გაპიარებული კურორტის პრობლემები _ რა ხდება ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

gurianews.com

მთავარი თემა

გაპიარებული კურორტის პრობლემები _ რა ხდება ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

2017 აგვ 10 09:11:23

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს განვითარებაზე, პერსპექტივებზე, ინვესტორებზე ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბრობდნენ, ახლა კი იგივე წინადადებებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებიდან მოისმენთ.

ვიდეო და ბეჭდურ არქივს თუ გადახედავთ, ანუ გუგლში ჩაწერთ სიტყვას _ ბახმარო, იპოვით რამდენიმე ათეულ შედეგს იმისა, თუ როგორ და რას გვპირდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე თვის წინ, პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომ „ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად“.

მ „მიმზიდველობისთვის“ კი, თუ ოფიციალურ განცხადებებს დავუჯერებთ, მოქმედებები გასულ წელს დაიწყეს. თუმცა, რეალობა სხვაა _ წელს კურორტზე ასულ ათასობით დამსვენებლებს პრობლემების გარდა, არაფერი დახვედრიათ:

_ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ბახმარო კეთდებოდა, ვფიქრობდით, აქ ამოსულებს ერთი სიახლე მაინც დაგვხვდებოდა. სიახლეს ვინ ამბობს _  ისიც კი არ დაგვხდა, რაც შარშან იყო, _ გვიყვება ერთ-ერთი დამსვენებელი და ყურადღებას ღამის ბახმაროზე ამახვილებს:

_ ღამით გარეთ ვერ გამოხვალთ _ არც ერთი საქუჩო განათება არ მუშაობს, ყველაფერი ჩაბნელებულია. არადა, შარშან იყო, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომლის თქმით, კურორტზე არსებული პრობლემები ჩამონათვალი ძალიან დიდია.

_ „გურია ნიუსში“ წავიკითხე, რომ კურორტის ტერიტორიაზე პირუტყვი არ შემოვიდოდა. ესეც ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა _ ბავშვებს საქონლებთან უწევს თამაში. ჩვენ სარეცხი ვერ გაგვიფენია, ისეთ დღეში ვართ, _ ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

კურორტზე მყოფების თქმით, ისევ მოუგვარებელია „მარადიული“ პრობლემა _ უწყლობა.

_ ადრე გრაფიკით მაინც მოდიოდა. ახლა სულ არ მოდის, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.

მათთვის პრობლემა კურორტზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის არყოფნაცაა:

_ 2 საათი მაინც უნდა სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანის ჩოხატაურიდან აქ ამოსვლას. ცოტა ხნის წინ ადამიანი დაიღუპა _ ვერ მოასწრო სასწრაფომ მოსვლა. განცხადებებში ყველა მაგარია, მაგრამ საქმის კეთება არავის უნდა. პრეტენზია, ამბიცია რომ გაგაჩნია, თან ასეთი კურორტი გაქვს, ხომ შეიძლება, რაღაც მაინც გააკეთო და ტყუილი განცხადებები არ აკეთო?! _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

ბახმაროში მყოფები კიდევ ერთ პრობლემაზე _ საავტომობილო ინფრასტრუქტურის არქონაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

_ კურორტზე ასობით ბავშვია და მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სისწრაფით დადიან ავტომანქანები. არ არსებობს არც ერთი საგზაო ნიშანი. ხომ შეიძლება, დასახლებულ პუნქტებთან ხელოვნური ბარიერები მაინც გააკეთონ. რამდენი ავარია უნდა მოხდეს, რამდენი ადამიანი უნდა დაშავდეს, რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღონ?! მით უმეტეს, აქ მძღოლების უმრავლესობა ნასვამი ზის საჭესთან,ამბობენ დამსვენებლები.

კურორტის დირექტორი დავით საჯაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გვალვების გამო წყაროები დაშრა, რამაც წყლის მიწოდების პრობლემა შექმნა:

_  ასეთი ცხელი ამინდები ბახმაროს არ ახსოვს. გვალვების გამო წყაროები დაშრა. ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ბავშვები მდინარეზეც კი ბანაობენ, რაც ადრე შეუძლებელი იყო წყლის დაბალი ტემპერატურის გამო. ბუნებრივია, ამან დებეტი შეამცირა, რის გამოც, რამდენიმე ქუჩას გრაფიკით მიეწოდება წყალი. ისე არ არის, რომ რომელიმე ქუჩა უწყლოდ იყოს დარჩენილი. ჩვენთვის გასაგებია ეს პრობლემა და ამიტომ, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან, პრობლემურ უბნებზე _ დავითიანზე, ვაკიჯვრის, ხიდისთავის და მახარაძის ქუჩებზე წყალს ავტოცისტერნით შევიტანთ, _ გვითხრა საჯაიამ.

რაც შეეხება გარე განათების პრობლემას, კურორტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი ჩართვა სახიფათოა:

_ გარე განათების ქსელი ამორტიზირებულია, მისი ჩართვა უსაფრთხო არ არის და ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მომავალ წელს ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. უკვე ხელი მოეწერა „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, გაისად გარე განათება იქნება ყველა ქუჩაზე და გარდა ამისა, ყველა კოტეჯს ექნება ინდივიდუალური მრიცხველები, _ ამბობს საჯაია.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოგვარდება საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიხაზება არამარტო ბახმაროს ქუჩები, არამედ კურორტზე ასასვლელი გზაც.

დავით საჯაია დამსვენებლების პრეტენზიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების არარსებობს გამო სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ ეს კურორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

_ აუცილებელია, რომ კურორტზე სასწრაფო იყოს. გვეუბნებიან, რომ მანქანები არ ჰყოფნით, თუმცა, ეს გამოსავალი არ არის. სასწრაფოს მანქანას ჩოხატაურიდან ამოსასვლელად კარგ ამინდში 1 საათი და 20 წუთი სჭირდება, თუ ნისლია, 2 საათი მაინც და ეს სასწრაფო აღარ არის. კურორტზე 8 000 დამსვენებელია ახლა და აუცილებელია, რომ აქ 24 საათის განმავლობაში მორიგეობდეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური, აღნიშნავს დავით საჯაია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი სოფო ჭუმბურიძე კითხვაზე _ რატომ არ იმყოფება კურორტზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ასე გვპასუხობს:

 „კურორტ ბახმაროში პაციენტებს სამედიცინო სერვისები უწყვეტად მიეწოდებათ.  ადგილზე 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს შესაბამისი წესით აღჭურვილი ამბულატორია. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის პარალელურად, კურორტის დამსვენებლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჩოხატაურის რაიონული სამსახური ემსახურება. გამოძახების შემთხვევაში, ეკიპაჟი უახლოესი წერტილიდან გადის და მანძილის დაფარვას საშუალოდ ერთ საათს ანდომებს.

 8 ივლისიდან 8 აგვისტომდე კურორტ ბახმაროდან სასწრაფოს გამოძახების 59 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღე-ღამეში 2 გამოძახებას აღწევს“ _ აღნიშნულია ჭუმბურიძის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ კომენტარში. 


ნახვა: 2538


 ახალი ამბები
  • პოლიტიკური შურისძიება_დეპუტატები ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ისე გარიცხა, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები, მათ განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. „თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია, ვერ გავაკეთებ კომენტარს“, _გვითხრა რევაზ არველაძემ. ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვა ზაზა პაპუაშვილია. ,,ინფორმაციას წავიკითხავ, გავერკვევი და არ დავიმალები“, _გვითხრა პაპუაშვილმა. მმართველ გუნდში დავით ჭიჭინაძე ყველაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. ,,ქართულ ოცნებაში“ დავით ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა. ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება _,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან უშვებს. ,,პაარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”, _აღნიშნულია პარტიის ... ...
  • უწყლობის დღეები სოფელ ჯუმათშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მეოთხე დღეა მოსახლეობა წყალის მოსვლას ელოდება. “როგორც იქნა, მოგვარდა წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში და ახლა ოთხი დღეა წყალი არ მოსულა. “ბანჩოკებით“ მოგვაქვს წყალი ხან მეზობელი სოფლიდან და ხან კიდევ რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან. მივმართეთ სოფლის ხელმძღვანელობას და ხვალისთვის იქნებაო, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ კიდევ ორი დღე არ გვექნება წყალი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ სიმართლე.“ _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სოფელ ჯუმათის ერთ-ერთი მცხოვრები. სოფელ ჯუმათში ერთ-ერთი დამსვენებელი “გურია ნიუსთან“ სატელეფონოს საუბრის დროს ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ უნდა იყოს წყლის პრობლემა. შპს “სატისის“ დირექტორის, დათო ცერცვაძის თქმით, წყალსაცავ ნაგებობაზე მოხდა დაზიანება და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. მისი თქმით, მოსახლეობას წყალის მიწოდება ორ დღეში ... ...
  • გედევან ფოფხაძე: შეუძლიათ, პარტიას, "ქართული ოცნების" ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვანშეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ _ ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ფოფხაძეს აინტერესებს, თუ რატომ მიღო პარტიამ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვას გუნდში ახალი დაპირისპირება მოჰყვეს. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ... ...
  • ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე _ პროკურატურა 710 მილიონის ღირებულების პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებსპროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სახლში, მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მივიდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა იცავს. ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს. დღეს კურიერმა გაარკვია, რომ ალავიძე პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხვა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა, 710 მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს. გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს. გამოძიება ეკონომიკისა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.   ვრცლად იხილეთ ... ...
  • დავით ჭიჭინაძე: "შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება""მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება," _  ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ მის პარტიიდან გარიცხვას. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის. დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიმართ ანგარიშსწორება ხდება. „მაგ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორი მიმაჩნია, მე ეს მგონია შეურაცხმყოფელი. როდესაც ამაზე რეაქცია გაქვს ადამიანს, ეს ბუნებრივია, თუ თავმოყვარე ადამიანი ხარ და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას გრძნობ, ეს განცხადება არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ. ის საქციელიც სირცხვილია, რასაც მე ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ _  როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, პარტიის თავმჯდომარე იყო კვირიკაშვილი და პრემიერმინისტრი იყო ამ ქვეყანაში, მისი ჩაწერილი და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში.  ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია. ეტყობა, ეს ადამიანი შინაგანად  არ არის თავისუფალი. მანდელა 27 წელი ციხეში იჯდა, თავისუფალი იყო, ეს კაცი 27 წელი თავმჯდომარე რომ იყოს, მაინც ვერ გათავისუფლდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

პატარა ეშმაკობა შოპინგის დროს

მაღაზიებში ცდუნებისგან თავს ვერ იკავებთ...

"საბრალო ქალები"

ცოტა ხნის წინ იაპონელმა მეცნიერებმა...

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...