„კაცური“ გასაუბრება და ახსნა-განმარტება ლანჩხუთის პოლიციის უფროსისგან

მთავარი თემა

„კაცური“ გასაუბრება და ახსნა-განმარტება ლანჩხუთის პოლიციის უფროსისგან

29 ივნ. 2017, 14:19:25

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ გოჩა გაფრინდაშვილის  სისხლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ლანჩხუთის პოლიციის რაიონული სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსი ნუკრი ცარციძე მოწმის სახით დაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ ნუკრი ცარციძეს საქმეზე დაკითხული „ოქროს მოწმე ზეწოლაში ადანაშაულებს. რას პასუხობს ცარციძე ხარიტონ დათუნაშვილს, რატომ არ დაიწყო პოლიციამ, გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება, რა ჩვენება მისცა სასამართლოს ცარციძემ და რატომ უნდა ენდონ მას, _ „გურია ნიუსის“ სტატიიდან შეიტყობთ.

ცნობისთვის, 2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

ნუკრი ცარციძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ იმ დროისთვის, როცა ინციდენტი მოხდა, გურიის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, ის აწარმოებდა და ხელმძღვანელობდა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას.

პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ცარციძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლანჩხუთის პოლიციის უფროსმა ისაუბრა, რომ ის თბილისში შეხვდა დაზარალებულ გია კილანავას რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მას ნება დართეს კილანავას გასაუბრებოდა.

ცარციძე დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ კილანავასა და მას შორის კომუნიკიცია შედგა, სადაც კილანავამ მასთან პირადი საუბრის დროს “კაცურად“ აღნიშნა, რომ მას ნამდვილად ესროლა გაფრინდაშვილმა.  ცარციძე იმასაც ამბობს, რომ კილანავა გაფრინაშვილთან გასწორებას გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავდა.

ცარციძის თქმით, კილანავამ აღნიშნა, რომ მას გაფრინდაშვილთან ინციდენტამდე ფიზიკურ დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდა:

“ჩემთან პირადი საუბრის დროს გია კილანავამ “კაცურად“ განმიმარტა, რომ 10 თებერვალს გოჩა გაფრინდაშვილსა და მას შორის კონფლიქტი მოხდა; 12 თებერვალს კი გაფრინდაშვილმა კილანავას სამაგიერო გადაუხადა და ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. კილანავა ასევე აღწერდა, თუ როგორი მანქანით აედევნა გაფრინდაშვილი, რის გამოც ის დაუკავშირდა მეგობარ გიორგი წუწუნავას და აუხსნა, რომ აედევნა “ფორცვაგენის“ ტიპის ავტომანქანა “შავი პასატი“, წუწუნავამ კი მას უთხრა, რომ გადაეხვია გზიდან და მასთან მისულიყო“, _ აღნიშნა დაკითხვისას ცარციძემ.

მისივე განმარტებით, ის ასევე იცნობს მოწმეს ხარიტონ დათუნაშვილს, რომელმაც მას პირადად განუცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მისივე თქმით, დათუნაშვილთან ოჯახში მიდიოდა ერთი პიროვნება რომელიც ემუქრებოდა, რომ ის საქმის “ოქროს მოწმეა“ და გაფრინდაშვილი არ უნდა ამოეცნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა რომ ჰყავდა შვილი და აშანატაჟებდა სიტყვებით: “დაიმახსოვრე, რომ არ იცნობ გოჩა გაფრინდაშვილს!“_ განაცხადა სასამართლო სხდომაზე ლანჩხუთის პოლიციის უფროსმა ნუკრი ცარციძემ.

ცარციძემ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად უარყო დათუნაშვილის წინა პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მასზე, გარდა იმ პირისა, რომელზეც ზემოთ ისაუბრა, პოლიციაც ახდენდა ზეწოლას.

“დათუნაშვილზე პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ განხორცილებულა“, _ განაცხადა ცარციძემ.

ცარციძეს, ბრალდებულის უფლებების დამცველის ვასილ მამულაშვილის მიერ დასმულ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.

 „რა არის ამის საფუძველი, რომ დაგიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოსთვის ტყუილი ჩვენების მიცემისათვის შესაძლოა, რომ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჯერ ერთი კილანავას დაკითხვა შეუძლებელი იყო, რადგან ის იწვა რეანიმაციაში და იმყოფებოდა სასუნთქ აპარატზე შეერთებული. დაზარალებულს არ შეეძლო საუბარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. რატომ მოგცათ მარტო თქვენ კილანავამ ეს არაოფიციალური ინფორმაცია და რატომ ვერ მიაღწია ამას სხვამ? როგორ მოიპოვეთ კილანავასგან ნდობა?“_ ჰკითხა ცარციძეს ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ცარციძემ განმარტა, რომ ის პასუხს აგებდა მის მიერ მიცემულ ახსნა_ განმარტებაზე და გაჟღერებულ ინფორმაციაზე.

„არაფერი, ჩვეულებრივად ვისაუბრეთ“, _აღნიშნა ცარციძემ.

ადვოკატმა ასევე მიმართა პოლიციის უფროსს, რომ თუ ის ფლობდა ინფორმაციას, რომ მოწმე ხარიტონ დათუნაშვილზე ვინმე უცხო პიროვნება ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და აშანტაჟებდა, ემუქრებოდა შვილით, რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება და რატომ არ დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციით?

“თქვენ ამბობთ რომ “კაცურად“ გესაუბრათ დაზარალებული კილანავა, თქვენ ენდეთ მას, ჩვენ რატომ უნდა გენდოთ ჩვენ, თქვენც “კაცურად გვესაუბრებით ახლა? “_ იკითხა ადვოკატმა.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის უფლებების დამცველმა  ვასილ მამულაშვილმა “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაკითხულ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აბსურდია:

“მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არანაირი მტკიცებულების ფასეულობა  არ გააჩნია,  არის მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომლის გადამოწმება ფაქტიურად აბსურდია, იმიტომ, რომ თვითონ დაზარალებული ჩვენებას ვერ აძლევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.  გამორიცხულია, რომ მას 17 თებერვალს საუბარი შეძლებოდა, რადგან იყო სასუნთქ აპარატზე შეერთებული. ჩვენ გადავამოწმეთ და მას არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია ცარციძისთვის.“ კაცური“  საუბრისა რა გითხრათ, ეს არის რაღაცა ინოვაციური მიდგომა, რომელსაც  არანაირი მტკიცებულების ძალა არ გააჩნია“, _ამბობს ადვოკატი.

სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული მეორე პირის შესახებ, რომელიც „ოქროს მოწმეზე“ სავარაუდოდ ზეწოლას ახდენდა, „გურია ნიუსმა“ ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა, თავად ეს პირი აღნიშნულს არ ადასტურებს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხარიტონ დათუნაშვილზე სავარაუდოდ ზეწოლას გურიის გუბერნიაში მომუშავე ერთ-ერთი თანამდებობის პირი  ნესტორ რამიშვილი ახდენდა, რომელიც გოჩა გაფრინდაშვილის ახლო ნათესავია.

რამიშვილმა „გურია ნიუსთან“ აღნიშნული ინფორმაცია უარყო:

„არანაირად არ ვადასტურებ, არ მომიხდენია ზეწოლა, არც ვიცნობდი, არავის არ დავმუქრებივარ. თუ დააკვირდით თქვენ ყველა პოლიციელი დებდა არარელიგიურ ფიცს,  რელიგიურს არ იფიცებენ, რადგან იტყუებიან.  არანაირი კავშირი არ მქონია დათუნაშვილის ოჯახთან.  დაკითხონ მისი ცოლი, მან ყველაფერი იცის, არც ფოტოსურათებით ამოცნობაზე მქონია საუბარი, არც შვილით დავმუქრებივარ“, _ამბობს რამიშვილი ჩვენთან საუბრისას.

„გურია ნიუსი“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და სხვა სტატიებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მორიგი სასამართლო პროცესი 4 ივლისს გაიმართება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტი გამოვლინდაოზურგეთში არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტი გამოვლინდა. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა უბანზე მისცა ... ...
  • რა შემთხვევაში არ დაიხურება საარჩევნო უბანი 8 საათზესაქართველოში საპარლამენტო უბნების დახურვამდე ცოტა დრო რჩება. ცესკოს განცხადებით, ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად რიგში იმყოფებიან ხმის მიცემა 8 საათის შემდეგაც შეეძლებათ. „კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ" - განაცხადეს ... ...
  • კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგებიძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც ელჩი დეგნანი აცხადებს, საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ. „დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ. ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ... ...
  • ვინ აანონსებს არჩევნებში გამარჯვებას ხმის მიცემის დასრულებამდესაქართველოში საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის შეწყვეტამდე და იქამდე ვიდრე ეგზიტპოლების შედეგები გასაჯაროვდება, ხელისუფლებაც და გაერთიანებული ოპოზიციაც საკუთარ გამარჯვებას აანონსებს. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. „ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში - "ქართული ოცნება" გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს - ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არჩევნებს აგებენ და პროვოკაციებს შეეშვან. მისი თქმით, აუცილებელი არაა მათი ქმედებები ძალადობაში გადაიზარდოს. "მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ აგებენ არჩევნებს, არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. კიდევ ერთხელ, შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად", - თქვა კახა ... ...
  • 17:00 საათზე, საქართველოში ამომრჩევლის აქტივობამ 45.77% შეადგინა7:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია _ 57.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში _ 41.9%", _ განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა“, _ განაცხადა მიქელაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...