მიწაში დამარხული ბომბი და ევროკავშირთან აღებული შეუსრულებელი ვალდებულებები _ რა ხდება ანასეულში

მთავარი თემა

მიწაში დამარხული ბომბი და ევროკავშირთან აღებული შეუსრულებელი ვალდებულებები _ რა ხდება ანასეულში

2018 იან 5 17:08:35

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობდა კვლევა რადიაქტიური იზოტოპების გამოყენებით.

კვლევისას, ძირითადად, გამოიყენებოდა ნახშირბადისა და ფოსფორის რადიაქტიური იზოტოპები. სპეციფიკიდან გამომდინარე, ლაბორატორიისთვის ცალკე შენობა აშენდა _ დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, 1 კილომეტრის დაშორებით.

ცდებზე მეცნიერ-მუშაკი იური შუვალოვი მუშაობდა. როგორც მოვიკვლიეთ, ამ ცდების მიზანი იყო, შეესწავლათ მცენარესა და ნიადაგში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები შესაძლო ატომური ან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ეს იყო შუვალოვის სადოქტორო დისერტაციის თემა, რომელიც მზადდებოდა გრიფით _ "საიდუმლო".

თემა წლების განმავლობაში დახურული იყო _ მანამ, სანამ 2005 წელს "გურია ნიუსმა" არ მოიპოვა დოკუმენტი გრიფით _ "საიდუმლო", რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ეს წერილი გავასაჯაროეთ. წერილს სპეციალისტების გააქტიურება და თემის შესწავლა მოჰყვა. საქმეში პროკურატურაც ჩაერთო და სახალხო დამცველიც. ლაბორატორიის ჩასასვლელში ბეტონის თხელი ფენაც დაასხეს, თუმცა, დღეს მისი კვალიც არ არსებობს. სარდაფში ჩასასვლელი, სადაც კვლევები ტარდებოდა და რადიაციული ნარჩენების შესანახი კონტეინერი ინახებოდა, ახლაც ღიაა. ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ადგილია შეღობილი, წარწერა ღობეზე კი გვამცნობს, რომ იქ რადიაციაა.

ანასეულში რადიაციის ფონის დასადგენად ბოლო კვლევა 2016 წლის ზაფხულში ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კონკრეტულ ციფრები არ გასაჯაროებულა, თუმცა, დაგვიდასტურეს, რომ სამარხიდან რადიაციამ გამოჟონა. როგორც გავარკვიეთ, რადიაციის წყარო ამ დრომდე არ დადგენილა.

სამაგიეროდ, „გურია ნიუსმა“ მიაკვლია ქალბატონს, რომელიც, იური შუვალოვთან ერთად, ლაბორატორიის სარდაფში საიდუმლო კვლევებში მონაწილეობდა _ როზა ანტონოვა ის ადამიანია, რომელიც ზუსტად ფლობს ინფორმაციას, თუ რაზე მუშაობდა მეცნიერი. უფრო მეტიც, ქალბატონმა როზამ რამდენიმე თვის წინ ის ადგილებიც გვაჩვენა, სადაც თავად ყრიდა რადიაციულ ნარჩენებს და რომელიც ამ დრომდე შეუსწავლელია:

_ თქვენ პირველები ხართ, ვინც ჩემით დაინტერესდა. ამ წლების განმავლობაში არავინ მოსულა ჩემთან, არ უკითხავთ, რაზე მუშაობდა იური შუვალოვი, სად იყრებოდა რადიაციული ნარჩენები, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, ორმოები, სადაც იგი ნარჩენებს ყრიდა, საბჭოთა კავშირის დროს დაცული იყო:

_ იდეალური მდგომარეობა იყო აქ. ორი ორმო იყო, სადაც ნარჩენებს ვყრიდი. მაშინ ეს ორმოები დახურული და მოწესრიგებული იყო, დღეს კი დაუცველია და, რა თქმა უნდა, ეს საშიშია, ძალიან საშიში! _ გვეუბნება ანტონოვა და წუხს, რომ ადამიანების დაუდევრობის და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო, ტერიტორია, რომელიც წლების წინ საკავშირო მნიშვნელობის ობიექტი იყო, გავერანებულია:

_ როცა ინსტიტუტი დაიშალა და ვითარება შეიცვალა, ყველაფერი მოიპარეს, გაანადგურეს; აქ არსებული ხელსაწყოებიც წაიღეს. ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს დაცული, ორმოები დახურული და დაბეტონებული, თორემ ცუდი შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, _ ამბობდა ანტონოვა.

ანტონოვას მონათხრობი ჩვენ მაშინვე აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო ინსტიტუტის აგროქიმიის და ნიადაგმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელს ვალერიან ცანავას გავაცანით. მეცნიერი, რომელიც ამ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობს, ამბობდა, რომ ჩვენ მიერ ნაპოვნი რესპონდენტის ჩვენება კვლევის პროცესს მთლიანად შეცვლის.

მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია კვლევის არეალის გაფართოების საფუძველს იძლეოდა.

„გურია ნიუსის“ კვლევის შედეგად 2016 წელს ისიც დადგინა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და 2016 წლის სექტემბრამდე კვლევაც კი არ ჰქონდა ჩატარებული, რა შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის მომატებულმა ფონმა და რა საფრთხის წინაშე დგას ანასეულის მოსახლეობა.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებდა, ანასეულის პრობლემას განსაკუთრებული კვლევა სჭირდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსად, მონიტორინგი ანასეულში არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაუტარებია, ექსპერტები კი, უწყებათაშორისი კომისიის დროულად შექმნისა და საკითხის სწრაფად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. 

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზე _ ზემოთ აღნიშნული ინტერვიუების გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტია გასული და ერთადერთი, რაც სახელმწიფომ გააკეთა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტების ანასეულში სტუმრობა იყო, რომლებმაც რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების შესახებ რეკომენდაციები გასცეს და, როგორც უწყებაში განაცხადეს, „ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად დაბინძურებული ნიადაგის ლოკალიზება და გამოსხივების მინიმუმამდე დაყვანა განახორციელეს” .

უფრო მეტი დეტალი უცნობია საზოგადოებისთვის და, როგორც აღმოჩნდა, თემაზე მომუშავე მეცნიერებისთვისაც. ვალერიან ცანავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას, როგორც თემის ერთ-ერთ მკვლევარს კონტაქტი მხოლოდ ფიზიკის ინსტიტუტთან აქვს:

_ მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ გაფართოვდა ტერიტორია. ჩვენ მეცნიერები ვართ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ ვაკვირდებით მცენარეებს, ვიღებთ ნიმუშებს, როგორც შემოღობილი, ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ცანავამ.

მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში, არც ჯანდაცვის სამინისტრო დაკავშირებია და არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლებსაც პირდაპირი ვალდებულება აქვთ, ეს თემა შეისწავლონ. აღსანიშნავია, რომ ორივე უწყებას ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც აკისრია, თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობს. არავინ ასრულებს.

არადა, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულება „გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, როგორც მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი“.

ჯერ კიდევ 2016 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ ანასეულში არსებულ მდგომარეობას კვლევა სჭირდებოდა:

ანასეულში რა ხდება, ამას უფრო განსხვავებული ტიპის კვლევა სჭირდება, გამოკვლეული უნდა იყოს გარემო, რადიაციის ფონი და, ასევე, უნდა მოხდეს უშუალოდ მოსახლეობის გამოკვლევა", _ ამბობდა სტურუა და დასძენდა, რომ ამ მიმართულებით კვლევა ადგილზე არ ჩატარებულა.

ჯანდაცვის სპეციალისტი მოსახლეობას ასევე მოუწოდებდა, რომ რადიაციულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვი არ გაუშვან, რადგან, მისივე თქმით, ადამიანის ორგანიზმში რადიაცია რძის პროდუქტებიდანაც გადადის:

"ნებისმიერი რადიაციულად დაბინძურებული პროდუქტიდან, რა თქმა უნდა, გადავა რადიაცია ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ზუსტად რომ გითხრათ, რა დოზით, რომელი რძის პროდუქტიდან შეიძლება გადავიდეს, არ ვიცი. ნებისმიერი რადიაქტიური დაბინძურება, რომელიც მოდის რადიაციის კერიდან, წყალში იქნება ეს, ჰაერში თუ ნიადაგში, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე", _ აცხადებდა სტურუა.

თუმცა, სტურუას, დღეს ეს თემა აღარც კი ახსოვს. მას შემდეგ რაც დეტალები შევახსენეთ, გვითხრა, რომ სამინისტროს არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია და არც ამის ვალდებულება ჰქონდათ:

_ ჩვენ გაქვს დაავადებათა შემთხვევების კონკრეტული ციფრები. სხვა რაიმე კვლევა ჩვენ მიერ არ ჩატარებულა და არც გვევალებოდა. ეს უფრო გარემოს დაცვის საკითხია, _ გვითხრა სტურუამ.

_ ქალბატონო ლელა, ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ავალდებულებს თქვენს უწყებას, „გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა“. მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ, როცა ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებში გახშირებულ დაავადებებს რადიაციის ფონი იწვევს, როცა თქვენ პირადად ამბობდით, რომ სპეციალური კვლევა იყო ჩასატარებელი, შესაბამისი რეაგირება რატომ არ მოახდინეთ?

_ როგორც გითხარით, ჩვენ სტატისტიკური ციფრები გვაქვს და დამატებით რაიმე სახის კვლევა არ ჩატარებულა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლელა სტურუამ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსი ზაურ ჩანქსელიანი 2016 წლის ნოემბერში გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ანასეულის ტერიტორიის შესწავლა გაიწერებოდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ არ გაწერილა.

ჩანქსელიანი ამბობს, რომ მას ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ასე არ მოხდა:

_ როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, ის გავაცანი ჩემს ხელმძღვანელობას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, შეგვეძინა სპეციალური აპარატურა, რითაც რადიაციის გაზომვა იქნებოდა შესაძლებელი. ასეც მოხდა. მართალია, დრო დასჭირდა, თუმცა გასული წლის ბოლოს შევიძინეთ და გვაქვს საშუალება, ჩვენვე გავზომოთ რადიაციის დონე. ჩვენი ცენტრის ლაბორატორია თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და წელს კვლევებს აუცილებლად გავახორციელებთ, _ გვითხრა ჩანქსელიანმა.

ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ალეკო ღონღაძის თქმით, აუცილებელია, ანასეულში ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდეს:

დღეს ანასეულში არსებული მდგომარეობა მოსახლეობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას 5-10 წლის შემდეგ, მალეა გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები.

ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა არასდროს ჩატარებულა. რა მაქვს მხედველობაში _ გრუნტის წყლები, მიწისქვეშა წყლები გამოკვლეული არ არის. ეს გურიაა, საჰარა ხომ არ არის, ან კაზრეთი, სადაც 20 მეტრის ქვემოთ არის მიწისქვეშა წყლები? გურიაში ასეთი წყლები საკმაოდ ახლოსაა. როგორ ხდება, ბინძურდება თუ არა წყალი და სად მიდის ეს დაბინძურებული წყალი. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს შეიძლება მარტო გურიის პრობლემა არ იყოს. ხომ არ ვიცით რა მიმართულებით მიდის ეს წყლები და სადამდე ჩადის. შეიძლება სუფთაც იყოს, არ გამოვრიცხავ. მგონია, რომ ძალიან ცოტა გადავა, ბევრი არა, მაგრამ მაინც გასაკეთებელია და შესასწავლია, _ აღნიშნავს მეცნიერი.

ზაურ ჩანქსელიანის თქმით, მათ უკვე აქვთ საშუალება ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად და ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა, ღონღაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრს ამის გაკეთება არ შეუძლია. მეცნიერის თქმით, ამ მნიშნელოვან თემას სახელწმიფო პასუხისმგებლობით არ ეკიდება, რაც მომავალში პრობლემებს გამოიწვევს.

მეცნიერი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას _ ამ დრომდე სამარხი არავის დაუთვალიერებია და, შესაბამისად, არავინ იცის, რა ინახება მიწის ქვეშ, რომლის ჩასასვლელი ღიაა და რომელშიც, არ არის გამორიცხული რადიაქტიური ნარჩენებით სავსე კონტეინერი ინახებოდეს:

_ იქ ვინ ჩავა _ ვის აქვს ორი თავი?! შეიძლება, დაიღუპოს ადამიანი. მეცნიერები ამას ვერ შეძლებენ _ ეს ბირთვული უსაფრთხოების სააგენტომ უნდა გააკეთოს და რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, მათ 2018 წლის გეგმაში გაწერილი აქვთ მსგავსი ტერიტორიების შესწავლა. როდის გააკეთებენ და როგორ გააკეთებენ, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავარი ჰოდროგეოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ალეკო ღონღაძემ.

_ ბატონო ალეკო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსი ზაურ ჩანქსელიანი ამბობს, რომ ცენტრს აქვს საშუალება, ჰოდროლოგიური კვლევა ჩაატაროს და გვპირდება, რომ წელს აუცილებლად ჩატარდება...

_ ჩანქსელიანს წარმოდგენა არ აქვს, რას ლაპარაკობს. ჰოდროგეოლოგიური ექსპერტიზა ნიშნავს, რომ ტერიტორიაა გაიბურღოს, ბურღი კი მაგათ არა აქვთ. ეს კვლევა უნდა ჩაატაროს ჰიდროგეოლოგიურმა ინსტიტუტმა. მაგათი საქმე სულ არ არის ეს კვლევა და არც იციან, როგორ უნდა გააკეთონ. ეს კვლევა აუცილებელია და ეს მხოლოდ გურიას არ ეხება. ბევრი რამ არის დასადგენი, _ ამბობს მეცნიერი.

ალეკო ღონღაძის თქმით, დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან მათ მიერ ჩატარებული კვლევის დიდი ნაწილი საიდუმლოა:

_ საერთოდ, რადიაციის თემა მთელ მსოფლიოში დახურულია, თუმცა, მე მაინც ვერ ვხდები, საქართველოში რატომ ჩქმალავენ ამ საქმეს. ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ეს თემა შეისწავლოს, _ აცხადებს ალეკო ღონღაძე.

_ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მათ არ ეხებათ...

_ ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს და აბა ვისი საქმეა? მე ხომ ვერ შევისწავლი?!

_ ჩვენს ქვეყანას ამ თემის შესწავლა და მოგვარება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც ევალება, თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობენ არ აკეთებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად არაპროფესონალიზმის ბრალია _ გარემოს დაცვის უწყება, ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ ამ უწყებების პირდაპირი ვალდებულებაა ამ თემის შესწავლა და პრობლემების აღმოფხვრა. ჩვენ ვართ მეცნიერები, მანდ მივაგენით რადიაციის კერას და ახლა ვსწავლობთ, ვატარებთ გარკვეულ ექსპერიმენტებს და გვაინტერესებს, მაგრამ არის უწყება, რომლის საქმეც არის ყოველდღიური მონიტორინგი. აუცილებელია, ანასეულში ყოველდღიური მონიტორინგი გაკეთდეს.

_ ბატონო ალეკო, თქვენი სიტყვები, რომლის თანახმადაც ანასეულში ყოველდღიური მონიტორინგი აუცილებელია მოწმობს რომ საფრთხე მაღალია. შეგიძლიათ კონკრეტული ციფრები გვითხრათ თუ რამდენი და რა პერიმეტრზეა რადიაციის მაღალი ფონი?

_ კონკრეტულ ციფრებს მე ვერ გეტყვით. მე ეს მონაცემები ავიღე 2 წლის წინ. მაშინ იყო რაღაც რაოდენობა, რომელიც იმ მომენტისთვის ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არ აიყო, მაგრამ იმის მერე რა მოხდა, როგორ წავიდა საქმე, ხომ უნდა გაარკვიონ? წელს რა სიტუაციაა, დინამიკა როგორ განვითარდა, ვინმემ ხომ უნდა იცოდეს? ჩვენ იქიდან მხოლოდ მცენარეების ნიმუშებს ვიღებთ ახლა და მხოლოდ მეცნიერულ კვლევას ვატარებთ _ ეს არ არის მონიტორინგი, ეს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უნდა გაეკეთებინა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ალეკო ღონღაძემ.

რადიაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი გია ნაბახტრიანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ანასეულში მონიტორინგი ბოლო დეკემბერში გაახორციელეს. მისივე თქმით, შვედეთის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოსთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და მალე ანასეულის ტერიტორიის დეტალური შესწავლა მოხდება. ნაბახტრიანის თქმით, გაკეთდება ჰიდროლოგიური კვლევაც:

_ ყველა დეტალი იქნება შემოწმებული და ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა. ეს იქნება მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო ექპერტების მიერ აღიარებული ექსპერტიზა. ჩვენთან ერთად, შვედი სპეციალისტებიც იმუშავებენ. გაკეთდება სამგანზომილებიანი კვლევები და მაქსიმალურად ვეცდებით სარკოფაგშიც ავიღოთ მონაცემები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია ნაბახტრიანმა.

ისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ანასეულში არსებული რადიაციის ფონი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, იმაზე საუბარი, რა იქნება 5 წლის შემდეგ, დეტალური კვლევის ჩატარებამდე შეუძლებელია.

ნაბახტრიანი ამბობს, რომ სააგენტოს ამ თემაზე გამოქვეყნებული აქვს ყველა მასალა, კვლევა და, შესაბამისად, ზედაპირულ ინფორმაციას კარგად ფლობენ, რომელსაც რეაგირება სჭირდება და რომელიც წელს, ამინდების დადგომისთანავე, დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თემის დეტალები ჩვენ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მივაწოდეთ. კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, შესწავლა უკვე დაწყებულია და არ არის გამორიცხული, საკითხი კომიტეტის სხდომაზეც განიხილონ.

ამავე თემაზე: გრიფით "საიდუმლო" _ არასაიდუმლოდ

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ანასეულში აღმოჩენილმა რადიაციის კერებმა

„ანასეულის მსგავსი პრობლემა საქართველოში არსად გვაქვს“ _ რა ღონისძიებებს გეგმავს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში 

მოსახლეობა რადიაციის კერებთან ახლოს, სპეციალისტების მოლოდინში ცხოვრობს




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა. პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმaუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში.“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ. პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა. ... ...
  • 18 ივნისს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება (R)18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში (კომპანია ნატახტარის სათაო ოფისში) საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...