“ხშირად თუ ვინმე მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს დედაჩემი“ _ ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

მთავარი თემა

“ხშირად თუ ვინმე მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს დედაჩემი“ _ ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

2019 დეკ 26 10:00:56

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, მწერალი გიორგი კეკელიძე “გურია ნიუსმა“ ოზურგეთში ჩაწერა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მან ჩვენთვის დრო გამონახა. საუბარი შობა-კალანდის შესახებ დავიწყეთ.

გიორგი კეკელიძე: შობა-კალანდის ტრადიციები ჩემთვის უკავშირდება 90-იან წლებს. ყველაფერი არც წიგნში დამიწერია და არც მოგონებებში გამომიხატავს, უბრალოდ, ერთი მიზეზის გამო, ადამიანის მეხსიერება ყველაფერს ვერ იტევს. ყველაფერი მაინც უკავშირდებოდა იმ უიმედობის დაძლევის სურვილის, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. მთელ წლებს ვატარებდით უშუქობით, ომებით, ეკონომიკური გაჭირვებით და ათასი პრობლემით. მიუხედავად ასეთი ყოფისა, ძირითად დღესასწაულებს იმედიანად ვეგებებოდით და ამ რიცხვში მეც ვიყავი. ამ იმედს ამყარებდა ისიც, რომ ელექტროენერგია მოდიოდა და იმ დროს ეს დიდი ზეიმი იყო, ახლა „დიდი ზეიმი“  ბრჭყალებში ჩავსვათ, მაგრამ იმ დროს, ეს მართლაც სასწაული მოვლენა იყო. თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მაშინ ე.წ. “დიდი ელექტრო ენერგია“ მოდიოდა, ცენტრალური. ვრთავდით ტელევიზორს, იყო დიდი ჟრიამული, რომელიც მალევე გადაივლიდა,  სადღაც მაქსიმუმ 3 იანვრამდე გაგრძელებულიყო. მერე ეს განცდები, შეძლებისდაგვარად, გარკვეული პერიოდი მიგვყვებოდა.

შობის რიტუალი იყო კლასიკური. ბებიაჩემი აცხობდა მუცლის სალოცავებს (გურული ღვეზელი), რომელსაც აუცილებლად შემოგვატარებდა ყველას და თან ამას ურთავდა ლოცვას. ამ პატარა რიტუალის შემდეგ მივირთმევდით. ძალიან მოკრძალებული, მაგრამ დიდი განცდის მატარებელი ამბავი იყო.

_ თქვენი საახალწლო სურვილები რა იყო?

_ მაშინ ადამიანების სურვილები ძალიან მოკრძალებული იყო. პირველი და მნიშვნელოვანი, ეს იყო მშვიდობის სურვილი, რაც შემორჩენილი გვაქვს ტრადიციებში და სუფრის წინამძღვარი, ე.წ. თამადა გურიაში მშვიდობით იწყებს სადღეგრძელოს. ყველას გვახსოვს, როგორი გახშირებული იყო ყაჩაღობა, ქურდობა და ა.შ. ეს იყო ყველაზე დიდი შიში და სტრესი იმდროინდელი ადამიანისა, გამოძრომის სურვილი იყო პირველი და მნიშვნელოვანი. მერე, უბრალოდ, ყველა ადამიანისთვის იყო, ელემენტარული კომფორტი მაინც უსურვოს საკუთარ თავს, რომელიც დალოცვაში ხვავად და ბარაქად მოიაზრებოდა. ახალი წელი ჯადოსნურ შეგრძნებებთან ასოცირდება და ჩვენ ყველანი მაინც ვიმეორებთ საკუთარ ბავშვობას ამ თვალსაზრისით. თუ თოვლის ბაბუის ან სანტა-კლაუსის არ გვჯერა... გვჯერა საკრალური სიტყვებისა, რომელსაც ვიტყვით და შემდეგ მთელი წელი დაგვებედება.

_ ანუ ახლა, ასე  ვთქვათ, ფერადი სურვილები გაქვთ?

_ ამ წუთას, შეიძლება ითქვას, რომ მყისიერი საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ მშვიდობა მაინც მნიშვნელოვანი  დარჩა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა,  ვცდილობ, ჩემს ჩანაფიქრში, რომელიც, ბუნებრივია, ყოველთვის ეგოისტურია, ის ახლობელი ადამიანები მოვიაზრო, პირველ რიგში, რომელიც ჩემ ირგვლივ ცხოვრებენ და მათი ჯანმრთელობა  და კეთილდღეობა ვისურვო.


_ რის შეცვლა გინდათ, რას ისურვებდით?

_ ძალიან ხშირად დავდივარ გურიაში და კონკრეტულად, ოზურგეთში. ახლა ფილმის სცენარი იწერება, ფილმის პროექტზე ვმუშაობ, რომლის მოტივები “გურული დღიურებიდან“ არის წამოსული. ეს პროექტი რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან ერთად ხორციელდება. რატომ ვახსენე ახლა ეს?  _ მგონია, რომ გურიას სჭირდება აქტიური შემჩნევა და არა ერთჯერადი. ბახმაროდან და გომისმთიდან სელფის დადება ეს ერთჯერადია, ასევე, ერთჯერადია ტელევიზიებმა გააკეთოს სიუჟეტები ან გადაცემა კალანდაზე და მორჩა. გურიას სჭირდება ეს ფრაგმენტულობა გადაიზარდოს დიდი არსით პერმანტულობაში. გურია უნდა ვაქციოთ  მხარედ, რომ სულ შემჩნეული იყოს, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

_ რა ადგილები გაქვთ მონიშნული გურიაში?

_ ეს ის ადგილებია, რომელიც პირადად, ინდივიდუალურად მიკავშირდება მე _ ეს არის ჩემი სახლი სურებში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) და ნატანებში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

გურიის მთავარი სავიზიტო ბარათი არის ის, რომ რეალურად მისი ლანდფშატი არის უნიკალური, ანუ აქ არის მთაც, ზღვაც და ასე ვთქვათ, გარდამავალი სივრცეები ანუ იგივე ბახმარო, გომისმთა, ჯიხეთის დედათა მონასტერი, ჯუმათის, შემოქმედის მამათა მონასტრები. მერე უკვე ის სივრცეები, რომლებიც იშლება შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე. თუ ჩვენ სწორედ დავინახეთ და აღვიქვით, ხელში გვექნება ფანტასტიკური სივრცე მთელი მსოფლიოსთვის. ამას ემატება ეთნო-კულტურული ტურიზმი, ჩვენი კრიმანჭული და ბევრი რამ, რაც სწორად მისაწოდებელი ტურისტებისთვის.

_ ხშირად წერთ ბებიაზე, მამაზე, მაგრამ იშვითად წერთ დედაზე. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მასზე დაწერე...

_ ეს თვითონ დედაჩემისგან არის განპირობებული. არ უყვარს საჯარო სივრცეებში გამოჩენა და საჯაროდ საუბრები. ჩვენ გვაქვს კლასიკური დედა-შვილური ურთიერთობა. ის არის ჩემი ოპოზიცია და ყველაზე ხშირად თუ ვინმე მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს დედაჩემი. ყველაზე მეტ შენიშვნას ის მაძლევს.

_ რამდენად ითვალისწინებ მის შენიშვნებს და რჩევებს?

_ ხან ვითვალისწინებ და ხან _ არა, ასე იყო ბავშვობიდანვე.

_ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში აქტიური ხარ. თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ იყენებ მას?

_ თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს... მაგრამ, თავისუფალი დროის აღქმა ასეთი არ მაქვს, რომელიც დასვენებას უნდა უკავშირდებოდეს.

_ თავისუფალ დროს რას კითხულობთ?

_ მე პროფესიული თვალსაზრისით მიწევს წიგნების კითხვა. იმიტომ, რომ ლექტორი ვარ და ხანდახან გადაკითხვაც მიწევს წაკითხული წიგნების. ხშირ შემთხვევაში, ვარ ჟიურში და იქ უამრავი წიგნის კითხვა მიწევს. ზოგს სიამოვნებით ვკითხულობ, ზოგსაც კი _ იძულებით. მოკლედ,  ვკითხულობ  ყველას და ყველაფერს.

_ იმ მძიმე ფონზე, რაც ამ ბოლო დროს არის ჩვენ ქვეყანაში, განტვირთვა ყველას გვჭირდება. საახალწლო დღეებში, რომელი წიგნის კითხვას გვირჩევ?

_ ჩემთვის ორი ავტორია ყველაზე კარგად საკითხავი _ არჩილ სულაკაური და ასტრიდ ლინდგრენი.

_ მას შემდეგ, რაც “გურული დღიურების“ გამოქვეყნება დაიწყეთ, საზოგადოებაში ამბობენ _ ხომ არ არის ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გაგრძელება.

_ გაგრძობითობა და ტრადიციები ყოველთვის არსებობს მწერლობაში. მათ შორის ისეთ სპეციფიკურ მოცემულობაში, როცა საკითხი გურიას ეხება. მე სიხარულით მოვაწერდი ხელს იმას, რომ ვაგრძელებდე იმ თემებს, რომელზედაც მუშაობდა ნოდარ დუმბაძე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მწერალი. თუმცა, ჩემი მიმართულება მაინც განსხვავებული არის, ეს გულისხმობს სხვა ეპოქის ასახვას, რომელიც სპეციფიკურად განსხვავდება იმ ეპოქისაგან,  სადაც ნოდარ დუმბაძეს მოუწია ცხოვრება. ამავდროულად, ეს არის კლასიკური ტიპის რომანები, ეს არის, ე.წ. მხატვრული ესეისტიკა.

წარმატებული იყო 2019 წელი?

_ თუ პროფესიული კუთხით მეკითხებით, ცხადია კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ დავიწყეთ გარდამტეხი მოძრაობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. დავიწყეთ პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია, ასევე, ასობით სოფლის ბიბლიოთეკა აღვადგინე, არაერთი ქართული კუთხე გავხსენით საზღვარგარეთ. ჩემთვის, ინდივიდუალური თვალსაზრისათაც მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი, რადგან “თომას ზღაპრები“ გამოიცა ჩინეთში, საფრანგეთსა და იტალიაში... დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, რომელიც ჩემთვის არის სერიოზული გამოწვევა და ვფიქრობ, ამ ფილმით ახალ ეტაპს დავიწყებ ჩემს, პირად შემოქმედებით ცხოვრებაში.

_ რას გვისურვებდით 2020 წელს?

_ პირველი და მნიშვნელოვანი ამბავი არის ჯანმრთელობა, ყველანაირი პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას. ჯანმრთელობაზე დგას სხვა დანარჩენი მოცემულობა. ყველას ვუსურვებ 2020 წელს ვიყოთ მაქსიმალურად ჯანმრთელები. ასევე, ვისურვებდი _  შრომას, სწავლას და თავისუფლებას.




 ახალი ამბები
  • დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი გარდაიცვალადამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 2011 წელს "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის ... ...
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...