განათლების მინისტრი ხვალ თანამდებობას დატოვებს

მთავარი თემა

განათლების მინისტრი ხვალ თანამდებობას დატოვებს

2017 ნოე 12 12:51:13

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხვალ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობას დატოვებს.

დიდ სამთავრობო ცვლილებებში, რომელზეც პრემიერმა ხვალ უნდა ისაუბროს, შინაგან საქმეთა მინისტრიც მოხვდება, შეიცვლება სოფლის მეურნეობის მინისტრიც;

გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთიანდება, გაერთიანდება ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტრები.

სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, კონკრეტული განცხადებების გაკეთება ცვლილებების შესახებ პრემიერის პრეროგატივაა

როგორც ცნობილია, ახალ მინისტრებს და საკადრო ცვლილებებზე პრემოერი ხვალ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.




 ახალი ამბები
  • „მოვუწოდებთ ყველას, გაიფიცნონ“_ კვიციანი ქართულ მიწებზე მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებსიუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, რომელთა მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტიელბას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ქართული მიწების გასხვისებაზე მორატორიურმი გაუმდა, იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი. კვიციანმა იუსტიციის თანამშრომლებს მოუწოდა ერთი კვირით გაიფიცნონ და წინ აღუდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, გაემიჯნონ საქართველოს მიწების გაყიდვას და ერთი კვირით გაიფიცნონ. ადრე თუ ჩვენი წინაპარი მიწა-წყალს ხმლებით იცავდა, დღეს დასაცავია ელექტრონულად“,_ აღნიშნა ... ...
  • ილია მეორე: სალომე ზურაბიშვილს ხმები არ მოუპარავსხშირად ისმოდა სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს. განცხადება ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ერის გამოცდა იყო, სადაც ხალხმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.  „არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში. მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია ... ...
  • 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ოზურგეთშიგასულ კვირას, ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ის ორგანიზებით და ხელშეწყობით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ მოკლედ ისაუბრეს წლის მთავარი დოკუმენტის შესახებ. როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, მისი ხელმძღვანელობის დროს მსგავსი შეხვედრა პირველად ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საჯარო იყო, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მხოლოდ ერთი ან ორი თუ იყო ისეთი დამსწრე, რომელიც არ იყო საჯარო სამსახურების, მედიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე. "2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის მოცემული გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის ინდიკატორები. საბიუჯეტო წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს 2019 წლის გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი შუალედური ან საბოლოო შედეგები და ინდიკატორები", _ თქვა შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მანვე შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც გაუგზავნა საკრებულოს კომისიის და ფრაქციების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. "ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი ახალი ქვეპროგრამის _ "სოფლის მხარდამჭერი პროგრამების" დაფინანსებაზე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღნიშნულ ქვეპროგრამასთან მიმართებაში არ იძლევა შესაძლებლობას, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის შესახებ. მუნიციპალიტეტისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხი. სამწუხაროდ, არამცთუ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაც კი არ არის ადაპტირებული და შშმ პირებზე მორგებული. მიზანშეწონილია, 2019 წლის ბიუჯეტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა;  ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, იმ ფონზე, როცა აღსაზრდელთა კონტიგენტის სიდიდის გამო, საბავშვო ბაღების ჯგუფები გადატვირთულია. კომისია მოითხოვს, 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახოს აღნიშნული პრობლემა. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასის ზრდა, მინიმუმ, 50 ლარის ოდენობით. მიუხედავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების საქმეში მიღწეული ერთგვარი წარმატებისა, კვლავ შეინიშნება აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ხარვეზები. არასაკმარისია დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებული სანაგვე ურნების რაოდენობა", _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება 2019 წლისთვის იგეგმება. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა სოფლის კრებები, რაზეც გია მამაკაიშვილმა გვიპასუხა: "სოფლის განვითარების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასევე, დამატებით 500 000 ათასი ლარი წამოვა ცენტრალური ბიუჯეტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროში და ეს პროექტები 2019 წელს გახორციელდება. ოფიციალურად სოფლებში დაიგზავნა მიმართვა, რომელსაც ჰქონდა თანდართული ცხრილი, თანხებიც თანაბრად გადანაწილდა. ასევე, ჩატარებულია სოფლებში კრებები. შეივსო ანკეტები, რომლის შევსებაში მოსახლეობა იყო ჩართული და მათ ჩაწერეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მომავალ წელს უნდა გადაიჭრას", _ გვითხრა მამაკაიშვილმა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა" მაშინ, როცა ჩატარდა სხვა სოფლის დღესასწაულები _ "ასკანობა" და "ექვთიმეობა"; ასევე, როდისთვის იგეგმება ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შენობა უკვე ერთ წელზე მეტია აშენებულია): "მე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია, რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა", როდესაც ჩატარდა "ასკანობა" და "ექვთიმეობა", მაგრამ ღონისძიებები, რომელიც წელს არ ჩატარდა, გაისად აუცილებლად ჩატარდება", _ გვიპასუხა გია მამაკაიშვილმა. კონსტანტინე შარაშენიძემ მხოლოდ მუზეუმის გახსნის შესახებ გვიპასუხა: "მუზეუმის გახსნა იგეგმება. წელს მანდ იმართება კალანდობა და ასევე, პარალელურად მოხდება მუზეუმის გახსნა". შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ჩვენი შვილების" თავმჯდომარემ ნინო ჭელიძემ აღნიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ორი პროექტი წარუდგინა: "პირველი პროექტი ეხებოდა ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პირებისთვის წამლების ყიდვას. მეორე არის პამპერსების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პამპერსების გადაცემას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება, ზოგადად, შშმ პირებს", _ თქვა ნინო ჭელიძემ. გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება და ზუსტად მაშინ გახდება ცნობილი, რა მომავალი უწერია "ჩვენი შვილების" მიერ წარდგენილ ... ...
  • საკრებულოს სხდომა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო5 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა. დღის წესრიგის გაცნობამდე, დეპუტატები, საკრებულოსა და მერიის მოხელეები სხდომაზე ნარინჯისფერი სიმბოლიკით გამოცხადდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს დასრულდება. _ წარმოდგენილი კვლევებით, გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი ფიქსირდება, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით, დაგეგმილია, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, საინფორმაციო ღონისძიებების გახორციელება _ ეს იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები თუ ახალგაზრდობის მობილიზება, ქუჩის კამპანიის გამართვა, ასევე, თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, დაგეგმილი ღონისძიებების გახორციელებაში. სოციალურ ქსელში მოინიშნა სიმბოლო _ ნარინჯისფერი ბაფთა, _ თქვა ლელა საჯაიამ. საკრებულოს 9-საკითხიანი დღის წესრიგი დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გააცნო. საკრებულოს დეპუტატების და სხდომის მონაწილეთა მთავარი ინტერესი და ყურადღება მიეპყრო საკითხს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე". საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა ცვლილებებზე. მან თქვა, რომ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ცვლილება 1 653 686,77 ლარით იგეგმება. სპეციალური ტრანსფერი _ ერთი მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოეყო. მან, ასევე, განმარტა, რომ კაპიტალური გრანტი 263 086,77 ლარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ნასაკირალში, ნარუჯაში, ბახვსა და მაკვანეთში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას მოხმარდება. "ნაციონალი" დეპუტატი შალვა თავდიშვილი დაინტერესდა, ვისთან შეთანხმებით გადაწყდა აღნიშნულ სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და მისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობა. მას უპასუხეს, რომ ყოველივე განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. გია მამაკაიშვილმა დაასახელა კონკრეტული ციფრები, თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ხდება ამა თუ იმ სფეროს დაფინანსების ზრდა და განმარტა ამ საჭიროებების მიზნები და მიზეზები _ კერძოდ, 34 000 ლარით მოხდა სახელმწიფო შრომის ანაზღაურების ზრდა, ახალი ფრაქციების შექმნიდან გამომდინარე; 6 000 ლარით _ მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება; 10 000 ლარი გამოიყო შიდა ქსელის წყალსადენის სამუშაოების შესრულებისთვის; დამატებითი სუბსიდირება _ 200 000 ლარი მიიმართება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, რაც ძირითადად, ბავშვთა კვების გაზრდისთვის იქნება გათვალისწინებული და ამ თანხაში არ შედის ფინანსები საახალწლო საჩუქრებისთვის. საკრებულოს წევრები და სხდომის ყველა მონაწილე ოვაციით შეხვდნენ მამაკაიშვილის მიერ, ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, 100%-იანი გრანტის მფლობელი მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს თემას: _ თერთმეტი ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი მოსწავლე გვყავდა წელს, რაც არის სასიამოვნო რეალობა და როცა ბიუჯეტს ვქმნიდით, დასაწყისში, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, არ იყო გათვალისწინებული, თუ ამდენი წარმატებული მოსწავლე გვეყოლებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე, ექვს მოსწავლეს, თითოეულს, გადაეცა 3 000 ლარი, ვისაც უფრო გადაუდებლად ესაჭიროებოდა, დანარჩენებს კი მომავალში გადაეცემათ. ასევე, 1 000-1 000 ლარი გადაეცემათ 2017 წელს ქალაქ ოზურგეთის სკოლების კურსდამთავრებულ 6 მოსწავლეს, რომლებმაც, ასევე, 100%-იანი გრანტი მიიღეს და ორი მუნიციპალიტეტის შეერთების შემდეგ, ისინი დაჯილდოვდნენ იმ წესის გათვალისწინებით, რაც ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიერ იყო გათვალისწინებული, _ თქვა მამაკაიშვილმა და განმარტა, ამ მოსწავლეებს რომ გული არ დაწყდეთ, ერთი ლამაზი ღონისძიება აუცილებლად გაკეთდება ფულადი ჯილდოს გადასაცემად. 10 000 ლარით გაიზარდა სპორტსმენთა სუბსიდირება, ვინც საერთაშორისო, ევროპულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნირებზე მუნიციპალიტეტი ასახელეს. გია მამაკაიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეიკემიისა და ონკოლოგიურ დაავადების მუხლის 30 000 ლარით ზრდა აუცილებლობამ გამოიწვია: _ სამწუხაროდ, დიდია დაავადებულთა რიცხვი და დავდექით არასასიამოვნო რეალობის წინაშე, _ თქვა მან. მამაკაიშვილმა დადებითი პასუხი წარმოადგინა დეპუტატ ლელა საჯაიას ინიციატივაზე, კიდევ ერთი ახალი პროგრამის შესაქმნელად მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც უსინათლოები ხმოვანი სიგნალით მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას. თავის მხრივ, ლელა საჯაიამ ისაუბრა ამ პროგრამის დიდ სიკეთეზე: _ უსინათლოები ვერ სარგებლობენ ვებგვერდით და სპეციალური მოწყობილობა ხმოვან ფორმატში გადაიყვანს წერილობით ინფორმაციებს, რაც საკმაო რაოდენობის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ეზიარონ ნებისმიერ სიახლეს. გია მამაკაიშვილმა ბოლოს საკრებულოს აპარატისთვის ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ისაუბრა, რის შესახებაც თხოვნით იყო შესული ნანა თავდუმაძე. მისი თქმით, წელს ვერ ესწრება თანხის გამოყოფა, რაც სამომავლოდ მოხერხდება. დარბაზში მიკროფონის მოთხოვნის შესახებაც გაისმა, რაზეც "გურია ნიუსი" არა ერთხელ წერდა. გია მამაკაიშვილმა აღნიშნა, რომ დარბაზი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ნამდვილად ითხოვს ინტერიერის შეცვლას, განახლებას და ამ ნაბიჯის გადასადგმელად უახლოესი მომავალი დააანონსა. ოზურგეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად შექმნილ მოდელებზე, რომლებმაც საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას შეუწყო ხელი. მან ხაზგასმით გამოყო საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას და საკრებულოს თითოეული წევრის, როგორც მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეების როლი იმ შედეგში, რითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამორჩეულია. ნანა თავდუმაძემ ყურადღება გაამახვილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილი ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმზე, "ღია მმართველობა-პარტნიორობის" ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებათა შესახებ და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე ისაუბრა ახლახან ქალაქ ვენაში ჩატარებულ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის და ანტიკორუფციული ქსელის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის, ორგანიზებით ჩატარებულ სემინარზე, საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრისას. საკრებულოს წევრთა მიერ, აპარატის მუშაობა დადებითად ... ...
  • "ელექტროენერგიის მოწოდებაში ხარვეზები, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს"ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი, დღესდღეობით, მეტ-ნაკლებად ყველგან გადაჭრილია, თუმცა, გეგმიური გამორთვების გარდა, ზოგჯერ, როცა არც ქარია და არც სხვა სტიქიური მოვლენა, უმიზეზოდ გამორთვაც ხდება. _ რაც უნდა გეგმიური შეკეთება იყოს, ორი სოფელი ერთდროულად არ უნდა გამოირთოს. შეიძლება, ისე გაკეთდეს, რომ საწარმოს ხელი არ შეეშალოს. ჩვენთან ასე როცა ხდება, ვზარალდებით და ვცდებით, _ ამბობს შპს "კონჭკათი-ორიათასთვრამეტის" დამფუძნებელი იაშა ცენტერაძე. ციტრუსოვანთა მიმღებ პავილიონში, რამდენიმე აგრეგატი მუშაობს და დაფასოების პროცესს, როგორც თავად ამბობენ, ელექტროენერგიის უეცარი შეწყვეტა ხელს უშლის, საბოლოოდ კი ეს ცუდად ისახება შედეგზე. იაშა ცენტერაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საწარმოს შესასვლელთან დამონტაჟებულია გაზის და ელექტრომრიცხველები, დგას ელექტრობოძი, რომელიც ხელს უშლის მანქანების თუ ქვეითების გადაადგილებას შენობის მისასვლელთან. _ ჩვენ ვთხოვეთ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობას ოზურგეთში, რომ ამ საქმეში დაგვხმარებოდა. ჯერ არ მოსულან და იმედია, არ დაგვზარდებიან. მზად ვარ, ისევ ჩემს საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე გადავიტანო ბოძი, ოღონდ მოშორებით, ისე, რომ ხელი არ შეგვეშალოს მუშაობაში. რა თქმა უნდა, შესაბამის მომსახურებაში გადავიხდით შესაბამის ღირებულებას. ზოგადად კი, ელექტროენერგიის მოწოდებაში ხარვეზები, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს, _ თქვა იაშა ცენტერაძემ. "გურია ნიუსი" "ენერგოპრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს ესაუბრა: _ თუ დახმარება სურს, ჩვენ რატომ არ მოგვმართა? როდის იყო "გურია ნიუსს" ელექტრობოძები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე? შემოვიდეს განცხადებით და დავეხმარებით. _ მან თქვა, რომ უკვე მოგმართათ. _ არ მოუმართავს. თუ ვინმეს უთხრა სიტყვიერად, მე არ ვიცი. შემოვიდეს განცხადებით. მას საწარმოზე არ აქვს დაფიქსირებული ეს მრიცხველი. საკუთარ სახლში აქვს გახსნილი პავილიონი. თქვენ რატომ მოგმართათ? მოვიდეს განცხადებით და დავეხმარებით. _ ჩვენ თვითონ ვიყავით იქ. სხვადასხვა სახის პრობლემაზე საუბრისას, ითქვა ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებასა და ასევე, მრიცხველის და ბოძის გადატანის აუცილებლობაზე. _ გასაგებია, მაგრამ ჩვენთან არ მოსულა. მაშინ მეცოდინებოდა. ელექტროენერგიის გათიშვას და საავარიო გამორთვას შორის არის სხვაობა. პირველ შემთხვევაში ყოველთვის ინფორმირებულია მოსახლეობა. როცა ერთი უბანი ან თუნდაც სოფელი უნდა გამოირთოს, არც ისე მოხერხდება, რომ სადმე ერთ ოჯახში ან ერთ პავილიონში დარჩეს შუქი. საავარიო შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ კეთდება. გეგმიური გამორთვები კვლავ გაგრძელება, მით უფრო, ზამთარი მოდის და ძირითადად, მოწესრიგებული უნდა იყოს ხაზების თუ ბოძების მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ყველას, მათ შორის, ადამიანს, რომელმაც საწარმო გახსნა და ხალხი დაასაქმა, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...

ნიუტონს ვაშლი თავში არ დასცემია...

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ისააკ...

საინტერესო ფაქტები გველების შესახებ

გველების ხილვადობა, დაახლოებით, 2, 5...

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერი

როგორც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი...

მომავალი სამყაროს პროგნოზი 2030 წლამდე

2019 წელს მავთულები და კაბელები...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...