"ჯერ ბათქაში ჩამოვარდა, ხვალ შეიძლება ჭერი ჩამოვარდეს"

მთავარი თემა

"ჯერ ბათქაში ჩამოვარდა, ხვალ შეიძლება ჭერი ჩამოვარდეს"

2018 ოქტ 1 11:05:22

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ოთახში ბათქაში ჩამოვარდა და პედაგოგს დაეცა. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ეს პირველი ფაქტი არ არის, ამიტომ სკოლაში სასწრაფოდ და დაჩქარებული წესით სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.

დაბა ნასაკირალის სკოლაში, ამ ეტაპზე, 395 მოსწავლე სწავლობს. სკოლის შენობა, სადაც ახლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 1970 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სკოლის დირექტორის ზაზა ცეცხლაძის თქმით, კაპიტალური რემონტი დღემდე არ ჩატარებულა.

ამას ის პედაგოგებიც ადასტურებენ, რომელიც სკოლის გახსნის დღიდან მუშაობენ სკოლაში. რაც შეეხება კოსმეტიკურ რემონტს, "კომუნისტების დროს უფრო ხშირად ტარდებოდა, ახლა კი ისეთი მწირი ბიუჯეტი აქვს სკოლას, ვერ ხერხდება რემონტის ჩატარება", _ ამბობენ ისინი.

დირექტორის თქმით, ზაფხულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

მოვიდნენ სკოლაში და ყველა ოთახი დაათვალიერეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ხომ არ ჯობდა ახალი შენობის აშენება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი აქტივობა არ ყოფილა.

"სკოლის საქმეში ჩაერთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი პარლამენტში არჩილ თალაკვაძე და არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან იგეგმება.

ის ოთახი დავცალეთ, ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ წებოცემენტი, ცემენტი და გავარემონტებთ მეცხრე კლასის ოთახს. ამ ეტაპზე ჭერს გავამაგრებთ", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სკოლის დირექტორი.

ნასაკირალის საჯარო სკოლაში დროულად შეკეთებას საჭიროებს საპირფარეშოც.

"სკოლაში, ასევე, სრულიად ამორტიზებულია ელექტროგაყვანილობა, საპირფარეშო ორგანყოფილებიანია და დასვენებაზე ხშირად რიგი დგას. როგორც გვითხრეს, ადგილობრივი ხელისუფლება საპირფარეშოს პრობლემის მოგვარებას აპირებს", _ გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ნასაკირალის საჯარო სკოლის მასწავლებელი აგრაფინა ტერჟონიანი ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს შენობის პრობლემა.

"მე და ლაურა გოგიჩაიშვილი თანაკლასელები ვართ. ნასაკირალში დავამთავრეთ რვა კლასი, რის შემდეგ გადავედით ქალაქის #4 საჯარო სკოლაში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დავუბრუნდით სკოლას პედაგოგებად და 46 წელია, ამ სკოლაში ვართ. განა ბევრს ვითხოვთ?! აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველ წელს პრობლემები გვემატება _ ჯერ ბათქაში ჩამოვარდა, ხვალ შეიძლება ჭერი ჩამოვარდეს. სასწრაფოდ უნდა დაგვეხმაროს, ვისაც ეს ეხება".

ლაურა გოგიჩაიშვილის თქმით, სკოლაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მთავარი მაინც გაუკეთებელია:

"ჩემი მუშაობის პერიოდში შენობაში ახალი ფანჯრები ჩასვეს, კომპიუტერის ოთახი გაკეთდა, სპორტდარბაზში ახალჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, მაგრამ თუ ჭერი ჩამოვარდა, ეს ყველაფერი რაღა საჭირო იქნება?!

წლების წინ შეცვალეს სახურავი და ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ სარემონტო სამუშაოები დროულად ჩატარდება", _ თქვა ლაურა გოგიჩაიშვილმა.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს სკოლაში არსებული მდგომარეობა და გადაწყდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, "დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ინციდენტის დღესვე ნასაკირალში ჩამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს შენობა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლის სრული რეაბილიტაციის შესახებ. შენობა მდგრადია და ექვემდებარება რეკონსტრუქციას. რაც შეეხება დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში არსებულ ლოკალურ პრობლემებს, ის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მოგვარდება.

საპირფარეშოს რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მზად აქვს და განათლების სამინიტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, თანხის ჩამორიცხვისთანავე დაიწყება მისი რეაბილიტაცია".

ნასაკირალის დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ბესო ქათამაძე ამბობს, 2016 წელს დაპირება გასცა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და ჯერჯერობით, არაფერი გაკეთებულა არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან:

"სამინისტროდან ჩამოდიან და მეტს არაფერს აკეთებენ. მრავალჯერ ითქვა, რომ დაიწყებოდა რეაბილიტაცია, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რაც ხდება. როდესაც დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ჩემი თვალით დავინახავ ამ ყველაფერს, მაშინ დავიჯერებ, რომ დანაპირებს ასრულებენ", _ თქვა ბესო ქათამაძემ

ბესო ქათამაძის თქმით, პარლამენტარებმა ნინო წილოსანმა და არჩილ თალაკვაძემ არაერთხელ გასცეს დაპირება, რომ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. მისივე თქმით, წილოსანის ბიუროს წევრები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სკოლაში:

"რა მდგომარეობა იყო სკოლაში, ნუთუ, არ უთქვამთ განათლების სამინისტროსთვის ან არ მიწერეს წერილი? რას ელოდებიან?" _ ამბობს ბესო ქათამაძემ.

დეპუტატი ნინო წილოსანი: "მე და ჩემი ბიუროს თანამშრომლები აქტიურად ვეცნობით ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ყველა სოფლის პრობლემებს, განსაკუთრებით კი, სკოლების და განათლების სფეროში არსებულს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეც საქმის კურსში ვარ, რომ ნასაკირალის სკოლა საჭიროებს რეაბილიტაციას. ასეთ საკითხებზე მეც და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან.

რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტის საფუძველზე განათლების სამინისტრომ მომენტალურად გააგზავნა ჯგუფი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და უახლოეს დღეებში ექნებათ დეტალური სურათი. ამის შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოების ჩატარება იმ მონაკვეთებზე, სადაც ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ზოგადად, წელს სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის შეფერხება გამოიწვია სამთავრობო ცვლილებებმა, რადგან გარკვეული პერიოდი არ იყო ცნობილი, რომელი უწყება განახორციელებდა ამ სამუშაოებს. მომავალი წლისთვის ჩვენ აქტიურად გვექნება საუბარი იმაზე, რომ ამ სკოლის სრული რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნეს მომავალი წლის ბიუჯეტში", _ თქვა ნინო წილოსანმა.




 ახალი ამბები
  • დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ პენიტენციური დაწესებულება განცხადებას ავრცელებსდეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ პენიტენციური დაწესებულება განცხადებას ავრცელებს. "მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა", _ ნათქვამია ... ...
  • ბესელია: ჩემი გვარი კომიტეტზე მომხსენებლთა სიიდან ამოიღეს„დეკემბერში განვსაზღვრეთ... ამის შემდეგ 15 თებერვალს მე მივიღე დღის წესრიგი, სადაც შეცვლილი იყო ის, რაზეც შევთანხმდით დეკემბერში. მე პასუხი ელექტრონული ფორმითვე დავაბრუნე და მოვითხოვე შეთანხმებულ საკითხებზე ვყოფილიყავი ისევ მომხსენებელი, ამის შემდეგ თავიდან გადმომეგზავნა ისევ დღის წესრიგი, სადაც ჩემი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იყო და იგივე ვერსია იყო, რაც დღეს აქ არის დარიგებული. ვინ გადაწყვიტა ეს?! - ამ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი. ამ ახალი დღის წესრიგით ვარ ოთხი საკითხის მომხსენებელი, მათ შორის დაგიმატებიათ იარაღის შესახებ პროექტი. მე მაშინაც ვთქვი და ვიმეორებ, მე არ მიყვარს იარაღი, არ მომწონს ეს თემა და არც ვიცი ეს საკითხი კარგად, სხვა ტიპის იარაღს ვცნობ - უფრო პოლიტიკურს და სამართლებრივს. არ ვიცი ამ კანონპროექტს რატომ მიმაწერეს საერთოდ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და სხდომიდან წამოსულ რეპლიკაზე, რომ კარგი იქნება, თუ ისწავლის ამ თემას, ბესელიამ უპასუხა: “სხვა რაღაცების სწავლა სჯობს, ეგ ვისაც სჭირდება იმან ისწავლოს“, - თქვა ბესელიამ. ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო. „ჩამწერეთ ისე, როგორც აქამდე ეწერა და მოიქეცით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილს. ოხანაშვილი კი განმარტავს, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულ კანონპროექტებზე ყველა დეპუტატი, როგორც კომიტეტის პასუხისმგებელი პირი, მათი სურვილის მიხედვით შეირჩა. შეკამათების შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა, თუმცა მოგვიანებით უკან დაბრუნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით,  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული, ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი ჭიანურდება.  9 დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერა ტრადიციად იქცა, ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება“_ ზაქარეიშვილი„ქართული ოცნების“ წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში ყოფნისა და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილი აერთიანებთ, მათ არც საქართველოს ინტერესები, არც ქართული ეკონომიკა, არც საერთაშორისო ურთიერთობები და კონფლიქტების დაძლევაზე ზრუნვა არ ადარდეთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.  ზაქარეიშვილი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით „ძალიან იოლია ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაიშვირო თითი და ყველაფერი მას დააბრალო, რაც ტრადიციად იქცა, მაგრამ ბრალდებებს მტკიცებულებებით დადასტურება სჭირდება“. _ ბატონო პაატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გასაწვევა მოითხოვა. პარალელურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში გახორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლა ბანკის ხელმძღვანელების მიმართ პოლიტიკურად არის მოტივირებული. თქვენ რას უკავშირებთ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? _ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში პროგრესს შიდა ძალები ებრძვიან, ნამდვილად შემაშფოთებელია. საბანკო სისტემებში ნაკლებად ვერკვევი, თუმცა ნათლად ჩანს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, პირველ ყოვლისა, საქართველოს რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ფაქტია, საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდი საფრთხის წინაშე დგება. დღეს ძალიან იოლია ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაიშვირო თითი და ყველაფერი მას დააბრალო, რაც ტრადიციად იქცა, მაგრამ ბრალდებებს მტკიცებულებებით დადასტურება სჭირდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღნიშნულ საქმეში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო. _ ოპოზიციურმა სპექტრმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დასთანხმდება ? _ მმართველ პარტიაში, ჯერჯერობით, სურვილი არ აქვთ, რომ მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდნენ, თუმცა გააჩნია, გაერთიანებული ოპოზიცია როგორ მოიქცევა. თუ ოპოზიცია მოახერხებს, რომ 50 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, მაშინ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს, მაგრამ ჩანს, რომ საზოგადოებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ არის პრინციპული საკითხი და ნათელია, რომ აღნიშნული მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ გამოვა. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შერეულ საარჩევნო სისტემას შეინარჩუნებს, რაც მათივე პარტიისთვის იქნება დამამძიმებელი გარემოება. _ “ქართული ოცნების“ ლიდერები ოდიოზური მოსამართლეების მხარდაჭერას კვლავ აგრძელებენ. მართლმსაჯულებათან დაკავშირებული პრობლემები არის საკითხი, რომელსაც საზოგადოება “ქართულ ოცნებას“  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ აპატიებს? _ თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოდიოზური მოსამართლეების მისამართით არაჯანსაღი დამოკიდებულება გაგრძელდება, მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კარგ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებს. მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სურს თანამდებობებზე მოსამართლეები უვადოდ დროულად განამწესოს, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ მოსამართლეების მხარდაჭერა დასჭირდებათ. „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეების ყოფნა სჭირდებათ, რომლებიც ნებისმიერ გადაცდომას სამართალდარღვევად არ  გაუფორმებენ. „ქართული ოცნება“ ასეთი არაგონივრული დამოკიდებულებით, პირველ ყოვლისა, საკუთარ გუნდსა და საქართველოს მომავალს აზარალებს. _“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა მთლიანად ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“  სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს წინა რეჟიმის მსხვერპლი მოსამართლეების მანტიები მოარგო, რაზე მეტყველებს? _“ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გზა აირჩია. ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო მათ სახელმწიფოს ინტერესები აღარ ადარდებთ. მმართველ გუნდს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ჯილდოა, არა, ბატონებო, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. საზოგადოება, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა, ყოველ მანკიერ პროცესს შესაბამის პასუხს გასცემს. _ მმართველი პარტიის წევრებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდი ისეთივე “ერთიანი“ იქნება, როგორც დღეს არის? _ ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ გამოსავალს არავინ ფიქრობს. ახლა ყველა საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს. დღესდღეობით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გუნდი გაამაგროს. როგორც კი დადგება სიების შედგენის საკითხი, ბუნებრივია, გარკვეული ჯგუფები პარტიიდან კარების გამოჯახუნებით წავლენ. „ქართული ოცნების“ წევრებს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი და ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობის დამყარება აერთიანებთ. მათ არც საქართველოს ინტერესები, არც საქართველოს ეკონომიკა, არც სიღარიბის დაძლევა, არც საერთაშორისო ურთიერთობები  და არც კონფლიქტების დაძლევის გზებზე ზრუნვა და მუშაობა ... ...
  • ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება. ის, რასაც ფულით ვერ იყიდი (R)საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი - PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების მთავარი გმირი და სულ სხვადასხვა ჟანრის თავგადასავლებში აღმოჩნდეს. უნიკალური პროექტის მიზანია, მომხმარებელს აღმოაჩენინოს ახალი, ჯერარგანცდილი ემოციები და მრავალფეროვანი გამოცდილება. PLUS გამოცდილების მიღება მხოლოდ PLUS ქულებით არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებელი დაგროვილ PLUS-ებს მარტივად გადაცვლის PLUS გამოცდილებაში. ამისთვის მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.plus.ge თავგადასავლების ჩამონათვალი მრავალფეროვანია - მომხმარებელს შეუძლია, ეწვიოს თბილისში ყველაზე მაღალ წერტილს - ანძას და მოიწყოს პაემანი ღრუბლებთან. ასევე, გახდეს ნამდვილი დეტექტივი, აღმოაჩინოს მიწისქვეშა საიდუმლოებები. შესაძლებელია, ეწვიოს ახალ ზოოპარკს, ერთი დღით შეითავსოს ცხოველების მომთვინიერებლის პროფესია. ასევე, მიიღოს მონაწილეობა offroud-ში, ქუჩის არაჩვეულებრივ გამოფენაში, გახდეს პროფესიონალი მრბოლელი. საქართველოს ბანკი უნიკალურ გამოცდილებებს ექსკლუზიურად თვეში ერთხელ შესთავაზებს მომხმარებელს. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და ბევრ საბანკო თუ არასაბანკო ბენეფიტსა და პლუსს მოიცავს. საქართველოს ბანკის სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს ნებისმიერ გადახდაზე, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე, კომუნალური მომსახურების, მობილურის ბალანსზე, ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე, სუპერმარკეტსა თუ აფთიაქში, სწრაფი კვების ობიექტებში სხვადასხვა პროდუქტზე. ამ ყველაფერთან ერთად ახლა უკვე შესაძლებელია PLUS ქულების გადაცვლა უნიკალურ PLUS გამოცდილებაზე. PLUS-ში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია, მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444. დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ისა და PLUS გამოცდილების შესახებ იხილეთ: www. plus.ge ... ...
  • გარყვნილი ქმედებ 8 წლის გოგოს მიმართ _ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი გასაჩივრებას აპირებს.30 წლამდე კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა. იგი სამუშაოდ აჭარაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა. გარყვნილი ქმედების შესახებ 8 წლის გოგოს დედამ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...