"ქართული ოცნების" ლიდერები მხარს უჭერენ ბეგლარ სიორიძეს (R)

gurianews.com

მთავარი თემა

"ქართული ოცნების" ლიდერები მხარს უჭერენ ბეგლარ სიორიძეს (R)

2017 ნოე 8 20:40:41

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად ოზურგეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი  მამუკა მდინარაძე და პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე იმყოფებოდნენ.

ქალაქის ცენტრში გამართულ მასშტაბურ შეხვედრაზე, ამომრჩეველს სახელისუფლებო ლიდერებმა მიმართეს და მოსახლეობას ბეგლარ სიორიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

კახა კალაძე: "ის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება, ესეც დემოკრატიის ნაწილია, რა მიმართულებითაც მმარველის გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორ დამოკიდებულება და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. საბედნიეროდ, ეს ჩვენი ერთსულოვნებით ჩავაბარეთ წარსულს და აღარ მინდა იმაზე საუბარი, რაც იყო. თქვენ გაინტერესებს მომავალი, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, რას გავაკეთებთ ჩვენ ჩვენი მომავალი თაობისთვის.

 2014 წლის შემდეგ, რაც თქვენ აირჩიეთ ბეგი სიორიძე და პარტია "ქართული ოცნება", ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გახორციელდა, თუმცა, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის _ უამრავი პრობლემა და სერიოზული გამოწვევებია, როგორც ოზურგეთში, ასევე, მთელ საქართველოში.

შემიძლია დღეს თავაწეულმა ვთქვა, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი, ამ პრობლემებს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს, "ქართული ოცნებაა".

ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი _ ბეგლარ სიორიძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ის 12 ნოემბერს აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მისი გამარჯვება, ჩვენი გუნდის გამარჯვება დაკავშირებულია ამ ქალაქის წინსვლასთან და განვითარებასთან.

 ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიწყებთ მითითებას, რა უნდა გააკეთოთ და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ _ თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და გურულები პოლიტიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ქალაქის განვითარებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ, თქვენთან ერთად, 2014 წელს დავიწყეთ.

ბეგის აქვს ცენტრალური ხელისუფლებიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12 ნოემბერს ერთად ვიზეიმებთ ოზურგეთის გამარჯვებას.

მჯერა, რომ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს.

ვინც არ უნდა იყოს და რა სიცრუეზეც არ უნდა ააგოს საკუთარი საარჩევნო კამპანია, არავის არაფერი გამოუვა. დღეს ქვეყანაში არ ბნელა და ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც მმართველი გუნდისა და ბეგლარ სიორიძის სასარგებლო იქნება"

ირაკლი კობახიძე: "მოხარული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ. თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული ხმების 56% სწორედ ამის დასტურია. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში.

ბეგი სიორიძე იყო ოზურგეთის ღირსეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ოზურგეთის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში; დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მას ნდობას".

არჩილ თალაკვაძე: "რამდენიმე წლის განმავლობაში ოზურგეთის თვითმმართველობამ სწორედ ბეგი სიორიძის და მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით ბევრი საქმე გააკეთა _ ქალაქში და არაერთ სოფელში დაიგო გზები, შევიდა გაზი, მოხდა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაფინანსდა მცირე საწარმოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, აღდგა გურიაში ვაზის უნიკალური ჯიშები, მოწესრიგდა პარკები, ნარჩენების მართვისთვის ოზურგეთმა მიიღო ახალი მანქანები და კონტეინერები, აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, კეთდება ფოლკლორის ახალი, თანამედროვე ცენტრი.

ქალაქში და სოფლებში ჩვენ გვაქვს ახალი და საინტერესო გეგმები, მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ამისთვის საჭიროა, რომ თვითმმართველობას იმ ადამიანმა უხელმძღვანელოს, ვინც საქმის გამკეთებელია და ვისაც სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა აქვს _ ასეთი ადამიანი კი ამ არჩევნებში სწორედ ბეგი სიორიძეა. მე, როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი პარლამენტში, არჩევნების შემდეგ სწორედ ხალხთან ერთად ვაპირებ ჩავერთო და თვალყური მივადევნო განვითარების პროცესს, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას, რომელსაც ბეგი სიორიძე და თვითმმართველობის განახლებული გუნდი განახორციელებს".

შეხვედრის დასასრულს, ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველს მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"დღეს ჩემს მხარდასაჭერად ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები ჩამოვიდნენ ოზურგეთში. ყველა დაპირება სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერითა და თანადგომით მოგეცით.

დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გახორციელდება კიდევ ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით, თანაგუნდელებთან ერთად, ყველა დაწყებული პროექტი გაგრძელდება და ბევრი ახალი პროექტი გახორციელდება. მომდევნო ოთხ წელიწადში ოზურგეთი გახდება ყველასთვის საამაყო ქალაქი და ამ დროში დასრულდება ყველა ის პროექტი, რომელიც აისახება თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობაზე.

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქალაქი უნდა იგრძნობოდეს არა მარტო ცენტრში, არამედ მის ყველა უბანში. ყველგან გექნებათ ახალი გზა, მოწესრიგდება ტროტუარები და კომუნიკაციები, მოხდება წყლის სისტემის სრული განახლება და მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველვყოფთ;

თეატრის რეაბილიტაციის და ფოლკლორის ახალი ცენტრის მშენებლობის დასრულებისთანავე, მოხდება ქალაქის ცენტრალური უბნის სრული რეკონსტრუქცია _ ოზურგეთს ექნება ევროპული ცენტრი, მთავარი მოედანი, თანამედროვე პარკი, მიმდებარე კაფეები და მაღაზიები;

ყველა სოფელში დაიგება ცენტრალური გზა და მოხდება თითოეული სოფლის გაზიფიკაცია;

სოციალური დახმარება და სოციალური პროგრამები იქნება უფრო ეფექტურად განაწილებული. 2019 და 2020 წლებში პენსიების ზრდასთან ერთად, პენსიონერებს ინდივიდუალურადაც დავეხმარებით;

ვგეგმავთ სამი კურორტის და მასთან დაკავშირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის მოთხოვნას ადგილობრივ პროდუქციაზე და მომსახურებაზე", _ თქვა ბეგი სიორიძემ.

(R)


ნახვა: 606


 ახალი ამბები
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს. „გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. „სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ... ...
  • გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ... ...
  • ბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხაბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხა და ჯიბიდან 100-ლარიანი კუპიურები ამოაცალა. თუმცა, მათ გაქცევა ვერ შეძლეს. გამვლელების დახმარებით ტურისტებმა თანხა დაიბრუნეს. _ მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ჩვენს მეგობარს ჯიბიდან თანხა ამოაცალეს. გაქცევისას, გამვლელების დახმარებით, დავიჭირეთ და უკან დავაბრუნებინეთ. რაც მოხდა საშინელებაა. უცხოელებს, საქართველოში ქუჩაში თავს ასე ესხმიან? ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას. შსს-ს თქმით, რადგან ბოშებს არ აქვთ მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, ენიჭებათ პირობითი სახელი და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დგება მათი პასუხისმგებლობის ... ...
  • საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემურიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე  Human rights watch -ის ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  თავმჯდომარე  ,,გურია ნიუსთან“  საუბრისას აცხადებს,  პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი მნიშვნელოვანია. ,,პარლამენტში დამოუკიდბელი საგამოძიებო  მექანიზმი ამჟამად იქმნება. ვთვლი, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ვაცნობიერებთ ამას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემურია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ყურადღებით ვიხილავთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას,  რაც უნდა დადებითი თუ ნეგატიური  შეფასებები იყოს მასში ასახული და როცა ვხედავთ, რომ  საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებაა მოცემული, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ“, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა  2018 წლის ანგარიში  გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. ამას გარდა,  Human rights watch -ის ანგარიშში საუბარია ნარკოპოლიტიკასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...