"მადიანი" ხალხია და განსაკუთრებით ფსკერს ეტანებიან" _ აჭის წყლის კარიერზე კვლავ ხმაურია

მთავარი თემა

"მადიანი" ხალხია და განსაკუთრებით ფსკერს ეტანებიან" _ აჭის წყლის კარიერზე კვლავ ხმაურია

2020 მარ 13 15:03:03

გურიის მდინარეებზე არსებული კარიერების თემა, კარგა ხანია, აქტუალურია. თუმცა, მიუხედავად არაერთი საპროტესტო აქციისა თუ ოფიციალური განცხადებისა მოსახლეობის მხრიდან, შეწყდეს მდინარეთა ხეობების დასახიჩრება, არ მოხდეს მდინარეთა ფსკერის ვანდალური დაზიანება, ნატანი გაიტანონ მხოლოდ კანონიერი გზით და გამოიძებნოს ადგილმონაცვლე ტერიტორიები, დღემდე შეუსრულებელი მოთხოვნაა, კითხვები პასუხგაუცემელია წიაღისეულის სააგენტოსა თუ ლიცენზიანტთა მხრიდან და სახეზეა მხოლოდ დაპირებები.

ერთი კვირის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს აჭისწყლის ხეობაში კარიერული წარმოება. კონკრეტულად, შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" მუშაობა, რომელიც ინერტულ მასალას მოიპოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა მოუწოდეს ლიცენზიანტს, აღარ გაეგრძელებინათ მდინარის ხეობაში ინერტული მასალის ამოღება და მოეხდინათ ადგილმონაცვლეობა, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი მაინც შევიდნენ აჭისწყლის ხეობაში და განაგრძეს ქვა-ღორღის ამოღება.

_ შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" მაინც შევიდა აჭისწყლის ხეობაში _ ისევ ქურდულად შეიპარნენ, ძირითადად, ღამით იღებენ ინერტულ მასალას, გამოაქვთ მოშორებით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და იქ აგროვებენ, მერე კი გააქვთ. რამდენიმე დღეში სარჩელს შევიტანთ. არაფერი ამათთან არ გადის და სად ვდიოთ ამ რიყეებში? _ გვითხრეს ლიხაურში, სადაც ამბობენ, რომ 10 მარტს, გვიან ღამით შენიშნეს აჭისწყლის ხეობაში ტრაქტორები.

11 მარტს, "გურია ნიუსი" აჭისწყლის ხეობაში, კარიერული წარმოების ადგილზე მივიდა. აქ ერთი ტრაქტორი იდგა, მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა, მოშორებით კი, მდინარის გამოღმა ნაპირის სიახლოვეს საკმაო რაოდენობით იყო "ხრეშის გორები", რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ახლად ამოღებული იყო.

_ შეხედეთ მდინარეს, სადაც ახლა ტრაქტორი დგას _ ეს არის აჭის წყლის კალაპოტის ცენტრალური ადგილი, ფსკერი! "მადიანი" ხალხია ესენი და მდინარის ფსკერს განსაკუთრებით ეტანებიან! მოძებნიან მდინარის შედარებით ვიწრო ადგილს, საიდანაც მერე უცებ იშლება კალაპოტი და ერთგვარ დელტას ქმნის. ასეთ ადგილზე გადაუშვებენ ნაკადებს ორი მიმართულებით და შუაში რჩება წიაღისეული, თან განუსაზღვრელი რაოდენობით! საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ ხდება მდინარეების ფსკერის მოსპობა. ნატანის მეტი რა აქვს მდინარეს _ მოიპოვონ და წაიღონ, ვინ უშლის?! არ ეყოფა ჩვენს გზებს თუ რა? მაგრამ არა! ფსკერიდან სურთ უსაზღვრო რაოდენობის ქვა-ღორღის ამოღება. ასე ადვილია _ ძალიან ბევრია ხრეში და ბევრს ბევრი ფულისკენ უჭირავს თვალი! სულ ეს არის მდინარეთა კალაპოტების მოსპობის მიზანი და ფილოსოფია! ამიტომ არ გავჩერდებით _ კატეგორიულად მივმართავთ სასამართლოს და წიაღისეულის სააგენტოს წარმომადგენლებს, მოვიდნენ ადგილზე, დღემდე რომ არავინ გამოჩენილა! დაგვიმტკიცონ, რომ მათ მიერ გამოშვებული ლიცენზიანტები კანონიერად მოიპოვებენ წიაღისეულს, _ ამბობენ ლიხაურელები.

ადგილზე მოვიდა შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" წარმომადგენელი, გელა დუმბაძე, რომელსაც არ უარუყვია, რომ კვლავ შევიდნენ მდინარის კალაპოტში და დაიწყეს ღორღის ამოღება. მან ხეობაში ისევ შესვლის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ არ მოუძებნეს ადგილმონაცვლე ტერიტორია სხვაგან, სადაც მუშაობას გააგრძელებდნენ.

_ რა ვქნათ ჩვენ? ხომ გახსოვთ, ერთი კვირის წინ ლიხაურის კრებაზე რომ შეგვპირდნენ, მოიძებნება ადგილმონაცვლე ტერიტორია და იქ გადახვალთო. ვერ მოგვიძებნეს. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენ ლიცენზია გვაქვს და ამიტომ ისევ შევედით. გეტყვით, რომ არაფერს ვაშავებთ. რომ ვაშავებდეთ, ხომ დაგვიჭერდნენ? ჩვენ მითითებულ ადგილზე ვართ, რაც ლიცენზიით არის გათვალისწინებული, _ თქვა დუმბაძემ.

_ ჩვენ შენებას არ ვუშლით ხელს, ჩვენ ხელს ვუშლით ნგრევას! წიაღისეულის ეროვნულ სააგენტოს როცა ვუთხარით, დაბომბილს რომ ჰგავს ხეობები, მოასწორეთ და ისე მაინც დატოვეთ გარემოო, მაგის დრო სად გვაქვსო, _ გვიპასუხეს. სწორედ ამის გამო ვბრაზობთ. აჭისწყლის ხეობა საერთოდ ხელშეუხებელი უნდა გახდეს! აქ კარიერი ვერ იქნება! არ დავუშვებთ! _ ამბობდნენ ლიხაურელები.

ოზურგეთის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატის, გარემოს დამცველის ლევან მგელაძის თქმით, პრობლემას მხოლოდ მერია ვერ გადაწყვეტს:

_ შესაძლოა, მოუძებნეს კიდეც ადგილმონაცვლე ტერიტორია, მაგრამ ეს ადგილობრივ მცხოვრებლებსაც უნდა ჰკითხონ. მხოლოდ მერი ვერ გადაწყვეტს, წიაღისეულის სააგენტოც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში".გ

ურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს თემურ ჭანუყვაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ არ მოხერხდა გამოყოფილიყო შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" დასაკმაყოფილებელი ადგილმონაცვლე ტერიტორია კარიერისთვის, თემურ ჭანუყვაძემ გვიპასუხა:

_ შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" მერიაში ადრე შემოტანილი ჰქონდა განცხადება ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ადგილზე, რომელიც მას მიეთითა სუფსის კალაპოტში, მაშინ უარი ეთქვა ოზურგეთის მერიის მიერ, რადგან ეს ტერიტორია შპს "ნატა 2000"-ის კოორდინაციაში იყო და ზედდებაში მოხვდა. ეს იყო მანამ, სანამ ლიხაურში აღნიშნული საპროტესტო აქცია დაიწყებოდა. შემდეგ მოიძებნა ადგილი სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კალაპოტში, ისეთ ადგილზე, სადაც აკუმულირებულია დიდძალი მასა. მოსახლეობაც არ არის ახლოს და შესაძლებელი იყო, კანონის სრული დაცვით მოეპოვებინათ ინერტული მასალა. თუმცა, აღნიშნულ ადგილზე უარი განაცხადეს, რადგან იქამდე მისასვლელი გზა არ არსებობს და გასაკეთებელია. როგორც მათ თქვეს, იმდენი ფინანსური რესურსი არ აქვთ, რომ ეს გზა მოაწესრიგონ. ამასთანავე, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოვიძიეთ მათი ისტორია და შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია", ზოგიერთისგან განსხვავებით, წესიერი კომპანიაა, კარგად მუშაობენ, ლიცენზია კანონიერად აქვთ მოპოვებული და სადაც იყვნენ, ყველგან სააგენტოს მითითებით შევიდნენ. ამიტომ ჩვენი სურვილია, ასეთმა ადამიანებმა იმუშაონ და აკეთონ მინდობილი საქმე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუმცა, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლე ტერიტორიების ზუსტად მოძებნა. ხოლო თუ იქ მისასვლელად რაიმე პრობლემა აღმოჩნდება, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში (გზაა გასაკეთებელი), საქმეს თავად უნდა მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რომელიმე ლიცენზიანტი არ შევა ადგილმონაცვლე ტერიტორიაზე და კვლავ იმ ადგილებზე გააგრძელებს მუშაობას, სადაც მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგია და ზიანდება მდინარის კალაპოტი თუ ფსკერი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ სამართლებრივი გზა ვეძებოთ და მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...