მკვლელობის სავარაუდო მიზეზი _ მფარველობს თუ არა დამნაშავეებს პოლიცია

gurianews.com

მთავარი თემა

მკვლელობის სავარაუდო მიზეზი _ მფარველობს თუ არა დამნაშავეებს პოლიცია

2017 ოქტ 9 14:05:04

“ამ მკვლელობას ცუდი ამბავი მოჰყვება. ჩვენ რადგან გურულები არ ვართ და აჭარლები ვართ, ამიტომ გადაგვეკიდნენ? ამიტომ გვასახლებდნენ? აჭარაში ნაკლები გურულები არიან? ჩვენც ასე მოვიქცეთ? ეს შუღლია, მეტი არაფერი! არ დავთმბობთ! ფეხზე დადგება მთელი აჭარა!“_  განუცხადეს “გურია ნიუსს“ დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში  მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.

28 წლის წლის ირაკლი ტარიელაძე, წუხელ, გვიან ღამით საკუთარი სახლში, ჭიშკართან მოკლეს.

ოჯახის წევრებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვთ, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, პოლიციასაც უთხრეს, თუმცა, მათივე თქმით, პოლიცია დამნაშავეებს უკვე რამდენიმე წელია, ხელს აფარებს და მფარველობს.

როგორც მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის ახლობლები “გურია ნიუსთან“ საუბრობენ, ირაკლისა და ამავე სოფელში მცხოვრებ ს.მ-ს მიწებთან დაკავშირებით დაპირისპირება და თვეების განმავლობაში დავა ჰქონდათ. რის გამოც, ერთხელ ინციდენტიც მოხდა _ დაიჭრა, როგორც ერთი მხარე, ისე _ მეორე.

პროცესებში ჩართული იყვნენ, ე.წ. “ძველი ბიჭები“ დ.კ. და ა.კ. აქედან ერთ-ერთს ს.მ-სთან საერთო ბიზნესი აქვს. “გურია ნიუსი“ ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე წერდა.

 _ აუქციონი ჩატარდა  გურიანთაში ტყესთან დაკავშირებით,  სადაც გაიმარჯვა ირაკლი ტარიელაძემ. მან შეიძინა ტყის ფართობები, ამიტომ დაუპირისპირდა მას გურიანთაში მცხოვრები  ს.მ. გ.ს. და  მისი მეგობრები,  ძმები ა.კ.და დ.კ. _ ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები, რომლებიც, ასევე, დასძენენ, რომ მათ მიერ დასახელებულ პირებს არაერთხელ ჰქონიათ მსგავს  საქმეებში მიღებული მონაწილეობა, თუმცა, პოლიციას ისინი არცერთ ფაქტთან დაკავშირებით არ დაუკავებიათ.

გარდაცვლილი ირაკლი ტარიელაძე რამდენიმე თვის წინ აღნიშნულმა პირებმა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  სცემეს, მას სახლზე ფანჯრებიც ჩაუმსხვრიეს. იმის გამო, რომ მან მიწის ნაკვეთები არ დათმო აღნიშნული პირების სასარგებლოდ, გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მას მოკვლით არაერთხელ დაემუქრნენ:

_ავიწროებდენ, ბოლოს კი ჩაუსაფრდნენ და მოკლეს. ვითხოვთ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ ამ ოთხ ადამიანს. ასახლდით აქედანო, ამას ჰყავს უამრავი მოწმე, როგორ ემუქრებოდნენ. დამითმე ეს ტყე, თორემ მოკლავთაო. ფაქტია, მოკლეს, სახლთან ეზოში, ჭიშკართან. ჩვენ ასეც ვიცით, რომ პოლიცია მფარველობს და იცავს დამნაშავეებს. არავინ  დაუკავებიათ. როცა დანით დაჭრეს ირაკლი, პასუხი არავინ აგო. მთელი ოზურგეთი მაგათ ჰყავდათ დაპყრობილი. გვითვლიდნენ მიწები დაგვითმეთო, _ამბობს გარდაცვლილის და ირინა ტარიელაძე.

“გურია ნიუსი“ შეეცადა აღნიშნული პირების ოჯახის წევრების კომენტარები მოეპოვებინა, თუმცა, არცერთმა მათგანმა არც ჩვენს სატელეფონო ზარს და სმს-ს შეტყობინებას არ უპასუხა.

მფარველობს თუ არა პოლიცია აღნიშნულ პირებს, დაკავებულია თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიერ დასახელებული სავარაუდო დამნაშავეები, შსს პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სსკ-ის  108-ე მუხლით და დანაშაული, სავარაუდოდ, სანადირო თოფითაა ცადენილი.

“გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვლავ მოგაწვდით ინფორმაციებს.



 ახალი ამბები
  • ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვესხულოში, დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო. პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს"ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილების მიზანი ნაკლები ბიოროკრატიული ხარჯი უნდა იყოს და არა - დაწესებულებისთვის ქვემდებარეობის შეცვლით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2017 წლის ივნისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდა და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს დასვა.  ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ და მათი მიზნობრიობა, ასევე, სააგენტოს მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა,  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომელის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს - 5 600 000 ლარით, 2015 წელს - 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს - 2 322 200 ლარით.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლის შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი,  დანამატმა კი - 15 000 ლარი,  2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ - 35 400 ლარს, პრემიამ - 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა - 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივი სარგომ შეადგენა - 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი. ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ - 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა - 10 000 ლარი, 2015 წელს თანამდებობრმა სარგომ შეადგენა - 30 272 ლარი, პრემიამ - 2 160, ხოლო დანამატმა - 13 100 ლარი, 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებებზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს - 524 395.00 ლარი, 2014 წელს - 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს პრემიის სახით გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 191,700 ლარი. 2015 წელს პრემიის სახით გაიცა - 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 122,450, ხოლო 2014 წელს, პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი. ორგანიზაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზსს მოითხოვს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი გააჩნდა დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ... ...
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ... ...
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა ახალი ფრააქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ საღამოს დაადასტურა. მისი თქმით, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია.  სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერმინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის. ასევე, ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც, სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში კი 6-11 გრადუსი იქნება. 18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. 19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთაში მოთოვს. თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-11 გრადუსი იქნება. 19 დეკემბრიდან კი საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია ... ...

არქივი

ზაფრანი

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...

რაზე მიგვითითებს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით,...

ბატაგურის გათავისუფლება

ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _...

„ცხენების შემლოცველი“

33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...