"ხის თუ ქვის სახლი" _ რომელი საშენი მასალა გახდება უპირატესი გომისმთაზე

მთავარი თემა

"ხის თუ ქვის სახლი" _ რომელი საშენი მასალა გახდება უპირატესი გომისმთაზე

1 სექ. 2020, 14:29:15

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა  გომისმთა, ვიდრე მას დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭებოდა, კომუნისტურ ეპოქაშიც მოიაზრებოდა საკურორტო ადგილად და აქ მრავალი სახლიც იდგა. თუმცა, უმეტესად, ალპური ზონა საძოვრებად იყო გამოყენებული და როგორც ასაკოვანი ადამიანები იხსენებენ, ბევრს, მწყემსობის პერიოდში, აქ ბავშვები "ჰაერის გამოცვლის" მიზნით მიჰყავდა.


უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა გომისმთის განაშენიანების გეგმის შესახებ სამთავრობო დონეზე დაიწყეს საუბარი, მთას ერთბაშად მოეძალა უნებართვო მშენებლობის მოსურნეეები.

პანდემიის პირობებში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კურორტს ძალიან ბევრი ტურისტი ესტუმრა.

_ ასეთი ამბავი არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. გომისმთაზე უამრავი ტურისტია _ ფაქტობრივად, ბუმია, უმეტესად საქართველოში მცხოვრებლები არიან. ამინდებიც კარგია. ბევრგან ნახავთ გაშლილ კარვებს. ზოგიც ადგილზე, კოტეჯებში და ძველ სახლებში ქირით ცხოვრობს, _ გვატყობინებენ გომისმთიდან.

კითხვაზე _ ტურისტების სახელით ხომ არ ხდება "მიწის მაძიებელთა" შემოსვლა, წყარო გვპასუხობს, რომ ისინი, ვინც მიწის უკანონოდ მისაკუთრებას ცდილობენ, არავის და არაფერს ერიდებიან:

 _ ვინც ბოძების უკითხავად დარჭობას კადრულობს, არც რცხვენია და არც ერიდება. ამიტომ, არც თავს ინიღბავენ. წელს ნამდვილად უამრავი ტურისტია. ერთი შეხედვით იცნობ და მიხვდები. ამ ადამიანებს ძალიან დიდი პოზიტივი მოაქვთ მთაში და იმის იმედსაც აღვიძებენ, რომ ეს ქაოსი ოდესმე დასრულდება და გომისმთა  მართლაც გახდება ვიზიტორთა უსაყვარლესი ადგილი.

გომისმთაზე ოდითგან, როცა იქ პირველი სახლი დაიდგა, საშენ მასალად ხეს იყენებდნენ.

დღეისთვის აქ, როცა მშენებლობების ბუმია, ხშირად ისმის კითხვა _ გამოდგება თუ არა ქვის სახლები გომისმთაზე?

კითხვა წარმოშვა, ქვის მასალისა და ცემენტის გამოყენებით სახლების მშენებლობის დაწყებამ. ბევრი აღნიშნავს, რომ ზამთარში, ყინვის გამო, ქვით ნაშენი სახლი შეიძლება დაიბზაროს.

კურორტზე სახლების შენების საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს ერთ-ერთ ძველ მცხოვრებს, მერაბ სანიკიძეს _ მას აქ არა ერთი სახლი აქვს აშენებული, როგორც ხის, ასევე, ქვის მასალისგან.

_ დიდ ინტერესს ქვისა და ხის სახლებს შორის განსხვავებაზე მთის პირობებში საცხოვრებლად იწვევს ის, რომ გომისმთა მზარდი კურორტია, _ გვითხრა მერაბ სანიკიძემ.

მისივე თქმით, ქვის სახლის აშენება, მისი კაპიტალურად გაკეთება, პირიქით, საუკეთესო იქნება, მთაში სეზონურად თუ მუდმივად მცხოვრები ადამიანისთვის:

_ საქმე იმაში გახლავთ, რომ გურიასა და აჭარაში ტრადიცია არ იყო, აეშენებინათ ქვის და ცემენტის სახლი. ადგილზე იშოვებოდა ხის მასალა, მოჭრიდნენ სასურველი ჯიშის მერქნიან მცენარეს, რომელიც ყველგან იყო, რაც, ამავდროულად, იაფიც ჯდებოდა და ასე აშენებდნენ. რა თქმა უნდა, ხის სახლს ეკოლოგიურად უპირატესობა აქვს, თუმცა, დღეს კურორტზე სხვა მოთხოვნებია _ ვინც ზამთარშიც დააპირებს აქ დარჩენას და ეს ასეც მოხდება, რადგან გომისმთას სამთო-სათხილამურო კურორტის პერსპექტივა აქვს, აუცილებლად ააგებს ქვის სახლს. უკვე დაიწყო ასეთი ტენდენცია, რაც, ჩემი აზრით, უფრო გაფართოვდება. სკანდინავიის ქვეყნებში, ნებისმიერ ცივი კლიმატის მქონე ქვეყანაში, მთებში ყველგან აშენებენ კაპიტალურ სახლებს. მხოლოდ რუსეთია ამ მხრივ გამონაკლისი _ იქ ბევრგან შეხვდებით მორებისგან შეკრულ კოტეჯებს კურორტებზე. ასევე, მუდმივ საცხოვრებლადაც, უმეტესად პერიფერიებში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუსეთს უზარმაზარი ტყის მასივები აქვს, _ გვითხრა მერაბ სანიკიძემ.

უკვე მრავალი სახლის მშენებელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საშენი მასალის ხარისხი და აგების დრო:

_ ზოგი ამჯობინებს კომბინირებული სახლის აშენებას და იყენებს, როგორც ქვის, ასევე, ხის მასალას. გემოვნებას საზღვრები არ აქვს _ თავისებურად ლამაზია ასეთი სახლები და თითოეული ოთახის დანიშნულებას განასხვავებენ. მთავარია, კარგად ააშენო. საშენი მასალა ხარისხიანი უნდა იყოს და დრო შესაფერისი, როდის ააგებ, _ ამბობს მერაბ სანიკიძე.

_ ბატონო მერაბ, დიდია ინტერესი და იქნებ, გვითხრათ, გომისმთაზე ქვის სახლის აშენება სჯობს თუ ქვის? ამბობენ, რომ ყინვა ცემენტით ნაშენ კედლებს დაბზარავს.

_ ვიცი, რომ ასე ამბობენ, თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ საშენ მასალას არ მიაკლებ ყინვის საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომელიც ახლა ყველგან იყიდება (ნუ დაგვავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეა), არავითარი საშიშროება არ არსებობს. რვა წელია, ჩემი სახლი ავაშენე აქ _ ერთ ნაკაწრიც არ აქვს, არსად გასჩენია ბზარი, არც სხვა რამ ზიანის მაგვარი შემინიშნავს, რაც ყინვით ან სინესტით იყოს გამოწვეული.

_ დღეისთვის რამდენი სახლი გაქვთ აშენებული?

_ ადრინდელი არ მახსოვს ზუსტად. ბოლო პერიოდში, ალბათ, რვა სახლი. სხვადასხვა დიზაინით.

_ უფრო ხის სახლებს აშენებენ თუ ქვისას?

_ ახლა უმეტესად ქვის სახლების აშენება სურთ. თუმცა, მომავალში რას იზამენ, ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, რაც დღემდე პრაქტიკამ მაჩვენა, ქვის სახლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება ყინვისგან თუ, ზოგადად, თოვლისგან. ვიმეორებ, საძირკვლიდან დაწყებული სახურავამდე, საშენ მასალას უნდა საგულდაგულო შერჩევა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზიც იქნება, კურორტს ამშვენებდეს, როგორც ქვის, ისე ხის სახლები. ამას მიემატოს კომბინირებული სახის მშენებლობაც, რაც თავისებურ ხიბლს შემატებს კურორტის ხედებს. მიუხედავად ქაოსისა და პესიმისტური განცხადებებისა, მე მჯერა, რომ გომისმთა საუცხოო კურორტად ჩამოყალიბდება და არ დააკლდება ტურისტები, როგორც უცხოეთიდან, ასევე, მთელი საქართველოდან, _ იმედიანად გვემშვიდობება მერაბ სანიკიძე.




 ახალი ამბები
  • სააკაშვილის საზუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური - კალაძექართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ სამსახურზე იზრუნოს, რადგან უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ. "მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში", — განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო" _ სააკაშვილიმას შემდეგ, რაც მთავარი არხის ეთერში ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს გამარჯვება მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა. „დღეს ისტორიული დღეა, ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ტრიუმფია. ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესური პიროვნებები და ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას საქართველოში არანაირი თანამდებობა არ ... ...
  • ნასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას, სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...
  • ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილშიშედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...