"ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი" _ პრემიერი ბოდიშს იხდის

მთავარი თემა

"ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი" _ პრემიერი ბოდიშს იხდის

20 დეკ. 2017, 20:17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეძლო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.

„ჩვენ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ვართ ხელისუფლების თუ პარლამენტის წევრები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი   გამოყვანა. ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.

მელიამ პრემიერს უუნარო უწოდა.

„იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენ შემცველად და ვითომ პრემიერ-მინისტრი ხართ ახლა აქ. არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან და არც შეგეკითხებიან“, – მიმართა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

პრემიერმა მას მიმართა, არ მიეყენებინა მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა.

„ნიკანორ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ უზრდელობთ. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას მოსახლეობას. მე არ ვაკადრებ ჩემს თავს და იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენ გვიყურებენ, ასეთივე ვიკადრო, რასაც თქვენ კადრულობთ.

უხერხულია, მწამებლების ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც თვითონ არის მხილებული სისხლის სამართლის დანაშაულში, მოვიდეს და ჩვენ გველაპარაკოს. სირცხვილია,ეს არის სირცხვილი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენ დღეს სამი კაცით ხართ პარლამენტში წარმოდგენილი“, – განუცხადა პრემიერმა მელიას.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა აგინა.

ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: "შენ ნაბიჭ..... შენ მოგიტ..." (ვიდეო)





 ახალი ამბები
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...
  • გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტეს - ქუთაისიდან მსვლელობა ვერ შედგაქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა. „წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ. ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც ... ...
  • ნინუცა მაყაშვილი: არ ვაპირებ ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, არ მინდა დაიჭირონმსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, "რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან არ უნდა ეს ადამიანი დაიჭირონ. ამის შესახებ მაყაშვილმა  "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. "არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ", _ ამბობს ნინუცა მაყაშვილმა. ცნობისთვის, შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...