ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი…_სახიფათო შეთავაზება ნარკოტიკების შეძენის მსურველთათვის

მთავარი თემა

ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი…_სახიფათო შეთავაზება ნარკოტიკების შეძენის მსურველთათვის

2017 მაი 8 19:05:26

ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა  და ექსტაზი _ ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეკვეთას და შეძენას  “ვაიბერის“ ქართველ მომხმარებლებს სმს შეტყობინებით სთავაზობენ.

შეთავაზებები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მისდიოდათ. სმს რუსულენოვანია და მისი ავტორები ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას ან კურიერად დასაქმებას სთავაზობენ.

"თუ გსურს, შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები, მოგვწერეთ სმს-ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენი კურიერი მოგაწვდით", _ აღნიშნულია შეტყობინებაში.

„ევას“, „ალინას“ და სხვა სახელწოდების „ექაუნთიდან“ სმს შეტყობინება არაერთმა მომხმარებელმა მიიღო, აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც წერენ.

ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელფონის ნომერიც. ამ ნაბიჭვრებს რეკლამა რომ არ გაუკეთო. WTF??? გძინავთ ხალხო? რა ჯანდაბაა ესა???“ _ წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.

შეტყობინება მიიღო „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმაც. ტექსტი უცვლელია, თუმცა, ამ შემთხვევაში მას არა „ალინა“, არამედ „ევა“ აგზავნის.

„გურია ნიუსი“ მზად იყო აღნიშნულ შეტყობინებას წერილობით გამოვხმაურებოდა და ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, რათა მეტი ინფორმაცია გაგვერკვია, სად როგორ და რა ფასად შეგვეძლო შემოთავაზებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, თუმცა, ექსპერიმენტის ჩატარება იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავიფიქრეთ.

როგორც იურისტები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების უფლება ჟურნალისტს აქვს, შესაძლოა, ეს ქმედება სამართალდამცავებმა მაინც კანონდარღვევად მიიჩნიონ.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას  აცხადებს, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„მსგავსი შინაარსის შეტყობინების მიღებისთანავე მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ მოქალაქე დაინტერესდება კონკრეტული დეტალებით, ზედმეტი გართულებებს შეიქმნიან, რადგან ამას შესაძლებელია მოჰყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება, მაგალითად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ან სხვა მსგავსი ქმედება, რომ თავიდან იქნეს არიდებული დანაშაულებრივი ქმედება.

ნების გამოხატვის გამო, რომ მოქალაქეს სურს შეიძინოს ნარკოტიკული საშუალება, რა თქმა უნდა, ვერავინ დასჯის მათ. თუმცა,  თუ მოქალაქეთა  მხრიდან განხორციელდება კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გამოიხატოს  გადაადგილებაში, გარკვევაში, სად შეიძლება შეისყიდონ ნარკოტიკული ნივთერებები, ან დარეგისტრირდნენ ე.წ. საიტზე, საიდანაც გამოიწერენ ნარკოტიკს და ამას შსს გაიგებს, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა. ამიტომ ყველა მოქალაქის მოწოდება უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის მესიჯის მიღებისთანავე შეატყობინოს შსს, რადგან მათ მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება შესაძლოა მათივე წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული“, _ აღნიშნავს იურისტი ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გატარებულ სამართლებრივ ღონისძიებებს, როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და ამ მიმართულებმუშაობს. დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 260-მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს“, _  აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კრძალავს საქართველოში სპეციალურ კონტროლს  დაქვემდებარებულ ნივთიერებათა  პოპულარიზაციას და   რეკლამას.

კერძოდ, "ამ კანონის მე-11 მუხლით აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა − ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის, გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საშუალებით ა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.

3 . აკრძალულია: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე", _აღნიშნულია კანონში.

რეკლამა, დეზინფორმაცია თუ თაღლითობა? _ რას შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული სმს შეტყობინებების დაგზავნა, ამის გასარკვევად უსაფრთხოების ექსპერტს დავუკავშირდით.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი დავით კუხალაშვილი შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე მისი გავრცელების და მიზნების შესახებ რამდენიმე მიმართულებაზე საუბრობს. თუმცა, მისივე აზრით, შეტყობინება დეზინფორმაციული ხასიათისაა.

„ეს დეზინფორმაციული შინაარსის შტყობინება მაღალი ალბათობით მიმართულია საზოგადოების განწყობების გამოსავლენად. ეს არის საზოგადოების  ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანიდან მეორეხარისხოვანზე. რამდენიმე მიმართულებით შეიძლება  მსჯელობა, თუმცა, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ კონკრეტულად რომელია სწორი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ამ შეტყობინების მიზანი მოწყვლადობის გარკვევა იყოს, ვისაც ეს შეტყობინება ეგზავნება _ რამდენად მოწყვლადები არიან ისინი ნარკოტიკების სარეალიზაციო ქსელში ჩასართავად.

კიდევ არის ერთი მიმართულება - კომპრომეტაცია, ვისაც უგზავნიან მათი, თუ მიმღები არ რეაგირებს შეტყობინებაზე, რადგან თვითონ შეტყობინება შინაარსობრივად სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. ეს შესაძლებელია აგრეთვე იყოს ანტი ან პრო ნარკოტიკული კომპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა საკანონმდებლო გადაწყვეტილებისთვის  და საზოგადოებრვი აზრის მობილიზებას ისახავდეს მიზნად“, _ აღნიშნავს კუხალაშვილი და დასძენს: როცა ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, ფაქტია, რომ ხელისუფლება და მისი სტრუქტურა _ კონტრსადაზვერვო სამსახური ამ მიმართულებით უნდა დაინტერესდეს, რადგან დეზინფორმაცია ცალსახად ჩანს, ამის ყველა ნიშანია. ეს კი  სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„პრაქტიკაში ასეთი სახის ინფორმაციების გადაცემა, ასე ღიად და  ორგანიზებულად ძალიან ნაკლებად ხდება. ნარკოკარტელების მუშაობა  ამ პრნციპს ნაკლებად იყენებს, ის უფრო კონსპირაციაზეა დამყარებული. მე ერთი ნიშანი მაინტერესებს - თუ ჟურნალისტები არიან ამის ობიექტი, აქ  შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ რაც ზემოთ ჩამოვთვალე -  ეს არის განწყობის შესწავლა და კომპრომეტაცია. ბოლო წლებია საქართვლოში მიდის აზრის ჭიდილი, რომ ნარკოტიკბის ლეგალიზაცია მოხდეს. ყველა ამ აქციას კი როგორც ხელშემწყობი და დამფინანსებელი, ასევე პროპაგანდისტული მხარდამჭერი ჰყავს, შესაძლოა, ამ კუთხითაც  მიმდინარეობდეს მუშაობა. შეისწავლონ საზოგადოების განწყობა. რა კოეფიციენტიც ექნებათ მათ იმის შესაბამისად გააკეთონ შემოთავაზებაც.

თქვენ შესაძლოა დღეს ამას ყურადღება არ მიაქციოთ, მერე კი ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ვინ მართავს ამ ყველაფერს, ამის ასე დადგენა და გამოკვლევა ძალიან ძნელია. თუმცა, სამსახურებს, ინც კომპეტენტურია, შეუძლიათ იმის გამოვლენა მაინც, რომელი ქვეყნიდან მოხდა ამის გავრცელება“, _ აღნიშნა კუხალაშვილმა.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცეთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პოზიციას, თამარ ქალდანის უწყება მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას ურჩევს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელებით არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. იქიდან გამომდინარე, რომ შეტყობინება გამოგზავნილია Viber-ის საშუალებით და სავარაუდოდ, არა საქართველოში რეგისტრირებული ნომრიდან, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე კი შესაძლოა საქმე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულთან, ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას ურჩევს“, _ აცხადებენ პერსონალურ მონაცეთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. „თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ-ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“, - განაცხადა ... ...
  • იმერეთში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურაიმერეთის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, გუშინ 30 პირი დაჯარიმდა. წინა დღეებში კი მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო. ჯარიმები შეეხო როგორც კომენდანტის საათის დროს , ასევე თვითიზოლაციისა და მანქანაში ჯდომის წესების ... ...
  • ვინ მიიღო და რის გამო გასცეს პრემიები ოზურგეთის მერიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მარტის თვეში პრემიები გასცა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულებმა მიიღეს. მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსმა“ სცადა, გაერკვია, რა დამსახურების გამო გასცა პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც სახლში უმუშევარი არაერთი ადამიანი რჩება. რა დამსახურებისთვის აიღეთ პრემია_ ამ კითხვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს მივმართეთ. როგორც სირაძე აღნიშნავს, პრემიების გაცემა მიზნად ისახავდა იმ თანამშრომლების წახალისებას, რომლებიც კორონავირუსის პრევენციულ საქმიანობაში 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულები და ერთ-ერთი მათგანი თვითონ ამიტომაც გახდა. „ამ ახალი ინფექციის პრევენციის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ფაქტობრივად, გადაყვანილი იქნა 24-საათიან რეჟიმზე შაბათ-კვირიანად და დაახლოებით, ამ 25 დღის განმავლობაში ჩაატარეს 3000 კვადრატამდე ტერიტორიის დეზინფექცია. ასევე მონიტორინგზე ჰყავდა ამ სამსახურს აყვანილი ჩემთან ერთად, დაახლოებით, 125 მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ამოწმებდა, რომლებთანაც ვიზიტები ხორციელდებოდა კვირაში 2-3-ჯერ.  კიდევ ბევრი სამუშაო ტარდება და ჩატარდება ეს ღონისძიებები, ვიდრე საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ, ხელმღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, _ გვითხრა ... ...
  • "ძმებო ქართველებო! ჩვენ, ინგუშები ვამაყობთ თქვენით" _ რუსლან აუშევი,, მათი მეთოდები უნიკალურია მსოფლიოში. ისინი დასწრებაზე მუშაობენ და განკურნეს, თითქმის 30 ადამიანი. არცერთი გარდაცვლილი! _ მიმართვა ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა სოციალური ქსელით გაავრცელა. გამოაჯანმრთელეს, მძიმე სისტემური დაავადების მქონე, 80 და 90 წელს მიტანებული პაციენტები. მსოფლიო ალაპარაკდა მათ შესახებ. სახელმწიფოსთან ხელიხელჩაკიდებულნი, ეს არცთუ ახალგაზრდა, ძველი წრთობის ადამიანები, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები მართავენ პროცესს. ძმებო ქართველებო! ჩვენ, ინგუშები ვამაყობთ თქვენით და გვიხარია...,, _ რუსლან ... ...
  • ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურაოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღომ. ასევე აიკრძალა გარევაჭრობა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ აგრარულ ბაზარში მომხარებლები დადგენილ წესებს არ იცავდნენ. „მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაზარში დაცული ყოფილიყო ყველა ნორმები, მაგრამ ხალხის ნაკადი იყო დიდი“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ეკატერინე მგელაძემ. „ერთ ადგილას ხუთზე მეტი ადამიანი იდგა, რომ კარტოფილი ან სხვა პროდუქტი შეეძინათ. არ იცავდნენ დადგენილ წესებს. ამ ხალხს კიდევ არ აქვს შეგრძნება, რა შეიძლება მოხდეს მათი დაუდევრობით“,_  გვითხრა ერთ-ერთმა ინდმეწარმემ, რომელიც ბაზრის დაკეტვას ნაწილობრივ ეთანხმება. „გურია ნიუსმა“ კიდევ ერთი ინდმეწარმე ჩაწერა. „კაცმა, არ იცის, რა მოხდება და წინ რა გველოდება. ჩვენ ყველა წესებს ვიცავდით. ბაზრის ტერიტორია,  არაერთხელ დასუფთავდა და დეზინფექცია ჩატარდა. ვინ დაგვეხმარება და ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას, არავინ იცის“,_  გვითხრა ოზურგეთელმა ინდმეწარმემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...