მოსახლეობა წინაპრების სასაფლაოებს შლის და ყიდის

მთავარი თემა

მოსახლეობა წინაპრების სასაფლაოებს შლის და ყიდის

14 მარ. 2019, 13:42:24

ბოლო დროს ხშირია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასაფლაოები იქურდება. როგორც გავარკვიეთ, ძირითადად, საფლავებზე ლითონის კონსტრუქციებს ჭრიან.

მსგავსი სიტუაცია ქვეყნის ყველა რეგიონშია და გამონაკლისი არც გურიაა. ბოლო სამ თვეში, საფლავების გაქურდვის ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

რამდენიმე გაძარცვული საფლავი "გურია ნიუსმაც" აღმოაჩინა. იმის გარკვევაში კი, იყო თუ არა პოლიციაში შეტყობინება შესული და რა ეტაპზე იყო გამოძიება, აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე სასაფლაოზე, ლითონის ნაკეთობა ჭირისუფალს მოეხსნა.

_ ბავშვებისთვის საჭმელი არ მქონდა და სხვა გზა რომ ვერ ვიპოვე, მამაჩემის სასაფლაოზე ალუმინის ღობე მოვხსენი, ჩავაბარე და შვილებს საჭმელი მოვუტანე, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ოჯახის წევრების მიერ სასაფლაოს ღობეების ჩაბარების რამდენიმე ფაქტის შესახებ გვიამბეს ჯართის მიმღებ პუნქტშიც:

_ როცა ჯართს ვიბარებთ, ჩამბარებლის მონაცემებს ვიწერთ, პირადობის მოწმობის ასლს ვიტოვებთ, რადგან პოლიციაც ხშირად გვამოწმებს. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა სასაფლაოს ღობე ოჯახის წევრებმა ჩააბარეს, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში.

აქ ისიც გავარკვიეთ, რომ მოსახლეობა ჯართში საოჯახო ნივთებსაც აბარებს:

_ შიმშილის ზღვარზეა ხალხი და თავის გადარჩენას ცდილობენ. ბოლო პერიოდში, ძირითადად, საოჯახო ნივთებს გვაბარებენ _ ტაფებს, ქვაბებს, ჭიქებს. ცოტა ხნის წინ ერთმა მოქალაქემ საწოლის რკინის ფეხები მოიტანა. მე იატაკზე დავწვები, ოღონდ ჩემს შვილიშვილებს პური მივუტანოო, _ გვიყვებიან ოზურგეთში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში.

აღსანიშნავია, რომ ეს სიტუაცია გურიის სამივე მუნიციპალიტეტშია და რთულია, გამოყო, სად უფრო რთული მდგომარეობაა. ფაქტია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პროდუქტებზე და წამლებზე ფასები, პრაქტიკულად, გაორმაგდა:

_ ნისიებზე ვმუშაობთ. ხალხს ფული არ აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, _ ამბობენ მაღაზიის გამყიდველები.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი უკიდურესად ღატაკი ოჯახია გურიაში, არ არსებობს.

ტერმინი _ "უკიდურესად ღატაკი", სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზიდან 2012 წლის შემდეგ გაქრა.

სააგენტოში ამბობენ, რომ სისტემა შეიცვალა და ქულების მინიჭება, რის მიხედვითაც ადამიანებს დახმარება ეძლევათ, შეიცვალა. თუმცა, ეს სისტემა იმდენად უცნაურად მუშაობს, რომ სოციალურ აგენტებს დღესაც ვერ გაურკვევიათ, როგორ ენიშნებათ დახმარება მოქალაქეებს.

ჩვენი მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ ჩოხატაურის სოციალურ სააგენტოში დახმარების დანიშვნის და ქულების მინიჭების თხოვნით, დღეში 10-15 განცხადება შედის.

გავარკვიეთ ისიც, რომ 100 განცხადებიდან დახმარება შეიძლება მხოლოდ 1 ადამიანს დაენიშნოს.

_ ადრე აგენტს შეეძლო თავისი მოსაზრება დაეფიქსირებინა, მიენიჭებინა სტატუსი _ "ღატაკი" და იმ შემთხვევაში, თუ დახმარება არ დაენიშნებოდა, გამგებელს შუამდგომლობა გაეკეთებინა და დახმარება ინიშნებოდა. დღეს ასე არ არის _ აგენტები მხოლოდ დეკლარაციებს ავსებენ, წერენ იმას, რასაც მოქალაქე ეუბნება, დეკლარაციის ყველა გვერდზე აწერინებენ ხელს განმცხადებელს და ტვირთავენ სისტემაში. ამის მეტი მოვალეობა აგენტს არ გააჩნია. მართლა არ ვიცით, ვის და როგორ უნიშნავენ, რა პრინციპით ხდება ბენეფიციარების შერჩევა. მხოლოდ ის ვიცით, რომ აგენტი არაფერ შუაშია _ თბილისში, სააგენტოში ანიჭებენ ქულებს, _ გვითხრა ერთ-ერთმა აგენტმა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩოხატაურში, სადაც 5 000-მდე მოქმედი კომლი ცხოვრობს,  სოციალურ დახმარებას 1100 ოჯახი იღებს.

2012 წელს დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 2 000-ს აღემატებოდა, თუმცა, სტატისტიკის კლება იმას არ ნიშნავს, რომ სიღარიბე შემცირდა _ პირიქით, ქვეყანაში სოციალური ფონი გაუარესებულია.

_ დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობის შემცირება ქულათა მინიჭების ახალმა სისტემამ გამოიწვია. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა გამოსწორდა, _ აღნიშნავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტები, რომლებმაც ყველაზე უკეთესად იციან, რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში, რადგან სააგენტოში შესულ განცხადებებზე რეაგირება სწორედ მათი მოვალეობაა.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მინიმუმ 5 ოჯახი მაინც იქნება, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "უკიდურესად ღატაკი".

ჩვენ იმის გარკვევაც შევძელით, რომ ამ პატარა მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი _ 1 000-დან 10 000-მდე ქულა 70 ოჯახზე მეტს აქვს:

_ ღატაკი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ბევრჯერ ვყოფილვართ ისეთ ოჯახებში, სადაც საჭმელიც კი არ აქვთ, _ აღნიშნავენ სოციალური აგენტები, რომელთა დიდი ნაწილი თავადაც დასახმარებლები არიან _  მათი ხელფასი 300 ლარამდეა და ამ თანხით მათ სოფლიდან სოფელში გადაადგილებაც უნდა მოახერხონ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების ნაწილს უჭირს:

_ არ ვიტყვი, რომ მოსახლეობას არ უჭირს, თუმცა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ. სამი-ოთხი წლის წინ სოციალური პაკეტი ბიუჯეტში 150 000 ლარით იყო გათვალისწინებული; წელს ეს თანხა 550 000 ლარია. ვცემთ სხვადასხვა სახის დახმარებას _ ეს იქნება მედიკამენტების შეძენა, ოპერაციების თანადაფინანსება და ა. შ., _ გვითხრა კუჭავამ.

ის, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს, იცის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმაც _ ალექსანდრე სარიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სოციალური ფონი მძიმეა. როგორც აღმოჩნდა, იგი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლანჩხუთში, რამდენიმე ოჯახმა წინაპრის საფლავზე ლითონის კონსტრუქცია უკიდურესი გაჭირვების გამო მოხსნა:

_ ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმემ ოჯახის სასაფლაოზე კონსტრუქცია მოხსნა და ჯართში ჩააბარა პურის ფულის საშოვნად. რაც შეეხება სოციალურ ფონს, ამაში გეთანხმებით და ვიცი, რომ სოციალური და ეკონომიური ფონი ჯანსაღი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას, _ გვითხრა სარიშვილმა.

მისივე თქმით,  ზუსტ სტატისტიკას არ იცნობს, თუმცა, ის იცის, რომ მოსახლეობა სოციალური დახმარების დანიშვნისთვის მას ხშირად მიმართავს:

_ ნამდვილად გვაქვს იმის ფაქტები, რომ ჩვენთან მოდიან და გვთხოვენ, რომ გავუწიოთ შუამდგომლობა დახმარების დანიშვნაზე. ეს პრობლემა დგას. რაც შეეხება სტატისტიკას, ვერ გეტყვით, გაზრდილია თუ არა, თუმცა, მუნიციპალიტეტში იგივეა, რაც წინა  წელს იყო. გასულ წელს ერთჯერადი დახმარების გაცემის პროგრამა გვქონდა, წელს მედიკამენტების შეძენაში ვეხმარებით, რადგან ეს უფრო მიზნობრივად ჩაითვალა და მოსახლეობაც კმაყოფილია, _ აღნიშნავს სარიშვილი.

განსხვავებული სიტუაცია არც ოზურგეთშია _ ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების დაპირებები უკეთესი ცხოვრების შესახებ მხოლოდ დაპირებად დარჩა:

_ ჩვენი მერი ხელისუფლებაში იმ დაპირებით მოვიდა, რომ დაგვეხმარებოდა, თუმცა, "ქართული ოცნების" პირველი პირების მსგავსად, მისი დაპირებებიც ტყუილი აღმოჩნდა. ხალხი არავის ადარდებს, ყველა სკამისთვის იბრძვის. მიდით, ოზურგეთის მერიაში, მერთან მიღების დღეს და ნახავთ, რაც ხდება. ატარებენ ხალხს ზევით-ქვევით და სულ ტყუილად. ყველა ერთია, განსხვავება არ არის მათ შორის, _ აღნიშნავენ მოქალაქეები.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კომენტარი ოზურგეთის მერიის პირველი პირებისგან მოგვეპოვებინა და გაგვეგო, რას აკეთებენ შიმშილის პირას მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა, უშედეგოდ _ არც ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და არც მისმა მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.




 ახალი ამბები
  • "ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით"- ჩოხატაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენესჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო  გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი  წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო. როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით. „ეს არის  ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია.  საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია,  მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან ... ...
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...
  • „ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“ _ოზურგეთში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგესდღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომში დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   მათ საფლავებთან თაიგულებით მივიდნენ გურიის  სამხარეო და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის დასაკრებულოს ხელმძღვანელი პირები: გუბერნატორი, ზურა ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი, კოტე შარაშენიძე,  საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.  დაღუპული გმირების:  თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი),   საფლავებთან ასევე მივიდნენ  გურული  ომის ვეტერანები, საქველმოქმედო  ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მონიკა ახვლედიანი და თამარ ლურსმანაშვილი.  ოზურგეთის ცენტრში მათ თავდაპირველად გმირთა მემორიალი შეამკეს. შემდეგ კი იქვე, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს   მიაგეს  პატივი და გვირგვინი დადეს. _12 წელი გავიდა აგვისტოს  ომიდან.  გურიიდან  ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. დილიდან მოვედით  აქ, რათა შევამკოთ მემორიალი. მოვივლით გმირთა  საფლავებს.  დიდება გმირებს! მჯერა, მათი ბრძოლა უკვალოდ არ  ჩაივლის და საქართველო გაერთიანდება, _ თქვა გურიის  გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედამ,  ქალბატონმა  ციური წერეთელმა, როგორც ყოველთვის, ცრემლიანმა ისაუბრა: _ტრაგიკული დღეა, უსაზღვროდ   ტკივილიანი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ღმერთმა ყველა გმირი ნათელში ამყოფოს, ჩემი შვილის თამადობით, _ თქვა  მან. მამას იგონებს გიორგი დამენია, ამჯერად სტუდენტი : _ძალიან რთული დღეა. ვერ  გეტყვით, ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო. თუმცა,  თუ საქართველო კაშკაშებს მსოფლიო რუკაზე, ასეთი გმირების წყალობითაა.  მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, _ გვითხრა გიორგი დამენიამ. აგვისტოს გმირის,  თამაზ ნიკიტინის საფლავის  თაიგულებით   შემკობის მერე, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა მის მეუუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელმაც მორიდებით გამოთქვა  საყვედური იმის გამო, რომ მას და მის მცირეწლოვან ბიჭუნას ოზურგეთში ერთი ოთახი არ  აქვთ, რომ ღამე გაათიონ. _ჩვენ ქუთაისში   გადავედით საცხოვრებლად. აქ თამაზის საფლავია. ძალიან გვიჭირს სიარული. ნება რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ერთი ოთახი  გამოეყო ჩვენთვის სადმე, რომ როცა  ჩამოვდივართ საფლავის მოსანახულებლად, ღამის გათევა შეგვეძლოს, _ უთხრა მან გუბერნატორ ნასარაიას. თავის მხრივ, ზურაბ ნასარაიამ გამოკითხა, თუ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაცია აღნიშნულის თაობაზე ან განცხადებით თუ მიმართა. სოფელ გურიანთაში ეროვნული გმირის, თამაზ ჭიტაძის საფლავის შემკობის შემდეგ, გმირის ბავშვობა გაიხსენეს  მშობელბმა და ახლობლებმა. _ეს უაზრო ომი იყო, ვინც  კი,  სამშობლოსთვის დაიხოცნენ ბიჭები,  გმირებად  რჩებიან,   მაგრამ შეიძლებოდა ამ ომის  თავიდან აცილება, _ საკუთარი  გულისტკივილი  გამოხატა თემურ ჭიტაძის მამამ, თამაზ ... ...
  • გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს (R)გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. „უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა... გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...