მონგრეული კიბე და წვიმის დროს ჩამომავალი წყალი, რომელიც ექსპონატებს განადგურების საფრთხეს უქმნის

მთავარი თემა

მონგრეული კიბე და წვიმის დროს ჩამომავალი წყალი, რომელიც ექსპონატებს განადგურების საფრთხეს უქმნის

3 სექ. 2020, 14:24:00

ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, გოგიბერიძეების საკარმიდამო მამულში მდებარეობს. მუზეუმი 1975 წელს გაიხსნა. მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული მასალებია: პროფესორის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, ფოტოები, დოკუმენტები, ნაშრომები.

სახლ-მუზეუმი თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც არსებობს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში რესტავრაცია მხოლოდ ერთხელ, მოსე გოგიბერიძის 100 წლის იუბილეზე ჩაუტარდა. დღეისთვის მუზეუმში მონგრეულია კიბე, ძლიერი წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის, რაც შემონახულ ნივთებს განადგურების საფრთხეს უქმნის.

"კიბე, ერთი წელია, რაც ამ მდგომარეობაშია. ჭერიდან რამდენიმე წელია, რაც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. დახმარების თხოვნით მივმართე ა(ა)იპ "არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელს, მარიკა შოშაშვილს. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ დამტოვა, მაგრამ არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი. ამ ბოლოს მითხრა, რომ მუზეუმის პრობლემის შესახებ გუბერნატორს ესაუბრა და დაპირება მიიღო, რომ გასაკეთებლად რამეს იღონებს", _ გვეუბნება სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსუდან კალანდაძე.

როგორც ის "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, დიდ პრობლემას ქმნის შექმნილი გაერთიანებებიც, რის გამოც მუზეუმს საარსებო თანხა აღარ აქვს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები მხოლოდ ხელფასს წვდება.

რუსუდან კალანდაძის თქმითვე, დღეისთვის მუზეუმის დირექტორიც და დამლაგებელიც თვითონ არის, რადგან 10-ლარიანი ხელფასის მქონე დამლაგებელი, "ნაციონალების" დროს, სამსახურიდან შემცირების გამო გაუშვეს:

"კომუნისტების დროს ყველა სახლ-მუზეუმს ჰქონდა საკუთარი ბიუჯეტი. ახლა გაერთიანება გააკეთეს _ ბიბლიოთეკები, მუზეუმები შეაერთეს და შესაბამისად, შემცირდა დაფინანსება. რაც გვრჩება, ფაქტობრივად, არის ხელფასების ფული. ახლა მუზეუმს რომ თავისი ბიუჯეტი ჰქონდეს, მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული აღარ ვიქნებოდით. გავაკეთებდი ნელ-ნელა, ახლა _ კიბეს, შემდეგ _ ჭერს. ახლა რემონტისთვის ფული არ რჩება.

დამლაგებელი გვყავდა, რომელსაც ხელფასი 10 ლარი ჰქონდა. "ნაციონალების" დროს გავიგე, რომ ხსნიდნენ. მიხეილ სვიმონიშვილი იყო გუბერნატორი. ჩავედი, ვთხოვე, მაგრამ 10-ლარიანი ხელფასის მქონე დამლაგებელი მომიხსნეს.

დირექტორიც ვარ და დამლაგებელიც. მუზეუმს, როგორც ეზოს, ასევე, შენობას, საკუთარი ძალით და სახსრებით ვუვლით. საკუთარი ცელიც კი არ აქვს მუზეუმს ეზოში ბალახის გასაცელად.

მარიკა შოშაშვილი საკუთარი სახსრებით დაეხმარა მუზეუმს, მაგრამ დაზიანებულ კიბეს და ჭერს ჩვენ, ჩვენი ჯიბიდან ვერ გავაკეთებთ. "ოცნებამ" კი თქვა, რომ ხელფასი არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლებიო, მაგრამ მუზეუმის დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასი 320 ლარია, ასეა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმშიც. მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიც კი არის სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. მაგალითად, ინგლისში სახელმწიფო რომ არ ეხმარებოდეს მუზეუმებს, ვერც ერთი ვერ ირჩენდა თავს", _ გვეუბნება კალანდაძე.

სახლ-მუზეუმის ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ.

როგორც მერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის სარემონტო სამუშაოები პანდემიის გამო გადაიდო და პრობლემის მოგვარება მომავალ წელს იგეგმება:

"ჩვენთვის ცნობილია მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის მდგომარეობა, უფრო მეტიც, დაგეგმილი გვქონდა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ პანდემიის გამო, ბიუჯეტში მოხდა ცვლილებები და არსებული პრობლემის მოგვარება მომავალ წელს იგეგმება", _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

რუსუდან კალანდაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის არსებობა:

"ეს მუზეუმი თუნდაც იმიტომ უნდა არსებობდეს, რომ მსოფლიოში 2 ადამიანია, ვინც დაწერა ფილოსოფიური ნაშრომი აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ფილოსოფიის საფუძვლებზე. მან ისეთი ნაშრომი დაწერა, რომ თავადაც აკადემიკოსი გავხდი".

ცნობისთვის, მოსე გოგიბერიძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში. სწავლაც ქვენობანში დაიწყო, შემდეგ ოზურგეთში გააგრძელა, ოზურგეთიდან _ ხონში, ხონიდან კი _ გერმანიაში. გერმანიიდან დაბრუნებული აქტიურად მონაწილეობდა სარედაქციო საქმეში. მუშაობდა ჟურნალ "მნათობში". მოსე გოგიბერიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ მწერლობაში.

"ვისაც თავისი კუთხე არ უყვარს, ის ვერც თავის ქვეყანას შეიყვარებს, ხოლო ის, ვისაც თავის ქვეყანა არ უყვარს, მისთვის უცხო დარჩება სხვა ქვეყნების და ზოგადად, კაცობრიობის სიყვარული", _ წერდა მოსე გოგიბერიძე.

მუზეუმის დირექტორი მოსე გოგიბერიძის სტუდენტების ნაამბობს გადმოგვცემს:

"მოსე გოგიბერიძე ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ ენებს, მაგრამ, როგორც მისი სტუდენტებისგან ვიცი, ლექციებს ცინცხალ გურულ კილოზე კითხულობდა", _ ამბობს რუსუდან კალანდაძე.

მოსე გოგიბერიძე 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში. მთელმა ოჯახმა სასტიკად იწვნია საბჭოთა რეპრესიები. გადასახლებიდან ცოცხალი მარტო ქალბატონი ელენე (მოსეს და) დაბრუნდა და ისიც ნახევრად შერყეული ფსიქიკური ჯანმრთელობით.

მოსე გოგიბერიძე გარდაიცვალა 52 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც გადასახლებაში მყოფმა იმედი დაკარგა, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა.

მუზეუმის დირექტორის თქმით, ქართველმა ფილოსოფოსმა განიცადა ეს ფაქტი და გულის შეტევები ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა:

"ადამიანის გარდაცვალება ეს ის ლამპარია, საიდანაც ზუსტად ჩანს ადამიანის განვლილი სიცოცხლე და ხედავს, სწორად იცხოვრა თუ არა. მოსე გოგიბერიძე მართლაც გამორჩეული ფილოსოფოსია. ერთ-ერთი იმათგანია, რომელთა დამსახურებითაც ქართულმა ფილოსოფიამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო ფილოსოფიური აზრის პანთეონში. მოსე გოგიბერიძე შედის მეოცე საუკუნის დიდ, გამოჩენილ 5 ქართველ ფილოსოფოსთა სიაში _ შალვა ნუცუბიძე, სავლე წერეთელი, მოსე გოგიბერიძე, კოტე ბაქრაძე და სერგი დანელია. მოსე გოგიბერიძემ, რომელიც პატიმრობაში გარდაიცვალა, შეძლო, რომ იქაც კი წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ფილოსოფიის ისტორიაში. როდესაც მის პიროვნებაზეა საუბარი, არ შეიძლება არ გაგახსენდეს პლატონის სიტყვები, რომ სახელმწიფოს ფილოსოფოსი უნდა მართავდესო", _ ამბობს ქალბატონი რუსუდანი.

როგორც ქალბატონი რუსუდანი გვიამბობს, ძმის საქართველოში გადმოსასვენებლად ბევრი იწვალა გოგიბერიძის დამ, რომელსაც არ სურდა, მისი ძმის სახელი დაკარგულიყო.

1954 წელს, მოსე გოგიბერიძის ნეშტი, ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით:

"კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა სახლ-მუზეუმის გაკეთება. იმის გამო, რომ მოსე ჩამოესვენებინათ ყაზახეთიდან, ელენემ ნაწილ-ნაწილ დაშალა სახლი, გაყიდა და ჩამოასვენა. შემდეგ, მისმა შვილმა, იულონმა, სახლ-მუზეუმის დაარსების მიზნით, გადაწყვიტა სოფელში დასახლება _ "მომეცით სახლი, სოფელში დავსახლდებიო". დაიწყო სახლის აშენება, მაგრამ ვერ მოესწრო მუზეუმის გახსნას, რომელიც 1975 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა", _ ამბობს რუსუდან კალანდაძე.

სახლ-მუზეუმის დირექტორის თქმით, დღეისთვის მუზეუმში მოსე გოგიბერიძის პირადი ნივთებიდან დაცულია აკვანი, მისი ნახატები, ოთხტომეული, რომელიც მეუღლეს _ სესილიას მიუძღვნა. მუზეუმში დაცულია მისი ნაშრომი გერმანულ ენაზე.

როგორც ქალბატონი რუსუდანი გვეუბნება, მოსე გოგიბერიძის ნაშრომი ლენინის შესახებ სტალინის სამაგიდო წიგნი გახდა _ "ამიტომ მუზეუმში სტალინის სურათი შემთხვევით არ დევს".

კითხვაზე _ ჰყავს თუ არა დამთვალიერებელი სახლ-მუზეუმს, დირექტორი გვეუბნება, რომ მუზეუმი ტურისტების სიჭარბით არ გამოირჩევა:

"ტურისტების რაოდენობა აქ იმდენი ნამდვილად ვერ იქნება, როგორიც დუმბაძის სახლ-მუზეუმში, მაგრამ გვსტუმრობს განათლებული ხალხი.

მაგალითად, გვესტუმრა გიორგი მარგველაშვილი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. აღმოჩენა იყო, რომ გადასახლებაში მყოფ მოსე გოგიბერიძეს გრიგოლ რობაქიძემ ორი ლექსი გაუგზავნა. ეს ლექსები მოვიძიე და რადგან მარგველაშვილი დაინტერესებული იყო, გავუგზავნე", _ გვიამბო რუსუდან კალანდაძემ.

დიდ ქართველ ფილოსოფოსს მოსე გოგიბერიძეს 27 აგვისტოს 123 წელი შეუსრულდებოდა.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...