"მეც უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე" _ აფხაზეთის ომის ვეტერანი

gurianews.com

მთავარი თემა

"მეც უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე" _ აფხაზეთის ომის ვეტერანი

2017 სექ 20 11:41:49

აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი შანშიაშვილი დახმარებას ითხოვს.

ის 1993 წელს საბრძოლო მოქმედების დროს მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პარალელურად დაინფიცირების პროცესი დაეწყო, რაც განგრენაში გადაიზარდა.

როგორც შანშიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას გერმანიაში სამკურნალოდ წასასვლელად საჭირო თანხა არ აქვს _ მკურნალობის კურსის გავლისთვის 12 300 ევრო სჭირდება.

„პროფესიით ჟურნალისტი ვარ და 1993 წელს, ომის დაწყების პირველივე დღეს  წავედი აფხაზეთში _ მინდოდა ეს ისტორიული ფაქტი დამეფიქსირებინა. შემდეგ კი, „მხედრიონის“ ბრიგადის საომარ ქმედებებში მოხალისედ ჩავერთე და გამჭოლი ჭრილობა მივიღე. მკურნალობის მიუხედავად, 2 წლის შემდეგ ტკივილები დამეწყო. ექიმთან მისვლისას ვფიქრობდი, რომ ტკივილგამაყუჩებელ აბებს დამინიშნავდა, მაგრამ მითხრა, რომ განგრენა გაქვს და თუ 2 თვეში ოპერაციას არ გაიკეთებ, დაიღუპებიო.  წარსულში მეზღვაური ვიყავი, რის გამოც, ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა და დაავადება ადვილად ვერ მომერია“, _ ამბობს შანშიაშვილი.

ამბობს, რომ ქვეყანაში მაშინ კრიზისი იყო და სამკურნალოდ ამერიკაში წასასვლელად საცხოვრებელი სახლი გაყიდა:

ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსვლის შემდეგ სამკურნალოდ ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე. ქვეყანაში კრიზისი იყო და ოპერაციის გასაკეთებლად საკუთარი საცხოვრებელი სახლი გავყიდე. ამჟამად დებთან ერთად ვცხოვრობ“, _ ამბობს ის.

მისივე თქმით, მთავრობა ოპერაციებს უფინანსებს, მაგრამ დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო პროცესი დროში ძალიან:

ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება. მთავრობა ოპერაციას აფინანსებს, მაგრამ ეს პროცესი დროში ძალიან იწელება, რაც უკვე მიღწეულ შედეგებს ანადგურებს და ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვაც თავიდან მიწევს“, _ ამბობს შანშიაშვილი, რომელსაც ექიმებმა რამდენიმე წლის წინ, განგრენის გარდა სხვა დიაგნოზიც დაუსვეს:

დაახლოებით 3 წლის წინ მითხრეს, რომ განგრენის გარდა, სხვა დაავადებაც განმივითარდა, მაგრამ ვერ დაადგინეს, რა დაავადება იყო ეს და გამოსაკვლევად გერმანიაში დამჭირდა წასვლა. იქ ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა, რომ მოსკოვშიც შეიძლებოდა ამ დაავადების მკურნალობა.

გერმანიიდან, რომ წამოვედი, გზაში ჭრილობები გამეხსნა. მარცხენა ფეხის ამპუტაცია უკვე გაკეთებული მქონდა. დაავადება მარჯვენაზეც გავრცელდა და გერმანიიდან წამოსულს, თურქეთში მარჯვენა ფეხის თითები მომაჭრეს. საქართველოში დაბრუნებულმა ისევ მივმართე ხელისუფლებას, რომ მოსკოვში ჩემი მკურნალობა დაეფინასებინათ. 3 თვე იქ გავატარე. ექიმებმა მითხრეს, რომ ამ დაავადებას წელიწადში 2-ჯერ გეგმიური მკურნალობა ესაჭიროება“, _ ამბობს შანშიაშვილი.

მისივე თქმით, მარტში, „ავერსის’ კლინიკაში კვლევა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც,  გერმანიაში სამკურნალოდ  წასვლა სასწრაფოდ ესაჭიროება, თუმცა, წასასვლელად საჭირო თანხა არ აქვს:

5 ივნისს შევიტანე საბუთები ჯანდაცვის სამინისტროში,  შემდეგ დავრეკე და მითხრეს, რომ საქმე განხილვაში იყო, არადა, უკვე 3 თვე იყო გასული. მივმართე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. სახალხო დამცველის აპარატიდან წერილობით მივიღე შეტყობინება მხოლოდ იმის შესახებ, რომ ჩემი წერილი მიიღეს. მივმართე წერილობით პრემიერ-მინისტრს, ასევე, ელექტრონული ფოსტით დავუკავშირდი ქვეყნის პრეზიდენტსაც. მათგან მივიღე პასუხი, რომ ჩემი საქმე ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს, თუმცა, უწყებაში  საბუთები 4 თვის წინ პირადად შევიტანე.

გამოდის, რომ საქართველო ჩემზე, ომის ვეტერანზე,  პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე უარს ამბობს. მაშინ მეც უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე და იძულებული გავხდები მივმართო თბილისში აკრედიტირებულ საელჩოებს, საკონსულოებს, ევროსაბჭოს, გაეროს  წარმომადგენლობას“, _ ამბობს ვეტერანი.

როგორც „გურია ნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, გიორგი შანშიაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარად რეგისტრირებულია 2006 წლიდან:

გიორგი შანშიაშვილმა მოგვმართა მრავალჯერ და სამსახურმა მას არა ერთხელ გაუწია დახმარება, ასევე, დააყენა შუამდგომლობები სხვა უწყებებთან.

მაგალითად, 2015 წელს მან მიიღო 2 442 ლარი ნაწილობრივ პროტეზირებისთვის პლუს ჯანდაცვის მიერ გაწეული დახმარება;

 2015 წელსვე  8 887ლარი პროტეზირება _ მაღალი ხარისხის;

 2016 წელს 2 500 ლარი _ საზღვარგარეთ მკურნალობა;

2017 წელს მედიკამენტები _ 224 ლარი.

წელს შანშიაშვილმა მოგვმართა  დედაქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობის გაწევისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა _ გაეწია აღნიშნული შუამდგომლობები“, _ ამბობენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ „2017 წლის განმავლობაში  უწყებას მიმართა 3 432 ბენეფიციარმა დაფინანსების მოთხოვნით; შუამდგომლობა გაეწია 1 870 ბენეფიციარს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან; 1 534 ბენეფიციარის დაფინანსების საკითხი გადაწყდა კომისიის მოკვლევის შემდეგ; 15 განცხადება განხილვის პროცესშია, ხოლო 87 შეჩერებულია დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო.

სარიტუალო თანხა გადაეცა 411 გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს.

კომისიური წესით სამედიცინო მომსახურებასა და გარდაცვლილთა სარიტუალო სამსახურისთვის გაწეულმა საერთო ხარჯმა  შეადგინა 818 759 ლარი.

931 ვეტერანისთვის მედიკამენტებისათვის გაცემული თანხაა 240 863, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია, კვლევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, რეაბილიტაცია)  დაუფინანსდა 603 ვეტერანს, რომლის საერთო თანხაა 372 396 ლარი“.

თუმცა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, თუ რამდენი მებრძოლი დაბრუნდა  აფხაზეთის ომიდან ვეტერნის სტატუსით და რამდენია დღეს ცოცხალი, გარდა ამისა, სულ რამდენი პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებია საქართველოში უწყებაში არ უპასუხეს და განმარტეს, რომ  „აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას ჭირდება შესაბამისი წვდომა, დრო და ნებართვები“, შესაბამისად დაუყოვნებლივ ვერ გვიპასუხებდნენ.

 „გურია ნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა იმის გასარკვევად,  თუ რა დრო სჭირდება მსგავსი საქმეების განხილვას, რამდენად არის შესაძლებელი დაუფინანსდეს მკურნალობის ხარჯები აფხაზეთის ომის ვეტერანს, გარდა ამისა, მიიღო თუ არა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შუამდგომლობები. უწყებაში გვიპასუხეს, რომ საკითხს მოიკვლევდნენ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში პასუხი არ გაუციათ.

მას შემდეგ რაც „გურია ნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს გიორგი შანშიაშვილის საქმის შესახებ კითხვებით მიმართა, ვეტარანმა უწყებიდან 5 900 ლარის ჩარიცხვის შესახებ სმს შეტყობინება მიიღო, რაც გერმანიაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად საკმარისი არაა. ასე რომ, მისი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ამ დაფინანსების მიღების შესახებ „გურია ნიუსს“ თავად გიორგი შანშიაშვილმა შეატყობინა და გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის წევრებთან შეხვედრა სურს:

როდესაც ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნების მეომარი იჭრება და კარგავს შრომის უნარს, ეს ქვეყნები სრულად უზრუნველყოფენ მკურნალობას წლების განმავლობაში და ვეტერანის სოციალური და კულტურული ცხოვრების პირობებს.

როდესაც თბილისელი, ქართველი შორეული ნაოსნობის მეზღვაური ჩამოდის სამშობლოში, იჭრება ომში, ჭრილობა გადასდის განგრენაში, შემდეგ კარგავს ფეხს, შრომის უნარს და სასიცოცხლოდ აუცილებელი გეგმიური მკურნალობისთვის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა 4 თვის დაგვიანებით 12 300 ევროს ნაცვლად 2 000 ევროს აძლევს, რომელ ევროპაზე და ნატოზეა ლაპარაკი?!

აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს მოქალაქე 1957 წლიდან, ვითხოვ  ჯანდაცვის კომისიის წევრებთან შეხვედრას საკითხის გასარკვევად,“ _ ამბობს შანშიაშვილი.

 



 ახალი ამბები
  • არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადისშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • თავდასხმა თბილისის ცენტრში _ მაღაზიაში ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა თავდასხმა თბილისის ცენტრში _  ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი ქობულეთში გადმოასვენეს (R) აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. ... ...
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს (R)"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა. ‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა" _ აღნიშნულია ... ...
  • ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო (R)ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.  ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე: https://wetransfer.com/downloads/7c4462e9d02fd17ee4d5f5fdeccdd87d20171018103139/dff92b659ce2249b7bd28f329a5f7e1a20171018103139/655d6c  ... ...

არქივი

ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...
კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...