მართავს თუ არა თალაკვაძე უმრავლესობას "ვოთსაფით" _ "არც მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია"

მთავარი თემა

მართავს თუ არა თალაკვაძე უმრავლესობას "ვოთსაფით" _ "არც მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია"

2019 იან 24 11:40:32

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მალე თანამდებობას დატოვებს და ვიცესპიკერად გადავა. ამბობენ იმასაც, არჩილ თალაკვაძეს ირაკლი კობახიძე არ „წყალობს“ და ამ დრომდე უმრავლესობის ლიდერის პოსტის შენარჩუნება, სუს-ის უფროსის მოადგილის, მისი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხა. დეპუტატები „გურია ნიუსს“ იმასაც უყვებიან, რომ თალაკვაძეს უმრავლესობის მართვა უჭირს და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობს.

ჩვენ დეტალების გადამოწმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ვცადეთ. არჩილ თალაკვაძესთან ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემით, მოსამართლეთა სიაზე საუბრით დავიწყეთ.

_ ბატონო არჩილ, ქვეყანაში ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მოსამართლეთა სიაა, რომელზეც განცხადებების გაკეთებას ერიდებით. რატომ?

_ სამართლიანი სასამართლო ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ახალ კონსტიტუციაში სწორედ ჩვენ ჩავდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიები. კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის და საბჭომ კანდიდატურები პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა კანდიდატურები უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულზე. როგორც იცით, ამ პროცესთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ორი თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო _ პირველი: საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო და მეორე: მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურა ცალკე საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს. შესაბამისად, ახლა იწყება მუშაობა რეგულაციებზე, რომლის საფუძველზეც, პარლამენტში კანდიდატურების შერჩევა და დასახელება მოხდება. პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

_ თქვენ ხართ იმ უმრავლესობის ლიდერი, სადაც დიდი ხანია განხეთქილებაა. დეპუტატები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ თქვენ მართვა გიჭირთ და მათთან ძირითადად „ვოთსაფით“ ურთიერთობთ, რაც გამართლებული არ არის. რატომ ამჯობინებთ კოლეგებთან ონლაინ ურთიერთობას?

_ ადვილი საქმე არასოდეს მქონია და ამდენი გამოცდილი, თავისი სფეროს მცოდნე და არჩეული პოლიტიკოსების  ლიდერობა რაღა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველასთან ღია და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დრო უმრავლესობის თითოეულ წევრს და ფრაქციას უნდა დავუთმო, ასევე, საკმარისი ენერგია უნდა დავუთმო ოზურგეთს _ ოლქს სადაც ამირჩიეს. უმრავლესობის წევრებთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ვიტოვებ დროს, ზოგჯერ ეს არის სტუმრობა, ზოგჯერ სპორტი ან რეგიონებში მოგზაურობა. რაც შეეხება “ვოთსაფს”, ტექნოლოგიებს პატივს ვცემ, მაგრამ ამას ძირითადად საორგანიზაციო საკითხებისთვის ვიყენებთ.

ამ ორი წლის განმავლობაში იყო რთული საკითხები, რომელზეც აზრთა შეჯერება 115 ადამიანს შორის არ იყო ადვილი, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი საკითხი, რომელზეც საბოლოოდ გუნდმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. პარლამენტი მთავარი პოლიტიკური ორგანოა და არც ერთ დემოკრატიაში ის კომფორტის ზონას არ წარმოადგენს.

_ თქვენი კოლეგები იმასაც გვიყვებიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ "გწყალობთ“ და ამის ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე არც ერთხელ არ დაგსწრებიათ ირაკლი კობახიძე. მასთან რაიმე პრობლემა გაქვთ?

_ ირაკლი კობახიძე განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, კარგი მეგობარი და საიმედო მოკავშირეა. მას თანაგუნდელებთან “მოწყალებითი” დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია და არც მე მითხოვია ურთიერთობაში რაიმე პრივილეგია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა. უმრავლესობის სხდომებს, როგორც წესი ყოველთვის ესწრება და ეს სხდომების დროს გავრცელებულ არაერთ ვიდეო თუ ფოტომასალაში ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

_ ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ადგილი არის პარლამენტში თუ საკუთარ თავს უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავთ?

_ აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2012 წლიდან 4 წელი ვიმუშავე. ვფიქრობ, საქმის გაკეთება შევძელი, რომელიც ადამიანებს და ქვეყანას გამოადგა. რაც შეეხება პარლამენტს _ საპარლამენტო გამოცდილება პოლიტიკოსისთვის ფასდაუდებელია _ ხალხთან ურთიერთობა, მედია, დებატები და პოლიტიკურ გუნდთან ერთად მუშაობა. მინდა ვინც ამირჩია იმ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, ამ პარლამენტში ბოლომდე შევასრულო. მომავალში ჩემს თავს ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ.

_ „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები უკვე დაანონსდა... ერთ-ერთი ცვლილება თქვენც გეხებათ და როგორც გვითხრეს, მალე, შესაძლოა, პარლამენტის ვიცესპიკერის ადგილი დაიკავოთ... ეს ის ადგილია, რომელსაც მმართველი გუნდი შავი დღისთვის ინახავს, რომელიც ბესელიას შესთავაზეს, თუმცა, ბოლო მოვლენების გამო გადაიფიქრეთ... რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სავარძელი თქვენ დაიკავოთ?

_ თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის იყო საშუალება, რომ საქმე მეკეთებინა, ადამიანებს დავხმარებოდი და რაიმე ღირებული და უკეთესი შემექმნა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას _ ეს ვარაუდი არ შეესაბამება სიმართლეს და არ ვადასტურებ. 2 წელი ისეთი რთული პოლიტიკური პოზიციისთვის, როგორიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია _ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა, მზად ვარ კიდევ ორი წელიც ვიმუშაო.

_ მართალია, რომ უმრავლესობის ლიდერად თქვენი კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენი შეცვლა სურთ, სწორედ ესაა?

_ ორივე ადამიანი, რომელმაც უმრავლესობის ლიდერის პოზიცია შემომთავაზა და წარმადგინა _ დღესაც პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან, _ აღნიშნა თალაკვაძემ, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაგვისახელა.

უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს და კახი კალაძეს გულისხმობს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დეტალებზე არ საუბრობს. აკონკრეტებს იმას, რომ კარიერა არავის დახმარებით არ შეუქმნია და არც მომავალში აპირებს ვინმეს შეწუხებას.

„საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ _ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია“, _ გვითხრა თალაკვაძემ.

_ ბატონო არჩილ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი კოლეგები პირად საუბრებში თქვენი მმართველობით უკმაყოფილებას არ მალავენ და ეს დღეს და გუშინ დაწყებული თემა არ არის. გვეუბნებიან იმასაც, რომ თქვენ შეცვლაზე საუბარი გაცილებით ადრე, გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა, თქვენი მფარველის, სუს-ის უფროსის მოადგილის, თქვენი მეუღლის ბიძის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობით მოახერხეთ ამ დრომდე თანამდებობის შენარჩუნება... ამაზე რას იტყვით? სარგებლობთ ლილუაშვილის ნათესაობით?

_ უმრავლესობის ლიდერის პოზიცია რთული პოზიციაა ნებისმიერ პარლამენტში. როგორც უკვე აღვნიშნე, საპარლამენტო გუნდმა დამამტკიცა ამ თანამდებობაზე და თუ ჩათვლის გუნდი, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლია. ილუზია არასოდეს მქონია, რომ ყველა კმაყოფილი იქნება ჩემი მუშაობით. არავისთან ნათესაობით არ შემიქმნია ჩემი კარიერა და არც მომავალში ვაპირებ ვინმე ამის გამო შევაწუხო. გრიგოლ ლილუაშვილს მინდა მივულოცო დაწინაურება და წარმატებები ვუსურვო ქვეყნის სამსახურში. რა თქმა უნდა, მისი წარმატებები ძალიან გამეხარდება.

_ გარდა იმისა, რომ ხართ უმრავლესობის ლიდერი, ასევე, წარმოადგენთ ოზურგეთს საქართველოს პარლამენტში. როგორც მაჟორიტარმა, რა გააკეთეთ თქვენი ოლქისთვის ამ ორი წლის განმავლობაში?

_ მეამაყება, რომ წარმოვადგენ ჩვენს ოზურგეთს, მხარეს სადაც დავიბადე და გავიზარდე, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ ხალხს, უნიკალურ კულტურას და ტრადიციებს. უკვე ორი წელია, რაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებ, ეს არის ხშირი კავშირი ხალხთან, სოფლებსა თუ ქალაქში. ვხვდები ახალგაზრდებს, ვმონაწილეობ საჯარო შეხვედრებში, მივდივარ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში, წლის განმავლობაში ბევრ ადამიანს იურიდიული, სოციალური, სამედიცინო თუ განათლების საკითხების გადაჭრაში ვეხმარები. ჩემი უშუალო ჩართულობით და მთავრობის მხარდაჭერით შენდება და სრულად განახლდება ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები სწავლობდნენ; ოზურგეთისთვის კეთდება პრაქტიკულად ახალი მუზეუმი; ქალაქში შენდება ახალი წყალსადენი, რომელიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის წყალმომარაგებას (ანასეული) უკავშირდება; შენდება ყველაზე დიდი სოფლების _ ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგების ახალი სისტემა; იგეგმება ახალი სპორტული ბაზის მშენებლობა; შენდება და რემონტდება სამედიცინო ამბულატორიები; ჩვენი ჩართულობით მომზადდა სამეწარმეო პროექტები, რომელმაც შემდგომ დაფინანსება მოიპოვა; ოზურგეთში მაქვს ძალიან აქტიური ბიურო და მყავს გულისხმიერი, განათლებული და ეფექტური ადამიანები ოფისში.

_ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები ხშირად გსაყვედურობენ, აღნიშნავენ, რომ დაპირებებს არ ასრულებთ, რომ მათთან კომუნიკაციას ერიდებით... ზოგადად, „ქართული ოცნების“ წევრები, ოზურგეთში, მმართველი გუნდით უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამს... ბოლო ერთი წლის მოვლენებს, "ოცნების" ოზურგეთის მერის მიერ გათავისუფლებულ  მხარდამჭერების საქმეებს თუ გადავხედავთ, თქვენც ჩართულობას ნაკლებად დავინახავთ, რაც, ბუნებრივია მათი მხრიდან წყენის და საყვედურის საბაბია... რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ოზურგეთში ხშირად ჩავდივარ. ასევე, დიდ დროს ვატარებ საარჩევნო კამპანიების დროს და როგორც წესი საარჩევნო შტაბის მუშაობაში სრულფასოვნად ვარ ჩართული. საკრებულოში ჩვენს გუნდთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. თუ ვინმე მსაყვედურობს, ამასაც ვცდილობ ყურადღებით მოვეკიდო და გავითვალისწინო. მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მქონდა არაერთი შეხვედრა _ მათ მიმართეს სასამართლოს და აქვთ დავები მერიასთან, იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილებები დადგება. დაპირებებს ძალიან მოზომილად და იშვიათად გავცემ, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის შევასრულო.

_ ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ხართ. იმ გუნდის, რომელიც ბევრი დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა, მათი დიდი ნაწილი არ ასრულებულა _ განახევრებული ტარიფები, გაიაფებული ბენზინი, აგუგუნებული საწარმოები და ბედნიერი მოსახლეობა რომ არ არის ფაქტია... ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და პრაქტიკულად, შუა ფენა არ არსებობს... დოლარის კურსი, გაძვირებული პროდუქტები და მხოლოდ დაპირებები... რა პასუხი გაქვთ ამ ყველაფერზე და თუ გაქვთ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა?

_ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მივიღეთ ევროპასთან უვიზო რეჟიმი, ეკონომიკა იზრდება წელიწადში 4-6%-ით, მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, 10 000-ზე მეტ დევნილს გადავეცით ბინები, შევამცირეთ პატიმრების რაოდენობა და გავაუმჯობესეთ მათი პირობები, გავაკეთეთ მოგების გადასახადის რეფორმა, შემოვიღეთ დაგროვებითი პენსია, გავზარდეთ სოციალური დახმარებები, ავაშენეთ 48 ახალი სკოლა და გავარემონტეთ 53, ტურისტების რაოდენობა 4-დან 8 მილიონამდე გავზარდეთ, ორჯერ მეტი გზა დავაგეთ ვიდრე წინა ხელისუფლებამ შეძლო, ავაშენეთ 21 ელექტროსადგური, ავაშენეთ 50-ზე მეტი იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრი, ღვინის ექსპორტი 30-დან 80 მილიონ ბოთლამდე გავზარდეთ, მოხდა ვალების განულება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან.... ჯერ კიდევ არაერთი ოჯახი რჩება, ვინც სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას, დასაქმებას და კეთილდღეობას ელოდება. რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები - ოკუპაცია, სიღარიბე, შრომის უსაფრთხოება, გაზი და წყალი არაერთ სოფელში. ერთად უნდა შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება. მე იმედიანად ვარ და მჯერა ჩვენი ხალხის, მჯერა ჩვენი ქვეყნის მომავლის.

_ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვერ მოახერხა მილიონობით ლარის ათვისება, მილიონობით ლარი დაუხარჯავი დარჩა განათლების სამინისტროს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2018 წლის განმავლობაში 211 მლნ ლარით არის გაზრდილი. ამ ფონზე, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კარგად მართავს?

_ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ 2012 წელს. ადვილი არ იყო ამ პრობლემებთან გამკლავება და, პარალელურად, ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მიმაჩნა, რომ ბევრი მიმართულებით შევძელით პროგრესისთვის მიგვეღწია, თუმცა, არა ერთი მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემების ანალიზი ჩატარებულია და 2019 წელს მაქსიმალურად შევეცდებით შევცვალოთ სურათი.

_ კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზეც მინდა გკითხოთ _ დღისით, მზისით სროლები და მკვლელობა ქუჩებში, გახშირებული ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები... ამ ყველაფერს რითი ხსნით?

_ კრიმინალის მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული 2018 წელს შემცირებულია, თუმცა გაზრდილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. დანაშაულთან ბრძოლა მუდმივი ამოცანაა _ ის არასოდეს არ არის დასრულებული. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს _ ისინი დილიდან დილამდე იცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას _ აქვთ რთული და დაძაბული სამსახური.

მთავარია, რას უპირისპირებს დანაშაულს სახელმწიფო. დღეს შსს რეფორმებს ავითარებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. მომხდარ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება 2. დანაშაულის პრევენცია. სწავლება და მომზადება, ვიდეომონიტორინგის სისტემები ქალაქებში და გზებზე, საპატრულო პოლიციის სისტემური განახლება, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა ინიციატივები.

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაცემული დაპირებების შესრულებას როდის აპირებთ?

_ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან დაძაბული, თუმცა, მეორე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. მან უფლებამოსილების გახორციელება ძალიან აქტიურად დაიწყო. ვიზიტი ბრიუსელში და მაღალი დონის შეხვედრები არის კარგი მაგალითი, თუ რატომ იყო სალომე ზურაბიშვილი სწორი არჩევანი _ ის საქართველოს საუკეთესოდ წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი გეგმები 2019 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციურია _ რეგიონებს ექნებათ მეტი დაფინანსება, დაგეგმილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ვმუშაობთ ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე.

ოზურგეთში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება.

_ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია... გეგმავთ, რომ ოზურგეთელების ნდობა ისევ მოიპოვოთ?

_ სადაც არ უნდა ვიყო, პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ოზურგეთი ყოველთვის იქნება ჩემი საზრუნავი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე მალე დავიწყებთ მუშაობას და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით არჩევნებს.




 ახალი ამბები
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...
  • პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“- თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ურნა მიიტანესდედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება. „ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“. აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს. ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...