მილიონერი დეპუტატი წილოსანის ბიცოლას სახლის სახურავი ბიუჯეტიდან უყიდეს _ "სხვა სიკეთეებსაც იღებენ"

gurianews.com

მთავარი თემა

მილიონერი დეპუტატი წილოსანის ბიცოლას სახლის სახურავი ბიუჯეტიდან უყიდეს _ "სხვა სიკეთეებსაც იღებენ"

2018 თებ 8 12:11:15

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მილიონერი მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიცოლა (მამამისის ძმის ცოლი) ციური ბიბილეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამიდან სახლის სახურავს მიიღებს.

ბიბილეიშვილი სოფელ აცანაში ცხოვრობს და როგორც მერის წარმომადგენელი ამ სოფელში იზა მათითაიშვილი ამბობს, ამაში გასაკვირი არაფერია.

როგორც გვითხრეს, მათითაიშვილს სტიქიით დაზარალებულთა სიაში საკუთარი ახლობლებიც ჰყავს შეყვანილი:

_ მან დასახმარებელთა სიაში შეიყვანა საკუთარი მაზლი ვალერი ჩხაიძე და მისი ძმის სიმამრი თემურ ტაკიძე, _ გვითხრა წყარომ.

წყაროსვე ინფორმაციით, სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაზიანებული აქვთ. მათ შორის მარინა და ირინა ჩხაიძეები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ავარიულ სახლში წლებია, ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ სახლს სახურავი სრულად გადახადა, დასახმარებელთა სიაში ვერ აღმოჩნდა რუსუდან ჩხაიძეც, რომელიც როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ასკურავას ბებიაა.

მათითაიშვილი ამბობს, რომ სიაში მხოლოდ ისინი ჩასვა, ვინც ნამდვილად დაზარალდნენ სტიქიისგან.

_ კი, ვალერი ჩხაიძე ჩემი მაზლია, თემურ ტაკიძეც ჩემი ძის სიმამრია, ციური ბიბილეიშვილიც ნინო წილოსანის ბიცოლაა და მერე რა? და საერთოდ, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? მითხარით, ვინ გითხრათ? _ გაღიზიანება ვერ დამალა მათითაიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოა და ძალიან დაბალი დონეა ყველგან, მათ შორის, ჟურნალისტიკაშიც.

_ რა ვქნათ, არ ჩაუარა ქარმა არც ციური ბიბილეიშვილის სახლს, არც თემურ ტაკიძის და არც დანარჩენების. რაც შეეხება მარინა და ირინა ჩხაიძეებს, მათ სტიქია არ შეხებიათ _ აქვთ სიძველე. სიძველეზე არავინ დაუფინანსებიათ და ჯერ გაარკვიეთ, ვის როგორ მოუწია დახმარება. ჯერ ერთი, ვალერი ჩხაიძე ჩემი მაზლია, მაგრამ რა ვქნათ, დაემთხვა სახელი და გვარი და ეგონათ, რომ ჩემი მაზლი იყო. ჩემს მაზლს არ მოწევია და არ იღებს და თუნდაც, თუ დაინტერესდება თქვენი მედიასაშუალება, შეგიძლიათ, ამოხვიდეთ და ნახოთ, რა მდგომარეობაშია ვალერი ჩხაიძის სახლი, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ. ისიც გადაამოწმეთ, ვინც თავის დროზე არასწორად მიიღო დახმარება. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ აცანაში ხალხს სამართლიანობა აღუდგა, რომ იცოდეთ.

_ ქალბატონო იზა, თქვენ ნინო წილოსანმა ჩამოგიყვანათ ლანჩხუთში?

_ რა მჭირდა აცანაში ვინმეს ჩამოსაყვანი? ინტრიგნულ შეკითხვებს ნუ მისვამთ! 15 წელი სკოლაში ვიმუშავე. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი ვიყავი. ვისი ჩამოსაყვანი მჭირს რამე _ ვინ არის ნინო წილოსანი ისეთი, რომ მე აცანაში ჩამომიყვანა. მე აცანაში დავიბადე და გავიზარდე და იქით ჩამოვიყვან ვინმეს.

_ ნინო წილოსანი დეპუტატია და არსებობს ინფორმაცია, რომ მისი კადრი ხართ. რატომ გაგაღიზიანათ ასე ამ კითხვამ?

_ ყველა ვიღაცის კადრია. უბრალოდ, მე გამიწია რეკომენდაცია წილოსანმა.

_ სწორედ ეგ გკითხეთ და რატომ ბრაზობთ?

_ ვიცი, მე თქვენი კითხვები როგორც არის. დავასრულე თქვენთან საუბარი და იქნებ დაინტერესდეთ, მოხვიდეთ, ნახოთ, რა დღეში ვარ. სამი წლის მანძილზე მთელი რაიონი ავაწრიალე, სახლი არ მაქ-მეთქი და ნახეთ, თუ ეკუთვნის ვინმეს ჩემზე მეტი.

_ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ავარიულ სახლში და როდესაც მილიონერი დეპუტატის ბიცოლა შეგყავთ სიაში, იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან მისცენ სახურავი, სწორედ ესაა პრობლემა...

_ რა ვქნა, გადახადა სახურავი და რა მექნა?

_ დეპუტატს არ უთხარით, რომ მისი ბიცოლას სახლი დაზიანდა?

_ ეს საქართველოში ხდება, თორემ რა ვალდებულია ვინმე ვინმეს დაეხმაროს, როცა სტიქიამ სახურავი გადახადა? არ ეკუთვნოდა ნინო წილოსანის ბოცოლას?

_ ჩხაიძეებს არ ეკუთვნოდათ?

_ არა. ის სიძველე იყო. კომისიამ შეამოწმა და მათ ალტერნატიული საცხოვრებელი, ახალი აქვთ ოზურგეთში და არ მიდიან იმიტომ, რომ აქ შეარემონტონ სახელმწიფოს ხარჯზე სახლი.

_ წილოსანის ბიცოლას სახლი თუ რემონტდება სახელმწიფოს ხარჯზე, სხვისი რატომ არ უნდა გარემონტდეს? თქვენი ნათესავის სახლის გადახურვა თუ შეიძლება, ჩხაიძეებმა რა დააშავეს?

_ აცანაში 90 პროცენტი ჩემი ნათესავია და არავის არ ვერჩი. უბრალოდ, მე დავაფინანსე და რეკომენდაცია გავუწიე იმ ხალხს, ვისაც სტიქიამ დაუზიანა სახურავი. ინფრასტრუქტურის კომისიაც იყო მოსული და მათ ნახეს ყველაფერი. არ იცით დეტალები და არ შეიძლება თქვენთან საუბარი, _ კომპეტენცია დაგვიწუნა მათითაშვილმა და არც ის პირები დაგვისახელა, ვინც სახლების დაზიანებების ხარისხი შეამოწმა.

როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია კონკრეტული სია, შესაბამის კომისიას სოფლის წარმომადგენლებმა მიაწოდეს:

_ ძალიან ბევრი სახლი ვნახეთ, როგორც აცანაში, ისე სხვა სოფლებში. სიმართლე გითხრათ, გადახურვა ყველას სჭირდებოდა, მაგრამ ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა. ამის შემდეგ ჩატარდა თათბირი, სადაც რწმუნებულებს დაევალათ მოეცათ იმ ოჯახების სია, რომლებიც სოციალურად დაუცველები იყვნენ და ძალიან უჭირდათ. ამის საფუძველზე მოხვდა სიაში ციური ბიბილეიშვილი, თემურ ტაკიძე, ვალერი ჩხაიძე. სულ 19 ადამიანის სია წარმოადგინა აცანის რწმუნებულმა და ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა გადაგვემოწმებინა მათი სოციალური მდოგმარეობის ნამდვილობა, _ გვითხრეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ ვისი ნათესავია დახმარების მიმღებებიდან:

_ ეს სტიქია ოქტომბერში იყო და ოქმებიც მაშინ შედგა. მე მაშინ მერი არ ვიყავი და დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გიდასტურებთ, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ნამდვილად არიან სახურავის მიმღებთა სიაში, შესყიდვა კი უკვე ტენდერზე დევს, თუმცა, ვინ ვისი ნათესავია ნამდვილად არ ვიცი. აუცილებლად გადავამოწმებ ამ ინფორმაციას, _ აღნიშნა ჩვენთან სარიშვილმა.

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანმა თავდაპირველად გვითხრა, რომ ციური ბიბილეიშვილს არ იცნობდა. მას შემდეგ, კი როცა დავუკონკრეტეთ, რომ მისი გარდაცვლილი ბიძის მეუღლეზე ვსაუბრობთ, გაახსენდა და აღნიშნა, რომ გვარი არ ახსოვდა.

_ არაკორექტულია იმის თქმა, რომ რაკი ჩემი ბიცოლაა, სახურავს იმიტომ აძლევენ. არ ვიცი ეს ინფორმაცია და იქნებ გადაამოწმოთ მართლა ხომ არ ეკუთვნის, თუკი აძლევენ.

_ ქალბატონო ნინო, თქვენს ბიცოლაზეა საუბარი...

_ იმიტომ რომ ჩემი ბიცოლაა, მაგის გამო ხომ არ დაიჩაგრება ადამიანი, თუ კანონით ეკუთვნის?

_ იცით, რამდენ ადამიანს ეკუთვნის ყველა წესით და კანონით და ვერ იღებს? ბიცოლათქვენს  რომ მაინც დაეხმაროთ პირადად,  არ შეიძლება?

_ მე არ ვერევი მაგ სახურავების თემში და გავერკვევი. ისე, იმ მიმართულებით კითხვის დასმა, რომ ჩემს ნათესავს რატომ დაეხმარნენ, არასწორია.

_ ქალბატონო ნინო, იმ სოფელში ბევრ ეკუთვნოდა  დახმარება, მაგრამ რატომღაც დარჩნენ დახმარების გარეშე, რადგან თქვენი რეკომენდაციით დანიშნულმა რწმუნებულმა სია ისე შეადგინა, როგორც სურდა..

_ ჩემი რეკომენდაციით? ასე ამბობს? კარგია, თუ ასე ამბობს. მე არ ვარ საქმის კურსში მართლაც. თუ რაიმე კანონდარღვევით არ ხდება, მგონი, არც პრობლემაა.  ჩემი ნათესავი სახელმწიფოს სხვა სიკეთეებსაც იღებენ, საყოველთაო ჯანდაცვითაც სარგებლობენ და იმიტომ რომ ჩემი ნათესავები არიან, არ ეკუთვნით? _ აღნიშნა დეპუტატმა, რომლის თქმით, მისთვის და ბიუროსთვის აცანიდან არავის მიუმართავს დახმარების თხოვნით.

შენიშვნა: ეს ფოტოები გამოთხოვილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სწორედ ამ ფოტოების და რწმუნებულის რეკომენდაციის შემდეგ გაიცა დახმარება.


ნახვა: 2124


 ახალი ამბები
  • უწყლობის დღეები სოფელ ჯუმათშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მეოთხე დღეა მოსახლეობა წყალის მოსვლას ელოდება. “როგორც იქნა, მოგვარდა წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში და ახლა ოთხი დღეა წყალი არ მოსულა. “ბანჩოკებით“ მოგვაქვს წყალი ხან მეზობელი სოფლიდან და ხან კიდევ რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან. მივმართეთ სოფლის ხელმძღვანელობას და ხვალისთვის იქნებაო, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ კიდევ ორი დღე არ გვექნება წყალი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ სიმართლე.“ _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სოფელ ჯუმათის ერთ-ერთი მცხოვრები. სოფელ ჯუმათში ერთ-ერთი დამსვენებელი “გურია ნიუსთან“ სატელეფონოს საუბრის დროს ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ უნდა იყოს წყლის პრობლემა. შპს “სატისის“ დირექტორის, დათო ცერცვაძის თქმით, წყალსაცავ ნაგებობაზე მოხდა დაზიანება და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. მისი თქმით, მოსახლეობას წყალის მიწოდება ორ დღეში ... ...
  • გედევან ფოფხაძე: შეუძლიათ, პარტიას, "ქართული ოცნების" ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვანშეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ _ ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ფოფხაძეს აინტერესებს, თუ რატომ მიღო პარტიამ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვას გუნდში ახალი დაპირისპირება მოჰყვეს. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ... ...
  • ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე _ პროკურატურა 710 მილიონის ღირებულების პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებსპროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სახლში, მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მივიდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა იცავს. ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს. დღეს კურიერმა გაარკვია, რომ ალავიძე პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხვა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა, 710 მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს. გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს. გამოძიება ეკონომიკისა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.   ვრცლად იხილეთ ... ...
  • დავით ჭიჭინაძე: "შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება""მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება," _  ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ მის პარტიიდან გარიცხვას. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის. დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიმართ ანგარიშსწორება ხდება. „მაგ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორი მიმაჩნია, მე ეს მგონია შეურაცხმყოფელი. როდესაც ამაზე რეაქცია გაქვს ადამიანს, ეს ბუნებრივია, თუ თავმოყვარე ადამიანი ხარ და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას გრძნობ, ეს განცხადება არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ. ის საქციელიც სირცხვილია, რასაც მე ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ _  როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, პარტიის თავმჯდომარე იყო კვირიკაშვილი და პრემიერმინისტრი იყო ამ ქვეყანაში, მისი ჩაწერილი და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში.  ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია. ეტყობა, ეს ადამიანი შინაგანად  არ არის თავისუფალი. მანდელა 27 წელი ციხეში იჯდა, თავისუფალი იყო, ეს კაცი 27 წელი თავმჯდომარე რომ იყოს, მაინც ვერ გათავისუფლდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ... ...
  • "ოცნებამ" ჭიჭინაძეს კრიტიკა არ აპატია _ დეპუტატს გუნდისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენისნის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმით იყო გამორჩეული, რომ მმართველი გუნდის ღიად კრიტიკას არასდროს ერიდებოდა. იგი ,,ქართულ ოცნებაში“  ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა. ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება_,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან ათავისუფლებს. "პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”,_აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. "გურია ნიუსი“ შეეცადა ჭიჭინაძის კოლეგებისგან გაეგო რამდენად სწორად მიაჩნიათ, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მისი პარტიიდან გარიცხვა და ამ კითხვით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ზაზა პაპუაშვილსა და რევაზ არველაძეს მივმართეთ. დეპუტატებმა თემასთან დაკავშირებით საუბარს თავი აარიდეს. პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციას გაცნობის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. ,,გურია ნიუსი“  საკითხთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.  ამავე თემაზე: ჭიჭინაძე "ოცნებიდან" გარიცხეს _ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...