გაურკვევლობა, ეჭვები და პირადი მიზნები _ სკანდალი „გურიას“ ირგვლივ გრძელდება


მთავარი თემა

გაურკვევლობა, ეჭვები და პირადი მიზნები _ სკანდალი „გურიას“ ირგვლივ გრძელდება

30 იან. 2018, 20:01:03

უკვე კარგა ხანია საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სამომავლო პერსპექტივების შესახებ მსჯელობა მიდის. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ვარიანტების ძიებაშია, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილების მიღება, რთული ჩანს.

ვინ ჩაიბარებს კლუბს? ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ ჩანს, მაშინ, როცა კულუარებში რამდენიმე პერსონის ირგვლივ მიდის საუბრები.

ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, კლუბით  ვინმე ყენიაა დაინტერესებული, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ადამიანი ყოფილა და როგორც ამბობენ, რამდენიმე წლის წინ გრიგოლეთის ბაზის ბედითაც დაინტერესებულა. მეორე დღეს სწორედ ამ პიროვნებას დაუკავშირეს გიორგი ჯორბენაძეც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაინიშნა კიდეც კლუბის აღმასრულებელ დირექტორად.

ჯორბენაძის ფეხბურთთან კავშირებზე მწირი ინფორმაცია არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საპარლამენტო არჩევნების დროს ნინო წილოსანის შტაბში საქმიანობდა, ხოლო ადგილობრივი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის სიის პირველ სამეულშიც კი მოიაზრებოდა. მაშინ მას წილოსანის კადრად მოიხსენიებდნენ.

თუმცა, საბოლოოდ,  ჯორბენაძე მაშინ სიაში საერთოდ ვერ მოხვდა და მას შემდეგ მის პერსონაზე არაფერი გვსმენია. ამიტომაც ერთგვარად მოულოდნელი იყო კლუბის შესაძლო მესვეურებს შორის მისი გვარის გამოჩენა, მაშინ, როცა სულ სხვა ადამიანებზე და ჯგუფებზე მიდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც უარყო ინფორმაცია ჯორბენაძის დანიშვნის შესახებ. თუმცა, დაადასტურა, რომ ერთ-ერთი, ვინც კლუბში მოსვლითაა დაინტერესებული, ზემონახსენები ყენიაცაა.

„ჯერ არავინ დანიშნულა კლუბის დირექტორად, მაგრამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ. გიდასტურებთ, რომ კლუბში მოსვლით დაინტერესებულთა შორის ყენიას კანდიდატურაც ფიგურირებს.  მე, პირადად, არანაირი ინფორმაცია მაქვს წარსულში რა ინტერესები ჰქონდა ამ პიროვნებას გრიგოლეთის ბაზასთან მიმართებაში. თუმცა, ერთის თქმა გადაჭრით შემიძლია, რომ გრიგოლეთის ბაზა არის და იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და მას ვერავინ ვერ წაიღებს“, _ ამბობს სარიშვილი.

რაც შეეხება კლუბის დირექტორატს,  იგი სრული შემადგენლობით  „გურიას“ ლიგა პრო ორში ჩამოქვეითების შემდეგ დაითხოვეს, ხოლო გასული წლის 28 დეკემბრიდან კი კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაც ვაკანტური გახდა.  სწორედ ვლადიმერ გვარჯალაძე იყო ერთადერთი მენეჯერი, ვინც პოსტს წლის ბოლომდე, ახალი დირექტორის დანიშვნამდე ინარჩუნებდა.

როგორც ამბობენ, ლადო გვარჯალაძის რამდენიმე დღით ადრე დაწერილი განცხადება, მერმა ახალი წლის წინა დღეებში იმიტომ დააკმაყოფილა, რომ ამ თანამდებობაზე ჟურნალისტ მამუკა ქანთარიას დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელიც წლებია მედია ოფიცრის პოსტს იკავებდა კლუბში.  მეტიც, კანდიდატურის შესათანხმებლად საქმის კურსში მხარის გუბერნატორიც ყოფილა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქანთარია-სარიშვილი ერთად შეხვდნენ. როგორც ამბობენ, მწვანე შუქი ქანთარიას კანდიდატურისთვის ფეხბურთის ფედერაციასაც აუნთია, მითუმეტეს, რომ მის უკან კახა ებრალიძის გუნდი მოიაზრებოდა. სწორედ ამის შემდეგ მერს გადაწყვეტილება მიუღია, რომ ბრძანება დაეწერა და „გურია“ მამუკა ქანთარიას გუნდისთვის  ოფიციალურად ჩაებარებინა. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სარიშვილმა  დეპუტატ ნინო წილოსანის ზარის შემდეგ  გააუქმა.

თავად ლანჩხუთის მერი ამბობს, რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა და კონსულტაციები  მამუკა ქანთარიასთან, თუმცა, მისი დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილებას კატეგორიულად უარყოფს.

 „ბევრთან, ვინც კლუბში მოსვლითაა დაინტერესებული, მქონდა შეხვედრები, მათ შორის მამუკა ქანთარიასთანაც. მე და მამუკას ამ საკითხზე გვქონდა საუბარი და იქ არ ყოფილა გუბერნატორი. არც ბრძანება დამიწერია მისი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დანიშვნის თაობაზე. ასე რომ ყოფილიყო, დღეს ის იქნებოდა აღმასრულებელი დირექტორი“, _ ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.

„გურია ნიუსი“ კომენტარისთვის თავად მამუკა ქანთარიასაც დაუკავშირდა.

_ დღეს ლანჩხუთში ბევრი ჭორაობს, რომ ერთ დღეში მოესწრო თქვენი დირექტორად დანიშვნა და გათავისუფლება...

_ მე არ გამიგია ეს ჭორები.  არც ჩემი დანიშვნისა და  გათავისუფლების ბრძანება მინახავს.

_ გქონდათ შეხვედრა ლანჩხუთის მერთან ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ბევრს შევხვდი, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. მეც ცოტა გაუგებრობაში ვარ მოხვედრილი.

_ გუბერნატორსაც შეხვდით?

_ დამაცადეთ რამდენიმე დღე...

_ ანუ არ უარყოფთ...

_ (იცინის)არც ვადასტურებ.

_ მერი ამბობს, რომ ყველას შეხვდა, ვისაც კლუბში მოსვლა სურს და მათ შორის თქვენც...

_ ეს არ უნდა ეთქვა ბატონ ალეკოს, რადგან მე არავისთვის მითხოვია კლუბის დირექტორობა. არც არასდროს მსურდა და ახლაც არ მსურს. თუ მერი ასე ამბობს, მე წავიკითხავ მის სრულ კომენტარს და მერე მექნება პასუხი.

_ თუ მერის კომენტარი არ მოგეწონა, მაშინ გექნებათ პასუხი?  წესით უნდა ფლობდეთ ინფორმაციას, როგორ ხდება დირექტორის დანიშვნა, რადგან გნიშნავდნენ, ესე იგი, შიდა სამზარეულოც იცით...

_ ვფიქრობ, არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან ამ დეტალების გახმაურება, მაგრამ მე თუ ისე გამომიყვანენ, რომ „გურიას“ დირექტორობისთვის ვიბრძოდი, ეს მათი მხრიდან ძალიან ცუდი განმარტებაა. ისედაც არასამართლიანად მოიქცნენ ჩემ შემთხვევაში.

_ და რა გამოდის, რადგან აღარ გნიშნავთ, ეტყობა, დაგიწუნათ და ხომ არ იცით, რატომ?

_ ეს მერს უნდა ჰკითხოთ. თუმცა, მე არ მიმიღია ამ „აუქციონში“ მონაწილეობა, შემომთავაზეს. ორდღიანი ფიქრის შემდეგ  დავთანხმდი და 29 დეკემბრიდან დირექტორის მოვალეობა უნდა შემესრულებინა. მაინც მათქმევინეთ, მერე რა მოხდა, მე არ ვიცი, არც არავის უთქვამს რამე.

ზოგადად, გადაჭრით ძნელია იმის მტკიცება, დაიწერა თუ არა მართლაც ქანთარიას დანიშვნის  ბრძანება, თუმცა, „გურიასთან“ მიმართებაში ნინო წილოსანის გავლენის შესახებ ლანჩხუთში ბევრს საუბრობენ.  სხვათა შორის, დეპუტატის სახელს უკავშირებენ  „გურიას“ თაობაზე მერაბ ჟორდანიასთან მოლაპარაკების ჩაშლას. მაშინ ექსგამგებელმა ზაზა ურუშაძემ სფფ-ს ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებიც წამოიწყო, ხელშეკრულებაც მომზადებული იყო, თუმცა, შუა გზაზე ეს პროცესი შეწყდა. როგორც მაშინ ამტკიცებდნენ, ამის უკან ნინო წილოსანი იდგა. 

მაშინ მისი მისამართით გავრცელებულ მსგავს ბრალდებებს დეპუტატი იმთავითვე უარყოფდა და ამბობდა: „ჟორდანიასა და ყველა სხვა მსურველის გასაგონად ვიტყვი, რომ კონკრეტული საინვესტიციო პირობების გარეშე, ვინმემ არ იფიქროს, კლუბი გადაეცეს სამართავად. მსურველებმა კეთილი ინებონ, არსებული დავალიანება აღიარონ და, მინიმუმ, მილიონიანი ინვესტიცია ჩადონ ყოველწლიურად გუნდში. ასეთი მაგალითები ქართულ ფეხბურთში ყოფილა და ეს მიდგომა ნორმალური და აუცილებელიცაა“.

საინტერესოა, ოფიციალურად რა წინადადებები ექნება იმას, ვინც გუნდში მოვა, თუნდაც არსებული დავალიანების ან ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ყოველშემთხვევაში, მავანის დაინტერესება, როცა კლუბს ნახევარ მილიონამდე ვალი აქვს გასასტუმრებელი, ეჭვს აჩენს _  ხომ არ მოხდა კლუბის ნგრევა სპეციალურად და ხომ არ მიუშვეს სადავეები, რომ მერე კლუბის ღირებულ ქონებას-გრიგოლეთის ბაზას შეექმნას საფრთხე. ზოგის აზრით, ბაზის მიმართ პირადი ინტერესი  ნინო წილოსანს აქვს.

თუმცა, თავად დეპუტატი გრიგოლეთის ბაზასთან დაკავშირებით მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სრულ აბსურდად აფასებს.

„საჯარო თემებში ნებისმიერი პირადი ინტერესის არსებობას ვეწინააღმდეგები შინაგანად. შესაბამისად, იმ განცხადებაზე, რომ თითქოს პირადი ინტერესი მქონდეს გრიგოლეთის ბაზასთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან ერთადერთი შეფასება მაქვს _ ის აბსურდულია“, _ განმარტავს ნინო წილოსანი.

დეპუტატი  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მისთვის ლანჩხუთის „გურია“ და მისი წარმატება პრიორიტეტული საკითხია, თუმცა, ამტკიცებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერი დამოუკიდებლად იღებს.

„არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე, მუდმივად მეკითხებიან აზრს და მთხოვენ, ვიზრუნო ლანჩხუთის ამ დიდი სიამაყის სწორი მიმართულებით განვითარებაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებული ვიყავი. ასევე, მქონდა ჩემი აზრი მამუკა ქანთარიასა და კახა ებრალიძის შესახებ და ჩემი პოზიცია იყო დადებითი.  თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობის შერჩევისას, როცა სხვა კანდიდატებთან ერთად ამ ორი პიროვნების საკითხიც განიხილებოდა, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ფაქტორები, როგორიც  არის კანდიდატების პროფესიონალიზმი, ნდობის ხარისხი, მენეჯერული უნარები და ასე შემდეგ. აქვე მინდა დავძინო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლის დაკნინება დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში არც საკუთარ თავს და არც სხვას მივცემ უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს მერის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამ საკითხში გადაწყვეტილების მიმღებია სწორედ მერი და ჩემი როლი მხოლოდ რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება“, _ამბობს დეპუტატი „გურიაში“ მის შესაძლო გავლენებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ზემონახსენებ ყენიას, დეპუტატის თქმით, მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია  და მის ლობირების თემასაც აბსურდულს უწოდებს. რაც შეხება გიორგი ჯორბენაძის საკითხს, ამბობს, რომ მასთან თანამშრომლობის გამოცდილება არ აქვს და შესაბამისად, ვერც რაიმე რეკომენდაციას გაუწევს.




 ახალი ამბები
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....