თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე 25-სართულიანი კორპუსი არ უნდა აშენდეს, მაგალითად, ჯამბულ ბახტაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი უჩუმრად გაასხვისეს:

„2010 წელს, როცა ცინცაძის ქუჩაზე ბინა შევიძინე, დამტკიცებული გენგეგმა შევისწავლე. აქ იყო სკვერი, შადრევანი, პარკინგის ადგილი. თურმე, 2014 წელს ეს ადგილი, 2 400 კვ.. ამოუჭრიათ და ჩვენი სახლის წინ, სადაც პატარა გზამ უნდა გაიაროს, 7 მეტრში 25-სართულიანი მონსტრი უნდა აშენდეს.

13-სართულიან სახლში ვცხოვრობ, რომელიც ჩაბარებულიც კი არ არის. ეს მიწა ჩაბარების წინ უნდა გადაეცათ და სახლი ჩაბარდებოდა. ახლა მისი ჩაბარების პერსპექტივაც არ არის. აღმოჩნდა, რომ ავტოსადგომზე მისასვლელი გზაც კი გაუსხვისებიათ. ვინ რა გაყიდა, რატომ გაყიდა და . შ. არაფერი ვიცით“, _ აღნიშნა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ წლის მიწურულს და იმედი გამოთქვა, რომ მერიის ახალი ხელმძღვანელობა და მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხს გადაწყვეტდნენ, რადგან საქმის ძირფესვიანად შესწავლას შეპირდნენ.

მომჩივანი მხარის ადვოკატი უჩა ზაქაშვილი მედიასთან ამბობს, რომ  დავა სკვერთან კი არა, პარკინგის ჩასასვლელთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რამდენიმე მეზობლის საჩივრის გამო ოთი წლით შეჩერებული მშენებლობის საქმე სასამართლო სისტემის მხრიდან ხელშეუვალია და დაზარალებულ ბიზნესმენს ვერავინ უხსნის, თუ რატომ უნდა დათმოს კანონიერად შეძენილ მიწის ნაკვეთზე თაუერის აშენებისთვის დახარჯული სახსრები და წლები. მითუმეტეს, მშენებლობის შესახებ რამდენიმე საექსპერტო დასკვნა და რაც მთავარია, მერიის ნებართვა არსებობს.

ამ დავაში, რომლის ერთ მხარეს ამერიკელი ინვესტორი და მერია დგას, მეორე მხარეს კი, დაზარალებულის თქმით, მეზობლად მცხოვრები მოსამართლე, ზიანდება სახელმწიფო: ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის წამოწყება საფრთხის შემცველია, რადგან სასამართლო მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგება.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან:

„მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები 2011 წელს შეთანხმდა. შემდეგ, 2016 წლის თებერვალში, გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ გაასაჩივრა მერიაში, რის შემდეგაც ბათილად იქნა ცნობილი გაცემული ნებართვა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმების რიგ მოთხოვნებს _ უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სახანძრო მოთხოვნებზე. ამის შემდეგ, თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა სრულყოფილი კვლევის ჩატარება და ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა. 2017 წელს, ტერიტორიის მესაკუთრემ კვლავ მოგვმართა, წარმოადგინა კორექტირებული პროექტი, რომელშიც გათვალიწინებული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისად, გაიცა ნებართვა, რაც კვლავ გაასაჩივრა მოსახლეობამ და ამ ეტაპზე, სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო დავა.

რამდენადაც ვიცი, მალე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება და მანამდე ჩვენ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქართლოს თეთრაულმა.

ამ თემას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერითაც გაშუქდა, საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა:

“რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც კომპანია „აიკონია კაპიტალსის“ წარმომადგენელი, სეთ ედვარდი თითქოსდა მის მიმართ გახორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ისეთივე ტყუილი და ბლეფი, როგორი ლეგენდაცაა ამ ადამიანის ბიზნესმენობა. მე ვარ არჩეული მაჟორიტარი, ვიცავ მოსახლეობის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს და ამას ვაკეთებ მხოლოდ სამართლებრივი გზებით, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ამ საქმის უკან დგანან _ ეს გახლავთ გიორგი რურუა და მისი ბიზნესპარტნიორები. გიორგი რურუა საჯაროდ აკეთებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს ჩემს წინააღმდეგ და იქ მცხოვრები ადამიანების მისამართით. 90-იანი წლების კრიმინალები და სააკაშვილის ზონდერები კვლავ აგრძელებენ ძალადობას ადამიანებზე და ძალადობას ამ ქალაქზე. მათ სურთ, იპოდრომზე 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ქალაქმშენებლობით და ქალაქგეგმარებით ყველა ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. კორუფცია და კანონის გვერდის ავლა მათი სტილია. სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვა, რომელიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ შეაჩერა, სწორედ ამ გზით მოიპოვეს.

მოვუწოდებთ ამ ჯგუფს, ნუ ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზეწოლას. მე ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავ ჩემი ამომრჩევლის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს“, _ განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა, რომელის ბრიფინგს ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

ბრიფინგზე შაქარიშვილს არ უსაუბრია, თუ რა ზარალი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს ინვესტორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნისას. არც ის თქმულა, რომ საქმის პოლიტიკურ შეფერილობაზე მეტად, მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა ინვესტორმა დაუყოვნებლივ და დასაბუთებულად მიიღოს უარის თქმის კანონიერი და მიუკერძოებელი არგუმენტები.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: ბიზნესზე გაუთავებელი უკანონო თავდასხმებისა და მთავრობის მხრიდან შესაბამის რეაგირებაზე უარის თქმის გამო, კომპანია Iconia Capital-მა 2018 წლის 5 ნოემბერს, მოახდინა საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პროცედურების ოფიციალური ინიცირება და საქართველოს მთავრობაში შეიტანა საარბიტრაჟო შეტყობინება,რომელიც მომზადდა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. 

აღნიშნული განცხადებით, რომელიც გამყარებულია 500-ზე მეტი გვერდის მოცულობის მტკიცებულებებით, კომპანია ითხოვს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხას, ფინანსური ზარალის კომპენსაციის სახით:

„1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ იქნა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი ამერიკელი ინვესტორების უფლებების დაცვას. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს აქვს ვალდებულება, თუ პრივილეგირებულად არა, სულ მცირე, სამართლიანად მოეპყრას ამერიკელ ინვესტორებს ისევე, როგორც შესთავაზოს ინვესტორებს და მათ პროექტებს ქვეყანაში უსაფრთხოება. თუკი საქართველო დაარღვევს ამ გარანტიებს, ხელშეკრულება შეიცავს ცალსახა დებულებებს საქართველოსგან ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გზით.

დამანგრეველი ფინანსური ზიანის შედეგად, რაც ჩვენმა ინვესტორებმა განიცადეს, რომლებმაც რისკის ქვეშ დააყენეს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში გაკეთებული დანაზოგები იმისთვის, რომ ინვესტირება მოეხდინათ საქართველოში, და ვინაიდან არანაირი იმედი არ გვაქვს, ოდესმე მივაღწიოთ სამართალს ან დაცვას ადგილობრივად, იძულებულნი ვიყავით, წავსულიყავით საბოლოო ზომაზე თავის დასაცავად.

ამდენად, 2018 წლის 5 ნოემბერს ჩვენ ოფიციალურად წამოვიწყეთ სამართლებრივი პროცედურა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიმართ არბიტრაჟის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციით გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის სასამართლოში (UNCITRAL). ჩვენი სარჩელი, რომელიც გარკვევით არის ჩამოყალიბებული და ეყრდნობა ოფიციალური დოკუმენტების, მტკიცებულების, ფოტოების, ვიდეოების და ექსპონატების 500-ზე მეტ გვერდს, ითხოვს ფინანსურ კომპენსაციას 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, _ ამბობს სეთ ედვარდ ჩარი.

მისივე თქმით, მართალია, უკან ვერ დაიბრუნებს ცხოვრების იმ ოთხ წელს, რომელიც მისი და დანარჩენი ინვესტორების უფლებებისთვის ინტენსიურ ბრძოლაში საქართველოში დაკარგა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ფინანსურ კომპენსაციას სრული ოდენობით მიიღებს:

„დაე, ეს ისტორია იყოს გაფრთხილება ამერიკელი ან ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, ვინც ფიქრობს მათი დიდი შრომით მოპოვებული ფულის დაბანდებას საქართველოში. ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც ზედმეტად კარგი ჩანს იმისთვის, რომ რეალობა იყოს, საქართველოში არსებული მწარე რეალობა ხშირად არის დამანგრეველი იმედგაცრუება ნებისმიერი იმ ინვესტორისთვის, რომელიც მოელის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს ოპერირებისთვის“, _ აღნიშნავს ამერიკელი ინვესტორი.

“გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს და მოკვლევის შედეგებს პერიოდულად გააცნობს მკითხველს.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...