"მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო" _ კალანდას გილოცავთ!

მთავარი თემა

"მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო" _ კალანდას გილოცავთ!

2019 იან 14 00:02:50

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი _ კვალი ანგელოზისა!“ _ დღეს კალანდაა. როგორც გურიაში იტყვიან, ნამდვილი ახალი წელი!

როგორც სულხან საბა ორბელიანი წერს, კალანდა წლის თავია, ამიტომ ამ დღეს შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდო ღორი და ფრინველები, იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები, ხაჭაპურები და უტკბილესი ნაზუქები, კეთდებოდა საცივი... ამას ემატებოდა ტკბილეული, ღვინო და ეწყობოდა ნაირ-ნაირი ნუგბარით სავსე საკალანდო ტაბლა.

დღესასწაულს ოჯახი ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. შემოვიდოდა კალანდა და პირველი სადღეგრძელო ოჯახში მშვიდობისა უნდა ყოფილიყო.

კალანდის შესახებ საინტერესო სტატიაა გამოქვეყნებული გაზეთ „ივერიის“ 1877 წლის გამოშვებაში (#29).

„პირველი ენკენისთვე გურულებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს ისინი,, დამდაგს “ ეძახიან, იმ მოსაზრებით, რომ ძველად ამ დღიდამ იწყებოდა ახალი წელიწადი. წინა ღამით ერთის ყვირილით, ლოცვით და თოფის ცემით მიეგებებიან ამ დღეს და ახლაც როცა ომიანობაა და მტრის ჯარი კარზედ გვიდგას , არ დაივიწყეს გურულებმა ეს ჩვეულება, რის გამოც ახირებული მდგომარეობა წარმოსდგა.

წარმოიდგინეთ ის დრო, როცა ბინდი ეცემა და დღე და ღამე ერთმანეთს შორდებიან, მასთან ძლიერი მოხშირებული წვიმა, როცა კაცს გარეთ გამოსვლაც კი ეძნელება, ამას თან დაურთევით ერთი ვაი კიჟინა და ვაის და უის ყვირილი და თან აჩქარებული თოფის ცემა ყოველ სოფელში და ყოველ ოჯახში ერთი და იმავე დროს და მაშინ მიხვდებით თუ რა ახირებული ფეთება დაემართება იმათ, ვინც ეს ხალხის ჩვეულება არ იცოდა... აბა, რა იცოდა რუსის აფიცრებმა, თუ გურულები ამ თოფის გვახა-გუხით თავიანთ ,,ზაკვავებს” და ,,მავნე სულებს” ეგებებოდნენ და აშინებდნენ... ბევრი მათგანი ფერ-მიხდილი გარბოდნენ თავიანთ უფროსებისკენ და თან არწმუნებდნენ ,,ტრევოგაც” ისმისო...

ამ დამდაგის წინა ღამეს აქ ,,შეფუცების” ღამეს ეძახიან და ყველა ოჯახის უფროსი ვალდებულია წარმოთქვას ხმამაღლათ, ყვირილით ხალხში ერთხელვე მიღებული ლოცვა და თან თოფებიც მიაყოლოს. ეს ამბავი ამ გვარად მოხდება ხოლმე: ყველა სახლის უფროსი შუა ღამეს გამუა გარეთ, ეზოში გამოაქვს თავისი სასროლი იარაღები და გასძახის ისე თითქოს მოეძინი ეძახოდეს ხალხს მინარეთიდან სალოცავად და მასთან ამ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

,,მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო.

თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ.

ჯვარი აქა, ჯვარი აქა“.

თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას. ამას ,,გადაძახებას “ ეძახიან. ამ ჩვეულებას ყველა ისე ასრულებს ახლაც როგორც ასი წლის წინათ. თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრს გურიაში ისე აღარ სწამს, როგორც უწინ სწამდათ. მაგრამ იკითხავთ, რას წარმოადგენს ეს ,,გადაძახება”? ყველა გურულს სწამს, რომ ზოგიერთი კაცი და ქალი როცა მოხუცდებიან, ,,ზაკვავები ხდებიან, კუდიც გამოებმებათ, თვალიც ,,უკვეთს” და თან შეიძენენ იმგვარ თვისებას, რომ ადვილად გადაიქცევიან, თუ მათ სურთ, სხვადასხვა გარეულ და შინაურ პირუტყვებად, ფრინველებად და ისე დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება რამ მოუტანოს.

მათი უფროსი ,,როკაპი” ხალხის გონებაში წარმოდგენილია როგორც ერთი მახინჯი დედაკაცი, რომელსაც უამრავი ქვეშევრდომი ჰყავს დედამიწაზე. ეს უკანასკნელნი კი ყველაფერს იტაცებენ თავისი როკაპისთვის შესაწირავად. გურულების აზრით, ამისთვის საჭიროა ზემოთ ხსენებული ლოცვა და თოფის სროლა, მერე ის, რომ ყველა ოჯახის შვილმა თავი ,,შეიბეჭდოს” _ მიიკრას თავზედ ოთხს ადგილას ჯვარად წმინდა სანთელი, შეიბეჭდოს ყველა შინაური პირუტყვი, ფრინველები, სახლ-კარი, ყანები და სხვა, რაც ოჯახში საჭირო საგნად ითვლება. და ამ ღამეს ფრთხილად უნდა იყოს მთელი სახლობა და არ უნდა დაიძინონ , რადგან ,,ზაკვავებმა”, რომლებიც გაშმაგებული დარბიან მათ ოჯახში არ შემოიარონ“, _ წერს გამოცემა.

კალანდობისთვის მზადების რიტუალი თავის ჩანაწერებში (ენთოგრაფიული გურია) აღწერილი აქვს აპოლონ წულაძესაც:

“გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, მაგრამ კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია... ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე მეოჯახე კაცი ტყეში მიდის, მოჭრის ველური თხილის წმინდა წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს... ,, ბარბარობა ქათმების პატარა დღეობაა.

ამ დროს მეოჯახე ქალი ქათმების დაპურების დროს დაიჭერს წინათვე დანიშნულ ქათმებს, არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის მდებელს, ცუდ ,,მკეკელს”, ფრთხუს, უვარგისს, მოჭვას, ისეთს, რომელიც სათესლედ და სადგამურად არ გამოდგება, აგრეთვე ყვერულს, რომელიც საგანგებოდ, საკაიდღეოდ ჰყავს გამოზრდილი. ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას, საგანგებო სამწყვდევში ჩასვამენ ღორს.

ქათმებიც და ღორიც სასუქში უნდა ყოფილიყო. ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო და სასუქში მყოფთათვის ,,კეკალი” დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა:,,სუქ, სუქ, სუქ”. ღორი პირველ დღეებში პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს როთინით ხვდება, შემდეგ კი, როცა სიმსუქნე სძლევს, საჭმლით გულს ,,იმსუყებს”, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა ეტყობა, წვება და ნებივრობას იწყებს“, _ წერს წულაძე.

კალანდის განუყრელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც თავდაპირველად ჩოხატაურში, სოფელ ბასილეთში დამზადდა. ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებენ. ჯოხს ჯერ გაახურებენ მეტი დრეკადობისთვის, კანს გააცლიან და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებენ თხელი ბურბუშელების ათლას.

„ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა”, _ ვკითხულობთ ჩანაწერებში.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას _ წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ.

ტრადიციის თანახმად, ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე უნდა შეინახოთ, შემდეგ კი ან დაწვათ, ან წყალს გაატანოთ.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც კალანდას უკავშირდება ასეთია _  კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.  




 ახალი ამბები
  • ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" წარმომადგენელსა და „ოცნების“ წევრს შორისმარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის  კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ ... ...
  • „გუდვილის“ სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს (R)საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია. ... ...
  • რა წერია ანონიმურ წერილში, რომელიც"ოცნების" დეპუტატს გაუგზავნეს _ "პოლიტიკური წამზომი ჩართულია"მასში წერია, რომ იგი არის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე და ის ამ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და არა პირადი კეთილდღეობის ... ...
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს _ "ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს"სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ხორცის შეძენის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება. რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა. კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს: · კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია; · მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე. · მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს - სასურველია დაცული ხელებით; · იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას; სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები. გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: ... ...
  • ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, მეტ კომნტარს ვერ გავაკეთებმსახიობი და ბიზნესმენილევან ჯიბღაშვილი პროკურატურამ 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა.   სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იმაზეც, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ერთად. "იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრებისეულ არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი. ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა. ამასთან, ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. „მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, _ აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა. მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...

იყავი ყოველთვის ქალი

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა...

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...