ღია წერილი გიორგი ვოლსკის _ დაფინანსებული ტროლები, აგრესია და ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

მთავარი თემა

ღია წერილი გიორგი ვოლსკის _ დაფინანსებული ტროლები, აგრესია და ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

2019 სექ 11 13:37:26

„აზრის გამოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად, მხოლოდ რეგვენ ადამიანს შეუძლია“, _ ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები, სოციალურ ქსელში, 10 სექტემბერს ძალიან აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ბევრმა არასწორად გადათარგმნა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

უფრო დეტალურად: 10 სექტემბერს, ონლაინ სააგენტო “interpressnews.ge”-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით _ “ანდერს ფოგ რასმუსენი: ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე”.

სტატიაში მოცემულია ამონარიდები რასმუსენის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და მომავალი წევრობის საკითხზე.

“interpressnews”-მა მოგვიანებით სათაური დააკორექტირა, რადგან ის იყო შეცდომაში შემყვანი და წინააღმდეგობაში მოდიოდა სტატიის შინაარსთან და კონტექსტთან. “interpressnews”-ის სტატია, ინტერპრეტირებული აღწერით, ასევე გადააზიარა ფეისბუქ გვერდმა “Politicano • პოლიტიკანო”, რომელმაც საკითხი ლიბერალებს დაუკავშირა. რასმუსენის განცხადებას მოჰყვა მანიპულაციური შეფასებები პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის გია ვოლსკის მხრიდანაც. 

„აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს არის ისტორიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლა“, _ უთხრა ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“.

„აღნიშნული თემის მანიპულაციური ინტერპრეტირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას. რეალურად, რასმუსენის განცხადებით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილებოდეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, NATO-ს წესდების მე-5 მუხლი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაფარავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება. რასმუსენმა ილუსტრირებისთვის გერმანიის მაგალითი მოიყვანა, როდესაც გერმანია NATO-ს წევრი 1955 წელს გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (აღმოსავლეთ გერმანია) ატლანტიკური ალიანსის წევრობა მხოლოდ 1990 წლიდან, ანუ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა“, _ წერს “მითების დეტექტორი”.

თუმცა, „მითები დეტექტორის“ განმარტებამდე, სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი გაკეთდა და ვოლსკი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ბევრმა დაადანაშაულა.

ის, რომ განცხადება არასწორი იყო და რასმუსენის კომენტარი ცუდად გადათარგმნილი, უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამაც შეახსენა სოციალურ ქსელში:

თუ ინგლისური არ იცის ვინმემ უთარგმნეთ, ბოლოს და ბოლოს დაუწერეთ და მერე გააკეთებინეთ განცხადება. აზრი ვერ გამოაქვთ და საზოგადოებაც შეცდომაში შეყავთ“, _ მიმართა გოგელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ამავე პოსტზე, საჯარო გზავნილი გიორგი ვოლსკსაც გაუგზავნა:

გიორგი ვოლსკი! იმედია, ამას ბულინგს არ უწოდებთ და ტროლებს არ მომიგზავნით (თუმცა, არც ესაა პრობლემა). ამ ქვეყნის გულშემატკივრის რჩევაა ეს და „ნაცობას“ ნუ დამაბრალებთ ამის გამო. და მთავარი _ რასმუსენმა თქვა, რომ დავიწყოთ დისკუსია იმაზე, ხომ არ შევიდეს საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთით და ცხინვალით, თუმცა, კონფლიქტების მოგვარებამდე ალიანსის მე-5 მუხლი (კოლექტიური თავდაცვა) არ გავრცელდეს კონფლიქტურ ზონებზე. დავესესხები Konstantine Shubitidze-ს და მისსავე განმარტებას გეტყვით _ ამ ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გაუმარტივდეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე დათანხმება და უაზრო არგუმენტები გამოეცალოთ ხელიდან“, _ დაწერა გოგელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ამ პოსტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მოგვიანებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის პოსტზე, რომელიც, ასევე, აკრიტიკებდა ვოლსკის მანიპულაციას, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი აუგად მოიხსენია _ თანაც ისე, რომ ე. წ. თაგი არ გაუკეთებია.

„ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის NATO ცნობს, თინა! ესაა პასუხი შეკითხვაზე _ ვიზიარებ თუ არა რასმუსენის მოსაზრებას, "რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია, რამდენად მისაღებია მისთვის ნატო-ში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანება".

შემდგომ არა ერთი კომენტარი გავაკეთე. მაგ კომენტარშიც ჩანს მთავარი ხაზი _ "ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია" და ეს ვითომ არ ყოფილა:)) ანუ შეგნებულად ამახინჯებ...
რაც შეეხება "5-ე მუხლის გარეშე", ამაზე აპატურაიმ გასცა პასუხი, რომ არარეალისტურია! რაო, მოსკოვის აგენტია?!

რა მძიმე წასაკითხია, რამეს რომ გაბრალებენ... ჩემი "ადრეული პარტიულობა" არ განაპირობებს დამოკიდებულებას ქვეყნის, თუნდაც ჩემი და თქვენი შვილების ინტერესების მიმართ, ისევე, როგორც დათო უსუფაშვილის...
ადრე პოლონეთის ცკ-ს პირველი მდივანი იყო კვაშნიევსკი, რომელმაც პოლონეთი ნატოში შეიყვანა, შარტავა ჩემი უფროსი იყო _ საქართველოს გმირი. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი.

არ ვიცი, აქვს თუ არა აზრი ამის მოწერას, მაგრამ არასოდეს მიკადრია დაბრალება, შენც ნუღარ იკადრებ _ ნატო გოგელია ხომ არა ხარ?:))“ _ მიმართა ხიდაშელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამ გზავნილის გამო,  ნატო გოგელიამ ვოლსკის შესაბამისი ახსნა-განმარტება საჯაროდ მოსთხოვა:

„დაგეთაგეთ მაინც... ჩუმად, სხვის კედელზე, რომ მომიხსენიებთ ცუდად; ეს, არ მგონია, ვაჟკაცური საქციელი იყოს. და ახლა მთავარზე _ აბა, ბრძანეთ, რა დაგაბრალეთ და რა არ ყოფილა? ჯერ თქვენ გისმენთ და მერე მე გეტყვით, რას იბრალებთ, რას არ აკეთებთ და სად და როდის ავრცელებთ არასწორ ინფორმაციებს (მერე რომ იუარებთ ვიცი, მაგრამ მაინც). Tinatin Khidasheli მაპატიე, შენი კედლის გამოყენება, მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა ჩემს კედელზე არაფერი თქვა და ჩუმად შენთან მომიხსენია საკმაოდ თავხედურად, არასწორად და კაცისთვის შეუფერებლად! ამიტომ, აქვე მოვთხოვ პასუხს! გისმენთ, ბატონო გიორგი!“ _ გოგელიას ამ საჯარო მესიჯს უმრავლესობის ლიდერმა მოკლედ უპასუხა: „აზრი არა აქვს...“

„თქვენ, უმრავლესობის ლიდერი რომ გქვიათ და ასე, სხვის კედელზე ჩუმ-ჩუმად ილანძღებით, იმას აქვს აზრი? რატომ არ გინდათ, ჩამონათვალი გააკეთოთ? რა დაგაბრალეთ ისეთი, რაც არ გითქვამთ? გისმენთ... ბრალდებები და სიტყვის უკან წაღებები კარგად გამოგდით, მაგრამ გურიაში არ ვიცით მასე (ვფიქრობ, დახურულ შეხვედრაზე მაინც მიხვდებოდით) და არც უკან დახევა გვიყვარს... სიმართლისთვის ბევრი გვიბრძოლია... აი, იმ წლებში, როცა თქვენ მართლა არ ვიცი, სად იყავით, ჩვენ სიმართლეს ვამბობდით და ამის დიდი დამსახურებაა, რომ თქვენ უმრავლესობის ლიდერი ხართ. თუმცა, თქვენ ეს სულ არ გაინტერესებთ _ თქვენთვის მთავარი "იარლიყების მიკერებაა", მაგრამ მე იმ კატეგორიაში არ გავდივარ, ვინც ამას დუმილით შეხვდება. ამიტომ, გისმენთ _ სიტყვას ფაქტები მოაყოლეთ. ან - იტყვით, ან მე თქვენს დუმილს იმის ნიშნად მივიღებ, რომ სიცრუე აღიარეთ...“ _ ჩვენი ჟურნალისტის ეს გზავნილი გიორგი ვოლსკიმ უპასუხოდ დატოვა.

რას ნიშნავს მისი დუმილი, მკითხველმა განსაჯოს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გიორგი ვოლსკი თავს გვესხმის. რამდენიმე დღის წინ, მის მიერ, გურიაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თხილის ფასის დარეგულირებაში სუს-ს ჩართავდა, ხმაურის მიზეზი გახდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ ვოლსკის განცხადება ბიზნესზე ზეწოლას ნიშნავდა და შესაბამისი გამოხმაურებები, რომ პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ვოლკისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ჯერ ნათქვამი უარყო, რის შემდეგაც, ჩვენი ჟურნალისტის სოციალურ გვერდს ფეისბუქში, სადაც მასალა იყო დაანონსებული, “ტროლები“ შეესია. მოგვიანებით კი, საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას „ზოგიერთი ჟურნალისტი აბულინგებდა“.

მართალია, იმ განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განცხადების შინაარსით ნათელი იყო, რომ ჩვენს ჟურნალისტს გულისხმობდა. იმის მიუხედავად, რომ ბატონ გიორგის შეეძლო ნებისმიერი პრეტენზია და მოსაზრება “გურია ნიუსის“ მენეჯმენტთან განეხილა (ჩვენი მედიასაშუალება შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას, ჩასწორებას ეთიკურობად მიიჩნევს), უმრავლესობის ლიდერმა სხვა გზა აირჩია _ სამწუხაროდ, როგორც ჩვენი წყაროები ადასტურებენ, გიორგი ვოლსკი შეხვედრიდან-შეხვედრაზე, იმის გარკვევას ცდილობდა, იყო თუ არა „გურია ნიუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

რას და რა ფორმით გაარკვევს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც კედელ-კედელ და შეხვედრა-შეხვედრა ჩვენზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, შეიძლება დიდად ყურადღების მისაქცევი არ ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამას დასასრული არ უჩანს, ვფიქრობთ, რამდენიმე სიტყვით წარსული უნდა გავიხსენოთ.

შეგახსენებთ მის ბიოგრაფიას: 1984-დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო (ანუ ამ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც მუშაობდა; შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა - 2003 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო; 2003-2004 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სპეციალური თანაშემწე; 2004-2006 წლებში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა; 2006-2007 წლებში  - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2011 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპსამსახურის რეზერვი გახლდათ.

ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ წლების განმავლობაში, ამ, ამისწინა, იმისწინა და იმისწინაწინა ხელისუფლებებთან ვიყავით (მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონოდა სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, აპოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.) მისი თანადგომა არ გვახსოვს.

ბატონ გიორგის წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დევნა, შევიწროება, არ უნახავს როგორ დასდევდნენ ჩვენს ჟურნალისტებს, მათი ოჯახის წევრებს. არც ის ეცოდინება, რომ „გურია ნიუსი“ იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ციხეებში არსებული ვითარება, მათ შორის, სერგო თეთრაძის საქმე არაერთხელ გაახმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს; არც ის, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დავწერეთ და ჩვენგან იგებდა მთელი ქვეყანა იმ რეალობას, რაც ლაფანყურში ხდებოდა; არც ის ეცოდინება, რომ სწორედ ნატო გოგელია დაშავდა 26 მაისს და არც ის, რომ მაშინ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მივმართეთ (და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოვიგეთ კიდეც!). “გურია ნიუსი“ იყო ბევრი საკანონმდებლო ცვლილების, საპროტესტო მოძრაობის ინიციატორი (ხანდახან _ მარტოც!), რომელმაც წინა და იმისწინა ხელისუფლებების ძალაუფლებით ტკბობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება დღევანდელობას; ბატონო გიორგი, ჩვენთვის „იარლიყების მოკერებას“ , ჩვენ გუნდში მტრების ძიებას გირჩევთ, საკუთარ გუნდს მიხედოთ _ მიმოიხედეთ, რამდენი საეჭვო პოლიტიკური წარსულის ადამიანი გყავთ გვერდით. ჩვენი პროფესიული ვალი კი, პოლიტიკური მეხსიერების, ჩავლილი და მიმდინარე მოვლენების, ფაქტები ერთგულებაა. ამიტომ, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ზუსტად ისევე არ დავწერთ ამ ხელისუფლების შეცდომებზე, როგორც წინა ხელისუფლებაზე ვამბობდით! გვჯერა და გვწამს, რომ ამით სწორედ ხელისუფლებას ვეხმარებით, რომ დასასრული არ მოიახლოვოს!

ჩვენ არ ვართ, არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით კონტროლირებადი მედია! ჩვენ ყოველთვის ვაწვდიდით ჩვენს მკითხველს გადამოწმებულ, ობიექტურ ინფორმაცის და ვამბობდით სიმართლეს!

ისევე, როგორც წინა ხელისუფლებების დროს, ახლაც ვუყვებით ადამიანებს კორუფციაზე, უკანონობაზე, შერჩევით სამართალზე, ყველაფერ იმაზე, რაზეც ეს ხელისუფლება თვალს ხუჭავს და ასეც გავაგრძელებთ.

გვერწმუნეთ, ვერც დაფინანსებული ტროლები, ვერც მაღალჩინოსნების აგრესია და მართლაც რომ ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

ჩვენ ვმუშაობდით და ვიმუშავებთ ხალხისთვის და იგივეს გირჩევთ თქვენ _ სწორედ ამაში გიხდით ხელფასს საჯარო მოხელეებს და არა არასამართლიანი პოლიტიკით, სიტყვით თუ პოსტით საზოგადოების განაწყენებაში!

წინ 2020 წლის არჩევნებია. ალბათ, მანამდე, კიდევ ბევრი “ტროლი“ გამოჩნდება, კიდევ მეტი აგრესია წამოვა, ბევრს ნერვები უმტყუნებს, მაგრამ პოლიტიკოსების  სიძლიერე ძველ მეთოდებზე უარის თქმით, სამართლიანობის ერთგულებით, ღირსეული შრომის დაფასებით და ქვეყნის ინტერესების საკუთარ სიცოცხლეზე მაღალა დაყენებით იზომება. ეს მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მისვლამდე ყველასთვის გასაგებია, მისვლის შემდეგ _ ერთეულებისთვის რჩება ღირებულად.

 




 ახალი ამბები
  • სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.   შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა. ... ...
  • შემოქმედსა და ნაგომარში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 21 დეკემბერს და  სოფელ ნაგომარში 24 დეკემბერს სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა გამორჩეული იქნება მისი მრავალფეროვნებით. ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება სოფელში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ გურიაში ე.წ „იარმარკებს“ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მარიამობის ბაზრობა ნაგომარში, რომელიც მამია გურიელმა დაარსა და ტრადიცია უკვე ორასი წლისაა. ხოლო, სოფელ შემოქმედში ყოველი წლის 20 სექტემბერს ღმრთისმშობლობის ღამეს დიდი ბაზრობა იმართება, რომლის შემდეგ მრევლი ეკლესიაში მიდიოდნენ. ღონისძიება“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მისი პარტნიორი სკოლების ინიციატივით ... ...
  • სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, ამჯერადაც  სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.  დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის ინფორმირების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა. კერძოდ, სემეკს განცხადებით მიმართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში მდებარე 3 ობიექტზე უწყდებოდა ელექტროენერგია ისე, რომ არ ხდებოდა მისი ინფორმირება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არც წინასწარ და არც წყვეტის შემდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომხმარებელმა რამდენჯერმე მიმართა სს „თელასს“ ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვა წყვეტების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა კონკრეტულ სატელეფონო ნომრებზე. თუმცა, კომპანიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. გარდა ამისა, საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასს“ წყვეტების შესახებ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ასახული სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რაც წარმოადგენს რეგულაციების შეუსრულებლობას.  სს „თელასს“ დარღვევების აღმოსაფხვრელად 1-თვიანი ვადა განესაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება 15 000 ლარით. (R)  ... ...
  • საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს (R)საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ესენია: ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; მონაცემთა მეცნიერება; ფინანსური მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; საცალო საბანკო მომსახურება (RB, Express, SOLO); ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. აღნიშნული პროგრამები  ბანკის მასშტაბით, ჯამში, 31 სხვადასხვა მიმართულებასა და ბანკის შვილობილ კომპანიებს მოიცავს. საქართველოს ბანკი, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებსა და უკუკავშირს.   პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების  შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.  „განათლებისა და დასაქმების  მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს  პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმაონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა, სტუდენტებს დავეხმაროთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ როგორც საკუთარი მომავლისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის”,- აცხადებენ  საქართველოს ბანკში.   ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.lideratori.bog.ge  ... ...
  • პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობა-არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა"2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.  თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა,"_მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას საია ავრცელებს. "არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან. 2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას. პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.     მოვუწოდებთ: - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს - დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე; - საქართველოს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,"_ წერია გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...