მორიგი სკანდალი გრფფ-ში _ მუჯირის ასარჩევად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

მთავარი თემა

მორიგი სკანდალი გრფფ-ში _ მუჯირის ასარჩევად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

2017 მარ 22 15:28:01

გურიის ფეხბურთის ფედერაცია მორიგ სკანდალში ეხვევა _ რამდენიმე დღის წინ, ზარზეიმით არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მამა, დავით მუჯირი საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. როგორც გვითხრეს, ამის გამო ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ამ ინფორმაციას უარყოფს, გრფფს-ს მდივანი ხარიტონ ჩხატარაშვილი და განმარტავს, რომ რეესტრმა დოკუმენტის ხარვეზი დაადგინა, რომელიც მალე გამოსწორდება:

_ საფეხბურთო კლუბ „ბასას“ წარმომადგენელმა, აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა სალუქვაძემ წარმოადგინა ძველი პირადობის მოწმობა, რაც რეესტრმა ხარვეზად სცნო და გამოსოწრება გვთხოვა. ხელახალი არჩევნები არ იქნება. მოიტანს სალუქვაძე ახალ პირობას და დამთავრდება ამით ყველაფერი, _ გვითხრა ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სალუქვაძე ახალ პირადობის მოწმობას არ წარადგენს, მის ნაცვლად სხვას შეიყვანენ:

_ სხდომას ჩავატარებთ და შევცვლით, თუ ახალ პირადობას არ წარმოადგენს. 30 კალენდარული დღე გვაქვს ამისთვის, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩხატარაშვილი.

_ ბატონო ხარიტონ, ფედერაციის მდივანი ბრძანდებით და დოკუმენტები არ უნდა შეგემოწმებინათ?

_ მართალი ხართ, მაგრამ კაცი რომ საბუთს მოიტანს, ვადას ხომ არ შევამოწმებ?! _ აღნიშნავს ჩხატარაშვილი, რომლის თქმით, გრფფ-ს პრეზიდენტის არჩევის პროცესში არავინ ჩარეულა. მათ შორის, არც სუს-ი, რომელიც კობიაშვილის არჩევნების დროს, პროცესებს აქტიურად მართავდა და გუბერნატორის მოადგილესთან, სოსო ერქომაიშვილთან ერთად ჩართული იყო გრფფ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტის, კახა ებრალიძის გათავისუფლების პროცესში.

ჩხატარაშვილი ამბობს, რომ დიმიტრი (დავით) მუჯირის კანდიდატურა გრფფ-ს ყველა წევრმა წარმოადგინა და ამიტომაც იყო უალტერნატივო:

_ ბატონი დავითი ყველა კლუბის წარმომადგენელს შევხდა, გააცნო საკუთარი პოზიცია და ამის შემდეგ წამოაყენეს მისი კანდიდატურა, _ ამბობს ჩხატარაშვილი.

_ თუმცა, კობიაშვილის არჩევნების წინ, მაშინ, როცა სუს-ის ჩართულობით ებრალიძის გადაყენების საკითხი იხილებოდა, გრფფ-ს პრეზიდენტობა, სწორედ ებრალიძის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვიცეპრეზიდენტს, ბენო თავბერიძეს დაპირდნენ. ამ ყველაფრის დამადასტურებელი მასალები „გურია ნიუსის „არქივში მრავლადაა...

_ მე მაშინ არაფერში არ მიმიღია მონაწილეობა და ამაზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ვინ ჩაერია და როგორ. ბენო თავბერიძე იყო ვიცეპრეზიდენტი და ჰქონდა სრული უფლება, მოეწვია სხდომა, ამიტომ მას ჰკითხეთ ყველაფერი, _ გვითხრა ჩხატარაშვილმა.

ბენო თავბერიძე ამბობს, მას გრფფ-ს პრეზიდენტობის ამბიცია არასდროს ჰქონია და სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების წინ ღიად აცხადებდა, რომ გზა ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმოთ:

_ მე ვიყავი მოადგილე. პრეზიდენტი გადადგა და ვასრულებდი მოვალეობას, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას თავბერიძემ.

_ გადადგა თუ გადააყენეთ?

_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. არც პრეზიდენტობა მინდოდა და არც არაფერი. 60 წლის კაცი ვარ, ეს ამბიცია არასდროს მქონია. ყოველთვის ვამბობდი, რომ გზა ახალგაზრდებისთვის უნდა დაგვეთმო, _ გვითხრა თავბერიძემ.

_ გინდა გვითხრათ, რომ დავით მუჯირი ახალგაზრდა კადრია?

_ 58 წლისაა _ ახალგაზრდაა, აბა რა! მას დიდი ავტორიტეტი აქვს ფეხბურთში, დიდი გამოცდილება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელია და სწორედ ამიტომ დააყენეს კლუბებმა მისი კანდიდატურა, _ ამბობს თავბერიძე, რომელიც გამორიცხავს, რომ დავით მუჯირის კანდიდატურის დაყენებაში წვლილი მისმა შვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დავით მუჯირმა (უმცროსი) შეიტანა.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის მიერ დახარვეზებულ დოკუმენტაციას, თავბერიძე ჩხატარაშვილისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის და ამბობს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს:

_ ფედერაციაში გადავაგზავნეთ დოკუმენტები და გვითხრეს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რადგან არასწორად იყო დოკუმენტაცია წარმოდგენილი. განცხადებით შევედით გენერალურ სამდივნოსთან უკვე და ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება არჩევნები, _ ამბობს თავბერიძე.

მისივე თქმით, ყველაფერი იური ჩხაიძის გამო მოხდა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა:

_ ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ბასას“ პრეზიდენტის, იური ჩხაიძის გამო მოხდა ეს. მას არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება, თუმცა მაინც მიიღო(?!) და ამიტომ ჩაიშალა ყველაფერი, _ აღნიშნავს თავბერიძე.

ის, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, ჩვენთან საუბრისას არ უარყოფს დიმიტრი (დავით) მუჯირი. მისი თქმით, ამის 2 მიზეზი არსებობს _ „ერთ-ერთი სუბიექტის, არალეგიტიმურობა და აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის მიერ წარმოდგენილი ძველი დოკუმენტაცია“.

მუჯირი ამბობს, რომ ახალი არჩევნების თარიღს გენერალური სამდივნო განსაზღვრავს. ერთხელ არჩეული და ისევ კანდიდატი მუჯირი შვილთან დაკავშირებულმა კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ შეურაცხყოფასაც არ მორიდებია და არაკომპეტენტურობაში დაგვდო ბრალი.

_ ბატონო დავით, როცა თქვენი კანდიდატურა წამოაყენეს, ბევრი შეკითხვა დაისვა. ითქვა, რომ ეს თქვენი შვილის დამსახურებით მოხდა. მით უმეტეს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო, ყველას ახსოვს პროცესში სუს-ის ჩართულობა, გრფფ-ს წევრების კაბინეტებში დაბარება, ზეწოლა და უფრო მეტიც _ ებრალიძის გადაყენების სანაცვლოდ ბენო თავბერიძეს პრეზიდენტობასაც კი პირდებოდნენ..

_ ეს ამბავი პირველად მესმის და არც მაინტერესებს, რომ იცოდეთ.

_ რომელი ამბავი გესმით პირველად _ ის, რომ არჩევნებში სუ-სი იყო ჩართული?

_ მე რატომ მეკითხებით ამას?

_ იმიტომ, რომ თქვენი კანდიდატურა ახლა გამოჩნდა, მანამდე სხვა პირდებოდნენ. თქვენ როდის გაგიჩნდათ გრფფ-ს პრეზიდენტობის სურვილი?

_ ჩემი კანდიდატურა გამოჩნდა იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის წვერებს.

_ უკონკურენტოდ?

_ ვისაც უნდოდა, იმას წარმოედგინა კანდიდატურა _ რა ჩემი საქმეა. მე წარმადგინეს გურიის ფეხბურთი ფედერაციის წევრებმა და განვაცხადე თანხმობა.

_ თქვენი შვილის დამსახურება არ ყოფილა თქვენი კანდიდატად დაყენება?

_ ჩემი შვილი არ შუაშია? იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.

_ გენერალური მდივანი რომაა, ამიტომაც გეკითხებით...

_ ჯერ ერთი, მე დავით მუჯირი ვარ და მეორეც _ ის ჩემი შვილია 38 წელია და აქამდე მე ვიყავი მამა, ჩემი დამსახურებით და ის რა შუაშია, ვერ გავიგე.

_ მას საკმაოდ მაღლი თანამდებობა აქვს ფეხბურთის ფედერაციაში და არ არის გასაკვირი, რომ მისი ინტერესები კლუბებმა გაითვალისწინონ...

_ რა შუაშია ფეხბურთის ფედერაცია ამ შემთხვევაში? რანაირ შეკითხვას მისვამთ? არჩევნებთან რა ხელი აქვთ?! მე გურიის ფეხბურთის ფედერაციის სრულუფლებიანმა წევრებმა წარმადგინეს. საერთოდ, კომპეტენტური ხართ, ასეთ შეკითხვას რომ მისვამთ? მე მგონი, რომ არ ხართ!

_ რატომ შეგეპარათ ჩვენს კომპეტენტურობაში ეჭვი?

_ შეკითხვის დასმის გამო. რა შუაშია ჩემ არჩევნებთან გენერალური მდივანი და ფეხბურთის ფედერაცია?

_ იმ შუაშია, რომ ინფორმაცია, რომელიც, როგორც ამბობთ, თქვენ არ იცით, ჩვენს არქივში მრავლადაა. კობიაშვილის არჩევნების დროს გრფფ-ს პრეზიდენტის გადაყენებაში არა თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სუსი-ც კი ერეოდა...

_ რაში მაინტერესებს ეგ ამბავი. ინტრიგნები ხართ, ვიღაცა ხართ, _ გვითხრა მუჯირმა.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები უმცროსს დავით მუჯირთანაც გადაგვემოწმებინა, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ტელეფონის ნომერი მიუწვდომელი აღმოჩნდა. 




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...