მერმა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა _ რა წერია კონსტანტინე შარაშენიძის დეკლარაციაში

მთავარი თემა

მერმა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა _ რა წერია კონსტანტინე შარაშენიძის დეკლარაციაში

2020 თებ 13 16:33:00

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც 29 იანვარსაა ჩაბარებული. 

დეკლარაციაში წერია, რომ კონსტანტინე შარაშენიძის შვილმა გოდერძი შარაშენიძემ 2019 წელს შეიძინა ბინა ქალაქ თბილისში, რომლის ღირებულება შეადგენს 132 209,5 ლარს. კონსტანტინე შარაშენიძის მეუღლემ რუსუდან მდინარაძემ მემკვიდრეობით მიიღო  აგარაკი და მიწის ნაკვეთი კურორტ ბახმაროში (მიწის ნაკვეთი _ 64 კვ. მ). ასევე 2019 წელს, მემკვიდრეობით მიიღო სოფელ ვაკიჯვარში 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (თანამესაკუთრეები: კობა მდინარაძე, ნიჟა მდინარაძე, სოფო რუსიეშვილი).

დეკლარაციის მიხედვით, მანამდე კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სამი მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2006 წელს იყიდა: 1) 2400 კვ.მ. _ 300 დოლარი; 2) 1800 კვ.მ. _ 200 დოლარი; 3) 2 300 კვ.მ. _ 300 დოლარი.

კონსტანტინე შარაშენიძის მეუღლის რუსუდან მდინარაძის დეკლარირებულ ქონებას შეადგენდა 2015 წელს მემკვიდრეობით საცხოვრებელი სახლის მიღებული: 25%-ი ოზურგეთში, სოფ. ვაკიჯვარში, 327,96 კვ.მ (კობა მდინარაძე ნიჯა მდინარაძე, სოფიკო რუსიეშვილი _ თანამესაკუთრეები); 25% მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფ. ვაკიჯვარში, "ჩალიანი", 5000 კვ.მ (კობა მდინარაძე ნიჟა მდინარაძე სოფიკო რუსიეშვილი _ თანამესაკუთრეები).

მერის ოჯახის წევრები კი ფლობდნენ: შვილი გოდერძი შარაშენიძე 100%-ი 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რომელიც 2016 წელს 5000 ლარად შეიძინა ოზურგეთში, სოფელ ნატანებში; დედა როზა გოგუაძე  - მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის 100%-ი ქალაქ ოზურგეთში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა, #8(ყოფ. 26 მაისის ქ.), 280 კვ.მ.  როზა გოგუაძე  _ 100%-ი მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი ოზურგეთში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა, #8(ყოფ. 26 მაისის ქ.), 322,6 კვ.მ.

დეკლარაციაში ასევე წერია, თუ რა თანხა მიიღეს კონსტანტინე შარაშენიძემ და მისმა ოჯახის წევრებმა 2019 წელს. კონსტანტინე შარაშენიძემ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 28 223,8 ლარი მიიღო;  რუსუდან მდინარაძემ ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეაკრიაციო დაწესებულებათა გაერთიანებაში მხატვრის ხელფასის სახით _ 3 763,2 ლარი; როზა გოგუაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანაზღაურების სახით _ 7937,24 ლარი; გოდერძი შარაშენიძემ შპს "ასკანგელ ალიანსის" ლოჯისტიკის მენეჯერის ხელფასის სახით, 2019 წლის 15 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით _ 8141,74 ლარი.

კონსტანტინე შარაშენიძეს 2018 წელს ფულადი სესხი - 45 000 ლარი აქვს აღებული "ვი თი ბი" ბანკისგან და მის დასაფარად 8968,3 ლარი აქვს გადახდილი; ამავე ბანკიდან 2019 წელს ფულადი სესხი (თანამსესხებელი გოდერძი შარაშენიძე) 73 517 ლარი აქვს აღებული და მის დასაფარად 771,77 ლარი (გასავალი) აქვს გადახდილი.

მერის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მის შვილს გოდერძი შარაშენიძეს ზეპირი გარიგების საფუძველზე, 60 000 ლარი აქვს ნასესხები ფიზიკური პირისაგან 21.10.2019-ს და ეს თანხა შემოსავალში უფიქსირდება.

კონსტანტინე შარაშენიძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იგი ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და მოცვის ბაღის გასაშენებლად იმპორტირებული ნერგების შესაძენად დაფინანსება - 21 948,9 ლარი აქვს მიღებული.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი ნიკა მენოგნიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში განმარტავს: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის  2019 წლის 29 მარტის დადგენილება #178 "თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება", განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის - მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებსა და ვადაში წარმოადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის აღმრციხველი დეკლარაცია, რაც ემსახურება საჯარო მმართველობის პროცესის ეფექტურობასა და მის გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და შედეგად - სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გახორციელებას.

ვინაიდან, საზოგადოება დაინტერესებულია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების პრობლემატურობით, ლოგიკურია, რომ დიდი ყურადღება ექცევა საჯარო მოხელეების თანამდებობრივ დეკლარაციებს. ჩვენს შემთხვევაში, მომართვიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია კონსტანტინე შარაშენიძის 29.01.2020 დეკლარაციამ (#123441).

პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად აძლევს საჯარო მოხელეს კანონმდებლობა უფლებას, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით და ექცევა თუ არა ეს კანონით აკრძალული საჩუქრის რეგულირების ფარგლებში.

უპირველეს ყოვლისა, "დანერგე მომავალი" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის #56-ე დადგენილების საფუძველზე, უნდა განვსაზღვროთ, თუ ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, ნათელია, რომ ბაღის კომპონენტის მიზნობრივი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე; ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. მეტიც, ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს. კონსტანტინე შარაშენიძე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ იგი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, აღნიშნულზე დაყრდნობით იკვეთება, რომ მან, როგორც ფიზიკურმა პირმა მიმართა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს. აქედან, გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დავადგინოთ ის, შეუძლია თუ არა საჯარო მოხელეს, როგორც ფიზიკურმა პირმა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, "საჩუქარი" არის საჯარო მოსამსახურისთვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს. საჩუქრების ჯამური ღირებულება კი არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს.

საინტერესოა, წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო პროგრამა საერთო წესიდან გამონაკლისს. რა არის საერთო წესიდან გამონაკლისი? საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებულ და გამოცემულ გზამკვლევზე დაყრდნობით, (www.csb.gov.ge/media/1599/საჩუქარი-საჯარო-სამსახურში.pdf)) საერთო წესიდან გამონაკლისი ნიშნავს, როდესაც შეთავაზებული უპირატესობებითა და შეღავათებით სარგებლობს ექსკლუზიურად მხოლოდ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი და შეთავაზებები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუკი შეთავაზებული უპირატესობები და შეღავათები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, საჯარო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს ამ უპირატესობებითა და შეღავათებით სარგებლობა არ ჩაეთვლებათ აკრძალულ საჩუქრად.

ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება არ აქვს მიკუთვნებული ექსკლუზიურად მხოლოდ ამ საჯარო მოხელეს, არამედ, ნებისმიერ მსურველს, რომელიც შესაბამისი წინაპირობების დაცვით მიმართავს სააგენტოს დაფინანსების მისაღებად. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა "საჩუქრის" რეგულირების ფარგლებში, არ ჯდება, რაც კონსტანტინე შარაშენიძის ამ ქმედების (დაფინანსების მიღება) მართლზომიერებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება კონსტანტინე შარაშენიძის შვილის მიერ ფიზიკური პირისგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სესხის მიღებას, ნიკა მენოგნიშვილი განმარტავს: "სესხის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, შეიძლება, დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით.

კონსტანტინე შარაშენიძის დეკლარაციაში მითითებული ის ფაქტი, რომ გოდერძი შარაშენიძემ ფიზიკური პირისგან, ზეპირი ხელშეკრულების დაფარვის საფუძველზე, შემოსავლის სახით მიიღო 60000 ლარი, იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, თუმცა არა სამართლებრივის.

დეკლარაციის შევსებასა და შინაარსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის #178-ე დადგენილება, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ა.შ. არ უკრძალავს თანამდებობის პირის ოჯახის წევრს, დადოს ზეპირი სესხის ხელშეკრულება, ან სხვა რაიმე სახის ხელშეკრულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, არ უდგენს მას ხელშეკრულების ფორმის დაცვის ვალდებულებას, შესაბამისად, სამართლებრივი კუთხით, აღნიშნული ქმედება კანონიერია", _ განმარტავს ორგანიზაცია"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსი_ რა რეკომენდაციებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით; სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ; მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით; დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები); ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით; სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა; ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია; სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები; სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ... ...
  • მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, ქედას, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიის თანამშრომლები, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ქონების რეგისტრაციისა და გეოდეზია-გეოინფორმაციის სამსახურების თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებენ. ცვლილებების თანახმად , 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. რეგისტრაცია კვლავინდებურად წარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:  -   გაფართოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ იყო, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი; -   კიდევ უფრო გამარტივდა ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;  -   გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით; -   შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.   ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ იყო შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: -   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;  -   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;  -   მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;  -  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: -  თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; -   შეიცვალა აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; -   გაფართოვდა მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი ასეთ დოკუმენტად მიიჩნეოდა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ. აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ... ...
  • განგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - ზურაბიშვილიგანგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს. არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება. ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება,“_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...