“მაგათ შიგნიდან ხომ არ ეფხანებათ?“_ დაზიანებული წყლის მაგისტრალი, ვინ აგებს პასუხს უწყლობაზე

მთავარი თემა

“მაგათ შიგნიდან ხომ არ ეფხანებათ?“_ დაზიანებული წყლის მაგისტრალი, ვინ აგებს პასუხს უწყლობაზე

2018 მარ 19 17:45:51

ოზურგეთის მოსახლეობა წყლის დეფიციტს უჩივის. ბოლო რამდენიმე თვეა, წყალი ქალაქის მოსახლეობას უგრაფიკოდ, ასევე, დეფიციტურად მიეწოდება. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში საერთოდ შეწყვეტილია. საზოგადოება გაურკვეველ მდგომარეობაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობა დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ ფლობს, ხოლო ხელს წყლის კომპანიისკენ იშვერს და პასუხსაც მიზეზების განმარტებისთვის მათგან ითხოვს.

წყლის დონემ ზაფხულში,  შესაძლოა, საერთოდ დაიწიოს,  ოზურგეთის მოსახლეობა კი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაა. საქმე ეხება,  ქალაქ ოზურგეთში,  პირველი სათავე ნაგებობის სანიტარულ ზონაში არსებულ,   წყლის მთავარ გამტარ შემკრებ სისტემას, რაც მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. რამაც წყლის დეფიციტი გამოიწვია.

“გურია ნიუსს“ წყლის სანიტარული ზონა ჩაკეტილი დახვდა და იქ შეღწევა ვერ მოვახერხეთ. გადავიღეთ ის ტერიტორია, სადაც მდებარეობს წყლის მილი, რომელიც დაზიანებულია. აქვე შედის რამდენიმე სამანქანო გზა, რომელიც უკვე დიდი ქვებით არის ჩახერგილი, აქვეა მაღალი ძაბვის ბოძი, რასაც, როგორც წყლის მთავარ შემკრებ სისტემას,  საშიშროება ელის, თუ რა თქმა უნდა კარიერებიდან ინერტული მასალის გატანა კვლავ გაგრძელდება.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოზურგეთის ჟორჟოლიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა  კოლექტიური განცხადებით ოზურგეთის მერიას და საკრებულოს  მიმართეს:

არაკანონიერებით, უნებართვოდ ხდება ქვა-ღორღის გატანა, რის გამოც დაზიანებულია ქალაქის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება, ვინაიდან მანქანები გადადის წყლის მილებზე. დაშრა მდინარე ბჟუჟი, საშიშროება ელოდება მაკვანეთის ხიდს _ იგი ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე, საშიშროებას წარმოადგენს  მაღალი ძაბვის გადამცემი სისტემა, რასაც საყრდენი გამოცლილი აქვს, მოსახლეობა ცეცხლის გაჩენის საფრთხეშია, ასევე, ცუდ მდგომარეობაშია ცენტრალური კანალიზაცია, სადაც ეს მანქანები მოძრაობს. ქალაქს ძალიან მალე ამის გამო წყლის მიწოდება“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მან შეისწავლა აღნიშნული საკითხი, რაც დადასტურდა :

_ მივმართე აღმასრულებელ ორგანოს, მერიას, რომ არის ასეთის სიტუცია _ხდება ინერტული მასალების მოპოვება, რომელმაც გამოიწვია იქვე წყალშემკრებ აუზებში წყლის ნაკლებობა. შესაბამისად, ეს აისახა სასმელი წყლის მიწოდებაზე მოსახლეობისთვის, გარდა ამისა, მდინარემ შეიცვალა კალაპოტი,  აქვე არის იმის საშიშროება, რომ განვითარდეს ეროზიული პროცესები, რადიკალურად შეცვლილია ეკოლოგიური სიტუცია.  ამჟამად ვამზადებ მასალებს, რომ მივმართო შესაბამის  სამინისტროს. თუ კი ადგილზე ვერ მოხდება ამ საქმის შესწავლა და გადაწყვეტა, ვგულისხმობ მერიას, აუცილებლად,  უახლოეს დღეებში საკრებულოს სახელით მივმართავ სამინისტროს.

მე არ ვარ გამომძიებელი,  ამ ეტაპზე დავადგინო, შეიცავს თუ არა ეს დანაშაულებრივ ქმედებას, ჯერჯერობით, მეპატრონეც კი ვერ დავადგინეთ, არავინ  გამოცხადდა. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მერიის ხელმძღვანელობა დამპირდა,  რომ მიიღებდა ზომებს, ამიტომ მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს,  მათი მეშვეობით უნდა დადგინდეს კანონიერების ამბავი. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები  რეალობაა, _ ამბობს ბიგვავა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე სურგულაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მას საუბარი კარიერებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარის სამსახურის უფროსთან ქემელ ხალვაშთან უკვე ჰქონდა :

_ ახავდით, როგორ ბარბაროსულად არის ყველაფერი გაკეთებული, ზევით ხიდზე კატასტროფული მდგომარეობაა. იცით, დაინიშნა შალვა კონჯარია, მასთან ჯერ ამ საკითხზე შეხვედრა არ გვქონია, მაგრამ  მთავარ ინჟინერთან, დავით კიკვაძესთან გვქონდა საუბარი, განვიხილეთ ეს საკითხი და პრობლემა, რაც წყალსაცავისა და მდინარე ბჟუჟის კალაპოტიდან წყლის ნაკადების მიღებას ეხება.

იმ  მაგისტრალის მილი არის დაზიანებული, სადაც გადიან კარიერით დატვირთული მანქანები, არ ხდება წყლის შეკრება სისტემაში,  ფაქტია,  რომ წყალი ამ წყალსაცავში არ შედის, აგვიანდება შეკრებას, ჩერდება რაღაც პერიოდი, ამისთვის სჭირდება დრო, რომ იქ შეიკრიბოს წყალი საცავში და შემდეგ მოხდეს მიწოდება მოსახლეობისთვის.

თემა არის ის,  რომ ამ ტერიტორიას სჭირდება დაცვა. მთავარი და არსებითი ის არის, რომ წყლის ირგვლივ, რომელ წყალსაც ჩვენ ვსვამთ, იქ ინფრასტრუქტურული წერტილები არ უნდა იყოს, იქ გზა არ უნდა გადიოდეს. მდინარის კალაპოტშია გზა და გადის ამ სასიცოცხლო ელემენტზე, წარმოიდგინეთ, რამდენად სახიფათოა ეს.

პირადად ვიცნობ აჭარის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს ქემელ ხალვაშსს, რომელსაც მიუერთეს გურია. გვქონდა საუბარი ინსპექტირებაზე, ადმინისტრირებაზე, კონტროლი კარიერებზე. მან მითხრა,  რომ სწავლობს ამ საკითხს, ყოველდღიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებს  და შეისწავლის რამდენად კანონიერად ხდება კარიერების მოპოვება,  ათვისება და გამოყენება. მერია თავისი ზედამხედველობის სამსახურით, ფაქტობრივად,  იარაღის გარეშეა. გარემოს ადგება ზიანი და ამისთვის არსებობს ეს სამსახური, _ამბობს სურგულაძე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრს ახალი უფროსი რამდენიმე დღეა რაც დაინიშნა.  შალვა კონჯარია ამბობს, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი  სამსახური, რომელიც სპეციალისტების მეშვეობით დაადგენენ თუ არ არის წყლის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი ოზურგეთში:

_ ვიყავი სანიტარულ ზონაში,  მაქ არანაირ დარღვევაზე არ არის საუბარი. დავათვალიერე სათავე ნაგებობა,  როგორ მიმდინარეობდა მუშა პროცესი. ჩავაყენე კომპანია საქმის კურსში, არსებობს კომისია  და დადებენ შესაბამისი სპეციალისტები დასკვნას, რის გამოა შექმნილი წყლის დეფიციტი. ფაქტია, წყალი არ არის. წყლის დონე ვარდება სწორედ მაგ პირველ სათავეზე. იმ შემთხვევაში ირთვება წყალი, როცა შეივსება წყლის ავზები, _ ამბობს კონჯარია.

“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ინერტული მასალის მოპოვებას აწარმოებს სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ბესიკ სარიშვილი და ასევე, სოფელ გურიანთაში მცხოვრები სიკო მეხუზლა, თუმცა, ორივე მათგანი ჩვენთან საუბრისას  აღნიშნულ ინფორმაციას  უარყოფენ:

 _ მე ადრე მქონდა კი, ახლა არ მაქვს ნამდვილად, ადრე ვხელმძღვანელობდი და შევეშვი... ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ... მომისმინე...  დატვირთული ვარ ცოტა და  შემდეგ დაგირეკავთ რა, მე თვითონ, _გვითხრა სარიშვილმა.

სიკო მეხუზლა: მაგათ ხომ არ ეფხანებათ შიგნიდან? მაგათი დე..  მო. .  რაის სიკო აწარმოებს?   არა...  არა.. მე ვიყავი მაქ მისული ადგილზე და იყო ვიღაც ქალი, ვუთხარი ჩემი მეგობრები ჩამოდიან ორ-სამ დღეში და იწყებენ მოპოვებას-მეთქი. ესენი არიან თბილისელები, ქადაგიძეს აქვს ლიცენზია მაქ, ასევე, კუჭავას, ბევრს _ 5-6 ადამიანს.

ამიტეხეს პოხონდრიები,  იქ შენ გაქვს  კარიერებიო.  ვუთხარი, გადით დამანებეთ თავი-მეთქი. ისე კი ჩემს ახლობლებს აქვთ და ამ ორ სამ დღეში აუცილებლად დაიწყებენ ამოღებას.  აბა, რას იზამემ,  ლიცენზია აქვთ და ახლა, ვიღაცას სადღაც ეფხანება, მასე სადაა მაგი. თუ უკანონოდ იქნება კი, ბატონო. ელოდებიან რაღაცა დიზელი ჰქონდათ გასარკვევი და მოდიან. 90 000-კუბიანი ლიცენზია ეს დასამალი ხომ არაა, დევს სამინისტროში და გუბერნიაშიც აქვთ მონაცემები. რაც შემეხება მე, ვგეგმავ და იქნებ კი ვიყიდო მაქ, _ამბობს მეხუზლა.

“გურია ნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.

 

 




 ახალი ამბები
  • გუთურსა და შრომაში ახალი სკოლები აშენდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 68 მილიონი ლარია. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 22 მუნიციპალიტეტიდან გურიის ორ მუნიციპალიტეტში: ჩოხატაურსა და ოზურგეთში ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება. სოფლებში_ გუთურსა და სოფელ შრომაში სკოლების მშენებლობა წელს დაიწყება. გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის  (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის  (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. როგორც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების  ინფრასტრუქტურული საჭიროებები  შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი  რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც. „განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც  საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ,  რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული,  ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან  ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც  ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს  შეეხება", _ აღნიშნა მაია ... ...
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...