ის, რაც კობალაძის დაკავების ფაქტზე არ უთქვამთ _ რა ჩანაწერები აქვს გამოძიებას

მთავარი თემა

ის, რაც კობალაძის დაკავების ფაქტზე არ უთქვამთ _ რა ჩანაწერები აქვს გამოძიებას

2017 მარ 7 19:41:55

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ,,ბჟუჟი“-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც, დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15 წლამდე)“, _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ  ვიდეო მასალაც გაავრცელა, რომელიც სხვადასხვა ადგილზეა გადაღებული.

მოქმედება იწყება ოზურგეთში, გამგეობის მიმდებარე ტეროტორიაზე.

„ხელშეკრულება გაგრძელებულია, მადლობა მაგისთვის რაც შენ გააკეთე. რაც შეეხება 50 000 ლარს, როცა მეტყვი, მაშინ მოგცემ,“ _ ეუბნება კომპანიის წარმომადგენელი კობალაძეს, რაზეც კობალაძე პასუხობს, რომ თანხა ახლა მისცეს.

„პირამიდას“ ტექნიკური მენეჯერი ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბათუმში შეხვედრაზე უთანხმდება ფულის გადასაცემად. თუმცა, როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, კობალაძემ 50 000 ლარი არა ბათუმში, არამედ თბილისში აიღო.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, რომელიც სუს-ს არ გამოუქვეყნებია ირკვევა, რომ კომპანიის წარმომადგენელმა კობალაძე თბილისში 7 მარტს, დილის საათებში დაიბარა. კობალაძე თბილისში 6 მარტს გაემგზავრა და 7 მარტს, დაახლოებით 11 საათზე ფულის ასაღებად მივიდა.

ფულის გადაცემა, რაც ვიდეო მასალაშიც ჩანს, „პირამიდას“ ტექნიკური მენეჯერის კუთვნილ ავტომანქანაში მოხდა.

ფულის აღების შემდეგ, კობალაძეს  „პირამიდას“  წარმომადგენელი ეკითხება, თუ როდის აპირებს ოზურგეთში დაბრუნებას. კობალაძე ეუბნება, რომ უკან დაბრუნებას მალევე გეგმავს და ინტერესდება „სხვა რა ხდება“.

არაფერი. მივხედავთ ყველაფერს და ამოვიქაჩებით. ვიცი, რომ კიდევ დამიდგები გვერდში და 150 000 ლარი...“ _ ეუბნება კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც კობალაძე საუბარს აწყვეტინებს და სამომავლო გეგმებით ინტერესდება: _ „რა გავაკეთო, მითხარი, რომ ვიცოდე“.

_ “მაგას გეტყვი მერე, უბრალოდ, ახლა....“ _ „პირამიდას“ თანამშრომლის ამ წინადადებაზე ვიდეოჩანაწერი წყდება და გელა კობალაძის პოლიციაში შეყვანის კადრები ჩნდება.

თუმცა, როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ეს ყველაფერი არ არის _ ამ საკითხზე ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას რამდენიმე თვეა აწარმოებენ და ეს ერთ დღეში დაგეგმილი და გახორციელებული სპეცოპერაცია არ არის. ჩვენი წყაროს თქმით, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მოპოვებულია რამდენიმე აუდიო და ვიდეო ჩანაწერი. ორ მათგანში ნახსენებია ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის სახელი. დაახლოებით 2 თვის წინ გაკეთებულ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში, „პირამიდას“ წარმომადგენელს გელა კობალაძე ეუბნება, რომ  ქალაქის მერთან ის გაარკვევდა ურთიერთობას და ხელშეკრულებას ვადა გაუგრძელდებოდა. აქედან ერთ თვეში გაკეთებულ ჩანაწერში კი, კობალაძე საკუთარი სიტყვის შესრულებაზე საუბარობს და ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარებული და ხელშეკრულება გაფორმებულია. შესაბამისად, მას კუთვნილი წილი ერგება.

ეს “წილი“ კი, როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი მოწმობს, კობალაძემ 7 მარტს მიიღო.

გამოძიება გრძელდება და როგორც გვეუბნებიან, კითხვები ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთანაც ექნებათ, რომელმაც „პირამიდასთან“ გაგრძელებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ქალაქის მერიიდან ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკემენტი უკვე ამოღებულია და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბეგლარ სიორიძის დაკითხვა უახლოეს დღეებში იგეგმება. თუმცა მანამდე, გელა კობალაძის ჩვენება  ელოდებიან. გამომძიებლებს იმედი აქვთ, რომ კობალაძე თანამონაწილეს ან თანამონაწილეებს დაასახელებს. კითხვაზე, არსებობს თუ არა ეჭვები ქალაქის მერთან დაკავშირებით, სუს-ში არ გვპასუხობენ და გამოძიების დასრულებისთვის დალოდებას გვირჩევენ.

გამოძიების დასრულებას ელოდება ქალაქ ოზურგეთის მერიც. ბეგლარ სიორიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაინტერესების შემთხვევში, მზად არის გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს:

_ არც მე და არც ჩემს არცერთ სამსახურს კანონის მიღმა არაფერი გაგვიკეთებია. შპს „პირამიდას“ ხელშეკრულება გაუგრძელდა კანონის შესაბამისად. არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ უკანონოდ არაფერი გამიკეთებია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ „პირამიდასგან“ მოდიოდეს, რომელსაც კანონის შესაბამისად 300 000 ლარამდე ჯარიმა დავაკისრეთ, _ გვითხრა სიორიძემ.

_ ბატონო ბეგლარ, ფაქტია, რომ კომპანიას ვადა გაუგრძელდა. ფაქტია ისიც, რომ გელა კობალაძემ, როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი მოწმობს, ამაში 50 000 ლარი აიღო.

_ რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეული ფაქტია და იმედია, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მერიის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.

ამავე თემაზე იხილეთ: საკრებულოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავების პირველი ვიდეოკადრები

შპს "პირამიდასგან" აღებული 50 000 ლარი _ გელა კობალაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...