კარიერების ირგვლივ ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება

gurianews.com

მთავარი თემა

კარიერების ირგვლივ ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება

2018 მაი 30 18:04:07

კარიერების თემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კვლავ აქტუალურია. ბოლო ხანს თითქოს  მოსახლეობაც მიწყნარდა, რადგან რამდენიმე თვე ქვიშა-ხრეშის მოპოვება შეწყდა. თუმცა, მიუხედავად თანამდებობის პირების ხმაურიანი დაჭერებისა, მდინარე ბჟუჟზე ქვიშა ხრეშის მოპოვება კვლავ განახლდა.

ამჯერად პროტესტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ გამოხატა. მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს და  112-შიც დარეკეს რეაგირებისთვის. ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ და მოსახლეობის თქმით, პოლიციის უფროსმა მათ პირობა მისცა, რომ  გზის გახსნის შემთხვევაში, კარიერზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანები ამ გზით აღარ გაივლიდნენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს, წყლის დონემ ზაფხულში, შესაძლოა, საერთოდ დაიწიოს,  ოზურგეთის მოსახლეობა კი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაა. საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთში,  პირველი სათავე ნაგებობის სანიტარულ ზონაში არსებულ,   წყლის მთავარ გამტარ შემკრებ სისტემას, რაც მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა და წყლის დეფიციტი გამოიწვია.

_ ინერტული მასალების მოპოვებამ,  წყალშემკრებ აუზებში წყლის ნაკლებობა გამოიწვია. შესაბამისად, ეს  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებაზეც აისახა, გარდა ამისა, მდინარემ შეიცვალა კალაპოტი,  აქვე არის იმის საშიშროება, რომ განვითარდეს ეროზიული პროცესები, რადიკალურად შეცვლილია ეკოლოგიური სიტუცია. ჩვენი პროტესტის მიზეზი კი  გზაზე ქვა-ღორღით დატვირთული 30-ტონიანი მანქანების მოძრაობაა, -ამბობენ აქ მცხოვრებლები. მათ  მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი. მსგავსი საპროტესტო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში მრავალჯერ გაიმართა.

როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" ამბობენ,  სატვირთო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობენ, რის გამოც  საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა, დაშრა ჭებიც, არის ხმაური და მტვერი.

მოსახლეობა შეშფოთებულია და წუხილს გამოთქვამს. ისინი ხმამაღლა აპროტესტებენ პრობლემას და ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ  არ მოაგვარებს და არ შეაჩერებს სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების პროცესს, ისევ გადაკეტავენ ცენტრალურ გზას, მოაწყობენ აქციებს, რაც მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება ხელისუფლებაზე.

აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ ოფიციალური წერილი ჯერ კიდევ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს  ჯერ კიდევ 2016 წელს გააგზავნეს:

_ სოფელი მაკვანეთი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მდინარე ბჟუჟის ნაპირზე, ამავე მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფელი კვირიკეთი, ბჟუჟი მთის მდინარეა და მთაში წვიმის დროს მყისიერად იცის ადიდება, ამ დროს იგი ასჯერ უფრო წყალუხვი ხდება, მოაქვს უზარმაზარი ქვები და ხეები. წყლის ამგვარმა ადიდებამ არაერთხელ დააზარალა მოსახლეობა, წაართვა სასოფლო-სამეურნეო მიწები, პირუტყვი და ა.შ.

2016 წელს მდინარე ბჟუჟის კალაპოტში დაიწყო ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაო, რის შემდეგაც ორივე სოფლის მოსახლეობამ მოსვენება დავკარგეთ, ტრაქტორები არ ჩერდება _ დღისით და ღამით გამუდმებით მუშაობენ, ამით გამოწვეული ხმაური არც ღამე გვაძინებს და ვერც ბავშვებს ვუშვებთ გარეთ, სახლები დაგვებზარა და ყველაზე მთავარი _ დაშრა ჭები.

ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ტრაქტორები მდინარეში ღრმად ჩადიან და პირდაპირ მდინარის კალაპოტში მუშაობენ. მიგვაჩნია, რომ არაკანონიერად ხდება ქვიშის მოპოვება.

წელიწადის ასეთ დროს ჭებში წყლის დონის ასე მკვეთრად დაცემა არასდროს გვქონია. კალაპოტის ასე დაღრმავება, წყალდიდობის პერიოდში, მის განსაკუთრებულ აჩქარებას იწვევს და საფრთხე ექმნება ორი სოფლის მოსახლეობას.

კომპანია, რომელიც ეწევა ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, არ ასრულებს ლიცენზიის პირობებს, _აღნიშნულია წერილში, რომელსაც 20 ოჯახი აწერს ხელს.

ოფიციალური დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ გადმოგვცა, ირკვევა,  რომ ქვიშა ხრეშს 2020 წლის ჩათვლით აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს “ორიონი“,  ასევე  2020 წლამდე გაცემული აქვს ლიცენზია შპს   “ორბი ბეტონს “ და ასევე შპს “გზამშენს“ .

“გურია ნიუსს“ მაკვანეთში მცხოვრებლებმა: ცირა ვასაძემ, მანანა ბაბილოძემ, ნინო დოლიძემ, ინგა მურუსიძემ, მაია გოგოტიძემ მიმართეს და დახმარება სთხოვეს.

  _ მოსახლეობა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ მოგვეწოდება წყალი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში  ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაა: 

_არაკანონიერებით, უნებართვოდ ხდება ქვა-ღორღის გატანა,  დაშრა მდინარე ბჟუჟი, საშიშროება ელოდება მაკვანეთის ხიდს, იგი ავარიულ მდგომარეობაშია,  გადავკეტეთ ცენტრალური გზა კიდევ ერთხელ და პოლიციის უფროსმა გვითხრა, ოღონდ დღეს გახსენით და პასუხისმგებელი ვართ, აღარ გაივლიანო. ჩვენ აქ ერთ ურემ ქვიშას ვერ ამოვიღებთ, ჯარიმას გადაგვახდევინებენ და ამათ რატომ აქვთ ამხელა უფლებები? _ ამბობს მოსახლეობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:

_ მოგეხსენებათ, კარიერებზე ლიცენზიას მუნიციპალიტეტები არ გასცემენ. ქვა-ღორღისა და ინერტული მასალების მოპოვების პროცესმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ეს აქტუალური და მტკივნეული პრობლემაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოსახლეობის ინტერესების დაცვას და აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად  შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვების კანონიერება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურმა შეისწავლა.

 “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით,  წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების გარდა, საზოგადოება არარსებულ ფირმებზეც საუბრობს, რის მიხედვითაც ე. წ. “კაი ბიჭებს“ ყოველგვარი საშემოსავლოს და დღგ-ს გადახდის გარეშე გაჰქონდათ ქვიშა-ხრეში გადამყიდველებთან, რომლებიც ლიცენზირებული კომპანიებისა თუ ინდმეწარმეების სახელით მოქმედებდნენ.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარი შესთავაზა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის _ 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი დაკავება არ არის _ მიმდინარე წლის 29 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლები:  გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს,  ირაკლი ხ-ს  და რამაზ კ-ს., საჯარო  ინტერესის საწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. გენო ქ-მ,  ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2018 წლის 29 მარტს გენო ქ. ემზარ ც.,  მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დაკავებული იქნენ  ბრალდებულის სახით.

ამ შემთხვევაში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

მაკვანეთის მოსახლეობამ, ასევე, გვაცნობა, რომ ოზურგეთის მერთან აპირებდნენ შეხვედრას, სადაც იმ კომპანიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, რომლებიც ამჟამად აღნიშნული ტერიტორიიდან ქვიშა-ხრეში გააქვთ.

ერთ-ერთი  მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები კობა ჭანუყვაძეა, რომელიც ამბობს, რომ ის ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებს. მისივე თქმით, აქ ლიცენზირებულმა კომპანიებმა უკვე გაყიდეს ლიცენზია. ინერტული მასალა მაკვანეთში არსებული კარიერიდან გააქვს, ასევე, ბესიკ სარიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლიცენზირებული კომპანიიდან, შპს “ჯორჯიან მინერალსიდან" ყიდულობს ეტაპობრივად.

_ არაფერი ხდება საგანგაშო, არაკანონიერი როგორაა, ლიცენზია გვაქვს. ეტაპობრივად ვყიდულობთ აღნიშნული კომპანიიდან, ხან 5 000 კუბს, ხან _ მეტს, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ისევ გავიტანოთ, მაგრამ არა დიდი მანქანებით, ისეთით, რომელიც გზას არ დააზიანებს. გამოიკვლიეს ყველაფერი,  წყალზე დასკვნაც დაიდო. იყო დიდი პრობლემა წყალთან დაკავშირებით. გარემოს დაცვა დღეში სამჯერ დარბის და  არაკანონიერად რას გავაკეთებთ? კომპანია შპს „ჯორჯიან მინერალსიდან გაგვაქვს ქვა-ღორღი. ადგილზე ვამუშავებთ და ვყიდით. ხელშეკრულება დადებული გვაქვს  მომხმარებელთან, რომელსაც უნდა მივაწოდოთ. სახელმწიფო იხმარს ამას, სახლში არ მიგვაქვს. მოსახლეობა გამოდის და გზას გვიკეტავენ, ჩვენ რა შუაში ვართ?

მერთან, ჯერჯერობით, შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია.  არც ჩვენ უნდა დავზარალდეთ და არც მოსახლეობა იყოს უკმაყოფილო, _ ამბობს სარიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაკვანეთში მდინარე ბჟუჟას კალაპოტში ჰიდროლოგიური კვლევის შედეგად ჩატარებული  დასკვნაში, რომელიც შპს “ჯორჯიან მინერალს“-ის მიერ მოწვეულმა  სპეციალისტმა დადო, აღნიშნულია:  „გრუნტის გზის ექსპლოატაცია, რომელიც მდებარეობს სოფელ მაკვანეთის მიმდებარედ, მდინარე ბჟუჟის ჭალაში, მასზე მძიმე ავტომობილების გადადგილება არ გამოიწვევს მდინარის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელების და მიმდებარე ჭალების ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილებას, გზის ექსპლოატაცია არ გამოიწვევს უარყოფით გავლენას წყალსადენის წყალშემკრებ გალერეებში წყლის რაოდენობრივ მახასიათებლებზე“.


ნახვა: 1020


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...