მაშველები არაადამიანურ პირობებში და პრემიერის ტყუილ დაპირებაში გასული 3 წელი

gurianews.com

მთავარი თემა

მაშველები არაადამიანურ პირობებში და პრემიერის ტყუილ დაპირებაში გასული 3 წელი

2017 ნოე 29 11:42:56

„ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევით, გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, _ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ასეა განმარტებული საგანგებო სიტუციები, რომელიც მიმდინარე წლების განმავლობაში ძალიან ხშირად იქმნება ჩვენს ქვეყანაში.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჩამონათვალიდან მასშტაბურობით ხანძრები გამოირჩევა, რომლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი სჭირდებათ.

მიმდინარე წელს, საქართველოში, ტყეებსა და ბაზრობებზე გაჩენილი  ხანძრების პარალელურად არა ერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ჩვენი მაშველები გმირები არიან:

ისინი მუშაობდნენ და მუშაობენ  იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ. მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის ფასად და არაადამიანურ პირობებში“.

ეს რომ მართლაც ასეა, „გურია ნიუსის“ მიერ გადაღებული კადრებითაც მტკიცდება _ მაშინ როცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ყოველთვიური გასამრჯელო ათასობით ლარს შეადგენს, რიგითი თანამშრომლების ანაზღაურება 500-800 ლარის ფარგლებში მერყეობს.


ეს იმ დროს, როცა  მათ 24-საათიანი მორიგეობა უწევთ და ადამიანების დასახმარებლად  დახეული ფეხსაცმელებითაც კი დადიან.

როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის 24 თანამშრომლიდან აღჭურვილობა ნახევარსაც კი არ აქვს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მათთვის ფეხსაცმელიც კი ვერ გაიმეტა _ 24 მაშველიდან ჩექმა, რომელთა უმეტესობა უკვე დახეულია, მხოლოდ 10 მაშველს აქვს (საუბარია ჩვეულებრივ, სამხედრო ჩექმაზე).



ამ თემაზე ისინი ღიად არ საუბრობენ _ ზემდგომიდან მიღებული მითითებების თანახმად, მათ შენობაში შესვლის უფლება არ მოგცეს, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ გადაგვეღო, რა პირობებში უწევთ ჩოხატაურელ მაშველებს მუშაობა.

2015 წელს, სტატიის _ „მაშველები, რომლებიც სასწრაფოდ შველას საჭიროებენ“, „გურია ნიუსში“ გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარი იყო იმ ადამიანურ პირობებზე და ავარიულ შენობაზე, რომელშიც ჩვენი დროის თანამედროვე გმირებს მუშაობა უწევდათ, მათ შენობა გამოუცვალეს.
თუმცა, ახალი თავშესაფარი ბევრად უკეთესი ნამდვილად არ არის _ მაშველებს არც სააბაზანო აქვთ, არც ნორმალური საპირფარეშო და არც ნორმალური საცხოვრისი.

თუმცა, როგორც გავიგეთ, მათთვის ამაზე მძიმე მოსახლეობის საყვედურებია იმის გამო, რომ გამოძახებაზე დაგვიანებით მიდიან ხოლმე.

_ ვიცით, რომ მართლები არიან _ მათ დროულად სჭირდებათ შველა, მაგრამ დაგვიანება ჩვენი ბრალი არ არის. არ ვიცით, ეს როგორ უნდა ავუხსნათ. გაჭირვებაში მყოფ ადამიანს არ აინტერესებს, რომ ჩვენი მანქანები მოძველებულია, რომ ხშირად გზაშიც კი ფუჭდება, _ აღნიშნა ჩვენთან პირად საუბარში ერთ-ერთმა მაშველმა.

გაუმართავი, საბჭოთა კავშირის დროინდელი სახანძრო მანქანები რომ პრობლემაა ამაზე „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.

უფრო მეტიც, 2015 წლის მაისში, გურიაში ჩამოსულ პრემიერს „გურია ნიუსმა“ იმ პრობლემების ჩამონათვალი მიაწოდა, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებს აწუხებთ და რომლის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ მთავრობისგან „მაქსიმალური ხელშეწყობა“ იქნებოდა.

კითხვაზე, ფლობდა თუ არა ინფორმაციას გურიის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ, იცოდა თუ არა, რომ ჩოხატაურში სახანძრო მანქანების ავარიულობის გამო, იმავე წელს  5 სახლი დაიწვა, გვიპასუხა:

„ჩემი დავალებით ჩვენ დავამუშავეთ პროექტი და მთელი საქართველოს მასშტაბით წელსვე დავიწყებთ სახანძრო მანქანების შესყიდვას. ლიზინგით ავიღებთ ამ მანქანებს და ყველა რეგიონს მოვამარაგებთ. წელს ეტაპობრივად დაიწყება რეგიონის მომარაგება.

ამ ინტერვიუდან ერთი თვის შემდეგ,  პრემიერის პრესსამსახურს იმის გასარკვევად დავუკავშირდით, როგორ სრულდებოდა ღარიბაშვილის დაპირება:

„წლის ბოლომდე ჩოხატაურისთვის ეს პრობლემაც მოგვარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიდის მზადება საერთაშორისო ტენდერის გამოსაცხადებლად და ტენდერის საფუძველზე შესყიდული სახანძრო მანქანები წლის ბოლომდე უკვე გადანაწილდება რეგიონების მიხედვით“, _ მოგვწერეს მაშინ პრესსამსახურიდან.

თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე თვე კი არა, წელი გავიდა _ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, დაპირების გაცემიდან  სამი წლის ბოლო მიილია და ჩოხატაურს ახალი სახანძრო მანქანა ამ დრომდე არ მიუღია.

უფრო მეტიც, როგორც გავარკვიეთ, იმდროინდელი პრემიერის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო მანქანების შესაძენად ტენდერი არ გამოუცხადებია.

_ სამწუხაროდ, ისევ ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2015 წელს იყო. თუმცა, ახალი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი  იმისთვის იქმნება, რომ მან უზრუნველყოს სამაშველო სამსახურის ტექნიკური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა. შ., _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მდინარაძემ.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილი ცვლილებების პაკეტის თანახმად, რომლის განხილვებიც საკანომდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი პრემიერის დაქვემდებარებული ორგანო იქნება.

ცნობილია ისიც, რომ ცენტრს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს _ ადამიანი, რომელიც ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რომლის დაქვემდებარებაში შედიოდა სამაშველო სამსახური, რომლისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.



 ახალი ამბები
  • ეს სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა. „ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _  განაცხადა ზაქარია ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილი პრემიერის გადადგომას არ გამორიცხავსგადაცემა ,,განცხვავებულ აქცენტებში“  მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადომა მოსალოდნელია, რაც ,,ქართული ოცნების“ წევრისთვის გასაკვირი არ არის. ,,გიორგი ის პრემიერია, რომელიც თანამდებობაზე თავს არასდროს იკლავდა. მე გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და მინდა გითხრათ, რომ ის არ არის შემჩნეული, არც ოპოზიციაში და  არც ხელისუფლებაში, ანუ გიორგი განსხვავებული პიროვნებაა.  ჩემი აზრით, ის არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და, შესაბამისად, არასდროს დაუყენებია პირად რეპუტაციაზე მაღლა თანამდებობრივი მდომარეობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ამიტომაც მისი განცხადება სამართლებრივი  სახელმწიფოს ნიშნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც  მე მომწონს, იმიტომ, რომ, როცა კონფლიქტი წარმოიშობა, პრემიერ-მინისტრსაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი  უფლებამოსილება ბოროტად  გამოიყენოს. ის არც კონკურენციის სააგენტოა და არც სასამართლო. რთულია მოქალაქეს გააგებნო ის, რომ პრემიერ-მინისტრს არა აქვს შესყიდვებში ჩარევის უფელბა; პრემიერ-მინისტრს არ აქვს კონკურენციის სააგენოს საქმიანობაში ჩარევის უფლება,  გარდა ამისა, მას არ აქვს სასამართლო საქმიანობაში ჩარევის უფლება". ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი გადადგომას,  ზაქარია ქუცნაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: „გამორიცხული არაფერია, თვითონ გიორგიმ წამოწია ეს თემა საკმაოდ მაღლა, როცა თქვა, რომ მე დავინტერესდი  გადავამოწმე და მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევას ადგილი  არ ჰქონია, მაგრამ თუ სასამართლო და სხვა ორგანები მიიჩნევენ, მე წავალ კიდევაცო და ამაში ცუდი რა არის?!“- განაცხადა ზაქარია ... ...
  • ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე 32 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოაჩნდა. დაკავების ფაქტს სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • თიაენთის მერია: ბიუჯეტში თანხები არ დაგხვდა, რომ საახალწლო ღონისძიება გავმართოთმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის მერია მოსახლეობას, საახალწლო  ღონისძიების ჩასატარებლად მოსახლეობას თანხის შეწირვას სთხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ,,გურია ნიუსი“   თიანეთის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  მარინა ხარხელაურმა არ დაადასტურა. მისი განცხადებით,  ბიუჯეტში, არ დახვდათ თანხები, საახალწლო ღონისძიება რომ გაიმართოს და მიმდინარეობს თანხების მოძიება. ,,ინფორმაცია, არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, ბევრ ადამიანს და ბავშვს ჰქონდეს კარგი საახალწლო ღონისძიება. ბიუჯეტში არ დაგხვდა თანხები და მიდის ახლა მოძიება, უნდა ჩამოვაკლოთ  სხვადასხვა მუხლებს და გადმოვიტანოთ  საახალწლო ღონისძიებაში, რომ ღირსეულად ჩაავატაროთ. რადგან  წინასაახლწლოდ, სადღაც 10-11 ათასი იყო დახარჯული და ახლა არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან განათება, ნაძვის ხე და საჩუქრები გვინდა, ბავშვები  და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა რომ გავახაროთ. ვდილობთ, ამას რაღაცნაირად. შემდეგში საქველმოქმედო ფონდი შეიქმნება, ამ ფონდის მეშვეობით კი გვინდა გავაუმჯობესოთ ეს მომსახურება, რომ ადამიანებს ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს“, _ განაცხადა თიანეთის მერის მოადგილე მარინა ... ...
  • ევროპარლამენტარები: მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ვანო მერაბიშვილიევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი. მათი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს. წერილს ხელს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიც აწერს. "ჩვენ, ქვემორე ხელისმომსწერნი ევროპის პარლამენტის წევრები, საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მისი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიდი გზა განვლო. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოიაზრება როგორც ყველაზე განვითარებული დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მას ჰყავს ძლიერი პრო-დასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისაგან თავისუფალი მედია.იმისათვის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო დადგენილებას ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის მიხედვითაც მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-18 მუხლი მისი "ფარული მიზნით" და "ფარული მოტივებით" დაკავების გამო. დღევანდელ გამოწვევებით სავსე საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესებშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს მომავალზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბატონი მერაბიშვილი.პარლამენტის როლი, და განსაკუთრებით აღმასრულებლის საპარლამენტო კრიტიკა ყველა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერმინისტრი და მინისტრები არ უნდა ცდილობდნენ თავი აარიდონ საპარლამენტო კრიტიკას. ოპოზიციას, მათ შორის მათ კონკურენტუნარიანობას და მხარდაჭერის მოზიდვის უნარს, უნდა მოეპყრან ისეთი სტანდარტებით, როგორსაც საქართველო ესწრაფვის.მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მის მოქალაქეებს სთავაზობს განსხვავებულ ხედვებს. ჩვენ ვაკვირდებოდით რუსთავი 2-ის, ქვეყნის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის, მფლობელის შეცვლის მცდელობებს, და ვინიშნავდით იმ შეშფოთებებს, რაც გამოხატეს დამკვირვებლებმა, როგორებიც არიან ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლებმა.ჩვენ ვრჩებით საქართველოს და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლის აქტიურ მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდება, აკისრიათ პირველ რიგში მათ, ვინც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია."წერილის ხელმომწერები არიან: პეტრ აუსტერევიჩუსი, ივან სტევანეჩი, იარომირ შტეტინა, დევიდ მაკალისტერი, ზიგიმანტას ბალჩიტისი, სანდრა კალნიეტე, ანა ელსაბედ ფოტიგა, ფარია ხოსე ინასიო და ჰილდე ვაუტმანსი.დღესვე საქართველომ მსგავსი შინაარისის წერილი პოლონეთის პარლამენტიდანაც მიიღო. პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი "იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდება, _ ნათქვამია მიმართვაში. 11 დეკემბერს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით წერილი, ასევე, მიიღეს ესტონეთის პარლამენტისგანაც. ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების ... ...

არქივი

ზაფრანი

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...

რაზე მიგვითითებს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით,...

ბატაგურის გათავისუფლება

ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _...

„ცხენების შემლოცველი“

33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...