გაზრდილი ფასები და გაღარიბებული მოსახლეობა

მთავარი თემა

გაზრდილი ფასები და გაღარიბებული მოსახლეობა

2019 იან 10 12:20:02

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფლაციის დონე  1.5%-ით გაიზარდა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაძვირებულია საკვები პროდუქტები, გაზრდილია კომუნალური გადასახადები; ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა მედიკამენტებზე და ეს ყველაფერი მოსახლეობა მძიმედ აისახა.

ჩოხატაურში ბაზრობა ყოველ კვირას იმართება. როგორც წესი, ამ დღეს დაბის ბაზარი, როგორც მოვაჭრეებით, ასევე მომხმარებლებითაა სავსე.

საკვირაო ბაზარს მხოლოდ ჩოხატაურში მცხოვრებლები არ სტუმრობენ _ აქ ხშირად დადიან ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან და იმერეთიდანაც კი.

თუმცა, წელს, როგორც საახალწლო, ასევე, საშობაო ბაზრობა მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა _ 6 იანვარს, შობის წინა დღეს, ბაზარში ხალხი, პრაქტიკულად, არ ყოფილა:

_ ფული არ აქვს ხალხს _ ძალიან უჭირს ყველას. სადღესასწაულო დღეებში კლიენტის მომსახურებას ვერ ვასწრებდი, ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო ბაზარში. ახლა რაც ხდება, თქვენც ხედავთ. რამდენიმე საათია აქ ვდგავარ და 12 ლარი მაქვს ნავაჭრი, _ გვითხრა ხილით მოვაჭრე ქალბატონმა.

მასთან საუბარში სხვა გამყიდველებიც ჩაერთნენ. ყველამ ერთი და იგივე გვითხრა _ ადამიანებს საკვების საყიდელი ფული არ აქვთ.

_ წლებია, დაპირებებს ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, მის შესრულებაზე არავინ ფიქრობს. რაც დრო გადის, მით რთული სიტუაციაა, _ გვითხრეს ბაზარში, სადაც მართლაც უჩვეულო სურათი იყო.

დღესასწაულის წინა დღეს, ბაზარში მდებარე ხორცის მაღაზიებიდან მხოლოდ 3 თუ 4 მაღაზია იყო ღია.

_ რა აზრი აქვს ხორცის შემოტანას? მყიდველი არ არის. ახალი წლის წინა დღეებში თითქმის ყველა მაღაზია ღია იყო და ზარალის მეტი არაფერი მოიტანა. ხორცის კი არა, პურის საყიდელი ფული აქვს ხალხს, _ გვითხრეს მოვაჭრეებმა.

თითქმის ცარიელი იყო სხვა დახლებიც, რის მიზეზადაც ადგილობრივები მოსახლეობის გაღარიბებას ასახელებენ:

_ ხვალ შობაა და მეც მინდა ჩემს შვილებს ნორმალური სუფრა მოვუმზადო. 4 შვილი მელოდება სახლში, რომლებსაც დავპირდი, რომ ღვეზლებიც ექნებოდათ, ხორციც და კანფეტიც, თუმცა, დანაპირებს ვერ ვუსრულებ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 200 ლარს შეადგენს. ეს თანხა პურს და შაქარს არ ყოფნის. ვეცადე გამენაწილებინა და ჩემს შვილებსაც ეგრძნოთ დღესასწაული, მაგრამ ვერ შევძელი. ხორცი 14 ლარი ღირს, ყველი _ 12 ლარი, ერთი ცალი კვერცხის ფასი 40 თეთრია. პურის ფქვილი გაძვირდა, შაქარიც. კანფეტის ყიდვას ვინ ამბობს, ღვეზელი რომ გამოვუცხო ბავშვებს, ისიც კი არ შემიძლია, _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც გამყიდველს სთხოვდა, 4 ცალი ვაშლი აეწონა.

რესპონდენტთან საუბრის დროს, ხორცის მაღაზიიდან ატირებული ბებო გამოვიდა:

_ სახლში მე და ჩემი ქმარი ვართ. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. ამ თვეში რაც ავიღეთ, წამლებში დავხარჯეთ. 20 ლარი საშობაოდ შემოვინახე. 200 გრამი ხორცის ყიდვა მინდოდა და გამყიდველმა არ მომყიდა, მაგისთვის ბარკალს ვერ დავჭრიო. არადა, ჩემს მოხუცს დავპირდი, რომ შობას ხორციან სუპს გავუკეთებდი, _ ემოციის დამალვა უჭირდა ქალბატონს.

საკვირაო ბაზარში რამდენიმე საათის ყოფნის მიუხედავად, ისეთი რესპონდენტი, რომელთა ჯიბეზე ინფლაცია ასე მკვეთრად არ ასახულა, ვერ ვიპოვეთ.

გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ საშუალო და დაბალი ფენა ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად შიმშილობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა _ ბოლო სამი წელია, ყველანაირ გამოკითხვებში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში სამუშაო ადგილების არარსებობა, ფასების ზრდა, ინფლაცია და სიღარიბე სახელდება.

2018 წლის ზაფხულში, Unicef-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა.

"მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა", _ აღნიშნული იყო კვლევაში და ხაზგასმული იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაზე მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირდა.

"სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით", _ აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვე გავიდა და მას შემდეგ სამომხმარებლო ფასები თითქმის ყველა სახის პროდუქტზე მკვეთრადაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ის კვლევაა, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა.

სწორედ Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი და მასში ხაზგასმული გაზრდილი სიღარიბის მაჩვენებელი დაასახელეს ოფიციალურმა პირებმა მთავრობის მეთაურის გადადგომის მიზეზად. მაშინ ისიც თქვეს, რომ ახალი პრემიერი და ახალი გუნდი რეალობას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

თუმცა, იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, უკეთესობის არაფერი ეტყობა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირიქით _ საქმე უარესადაა.

იმის გასაგებად, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის დაძლევას, რამდენიმე უწყებას და პოლიტიკოსს მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ _ ამ დროისთვის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არავის არ სურს.

ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დროულად გატარებაა საჭირო:

"თუ გაძვირდა მედიკამენტი, მე ეს გაცილებით მეტად მაწუხებს, მით უმეტეს, თუ მე ვარ პენსიონერი და დამოკიდებული ვარ ჩემს პენსიაზე და ჩემი ძირითადი მოხმარების საგნები არის  მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. შესაბამისად, მე ნაკლებად ვნერვიულობ იმას, რომ ტანსაცმელი გაიაფდა და მსუბუქი ავტომობილები. საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი რეფორმების გატარება და ფიქრი იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდო ქვეყანაში და ამით წასწიო წინ ქვეყნის ეკონომიკა", _ აღნიშნა მედიასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...