ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავი

gurianews.com

მთავარი თემა

ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავი

2018 მაი 22 17:05:41

 ჩვენი ფოტოამბავის გმირები დაბა ნარუჯაში ცხოვრობენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ოზურგეთიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. 

საბჭოთა პერიოდში, 550 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციების მოსავლელად მუშახელი იყო საჭირო და მოსახლეობის რაოდენობაც იზრდებოდა. მათ შორის იყვნენ აჭარის მაღალმთიანეთიდან  ჩამოსახლებული ოჯახები, რომლებიც გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყებენ მიგრაციას გურიის რეგიონში, მათ შორის, სოფელ ნარუჯაში. ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდა _ ბევრმა აჭარულმა ეკომიგრანტმა ოჯახმა, რომელიც წალკასა და კახეთის რეგიონში იყო ჩასახლებული, გურიაში ამჯობინა გადმოსახლება.

1986 წელს სოფელი ისე გაიზარდა, რომ ლაითურს გამოეყო და დაბის სტატუსი მიიღო. 90-იანი წლების მერე, ჩაის პლანტაციები გავერანდა, შემდეგ _ ამოიძირკვა; მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარი დარჩა; საბჭოური გრანდიოზული შენობები დაინგრა...

ყოფილი კულტურის სახლის შემორჩენილ კედელის ნანგრევს, ახალგაზრდებმა გრძნობების  და მსოფლმხედველობის გამოხატვის ფუნქცია მოუძებნეს

ნარუჯაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ზვიად მიქელაძის თქმით, ამჟამად დაბაში 720 კომლი ცხოვრობს; აქედან, 60%-ი მუსლიმია. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, დაბაში ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, ხოლო შობადობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, სიკვდილიანობაზე დაბალია.

გვიან შემოდგომამდე, ნარუჯაში მოსახლეობა ნახევრდება

 დაბა ხალხმრავალი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშია, ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის _ ქალები, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ არიან წასული.

არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ სოფლებში, სადაც ეკომიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს, ქალების უმეტესობა, ზაფხულში მეზობელ თურქეთში დადის სამუშაოდ.

უთენიაზე, კარმიდამოს და ბაღ-ბოსტნის მოვლის შემდეგ, ქალები იკრიბებიან და პლანტაციაში სამუშაოდ წასასვლელად ემზადებიან

დაბა ნარუჯაში დარჩენილი ქალების უმეტესობა მოცვის კერძო პლანტაციაში დილიდან საღამომდე, შუადღისას ერთსაათიანი შესვენებით მუშაობს.

ყოველ დილით, ამ მისაბმელიანი ტრაქტორით ქალები მოცვის პლანტაციაში გადაჰყავთ

აქ ერთი თვის სამუშაოა _ ჭილოფის ქუდიანი ქალები მზის გულზე მოცვის პლანტაციას უვლიან, საღამოს კი საკუთარი კარმიდამოც მისახედი აქვთ.

პლანტაციაში მუშაობისას

მწველი მზის ქვეშ მომუშავე ჩვენი რესპონდენტები ანაზღაურების შესახებ საუბარს თავს არიდებენ, მაგრამ მათთან საუბრიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ჯამაგირი არც ისე მაღალია. თუმცა, მიაჩნიათ, რომ სხვებისგან განსხვავებით, მათ გაუმართლათ და სამუშაო ადგილზე იშოვეს.

 თვლიან, რომ გაუმართლათ, რადგან სამუშაო ადგილზე იშოვეს და საღამოს ეზოკარის მიხედვასაც შეძლებენ

_ რაც კი შეიძლება ხელით გაკეთდეს, ყველა სამუშაოს ვასრულებთ, რომ მოცვის უხვი მოსავალი მივიღოთ. რა ვქნათ, ვინც აქ ვრჩებით, მეტი გზა არ  გვაქვს. ყველას არ შეგვიძლია თურქეთში გადასვლა და იქ მუშაობა; თან, დილა-საღამოს საკუთარ სახლკარსაც შეგვიძლია მივხედოთ, _ ამბობენ ჩვენი ფოტოამბავის გმირები.

სამუშაოს დიდი ნაწილი ამ ქალების ხელით სრულდება

"არანაირი სამუშაო არაა სათაკილო! მთავარია, იყოს. ძალიან მალე მოცვის მოსავალს ავიღებთ და შემდეგ  სხვა სამუშაოს შოვნას შევეცდებით.... საქმის მეტი რა გვაქვს... ვისაც შეუძლია და უფრო მეტი ენერგია აქვს, თურქეთში გადადის",  _ გვითხრეს ნარუჯაში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებმაც ფოტოების გადაღებაზე უარი არ გვითხრეს.

ჩვენ კითხვაზე, თავისუფალი დრო თუ რჩებათ, ხუმრობით გვპასუხობენ: "თავისუფალ დროს ფაროსანებს ვხოცავთ და სიცოცხლეს ვუმწარებთ..."

ნარუჯელი ქალები ამბობენ, რომ სოციალური გასაჭირის სათავე, უმუშევრობაა. მათი აზრით, სამუშაო და ღირსეული ანაზღაურება ყველას სოფელშივე უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ოჯახების, შვილების მიტო

ვება, რომელთაც სწავლაში, განათლების მიღებაში სჭირდებათ მშობლების დახმარება, არავის დასჭირდეს.

ორგანიზაციის  “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გურიის სოფლებში, სადაც მუსლიმი თემები ცხოვრობენ, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ქალთა დასაქმების თვალსაზრისით.

ამის მთავარ მიზეზად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ხიდაშელი, ხშირ შემთხვევაში, ქალებისთვის განათლების მიღების ხელმიუწვდომლობას ასახელებს:

_ მაგალითად, დაბა ნარუჯაში, ძალიან დაბალია ქალთა განათლების დონე, რაც გამოწვეულია იმით, რომ მეცხრე კლასის ბაზაზე ძალიან ბევრი წყვეტს განათლების მიღებას; შესაბამისად, უმაღლეს განათლებას ქალები იშვიათად იღებენ. ძირითადად, ქალები დაკავებული არიან მოცვის კრეფით ან თურქეთში გადადიან სამუშაოდ  _  შესაბამისი განათლების გარეშე უჭირთ სამუშაოს შოვნა. გასულ ზაფხულს, როცა შემოვიარეთ დაბები ნარუჯა და ლაითური, ქალებს ნაკლებად ვპოულობდით _ თურქეთში იყვნენ ჩაის საკრეფად, შემდეგ იწყება თხილის სეზონი... სახლში ნაკლებად ნახავთ, რადგან ჯგუფებად იკრიფებიან და სხვადასხვა სოფლებში დადიან თხილის ასაკრეფად, _ გვითხრა ქეთევან ხიდაშელმა.

ამავე თემაზე: “თურქეთში რომ გადადიხარ, შეგიძლია თუ არა, აუცილებლად უნდა იმუშავო“ _ სკოლის მოსწავლე


ნახვა: 546


 ახალი ამბები
  • "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაცოას, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფოების გამო პარტიას წევრები ტოვებენ, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღამსრულებელი.მდივანი ბესიკ მელუა ეხმაურება: "როგორც ყველა პარტია, "ქართული ოცნებაც" ცოცხალი ორგანიზმია და იქ მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ. - საკადრო ცვლილებები თავიდანვე იყო დაანონსებული. ჩვენმა თანაგუნდელებმა და მათ შორის მერაბ ჭანუყვაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ახლა კი ისინი სხვა პოზიციაზე განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, ამაში არაფერია მიუღებელი. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მელუამ. შეგახსენებთ რომ მერაბ ჭანუყვაძის გადადდგომის გამო დღეს პარტია ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაცოით რამდენიმე ადამიანი ხვალაც დატოვებს ... ...
  • ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველიბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.  სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას; გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ. დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...