"გამარჯობა, ოზურგეთო! უპატრონოთა სახლში გავიზარდე, თუმცა, ახლა შენ ხარ ჩემი სახლი!"

მთავარი თემა

"გამარჯობა, ოზურგეთო! უპატრონოთა სახლში გავიზარდე, თუმცა, ახლა შენ ხარ ჩემი სახლი!"

7 ნოე. 2019, 11:09:55

ოზურგეთელი მეეზოვე ნატაშა მიხაილოვა, ბოლო ათი წელია, მშობლიური ქალაქის ცენტრალურ ნაწილში _ „ჭადრების ბაღის“, თეატრის და იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიას გაცისკრებისთანავე თავს დატრიალებს და არც გამვლელ-გამომვლელისთვის სალამის თქმა თუ მისებური „ჩესტის“ აღება ავიწყდება. მუდამ ღიმილით და უბრალოებით ნასაზრდოებ ხასიათს, უტყუარი და თბილი გამოხედვა უდასტურებს.

_ ტოროლა? მე ვარ ტოროლა? არა, მე ნატაშა ვარ! გალობა რა ვიცი მე _ ქალაქს გისუფთავებთ და თქვენ იმღერეთ, იცეკვეთ. ჭადრების ბარის „გადია“ ვარ, ხომ იცით? მიყვარხართ! მე ეს ფოთლების გროვაც მიყვარს, მოხვეტვას რომ ვერ ავუდივარ, მაგრამ ხოm არ შევინახავ? _ გულიანად იცინის და ცოცხს უფრო აჩქარებით უსვამს მიწას, რომ ყველანაირ ბონდოს და ბალახბულახს გროვებად მოუყაროს თავი. თუმცა, ნოემბრის წყალობით, ჭადრის ფოთლები თავზე კვლავ აცვივა მოგონებებივით....

 _ ოზურგეთში დავიბადე, თუმცა, სულ პატარა ვიყავი, როცა დედამ მე და ჩემი ძმები სოფელ ქურთაში, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვიყვანა. ასე ქვიოდა მაშინ იმ დაწესებულებას, სადაც მეექვსე კლასამდე ვიზრდებოდით. უჭირდა, ალბათ, თორემ რატომ მიგვიყვანდა? ხშირად არა, მაგრამ ახერხებდა ჩვენს ნახვას. ისე, ქურთადან გაპარვაც მინდოდა, გაძლება გამიჭირდა... მერე ასეთივე ბავშვთა სახლში ბათუმში გადაგვიყვანეს. 15 წლის რომ გავხდი, დავბრუნდი ოზურგეთში. მუშაობა აბრეშუმის ფაბრიკაში დავიწყე. ძმისშვილები გავზარდე და მას შემდეგ ვარ აქ, თქვენთან.

უპატრონოთა სახლში გავიზარდე, მაგრამ ახლა ეს ქალაქია ჩემი სახლი. დილა რა დილაა, თუ მზეს არ შემოვასწარი ამ ქალაქში და გულში მაინც არ ვთქვი _ გამარჯობა, ოზურგეთო! აბა, ხმამაღლა რო ვიძახო, გააბდლებულა ჩვენი ნატაშაო, იტყვიან. მზეს უნდა დავასწრო, უნდა მოვუსუფთავო მოედანი, რომ სხივები ჩენჩოში არ ჩაფინოს_ სიცილ-სიცილით გვიტოვებს საკუთარ აზრებს და ცოცხით ხელში წინ მიიწევს.

_ გაჩერდი, ერთი წუთით, ფეისბუკიდან გესალმებიან, ნატა!

_ მე არ ვიცი ფეისბუკი...

_ ჩვენ დავწერეთ შენზე. ბევრი ადამიანი მოკითხვას გითვლის. თბილისიდან ოზურგეთელი გულიკო ლომჯარია გესალმება, „გურია ნიუსმა“ მომიკითხოს ჩვენი ნატაშაო..

_ ვახსოვარ გულიკოს? _ ცრემლების შეჩერება შეძლო ჭადრების ბაღის „გადიამ“ , გრძელტარიანი ცოცხი გულზე მიიბჯინა და ორივე ხელი ისე მოიმარჯვა, თითქოს ვიღაცას გულში იკრავდა.

კითხვაზე, რამ განაპირობა მასში უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რომელსაც ქალაქის დასუფთავებისთვის იჩენს, ჩვეული თვალის მოხუჭვით და ალალი ღიმილით გვპასუხობს _ შეპყრობილი ვარ სიხარულით, სითბოთ... მიყვარს ყველა და ყველაფერიო, ამბობს და გულზე გაშლილ ხელის გულს იდებს.

_ ეე, ჩემდენი გასაჭირი ვის უნახავს? მაგრამ არც გულში, არც თვალში და არც ყურში ცუდისთვის ადგილი არ მაქვს. არც მკითხოთ ცუდ ამბებზე, რაც გადამხდენია. ერთს გეტყვით, ქურთაში „გრუბი“ ადამიანების სახეები მზარავდა. ეს იყო ის, რამაც განმკურნა ყველაფერი ცუდისგან და სულ ღიმილიანი, თბილი სახეები მომანდომა, აი, პირიდან სულ რომ შაქარი და იუმორი გადმოსდის ჩემი გურულებივით. აბა, როგორ?! დილაადრიან რომ მეგებებიან, პრივეტ, ნატაშ!, საით მირბიხარო... სად წავალ ისე ამ ორმეტრიან ტარზე წამოცმული ცოცხით? აგერ ჩვენს ბაღში, ოქროებო, _ ხითხითიც ეხერხება „გადიას“ და უნებლიედ, თვალწინ დიდი ვაჟას კეთილშობილი ესტატეც ცოცხლდება, თანასოფლელებთან რომ ენაკვიმატობს, სად მივალ და იერუსალიმში, ამ ჩემი ჯაგლაჯა ცხენით განჯა-ერევანს ხ0მ არ წავალ, კატის მანძილი საბძელიაო..

ნატაშა მიხაილოვა, იგივე ტოროლა, იგივე „ჭადრების ბაღის „გადია“, ოზურგეთში 1953 წელს დაიბადა. ბიოგრაფიის იმ 15 წლიანი მონაკვეთის გარდა, რაც თავად გვიამბო, აქ გაატარა. ძმა ადრე გარდაეცვალა და ობოლი მცირეწლოვანი ძმისშვილების გაზრდა იტვირთა. ახლა ერთ-ერთი ცოლშვილიანია და რუსთაველის ექვს ნომერში ერთად ცხოვრობენ. საკუთარი ოჯახი კი არ შეუქმნია.

_ კითხვა უნდა? კარგი ურთიერთობა რომ არ გვქონდეს, ერთად როგორ ვიცხოვრებთ? გვიყვარს ერთმანეთი და მორჩა! _ ამბობს ის ძმისშვილებზე.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ, აბრეშუმის ფაბრიკიდან ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუციას მიჰყო ხელი და თავს ასე ირჩენდა. 20 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, „გურია ნიუსის“ დაფუძნებისას, ჩვენი პირველი დისტრიბუტორიც იყო. მერე დასუფთავების სამსახურში გადაინაცვლა და ბოლო ათი წელია, საკუთარი არსებობით, არათუ ნაგვისგან, ყველანაირი უარყოფითი აურისგან ასუფთავებს ოზურგეთელთა სულსა და გულს. მან საკუთარი თავი უკვე დაიმკვიდრა ოზურგეთის საპატიო მცხოვრებად. ოფიციალურ წოდებას კი, ალბათ, დრო დადგება და მიიღებს!

ნატაშა მიხაილოვას, რომელიც ყოველ დილას მუდამ სხვათა გასახარად იწყებს, განსხვავებით ყველა რესპონდენტისგან, რაც დღემდე გვყოლია, დამშვიდობებისას, ხელახლა კითხვას ვუსვამ:

_ როგორ ახერხებ, რომ სულ კარგ ხასიათზე ხარ?

__მაგას რა დიდი ამბავი უნდა? აი, შიგნით ცუდ არაფერს არ ვიტოვებ. სახლში ნაგავს ხომ არ იტოვებთ? სულ ყრით, ჰო? ჰოდა, გაუშვით, გადაყარეთ, არ მიიღოთ ცუდი. მასე ადვილი, ნეტა, ამ ბაღის დასუფთავება იყოს. საგულდაგულოდ თუ მოასუფთავებ, მთლად იოლად ვერ გამოხვალ, _ მაინც საყვარელი საქმეზე აქცენტით დაასრულა ჩვენთან საუბარი ოზურგეთელმა კოლორიტმა, ქალბატონმა, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთა გულებში საკუთარი ადგილი თავისთავადობით დაიმკვიდრა.





 ახალი ამბები
  • ქარტია: მედიაზე თავდასხმის ყოველი გამოუძიებელი შემთხვევა ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტის - მეუფე ანტონის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია. თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო ... ...
  • რიონის ხეობის დამცველები ოზურგეთში იმყოფებიანამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რიონის ხეობის დამცველები იმყოფებიან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ის ე.წ. ჭადრების ბაღში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდოს გამო ოზურგეთის თეატრის გარე ფოეში ტარდება. ფოტო: ვახუშტი ... ...
  • "მაღალ მთაში წამოთოვს"- მოსალოდნელი ამინდი გურიასა და საქართველოშისაქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რის გამოც მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და  ქარი. „შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც. მოსალოდნელია წვიმა,ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოშ, ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერებულია და შენარჩუნდება საღამომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 4 საათიდან იქროლებს.  ძლიერი ქარი ნალექის ინტენსივობას შეამცირებს, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული აღინიშნოს სეტყვა ბოლნისში, ძლიერი პროცესია  კახეთში, დედაქალაქშიც, მაგრამ ქარის გაძლიერების შემდეგ ნალექი შეწყდება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28 მ/წმ-ის დაქროლვა ჰქონდეს. ტემპერატურა იკლებს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში +12, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში + 8, +10, მაღალ მთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი და წამოთოვს. დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება.  ზოგან ღამის საათებში შენარჩუნდება. 11 მაისს გამოიდარებს,  მაგრამ მაღალ მთაში თოვა შენარჩუნდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს შიდა ქართლში.  11 მაისს შესაძლებელია +1 გრადუსი დაფიქსირდეს. გურიაშიც იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალ მთაში მოთოვს.  11 მაისიდან კი ტემპერატურა ისევ მოიმატებს“,_ გვითხრა ... ...
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...