მინისტრის მოადგილე მინისტრზე ორჯერ მეტი ხელფასით

gurianews.com

მთავარი თემა

მინისტრის მოადგილე მინისტრზე ორჯერ მეტი ხელფასით

მაისი 15
15:22:49 2017

საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს,  გასული წლის განმავლობაში, 98640,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც ენერგეტიკის მინისტრის ხელფასს 40 077 ლარით მეტია. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ხმალაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დეკლარაციის თანახმად, ხმალაძემ მინისტრის მოადგილის პოსტისთვის, საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროდან, 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე 98640,00 ლარი მიიღო.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ხმალაძეს მინისტრზე მეტი შემოსავალი გასულ წლებშიც მიუღია.

საერთო ჯამში, 2014-2016 წლებში ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის სამინისტროდან 304 080 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც 95517 ლარით მეტია, ვიდრე მინისტრის, კახი კალაძის უწყებიდან მიღებული შემოსავლები ამ წლებში.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ხმალაძის შემოსავალი 2015 წელს, 2016 წელზე გაცილებით მეტი, 104080.00 ლარი ყოფილა, რაც ამ წელს მინისტრის შემოსავალზე 29080 ლარით მეტი იყო. ხოლო 2014 წელს, ირაკლი ხმალაძის შემოსავალმა სამინისტროდან 101360.00 ლარი შეადგინა, რაც კახა კალაძის ამ წელს აღებულ ხელფასს 26360 ლარით აღემატება.

2017 წლის 3 მაისს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ირაკლი ხმალაძე "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 128 000,00 დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე -2400,00 ლარი; „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშებზე -500,00 ლარი და 950,00 ლარი, ხოლო „თი–ბი–სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 4000,00 ლარი ერიცხებოდა.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ხმალაძემ 155 000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი წინსწრებით დაფარა.

საბროკერო მომსახურებისთვის (საცხოვრებელი სახლის გაყიდვის მომსახურება) 11100,00, დოლარი გადაიხადა, ხოლო საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან შემოსავალი 370 000,00 დოლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ხმალაძის ოჯახის საკუთრებაში 2008 წელს, 37000,00-დოლარად შეძენილი, 71,00 კვ.მ-ის ფართობის ბინაა თბილისში, დიდი დიღომი, I მიკრო რაიონში. ბინის 50%-ს ხმალაძე, ხოლო მეორე 5-%-ს მისი მეუღლე თამარ მცხვეთაძე ფლობს.

ცნობისთვის, ენერგეტიკი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან  ირკვევა, რომ ირაკლი ხმალაძე 2000-2005 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.

2013 წლის 24 მაისიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა.

2011 წლიდან დღემდე ასევე არის „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA), ლექტორი;

2008-2013 ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო;

2005-2008 ენერგეტიკის სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა; ასევე იყო იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/წამყვანი სპეციალისტი. ხოლო 2003-2005 წლებში  შპს იურიდიული ფირმას ,,MJO”იურისტი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 



 ახალი ამბები
  • გიორგი კვირიკაშვილი - სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაცმინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან დაკავშირებით აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. „მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში, მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.  შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის ... ...
  • პრემიერის მიერ დარგული ხე და განსაკუთრებული მილოცვა ნაბეღლაველებს40  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიაში _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო, რომელიც კომპანია „წყალი მარგებელს“ ეკუთვნის, გასულ შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, თუმცა, გახსნამდე, ქარხნის ეზოში სიმბოლურად ციტრუსი დარგო. ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი", ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. როგორც „წყალი მარგებლის“  დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში: „წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია, ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა“, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. ღონისძიებას, პრემიერის გარდა  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. "განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე.  მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე _ უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულზე:  "მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი",  ქართული პროდუქცია გაიყიდება არა ერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის გახორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა", _ აღნიშნა პრემიერმა. როგორც მიხეილ სვიმონიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი, ასევე, ექსპორტზე ... ...
  • იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ვინაობა ცნობილიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ვინაობა ცნობილია. ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლო კორპუსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს, ლევან მურუსიძის შემცვლელს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ სამ მოსამართლე წევრსაც ირჩევს. ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და მერაბ გაინაშვილს საქმინობის ვადა ეწურებათ. მოსამართლეთა კონფერენციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ახალი ოთხი არამოსამართლე წევრიც ესწრება, რომლებიც პარლამენტმა 21 ივნისს დაამტკიცა - ირმა გელაშვილი (100 ხმით), ლევან გზირიშვილი (93 ხმით), ზაზა ხარებავა (84 ხმით), ნაზი ჯანეზაშვილი (108 ხმით). იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით 26 ივნისს ... ...
  • პრემიერ-მინისტრმა ნაბეღლავის ახალი ქარხანა გახსნაამ წუთებში გურიაში, ნაბეღლავში ახალი ქარხნის გახსნის ღონისძიება იმართება. ნაბეღლავი დღეიდან რაუხის პროდუქტსაც გამოუშვებს. როგორც „ნაბეღლავის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში. „სს წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა. ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში". ახალი ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  ქარხნის გახსნას ესწრებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა ... ...
  • ყალბი აქციზური მარკების დამზადება- გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების  9 000 ლარად რეალიზაციის დროს. ამასთანავე, გამოვლენილი იქნა ის საწარმო, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების დამზადებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ... ...

არქივი

ზაფრანი

კარაქის სამკურნალო თვისებები

კარაქის მთავარი ღირებულებაა რძის ცხიმი,...

„ვარსკვლავი“ თოჯინები

 ჰოლივუდის ვარსკვლავთა საყოველთაო აღიარებით, ე.წ....

"დიდი ფინჯანი"... შოკოლადი

 გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მსოფლიოში...

მწვანე აფთიაქი

გარდა იმისა, რომ კრაზანას ანტისეპტიკური,...

ვაშლი ჯანმრთელობის სამსახურში

ცნობილია, რომ ვაშლი არა მარტო...

„ლოთი“ თუთიყუშები

ავსტრალიის ქალაქ პალმერსტონს მთვრალი თუთიყუშები...
კარმიდამო ჩემი

"ერთხელაც ვაზის ჭიგოს ხელს წავავლებ და წამოვდგები!"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ახალგაზრდა...

საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვამ, გურიის რეგიონში...

რა ფერად უნდა შევღებოთ სკები?

ჩვენ, ქალები, დაინტერესებული ვართ ფუტკრის...

აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

ღალიანობა მეფუტკრეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია...

რატომ უნდა გავაშენოთ კაკალი ფერდობებზე

წელს, გაზაფხულის ყინვებმა სერიოზულად დააზიანა...

პომიდვრის სამკურნალო თვისებები

პომიდორი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს:...

მკურნალი მარწყვი

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო (მარწყვი)...

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

უამინდობა, ცივი გამჭოლი ქარი და...

ბუნებრივი მკურნალები

სამკურნალო მცენარეებით დაინტერესება უფრო და...

კარტოფილის სამკურნალო თვისებები

 კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...