"კონსტანტინე შარაშენიძეს ღილაკები აერია" _ სასამართლო სკანდალური საქმის განხილვას იწყებს

მთავარი თემა

"კონსტანტინე შარაშენიძეს ღილაკები აერია" _ სასამართლო სკანდალური საქმის განხილვას იწყებს

2018 აპრ 16 11:08:53

"ის, რომ ნატალია ხომერიკი დანიშნული იქნა თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა შეცდომას, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს იმთავითვე განემარტა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანება შეცდომით იქნა ატვირთული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (edocument.ge) გამოყენებისას. კერძოდ _ მომზადებული ბრძანების პროექტის "უარყოფის" ნაცვლად გამოყენებული იქნა "ხელმოწერის" ღილაკი. ხსენებულიდან გამომდინარე, ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსი, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ ყოფილა", _ ეს ამონარიდია ოზურგეთის მერიის იურისტის ლაშა თავაძის მიერ მომზადებული შესაგებლიდან, რომელიც მან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ნატალია ხომერიკის მიერ შეტანილი სარჩელის საპასუხოდ გაუგზავნა და რომლის სტილიც დაცულია.

ნატალია ხომერიკმა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი თებერვალში შეიტანა, რომლითაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად აღდგენას ითხოვს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო _ 2017 წლის 12 დეკემბერს შარაშენიძე წერს #40 ბრძანებას და ნატალია ხომერიკს ნიშნავს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.

14 დეკემბერს მერი წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბრის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს დოკუმენტში არ განმარტავს, თუმცა, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს (?!).

"არა, სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ხომერიკს განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად და მერე ვნახოთ," _ ამბობდა შარაშენიძე 13 დეკემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს, თან მასთან შეუთანხმებლად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ეს თემა "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გაახმოვანა. ჩვენ მიერ ასევე გასაჯაროვდა დანიშვნის დოკუმენტიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობის გამო 14 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზევე მოსთხოვეს.

თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის შარაშენიძის მიერ 12 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:

_ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გამოაქვეყნა, მოთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კიღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, რასაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.

 საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შარაშენიძესთან საუბარი ჰქონდა:

"ვინაიდან საკითხმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მქონდა საუბარი მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალბატონ ნატალია ხომერიკს უკავშირდება.

მივესალმები, თუ ამ ეტაპზე, ქალაქის მერი სწორედ ნატალია ხომერიკთან შეხვედრისა და შეთანხმების შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას», _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ «გურია ნიუსთან» საუბრისას 15 დეკემბერს.

თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადყო, თალაკვაძის საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო _ 20 დეკემბერს შარაშენიძემ ახალი, #94 ბრძანება გამოსცა, რომელშიც წერია: "ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები".

შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იმავე დღეს კიდევ ერთი _ #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც "დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა"

ეს "არსებითი შეცდომა" შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში განუმარტავს, სასამართლოს კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ "აუხსნა", რომ "მომზადებული ბრძანების პროექტის "უარყოფის" ნაცვლად გამოყენებული იქნა "ხელმოწერის" ღილაკი".

ჩვენი მკითხველი ძალიან რომ არ დავღალოთ და კონკრეტული შესაგებლის, იურისტების განმარტებით, კურიოზად ქცეული დეტალებით არ შევაწუხოთ, მით უმეტეს, რომ წინ სასამართლო პროცესია, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (edocument.ge) დოკუმენტი რამდენი პროცედურას გადის და საქმე მხოლოდ ღილაკების დაჭერა/არ დაჭერაზე არაა.

ამ კონკრეტული შემთხვევაში დანიშვნის ბრძანების დოკუმენტი მომზადდა იურიდიული სამსახურის მიერ და, როგორც ცნობილია, ბრძანების ტექსტი მერთან შეთანხმების გარეშე არ იწერება. სწორედ ეს შეთანხმებული დოკუმენტი (სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანება) ამის შემდეგ სისტემაში ატვირთა ლაშა თავაძემ და ხელმოსაწერად გაუგზავნა კონსტანტინე შარაშენიძეს.

სისტემის რამდენიმე ღილაკი მთავარ პანელზეა და მისი წაკითხვა საკმაოდ იოლია. ასევე, უარყოფის და თანხმობის ღილაკები სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც _ როდესაც მერი დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობას იძლევა, შესაბამის გრაფაში დასტურის შესახებ სიტყვიერ ჩანაწერსაც აკეთებს. ერთი სიტყვით, იმის თქმა, რომ ბრძანების დაწერისას შარაშენიძეს ღილაკები აერია და შეეშალა (რომელიც მერს ბრძანების დაწერიდან 8 დღის შემდეგ გაახსენდა), იურისტების შეფასებით უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

თუმცა, ფანტასტიკის მიღმა სამართალმცოდნეები, მას შემდეგ რაც შარაშენიძის მიერ ხომერიკის დანიშვნა/გადანიშვნა/ბათილობის ბრძანებებს გაეცნენ, ერთხმად ამბობენ, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას.

უფრო მეტიც, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "მერის აღიარება, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს":

"ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შეიძლება, თუკი მისი მომზადებისას ან გამოცემისას დარღვეულია კანონი ან არსებითად დარღვეულია მომზადების წესი.

ეს უკანასკნელი, როგორც წესი, კოლეგიურ ორგანოზე ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ბათილად ცნობის ბრძანებებით მერი თვითონვე ადასტურებს, რომ წინა ბრძანებების გამოცემისას დაირღვა კანონი _ მან გააფორმა კანონის დარღვევა.

ეს კი ნიშნავს რომ საკითხი _ მერის აღიარება, შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, კანონდარღვევისას ადგილი ხომ არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ან სხვა სისხლის სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ გადაცდომას.

გამოსცე ბრძანება, ორ დღეში ძალადაკარგულად გამოაცხადო და ორ დღეში ორივე ბათილად სცნო _ ეს სამართლებრივად ნონსენსია, არაკომპეტენტურობის საუკეთესო ნიმუშია.

ბათილად ცნობა შესაძლებელია მხოლოდ ძალაში მყოფი აქტისა, ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ თავდაპირველმა აქტმა ძალა დაკარგა, სამართლებრივად და ფაქტობრივად არ არსებობს და თუ ასეა რა სცნო ბათილად მერმა? ადვილად დასანახია სამართლებრივი აბსურდი და არაკომპეტენტურობა", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

და კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოზურგეთის მერმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა სახალხო დამცველის დედამ ქეთევან მოსახლიშვილმაც მიიღო.

მაშინ ნატალია ხომერიკი ამბობდა, რომ "როცა ასეთ დროს ომბუდსმენის დედა კონკურსში მონაწილეობს, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება":

"ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. ეს ბევრმა იურისტმა დაადასტურა _ მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. საქმე სასამართლოშია და ველოდებით პროცესის ჩანიშვნას. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, ითქვა და ასეთ დროს ვიგებ, რომ გამოცხადებულ კონკურსზე (სხვათა შორის, სასამართლოს მე ამ კონკურსის შეჩერებაც ვთხოვ, რადგან ვფიქრობ, რომ ესეც უკანონოა) განაცხადი, სხვა პირებთან ერთად, შეაქვს სახალხო დამცველის დედას.

შეიძლება ვინმემ თქვას _ დედაა და რა შუაშიაო, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთ საკითხებს უნდა სწავლობდეს, ჩემს უფლებებს იცავდეს და როცა ასეთ დროს ომბუდსმენის დედა კონკურსში მონაწილეობს, ბუნებრივია, კითხვები ბევრი მაქვს. ვის ვესაუბრო სამართლიანობაზე ასეთ დროს?!" _ აღნიშნავდა ხომერიკი "გურია ნიუსთან" საუბრისას 2018 წლის 22 მარტს,

იმავე დღეს ჩვენ კომენტარი ქეთევან მოსახლიშვილს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც ვთხოვეთ.

"გამოცხადდა ოფიციალური კონკურსი და მივიღე მონაწილეობა. მე ნატალია ხომერიკს არ ვიცნობ. "გურია ნიუსის" საშუალებით ვიცოდი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ეს პროცესი დასრულებული მეგონა, რადგან საჯარო სამსახურის გვერდზე გამოცხადდა კონკურსი.

ყველა კონკურსს ვადევნებ თვალს, რადგან ძალიან მინდა ოზურგეთში დაბრუნება. ყველაფერი კანონის შესაბამისად გავაკეთე და არ მესმის რატომ გახდა ეს პრობლემა. მე ჩემი კარიერა მქონდა მანამდე, სანამ ჩემი შვილი სახალხო დამცველი გახდებოდა. არასდროს უკანონო არაფერი გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ახლაც, არაფერია უკანონო. თუმცა, თუ ამის გამო რაიმე პრობლემა ექმნება ნინოს, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ დავაყენებ არც ერთ თანამდებობას ჩემს შვილზე წინ", _ გვითხრა ქეთევან მოსახლიშვილმა.

კონკურსის კანონიერებაზე გააკეთა აქცენტი ნინო ლომჯარიამაც და აღნიშნა, რომ დედამისის კონკურსში მონაწილეობის მასთან დაკავშირება არასწორი იყო:

"მე რა შუაში ვარ? დედაჩემის კარიერა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დედაჩემი იყო რესურსცენტრის თავმჯდომარეობის კანდიდატი ყველაზე მაღალი ქულებით და დირექტორობის კანდიდატი ყველაზე მაღალი ქულებით. დღეს, თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში მუშაობს.

დედაჩემის პროფესიული რეპუტაცია არც დაწყებულა ჩემით და არასწორი მგონია ამის ჩემთან დაკავშირება ამ ყველაფრის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ _ თუ მაინცდამაინც დედაჩემზეა პრობლემა, არც დედაჩემი გახდება პრობლემა. ამის პირობას გაძლევთ", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომჯარიამ, რომელსაც, მისივე თქმით, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

უფრო მეტიც _ როგორც გაირკვა, სახალხო დამცველის გურიის ოფისი იმ ადამიანების საქმეებს საერთოდ არ სწავლობდა, რომლებმაც ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და რომლებიც თავს უკანონოდ გათავისუფლებულებად მიიჩნევენ.

არადა, ასეთი ადამიანების რიცხვი, ჩვენი ინფორმაციით, 20-ს აღემატება. ერთ-ერთი კი, როგორც აღვნიშნეთ ნატალია ხომერიკია, რომლის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა მხოლოდ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული იმ სტატიის შემდეგ დაიწყო, რომელიც ლომჯარიას დედის კონკურსში მონაწილეობას ეხებოდა და რომელიც, ხალხის მთავარი დამცველის თქმით, პრობლემა არ გახდებოდა. თუმცა, ასე არ ფიქრობს ნატალია ხომერიკი, რადგან, მიუხედავად ლომჯარიას განცხადებისა, მოსახლიშვილმა გასაუბრება უკვე გაიარა და როგორც ამბობენ, მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა წინასწარ არის გადაწყვეტილი.

სახალხო დამცველის აპარატი კი ხომერიკის საქმეს ისევ სწავლობს, დასკვნა ჯერ არ მომზადებულა. ამ დრომდე არც სასამართლო პროცესის თარიღია ჩანიშნული, თუმცა, როგორც გვითხრეს, ამ სკანდალური საქმის განხილვა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამ თვეში უნდა დაიწყოს.




 ახალი ამბები
  • “პოლიტიკური სარეველა ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!”_ ლადო კახაძე„რადგან შალვა ნათელაშვილმა ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ. კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. _ ბატონო ვლადიმერ, პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის სახელით 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭი იყარეთ და შემოწირულობის სახით 60 000 გადაურიცხეთ, რატომ დატოვეთ? _ თავდაპირველად არსებობდა საქართველოს განვითარების ფონდი, სადაც  ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირების სფეროს არ წარმოადგენდა. შემდეგ აღნიშნულმა მოძრაობამ  ტრანსფორმირება განიცადა, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი აქტიურობა იმ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, არ ივარგებდა. _ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში  გამართულ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 2.65%-მა დაგიჭირათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატობის პირობებში გაქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი? _ რა თქმა უნდა, მაქვს. პაატა ბურჭულაძის ბლოკში ჩემი აქტიურობა აბსოლუტურად ნული იყო, თუმცა ამ პერიოდს ძალიან წარმატებულად ვთვლი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც მაშინ ჩემი კონკურენტი იყო, ხელი არ შემიშლია. ტელეეთერით მის წარსულს, ისტორიულ ღვაწლსა და საგვარეულოს მადლობაც გადავუხადე, რაც პარტიის შიგნით კარგად აღქმული არ იყო. მიხარია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ჟურნალისტები ხართ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება განაპირობეთ. იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე თემებზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და ოჯახმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მოინდომა, რომ ასეთი პოზიციების მქონე ადამიანი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიხარულით აღვიქვი. _სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავით ჩართული, პრეზიდენტის რანგში განაცხადა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ  დაბომბა, ზურაბიშვილის აღნიშნულ პოზიციას იზიარებთ? _საქართველოს ომი არასდროს დაუწყია. არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ისტორიულ წარსულშიც კი. პირადად სულ სხვა პრეტენზიები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ ცეცხლის ჩასაქრობად წყალი უნდა დაასხა და არა ნავთი. _ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაგაკრიტიკათ და „მოღალატე ლეიბორისტი“ გიწოდათ.  „ყველას გამოექცა და კიდევ გამოექცევა, „ოცნებას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, _აღნიშნა ნათელაშვილმა. მის ბრალდებებს რას უპასუხებდით? _პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ხალხის გულის ტკენისთვისაა დაბადებული. საკრებულოში შალვა ნათელაშვილი 12 კაცით შევიდა, რაშიც მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის. ნათელაშვილმა თქვა, კახაძე მე დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედო, სირცხვილი მატყუარას! „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ შევსულვარ, ნება მივეცი, რომ ჩემი თავი სიაში ჩაეწერათ. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შალვა ნათელაშვილის თორმეტკაციან სიას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ოპოზიციურმა ფლანგმა ჩემი სახით მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელაშვილს სხვა კანდიდატს არავინ გააყვანინებდა. ასევე, მან თქვა, კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გაიქცაო, მის 12-კაციან ფრაქციაში ორი კაცი დარჩა. პარტიიდან ათი კაცი რომ გავა, ეს ლადო კახაძის ბრალია?! რადგან მან ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასთვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ. მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი. Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობაა დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. „საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით. ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა. ... ...
  • გაერო: ციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებულიციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს თქმით, მუშაკები განსაზღვრავენ რა სახის დახმარების აღმოჩენაა სასწრაფოდ საჭირო. გავრცელებული ცნობით, გარდაუვალია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია და ქოლერა. ... ...
  • ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • "ვიდრე გადაწვავს პარლამენტს იქნებ უშველოს ბიძინა ივანიშვილმა და ხელჩაკიდებულმა იარონ"ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბესელია რუსთავი2-თან ტანდემშია და მას მძიმე მდგომარეობიდა გამოსასვლელად ხელის გაწოდება სჭირდება. ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იმ სხდომაზე დაასრულა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან მიიყვანა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.  "მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ხანია და ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის  თავმჯდომარემ და მე არ მივიღე მისი ბოდიში ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშს მოხდა და ისიც იმიტომ მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. აი ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე იმ სხდომაზე დავასრულე კობახიძე უკვე. ეხლა დარჩენილია ფორმალური გაფორმება მისი წასვლის და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს, არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ", _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...