იფარავს თუ არა ეკლესია დამნაშავეებს _ "პოლიციაში არ დავრეკავ"

gurianews.com

მთავარი თემა

იფარავს თუ არა ეკლესია დამნაშავეებს _ "პოლიციაში არ დავრეკავ"

2017 დეკ 6 12:26:17

1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი  სამართალდამცველების მიერ 3 დღის განმავლობაში იძებნებოდა.

იგი, გასულ ორშაბათს სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, თუმცა, მის ამ ნაბიჯამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული გ. ჯ. თავს ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსს აფარებდა.

ამ თემაზე განმარტების გაკეთება პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოსაც მოუხდა:

მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს, ყოველი ჩვენგანისთვის, ჩვენი ერისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები“, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფემ.

სწორედ ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა გ. ჯ  პოლიციაში, რომელიც, „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მართლაც მონასტერს აფარებდა თავს.

ეს ფაქტი ჩვენთან საუბრისას იმ ტაძრის მსახურმა დაადასტურა, სადაც არასრულწლოვანი ძებნილი 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, გ. ჯ. თავდაპირველად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსში იყო, ხოლო მოგვიანებით, სასულიერო პირის დახმარებით აღმოსავლეთ საქართველოში, სხვა კომპლექსში გადაიყვანეს.

ის, რომ დანაშაულში ბრალდებულ პირები ეკლესიას თავს ხშირად აფარებენ, უცხო არავისთვის არის. თუმცა, ამ თემაზე ღიად არავინ საუბრობს. არადა, არა ერთი შემთხვევა არსებობს იმისა, რომ სამართალდამცავებს მკვლელობაში და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირი სწორედ მონასტრიდან გამოსული დაუკავებიათ.

სამართალდამცველები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა, კონკრეტული მოქმედება არ შეუძლიათ:

_ სამონასტრო კომპლექსში ჩხრეკის ჩატარების უფლება არ გვაქვს. რომც გვქონდეს თუნდაც დადასტურებული ინფორმაცია, ვერ მივალთ და ვერ დავიჭერთ. ამისთვის საჭიროა საპატრიარქოს თანხმობა. მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი _ სასამართლო დადგენილება უნდა აიღო, საპატრიარქოში წარადგინო, მათ ნებართვა უნდა მოგცენ, რასაც, ბუნებრივია, დრო სჭირდება და დამნაშავე ადვილად მოახერხებს გაქცევას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არასწორი მიდგომაა:

_ როცა საუბარია დამნაშავეზე, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, ყაჩაღობა ან სხვა დანაშაული და მას შენ მფარველობ, დანაშაულის  თანამონაწილე ხარ. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ ასე არ ხდება, _ აღნიშნავენ სამართალდამცავები.

როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა გურულ პოლიციელებსაც აწუხებთ. როგორც გვითხრეს, შემოქმედის ეპარქიის რამდენიმე მონასტერში დანაშაულში ბრალდებული ან ძებნილი პირები ხშირად შეუფარებიათ.

გვითხრეს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩოხატაურის ერთ-ერთი მონასტრიდან წამოსულ ერთ-ერთ პირს, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, პოლიციელებმა ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე, ავტომანქანაში იარაღი აღმოუჩინეს. ყოფილა შემთხვევა, როცა ამავე მონასტრიდან წამოსული და გზაში დაკავებული პირი ძებნილი ყოფილა.

უდაბნოს მონასტრის წინამძღვარი მამა მარკოზი, რომელსაც სპეციალური ნებართვა აქვს და აღსარების ჩასაბარებლად ციხეშიც კი შედის, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დამნაშავეებს არ მფარველობს.

კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია, როდესაც ეკლესია იფარებს სამართალდამცავების მიერ ძებნილ დამნაშავეებს, გვპასუხობს, რომ ეს არასწორია.

მისივე თქმით, თუ მასთან ტაძარში ძებნილი მივა, ეცდება, რომ პოლიციაში მისვლაზე დაითანხმოს.

_ მამაო, ხშირად საუბრობენ, რომ დამნაშავეები, რომლებსაც პოლიცია ეძებს, თავს უდაბნოს მონასტერს აფარებენ... როგორც გვითხრეს, მონასტერში შესვლის უფლებას თქვენ პოლიციას არ აძლევთ...

_ ასეთი რამ არასდროს მოხდარა.

_ სამართალდამცველები ამბობენ, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი  მონასტრიდან წამოსული ადამიანები დაუკავებიათ...

_ ჩემს დამოკიდებულებასთან მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არასდროს ამიკრძალავს არვისთვის, პოლიციისთვის განსაკუთრებით, რომ შემოსულიყო და თავისი საქმე გაეკეთებინა.

_ ყოფილა შემთხვევა, როცა შემოსულან?

_ კი, როგორ არა. თუმცა, არავინ დაუჭერიათ. შემოსულან ინფორმაციის ნიადაგზე, დაუთვალიერებიათ და წასულან.

_ მამა მარკოზ, თქვენია აზრით, რა იწვევს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ეკლესია დამნაშავეებს მფარველობს?

_ არ ვიცი. ეტყობა,  რაღაც მიუვალია ადგილებია. ჰგონიათ, რომ აქ მოდიან და თავს აფარებენ ალბათ, არ ვიცი. ბევრი მოსულა ისეთი ადამიანი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ რა მოხდა? ჩვენ ხელს არ ვუშლით ასეთ ადამიანებს. მაგისთვის არის უფალი მოსული, რომ ცოდვილები მოაქციოს  და გონს მოიყვანოს. კრიმინალს კი ნამდვილად არ ვმფარველობთ და ვეწინააღმდეგებით ყველანაირად. თუ ვინმე მოსულა, ვალდებულები ვართ, რომ დავაყენოთ იმ გზაზე, რომ წავიდეს, ჩაბარდეს და მოინანიოს.

_ იმ შემთხვევაში, თუ ძებნილი მოვიდა და შეფარება გთხოვათ, როგორ მოიქცევით _ შემოუშვებთ მონასტერში თუ პოლიციაში დარეკავთ?

_ არ ვიცი, ეგ როგორ ჩამეთვლება, მაგრამ  პოლიციაში არ დავრეკავ, თუმცა, მოვუწოდებ, თვითონ მივიდეს და ჩაბარდეს _  იქ არ გავაჩერებ, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მამა მარკოზმა.

ჯიხეთის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს:

_ ეს ცხოვრება სცენაა. ყველა თავის როლს თამაშობს _ თქვენც, მეც, პრეზიდენტიც, მაღაზიის გამყიდველიც.  ყველა იბრძვის არსებობისთვის. მთავარია, რომ ადამიანი მართალი იყოს. ვერ გეტყვით, ვინ ვის იფარავს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. დავბერდი უკვე და ამ ცხოვრებაზე მეცინება. ყველაზე მეცინება აბსულუტურად _ მართალზეც, დამნაშავეზეც, _ ამბობს მამა ანდრია.

_ ისიც სასაცილოა, თუ დამნაშავეს ეკლესია შეიფარებს?

_ ალბათ, კეთილ საქმეს აკეთებენ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კეთილი საქმეა?

_ სიკეთე ის არის, ადამიანს რომ შია და საჭმელს მისცემ, მწყურვალს წყალს დაალევინებ. ყველას თავისი ჯვარი აქვს ამ ცხოვრებაში. ახლა იმერეთიდან მოვდივარ (საუბარი ჩაწერილია 5 დეკემბერს) და რადიოში გადმოსცეს უკრაინაში სააკაშვილის დაკავების და გამოშვების ამბავი. ავტომანქანაში ერთი ადამიანი იჯდა და დაჭერილ სააკაშვილს აგინებდა. როგორც კი გაიგო, რომ გაათავისუფლეს უცებ დაიწყო მისი ქება. შაურიანს აქვს ორი მხარე. ჩანს, ერთი მხარე როგორია _ მეორეა ყველაზე საინტერესო, უკანა მხარე, _ გვითხრა მამა ანდრიამ.

კითხვაზე, რას იზამს მაშინ, თუ მასთან დამნაშავე მივა და შეფარებადს თხოვს, ასე გვპასუხობს:

_ ნამდვილად არ შევიფარებ და ვეტყვი, რომ ცოდვისთვის პასუხი აგოს, სასჯელი მოიხადოს.

_ პოლიციაში დარეკავთ?

_ არასდროს არ მიფიქრია, რომ „ჩამშვები“ ვყოფილიყავი.

_ ფიქრობთ, რომ ეს „ჩაშვებაა“?

_ კი, ასე მგონია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველაფერზე თავის არიდება ჯობს. სხვის საქმეში ჩარევა იცით, რას ნიშნავს? ნაკელში რომ ჩადგე და გახეხო. უკეთესია, მოერიდო, სუნი არ აგივიდეს იმის, რაც იმან ქნა. ყველაზე მთავარია, რომ ადამიანი ღმერთის წინაშე მართალი იყოს. ყველაზე მართალი ადამიანი ყველასგან გარბის. ადამიანმა მხოლოდ ღმერთთან უნდა იმეგობროს _ ეს კი ლოცვითაა შესაძლებელი.

_ მამაო, რატომ არის „ჩაშვება“ თუკი მკვლელობისთვის ძებნილს მართლმსაჯულებას ჩააბარებთ? თქვენ, როგორც ადამიანს, ხომ გაქვთ ვალდებულება, რომ დანაშაული არ დაფაროთ?! ასე ე. წ. „ქურდული მენტალიტეტისკენ“ ხომ არ მივდივართ, რომლის აღმოფხვრა ნორმალური საზოგადოებისთვის აუცილებელია?

_ 40 წელია, ეკლესიაში ვარ. რამდენიმე ხნის წინ, დიდუბის ეკლესიაში შევედი და ერთი ქალბატონი მეკითხება, რომელი წყობა და რომელი მთავრობა ჯობსო. მე ვუთხარი ძალიან სწორი პასუხი _ კომუნისტების დრო კომუნისტებისთვის იყო კარგი, შევარდნაძის დრო _ შევარდნაძისტებისთვის; მიშას დრო _  „ნაციონალებისთვის“ და „მეოცნებეების“ დრო იმათთვისაა სასურველი, ვინ ოცნებობდა,-მეთქი.

_ კონკრეტულ კითხვაზე არ მპასუხობთ _ თუ დამნაშავეზე ვიტყვით, რომ დამნაშავეა, თუ მოძალადეს ვამხელთ, ეს იმას ნიშნავს რომ „ჩამშვებები“ ვართ?

_ მე რომ „ჩამშვები“ ვყოფილიყავი, სხვა კუთხიდან მივიდოდი ეკლესიაში. მე მაგ კუთხიდან არ მოვსულვარ _ ღმერთის სადიდებლად მოვედი ეკლესიაში.

_ მამაო, ღმერთის დიდება და მსახური იმას ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ დანაშაულზე?

_ დამნაშავე უნდა დაისაჯოს აუცილებლად. ამის მომხრე ვარ. მან უნდა გამოისყიდოს დანაშაული, _ ამბობს ჯიხეთის ტაძრის წინამძღვარი.

მამა ანდრიას თქმით, არასდროს ქონია შემთხვევა, მისთვის დამნაშავეს თავშესაფარი ეთხოვოს.

ერთი გახსოვდეთ _ ღმერთს თავისი ხალხი ჰყავს და როცა ღმერთს თავისი ხალხი არ ეყოლება, ეს ქვეყანა დაიღუპება, _ ამბობს სასულიერო პირი.

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი მამა მიქაელი მიიჩნევს, რომ „ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ასე უცებ პასუხის გაცემა რთულია“:

რა თქმა უნდა დამნაშავე ყოველთვის უნდა ჩაბარდეს, მღვდელი ვალდებულია რომ დამნაშავეს აუხსნას ეს, _ გვითხრა მამა მიქაელმა.

_ მამაო, ეს არის თემა, რომელზეც ყველა კულისებში საუბრობს და ხმამაღლა თქმას ერიდებიან, თუმცა, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით პრობლემებია... პოლიცია აღნიშნავს, რომ მონასტრებში შესვლის უფლება არ აქვთ და იქ არ უშვებენ...

_ თუკი ასეთ რამეს ამბობენ, მაშინ უნდა დააკონკრეტონ. როცა ზოგადად საუბრობენ და ილანძღებიან, მოძღვრების უფლებები ილახება.

_ თქვენთან, ჯუმათის მონასტერში ყოფილა პოლიცია შემოსული?

_ ჩვენთან ყველა შემოდის ტაძარში და ლოცულობს.

_ ჩვენ ვგულისხმობთ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. დამნაშავე უძებნიათ მონასტერში?

_ ახლა სხვაგან ვარ და ნამდვილად არ მახსოვს _ შეიძლება იყო, შეიძლება _ არა.

მამა მიქაელის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით ძებნილი მონასტერმა შეიფარა, მისთვის უცნობია:

_ მონასტერში ტელევიზორი არ გაქვს. შესაბამისად, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ ვინ შეიფარა, _ აღნიშნა მამა მიქაელმა.

იურისტები განმარტავენ, რომ სასულიერო პირები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და კანონის შესაბამისად, მათაც აქვთ ვალდებულება დანაშაულის და დამნაშავის ადგილმდებარეობის შესახებ სამართალდამცავებს აცნობონ.

სპეციალისტების თქმით, რომ ამ მიდგომებით, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ამ კატეგორიის დამნაშავეების მიმართ იჩენს, არასწორია და ეს ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.


ნახვა: 623


 ახალი ამბები
  • მოსამართლე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დევნაში ადანაშაულებსბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ თავმჯდომარესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო დევნიდნენ. მოსამართლის განცხადებით, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო უთხრეს უარი უვადოდ დანიშვნაზე. „ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი შეგნებულად მიშლიდა ხელს, რომ განმეხორციელებინა მართლმსაჯულება. მიქმნიდა პრობლემებს, დაიწყო კავშირების გაბმა პროკურატურაში, შეთანხმებულად დაიწყეს თავდასხმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური დევნის საკითხები დააყენეს. ყოველივე ამის უკან რომ თვითონ დგას, მე ამის მტკიცებულებები შემიძლია მივაწოდო შესაბამის უწყებებს“, – აცხადებს ირაკლი შავაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. მოსამართლე ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს და დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობას მიმართავს. ... ...
  • ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 20 პირი _ შსს-მ სამუშაო კვირა შეაჯამაბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახისნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის: 589.86 ჰეროინის შემცველინარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი", 18 აბი „მდმა", 437 აბი „ექსტაზი", 179 აბი „ბუპრენორფინი", 10 აბი „მეტადონი", 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათშორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქედააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი„ექსტაზი". პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელიბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი" ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრასაქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა. ,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს “, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ წუხელ ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.„დაკითხვისას ეჭვმიტანილმა ადვოკატის და თარჯიმნის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, თუმცა არც მათი თანდასწრებით არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა გადაყვანის პროცესში მას ქონდა მცდელობა, რომ ერთ-ერთი ბადრაგისთვის იარაღი წაერთმია. აღნიშნულ მცდელობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბადრაგებმა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათი თქმით, საავადმყოფოში მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუმცა ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტარული დანაყოფის შემადგენლობაში მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის საბრძოლო ... ...
  • საჯარო რეესტრი და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ (R) იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღესხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა მოაწერეს. ორუწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიმართულია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების მომსახურების გაუმჯობესებისაკენ. მემორანდუმის თანახმად, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პროგრამის საშუალებით თავად უზრუნველყოფს განაცხადის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას. შედეგად კი, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დარეგისტრირდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელადაც. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების შესახებ შეტყობინებას დაინტერესებული პირი მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს. "საჯარო რეესტრსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბიზნესის სუბიექტების რეგისტრაციასთან ერთად, იმავდროულად, ერთი სარკმლის პრინციპით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდნენ. კიდევ უფრო გამარტივებული მომსახურება უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მსოფლიო ბანკის „Doing Business" რეიტინგშიც წინ წაიწიოს. აღნიშნული სიახლე ადასტურებს, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რაც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგებში", – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. "ჩვენ კიდევ უფრო გავუმარტივეთ მეწარმე სუბიექტებს და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოახერხონ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ისე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრებში პირველადი რეგისტრაციის პროცედურების გავლა", –აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა. მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგი ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. ერთ–ერთი ინდიკატორია ბიზნესის დაწყების სიმარტივე, რომლითაც საქართველო მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ... ...
  • ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს (R)აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობას შეხვდნენ. ნინო წილოსანმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელდება და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება და ასევე, მნიშნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც. "მავნებელთან ბრძოლა ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას", _  განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

დემოკრატიის სახელით

ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის...

მერილინ მონროს საიდუმლო

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

"სიყვარულში გალეული"

ვაშინგტონის ზოოპარკის მკვიდრი, 58 წლის...

თვალები გეღლებათ?

სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება....

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც...

ლიკურგეს სამართალი

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვიწესრიგოდ წნევა

ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა, რომელიც მუდმივად...

ფუტკრის პური

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი...

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...