"გურიაში დათოვლილი მანდარინის ფოტოები რომ ვნახე თქვენს ვებგვერდზე, გული მეტკინა“

მთავარი თემა

"გურიაში დათოვლილი მანდარინის ფოტოები რომ ვნახე თქვენს ვებგვერდზე, გული მეტკინა“

28 იან. 2021, 11:11:23

გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდ ნაწილმა მანდარინი ვერ გაყიდა. წელს უარესი მდგომარეობაა _ ციტრუსი არათუ გაუყიდავი, მოუკრეფავი და დაუბინავებელი დარჩა, ნაყოფზე დაათოვა და გულსაკლავად გამოიყურება თოვლის საფარქვეშ მოქცეული, მანდარინით გადაყვითლებული ხეები.

"გურია ნიუსი", ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს, რომლებსაც მანდარინი მოუკრეფავი დარჩათ. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მაინც დაულპებოდათ. როგორც ვთქვით, ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახმა მოკრიფა ათი ტონა და გაყიდა მესამედი, დანარჩენი გაუფუჭდა.

_ პანდემიაა და ჩაიკეტა ქვეყანაო, გვეუბნებიან. კი, მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? გაგვარკვიონ, რა ხდება! არ შეიძლება, ვინმემ ჩვენკენაც გამოიხედოს, მილიონერებით რომ არის პარლამენტი ავსებული? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვნების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ ისევ გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვნები ეზარალათ.

მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო და ციტრუსოვნებს აბარებდნენ.

_ ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კი არა, არც ერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და ააშენოს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხანა მაინც. წარმადობასა და პროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ, ჩვენთან ერთად. ეს შესაძლებელია და ძალიან აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა, სწორედ ხელისუფლების მხრიდან არაა ნება. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოთხოვნა კატეგორიული გახდეს, _ გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ, ასევე, რომ ნატანებსა და მერიაში რომ "სატყუარა ქარხნებია" გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე ნუ მიგვითითებენო.

სოფელ შრომის მკვიდრი, კახა ჩხატარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრობს არსებულ პრობლემაზე, გამომწვევ მიზეზებზე და გასაჭირიდან გამოსვლის გზებზე. რაშიც, მისი აზრით, მინიმალურად მაინც სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია და ხელისუფლების ჩარევის გარეშე ეს არ მოგვარდება:

_ გურიაში, ათეული წლების შემდეგაც კი, არ თუ ვერ ჩამოგვიყალიბდა ციტრუსოვნების მოვლა-გასაღების კულტურა. ციტრუსოვნები ჩვენთან ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რომლის სწრაფი მოკრეფა-რეალიზება უნდა იყოს კარგად ორგანიზებული. დავანებოთ თავი გასული წლის პრობლემასაც. ყველამ ვიცით, პანდემიის გამო რაც მოხდა და ხდება _ მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა. ამ ეტაპზე მაინც, სახელმწიფო ვერაფერს შემოგვთავაზებს _ არაა იმდენი თანხა, რომ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას, ხალხს შეუქმნან იდეალური პირობები. თუმცა, მანამდეც იყო შესაძლებელი და აწიც შეიძლება, რომ პატარა, მინიგადამამუშავებელი ქარხნები მაინც აშენებულიყო ისეთ დიდი სოფლებში, სადაც ციტრუსოვანთა მოსავალი ბევრია. მაგალითად, სოფელ შრომაში, სეზონზე 500 ტონა მანდარინი იკრიფება. შრომის თემში შემავალ სოფელ ორმეთში ოთხი ოჯახია ისეთი, რომლებიც 200 ტონა მანდარინს კრეფენ.

რაში გამოიხატება სახელმწიფოს დახმარება? ამ პატარა ქარხნებში გლეხი როცა მიიტანს, ვთქვათ, ათ ტონა მანდარინს, გადაიხდის გარკვეულ საფასურს და მას სანაცვლოდ ეცოდინება, როდის დახვდება ყუთებში ჩაწყობილი, დაფასოებული, დახარისხებული მანდარინი, მივა და წაიღებს. არაა საჭირო გიგანტური ქარხნების აშენება. ახლა ვინმემ მითხრას, იქნებ, რომ ქობულეთში არის დიდი ქარხანა და იქ ჩააბარონო. კი, ბატონო, არის, მაგრამ უზარმაზარი რიგებია. რომ გაგიშვან, სადღაც ფული უნდა გადაიხადო. გაჩნდა იქაც კორუფცია.

თუ ჩაბარების საშუალება არის, გასაღების პრობლემა არაა _ არავინაა სულელი, ათი ტონა მანდარინი ან უფრო ნაკლებიც, დაალპოს. გაჩნდება ასეთი აზრიც, თავად მოკრიფონ, ჩააწყონ ყუთებში და გაყიდონო. ასეც შვებიან, მაგრამ ის დახარისხება, ყუთებში ჩაწყობაც გაჭიანურებული პროცესია, რადგან არაა საკმარისი მუშახელი _ ყველას თავისი ბაღი აქვს, ვერ ასწრებენ. როცა ერთიანად მიიტანს გლეხი მინიქარხანაში, იქ ბევრად ადრე მოხდება დახარისხება-დამუშავება. მუშახელს შინაც ხომ უხდიან თანხას? თუმცა, ეს უფრო არაორგანიზებულია, სტიქიურად ხდება. ქარხანაში კი კლასიფიკაციაც სწრაფად მოხდება. თანხას იქაც გადავიხდით და წარმოება როცა უფრო იაფად და სწრაფად მოხდება, ბაზარზეც მაშინ გავალთ ადვილად და მყარად, _ ამბობს ბატონი კახა.

_ გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვნები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს! ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო კომუნისტების დროს მერიასა და დვაბზუში. ყველა სოფელში იყო მიმღები პუნქტები. გლეხს სოფლის გარეთ გატანის უფლებაც არ ჰქონდა, იქ უნდა ჩაებარებინა.

იტყვიან ახლა, რა დროს კომუნისტებიაო. რაღაც მსგავსი უნდა მოიმოქმედო, სახელმწიფო რომ ხარ და უკეთესი ვერაფერი შექმენი. რაც კარგი იყო, იმის გადმოტანა და გაზიარება, არაა სირცხვილი. ერთი გადამამუშავებელი, არასტანდარტული ქარხნის აშენება რა პრობლემა უნდა იყოს? _ კატეგორიული არიან თავიანთ შეფასებაში ნინო ნაკაიძე, მამუკა სალუქვაძე, ვანო დარჩია, გოჩა ხინთიბიძე და სხვები, რომლებიც ხშირად გვეხმიანებიან ციტრუსოვანთა პრობლემების გამო.

კითხვაზე _ არის თუ არა კონკრეტული მფლობელის ბრალი ის, რომ ხეზე დარჩა ნაყოფი, რის გამოც, შესაძლოა, თოვლმა ტოტები ჩამოხლიჩოს, გაბრაზებულები გვპასუხობენ: "ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდიო _ მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა".

არა ერთ ადამიანს, უფრო მათ, ვისაც საკუთარი პლანტაცია არ აქვს, საწინააღმდეგო აზრი გააჩნია:

_ ადვილია იმის თქმა, რომ ქარხანა და საწარმო უნდა აშენდეს. კარგი, აშენდა, დანადგარები დამონტაჟდა, პროდუქცია სად მიგაქვს? საქმე ბაზრიდან უნდა დაიწყო. სად მოიპოვონ გასაღების ბაზარი?! ამისთვის სახელმწიფოები დაობენ ერთმანეთში. რთული თემაა, თორემ ეროვნული პროდუქციის შექმნა და მისი რეალიზაცია, ეკონომიკის ამოსავალი წერტილია, _ გვეუბნება ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი.

"გურიას ნიუსი" ესაუბრა გონიოს მკვიდრს, ინდმეწარმე ავთანდილ ზოიძეს, რომელიც გურიაში ციტრუსოვანთა გასაღების პრობლემის თაობაზე გამოქვეყნებული სტატიის გამო გამოგვეხმაურა:

_ ერთს გეტყვით, ნუ მიწყენენ ჩემი გურულები _ რატომღაც დღემდე ვერ ისწავლეს მანდარინის გეგმაზომიერად მოვლა-მოყვანა.

ვცხოვრობ გონიოში. პირადად მე ვყიდულობ მანდარინს _ ინდმეწარმე ვარ. დღესაც ვიბარებ ხარისხიან მანდარინს, უპრობლემოდ, რიგის გარეშე. ასევე, ვიბარებდი მთელი სეზონის მანძილზე.

გურიიდან აქამდე მანდარინის ჩამოტანა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთული საქმე. ყუთებიც ჩემი მაქვს. აქამდე ხარისხიანი მანდარინის მოტანა კი, ყუთების გარეშეც შეიძლება, დაუზიანებლად. მაგალითად, ხვალ, დილით, 20 ტონა მანდარინი მიმაქვს, უკვე დაფასოებული და გამზადებული. არ გჯერათ? აჭარაში მანდარინი არ დარჩენილა წელს გაუყიდავი. არც ხეზე დაუტოვებია ვინმეს. გურიაში დათოვლილი მანდარინის ფოტოები რომ ვნახე თქვენს ვებგვერდზე, გული მეტკინა და გაოცებული დავრჩი. ახლაც შეგიძლიათ, ჩემი ტელეფონი მისცეთ, ვისაც აქვს ხარისხიანი პროდუქცია, თორემ ამ წუთს რომ ხეზე მოკრეფს, ის საჩუქრადაც არ მინდა. კილოგრამს, ხარისხის მიხედვით, 60-დან 80 თეთრამდე ვიბარებ. ნებისმიერ დროს მომმართონ, _ გვითხრა ბატონმა ავთანდილმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ რამდენიმე მოქალაქემ უკვე მოგვმართა და გადავეცით ავთანდილ ზოიძის კოორდინატები.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...