ხალვაში ამბობს, რომ "მაესტროს" და "კავკასიას" აფინანსებდა, ჯანგირაშვილი მტკიცებულებებს ითხოვს

მთავარი თემა

ხალვაში ამბობს, რომ "მაესტროს" და "კავკასიას" აფინანსებდა, ჯანგირაშვილი მტკიცებულებებს ითხოვს

6 მარ. 2017, 11:30:48

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „გურია ნიუსისთვის“ მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 2012 წელს, ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებში ირაკლი ოქრუაშვილი იყო ჩართული:

ვვარაუდობ, რომ ეროსი კიწმარიშვილის ტელეკომპანია „მაესტროში“ შევარდნა სააკაშვილის მიერ იყო მართული. ალბათ, გახსოვთ ის კადრები.  მართალია, მაშინ ოქრუაშვილი საქართველოში არ იყო, მაგრამ ეროსისთან ერთად, მისი  "ბიჭები" იყვნენ და ტელეფონით ის მართავდა სიტუაციას. არის ვიდეო ჩანაწერებიც, როცა ეროსი ღობეზე ძვრება და ტელეფონით იღებს მითითებებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხალვაშმა.

მისივე თქმით, „ოქრუაშვილი რომ მთლიანად ყალბია, რომ ადამიანად არ ვარგა, ეს უკვე დიდი ხანია თვითონ დაამტკიცა და ისევ აგრძელებს ამის მტკიცებას“:

მიშას მარიონეტია თუ შანტაჟის ქვეშ არის, ეს კითხვის ნიშანი არსებობს. მაშინ იწყებს იმათ სასარგებლოდ მოქმედებას, როცა მათ უნდათ", _ ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაუბრუნა.

ხალვაში მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანობის აღდგენაა და ამ პროცესში ხელისუფლება არ ჩარეულა. ბიზნესმენის თქმით, მას შემდეგ, რაც სასამართლო დავა დაიწყო, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია:

_ ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის ბოლოს, მისი პირველი ვიზიტის დროს შევხდი ბრიუსელში. მას შემდეგ არ მინახავს, _ ამბობს ხალვაში.

_  არც ტელეფონით გისაუბრიათ?

_  არა.

_ ეროსი კიწმარიშვილს თუ შეხვდით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

_  არ მინახავს. მანამდე ვხვდებოდი,  ევროპაში როცა ჩამოდიოდა. რაღაც საქმეებში მივეხმარე.

_ კონკრეტულად რაში დაეხმარეთ?

 _ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ფინანსურად ვეხმარებოდი მედიის საკითხებში.

_ ტელეკომპანია „მაესტროს“ აფინანსებდით?

_ „მაესტროსაც“ და სხვა მედიასაშუალებებსაც. ჯანგირაშვილის „კავკასიასაც“ და ამიტომ მიყალიბდება აზრი, რომ გიცავენ მაშინ, როცა სარგებელი აქვთ შენგან, _ აღნიშნა ხალვაშმა, რომელსაც იმ თანხის დაკონკრეტება არ სურს, რომელსაც მედიას ურიცხავდა.

 „არაეთიკურია დახმარებაზე საუბარი და მიმადლება“,_ ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე ვერსიები და მოსაზრება არ გააჩნია.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხალვაშის მიერ დაფინანსების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს:

_ მგონი კი, ზუსტად არ ვიცი, ვინაიდან, მე მენეჯმენტში არ ვიყავი, ეროსი იყო ამ დარგში. თუმცა, ალბათ კი. მე მხოლოდ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ვიყავი _ დანარჩენში არ და ვერ ვერეოდი, _ აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

ნინო ჯანგირაშვილი კი ამბობს, რომ ხალვაში ტყუის და მას „კავკასია“ არასდროს დაუფინანსებია:

_ ის არის გარეწარი, რომელიც ამბობს  უდიდესს  ტყუილს. მისგან, პრინციპში, არაფერი  მიკვირს, მაგრამ  ამას ნამდვილად არ ველოდი. თუმცა, მე ვუშვებ ერთ ვერსიას, რომელზეც პირველად ვისაუბრებ:  იმ პერიოდში იმდენად იყო აზელილი ყველაფერი ერთმანეთში, იმდენად დიდი ჩემოდნებით დაარბენინებდნენ  ფულს პოლიტიკოსები, მედია და ა. შ. შეიძლება ვიღაცამ მოატყუა, რომ „კავკასიაში“ მოჰქონდა რაიმე ფული,  რადგან ჩვენ, ცოტა არ იყოს, კრეტინებივით უანგაროდ ვაკეთებდით მაშინ ყველაფერს და ვიღაცეები ამის გამო დამცინოდნენ კიდეც.

შესაძლოა, ვიღაცამ უთხრა, რომ „კავკასიაში“ მოჰქონდა ფული. ერთ პროცენტს  ვუშვებ ამ ვერსიას და ამ შემთხვევაში, კარგად გამოიძიოს ვის, სად და რას ატანდა. თვითონაც იმ სიბინძურეში ტრიალებდა და კარგად მოიკითხოს. თუ ამას არ გაარკვევს, ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება ჩემთან. ქიბარ ხალვაში არასოდეს დახმარებია „კავკასიას“ და ეს მის სამარცხვინოდაც უნდა ითქვას. ჩვენ არავისთვის გვითხოვია დახმარება, როცა  დამტვრეული კამერებით ვმუშაობდით და ერთადერთი ტელევიზია იყო მაშინ „კავკასია“, სადაც საერთოდ, რამის თქმა შეიძლებოდა. არავის არ მოსვლია თავში აზრად,  რომ რაღაც ფორმით დაგვხმარებოდნენ,  რაიმე რეკლამაც მოეტანათ. თუნდაც, პოლიტიკურ პარტიებს. ამას ნიშნის მოგებით და ყვედრებით არ ვამბობ და ამაზეც პირველად ვსაუბრობ. რთული პერიოდის მიუხედავად, ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებდით მუშაობას, რადგან პრინციპების და შეხედულების გამო ვიქცეოდით ასე, მაგრამ სინამდვილეში, იმდროინდელი ოპოზიცია, რომლიდანაც დღეს ბევრი ხელისუფლებაშია, ფინანსებში იხრჩობოდა, გადარბენა ჰქონდათ, მათ შორის, ხალვაშის ფულით! _ ამბობს ნინო  ჯანგირაშვილი.

ნინო ჯანგირაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესმენი ამას ვიღაცის დავალებით აკეთებს. აღნიშნავს იმასაც, რომ  ეროსი კიწმარიშვილთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია:

_ მხოლოდ ერთი პროცენტი დავუშვი, რომ ვიღაცამ მოატყუა, რადგან ისეთ ბინძურ ხალხში ტრიალებდა, მაგრამ ჩვენ არასდროს გვქონია ახლო ურთიერთობა ეროსისთან,  რომ ხალვაშს დაესკვნა, რომ მისი საშუალებით გვაფინანსებდა. ადრე ყოფილა ისეთი ისტორიები, რომ ვიღაცამ ვიღაცას უთხრა _  ფული მომეცი და „კავკასიაში“ წავიღებო. ყოფილა ჩვენი სახელით ვაჭრობა ბევრჯერ და ეს გავარკვიეთ კიდეც. სინამდვილეში კი არც არავისთვის გვითხოვია არაფერი და არც მიგვიღია, _ ამბობს ჯანგირაშვილი, რომლის თქმით, ერთადერთი შეხება, რაც ხალვაშს მის ტელევიზიასთან ჰქონდა, მოკლევადიანი რეკლამა იყო:

„ერთადერთხელ იყო, როცა მისი დარბევის რეკლამა გადიოდა. კლიპი იყო ჩვენთან და „მაესტროზე“. ოღონდ ჩვეულებრივად რეკლამა და ძალიან მცირე თანხაზე იყო საუბარი. ერთადერთი, რაც შეიძლება ფინანსები ახსენოს „კავკასიასთან“ მიმართებაში ხალვაშმა, ეს მახსენდება მხოლოდ, მეტი არაფერი,_ გვითხრა ნინო ჯანგირაშვილმა, რომელიც ითხოვს ხალვაშმა დააზუსტოს როდის, ვის მიერ და რამდენით აფინანსებდა “კავკასიას“ და ყველა შესაბამისი მტკიცებულება დაუყონებლივ გაასაჯაროვოს.

ჩვენ შევაცადეთ ეს დეტალები ხალვაშთან დაგვეზუსტებინა _ იგი ამბობს, რომ ნინო ჯანგირაშვილთან დავას არ აპირებს:

_ ზუსტად ვერ გეტყვით ცრუობს თუ მეხსიერება ღალატობს, მაგრამ ორიდან ერთი ნამდვილად არის. გეხვეწებით, არ მცალია მაგასთან დავისთვის _ მიშას ვედავები. ამ საქმეს რომ მოვრჩები, შევახსენებ, _ აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

 ამავე თემაზე წაიკითხეთ: ხალვაშის პირველი კომენტარი ოქრუაშვილის სარჩელზე _ "გავიხსენებ რაც მაესტროში გააკეთეს"

ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი "პანორამას" დაყადაღებას (ექსკლუზივი)




 ახალი ამბები
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls