კორუფციული სქემა და ფინანსური მაქინაციები _ რას სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური ოზურგეთში

gurianews.com

მთავარი თემა

კორუფციული სქემა და ფინანსური მაქინაციები _ რას სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური ოზურგეთში

2018 თებ 9 15:09:05

ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ  სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი სწრაფი რეგაგირების სამსახურში 8 თებერვალს  მთელი დღის განმვალობაში იმყოფებოდნენ.

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, 8 თებერვალს, დილით, აღნიშნული სამსახურის უფროსი გურამ ასათიანი თანამშრომლებთან თათბირს ატარებდა, რა დროსაც მათთან შემოვიდნენ ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ აქვთ სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზეც ყველა თანამშრომელს ჩამოერთვა ტელეფონები, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. სუს -ში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე თანამშრომლებიც.

სუს -მა  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ  სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს გაუთქმელობაზეც მოაწერინა ხელი.

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შპს “ვავილონს“, რომლის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მდინარე ნატანებზე აწარმოებს კარიერების მოპოვებას,  ისინი მოპოვებულ ქვიაშა-ხრეშს კი ჩინელებთან ჰყიდიან, რომლებიც ინერტულ მასალას ლანჩხუთის სოფელ ლესადან ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ეზიდებიან.

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, საქმე, შესაძლოა, ფინანსურ მახინაციებს უკავშირდებოდეს, რომელიც, თავისთავად, გარიგებებს, ქრთამის აღებას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სუს-ის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ  სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი სწრაფი რეგაგირების სამსახურის უფროსის, გურამ ასათიანის ოთახიდან  ამოიღეს ყველა კომპიუტერული ჩანაწერი და ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია,   რაც კომპანია “ვავილონთანაა“ კავშირში. აღსანიშნავია, ისიც, რომ ასათიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის ახლობელია.

როგორც ოფიციალური დოკუმენტებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიის ამონაწერიდან  ირკვევა, შპს “ვავილონს“, რომლის საინდიფიკაციო კოდია _ 245620895, სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევა: მერქნით და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა, გადაზიდვის მომსახურება და ასევე, აქვს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები. აღნიშნული შპს-ს  იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #53, ეკონომიკურ საქმიანობას კი, ასევე, ბათუმში, კლდიაშვილის #20/22 ეწევა.

“გურია ნიუსთან“, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სუს-ის თანამშომლებმა განმარტება არ გააკეთეს“, გარდა ერთისა _ “მოგზავნილები ვართ“, “ არ შეიძლება, არ გადაგვიღოთ, ხომ არ იწერთ“.

ჩვენ ვხედავდით, როგორ იყვნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ერთ ოთახში ყოველგვარ ინფორმაციას მოკლებულები. უფროსის ოთახიდან კი მიმდინარეობდა დოკუმენტაციის გატანა. დოკუმენტაცია კი იმ პირს გაჰქონდა, ვინც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მერიაში იმყოფებოდა. მან თავისი ვინაობა არ გაგვიმხილა, თუმცა მოვახერხეთ ფოტოებს გადაღება, რაზეც რეპლიკით გვითხრა _ “აუ, ხომ გამხადე  ტელევარსკვლავი, რა“. 

როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები და ასევე, უფროსიც დღეს სამსახურში იმყოფებოდნენ. ისინი, ჯერჯერობით, მხოლოდ დაკითხეს.

როგორც “გურია ნიუსს“ წყარომ უთხრა,   ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში ტრიალებს.

ხდება თუ არა ქვიშა-ხრეშის მოპოვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  უკანონო გზით? _ ამ კითხვაზე ოზურგეთის მოსახლეობას მიაჩნიათ, რომ უკანონოდ ამოღების გარდა, ყველაზე დიდი ფული აქ ტრიალებს. სადაც აქვთ წილები როგორც სახელისუფლებლო სტრუქტურების  წარმომადგენლებს, ასევე, ავტორიტეტულ სახეებსაც, მათ კი პოლიცია მფარველობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყოფილა უამრავი ფაქტი იმისა, თუ როგორ სთხოვენ ე.წ. “კაი ბიჭები“ „ატკატებს“ კარიერების მფლობელებსაც, რის გამოც ეს უკანასკნელები პოლიციას მიმართავენ კიდეც, თუმცა, უშედეგოდ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რომ  საგანგაშო ვითარებაა ინერტული მასალების მოპოვების გამო, ეს  ცხადია. დიდი ოდენობით ინერტული მასალის გატანა ხდება კარიერებიდან, ეს კარიერები კი ბარბაროსულად მუშავდება და მისი არასწორი ექსპლოატაციის გამო, მოსახლობას უმეტეს სოფლებში სახიფათო მდგომარეობა აქვს შექმნილი. ამის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ არაერთ სოფელში გამართა აქცია და გამოხატა პროტესტი .

ასეთი აქცია ბოლოს სოფელ მერიაში გამართეს კარიერზე დასაქმებულმა მძიმეწონიანი მანქანების მძღოლებმა, იმ მოთხოვნით, რომ მერიიდან  ლანჩხუთამდე დამაკავშირებელი ცენტრალური გზით ესარგებლათ. სწორედ “გურია ნიუსის“ წყაროს  ინფორმაციით, აღნიშნული აქციის მონაწილე პირები სწორედ შპს “ვავილონს“ უკავშირდება.

“გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემაზე აგრძელებს მუშაობას და ცდილობს მოიპოვოს კომენტარები.




 ახალი ამბები
  • ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ღიმილისმომგვრელია“ ეს ჩანაწერები, რადგან ეს საკითხები აქტუალური აღარც არის. ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.  „კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ნაცმოძრაობამ "რუსთავი 2"-ის მეშვეობით,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების საუბრების შინაარსი „კომიკურია.“ „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყიფიანი ჩანაწერებში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ამ ბიზნესს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა. ლევან ყიფიანი ჩანაწერების პირველ ნაწილში დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს, მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე ... ...
  • ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის ნება არ მისცეს პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენ თვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ, რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ _ განაცხადა ზაზა ... ...
  • "თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ" (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს. „არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება“, - განაცხადა სალომე ... ...
  • იტალიაში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყაიტალიაში 31 წლის გიორგი ფერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ზღვამ გამორიყა. ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მათი თქმით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა. ისინი მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ. "ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. გიორგი ფერაძე ბაღდათის მუნიციოალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. წყარო: ... ...
  • შსს-მ ლანჩხუთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?