პოლიციას „ოქროს მოწმეზე“ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მთავარი თემა

პოლიციას „ოქროს მოწმეზე“ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ

14 ივნ. 2017, 17:14:58

2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა - ბახვი-ჰესის წარმომადგენელს გია კილანავას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებულ გია კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. სამართალდამცავების თქმით, ინციდენტს  ერთი თვითმხილველი ჰყავს, სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უნდა მისცეს.

სისხლის სამართლის საქმეს  ერთი ბრალდებული ჰყავს, რომლის მიმართაც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა და ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მასალების მტკიცებულებების გამოქვეყნება მიმდინარეობს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა "ბახვი -ჰესის" წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გ. დ.-მ მიაყენა.

ბრალდებული შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. თუმცა, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი. რომელიც „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არაა.

ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. დაზარალებული დაკითხული არ არის, ბრალდების მხარე ეყრდნობა გარკვეული მოწმეების ჩვენებებს, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გახორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, ბრალდება არის შეთითხნილი“, _ ამბობს ბრალდებულის უფლებების დამცველი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, მთავარ მოწმეზე გახორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა ჩვენების მისაცემად.

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილის მიმართ, რომელიც “ოქროს მოწმეა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან, მისი დაკითხვის დროს გახორციელდა როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ფიზიკური ძალადობა. მეტიც ის დიაბეტით არის დაავადებული და დაკითხვის პროცესში კომაში ჩავარდა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევა გახდა აუცილებელი.

ხ.ტ. პოლიციამ ჩამოართვა პირადი ავტომობილი და ის ინციდენტის დღიდან დღემდე პოლიციაში იმყოფება, ამის გამო დათუნაშვილმა დახმარებისთვის მიმართა ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც, რომელსაც წერილი თავისივე ხელით გადასცა, ოზურგეთში ერთ-ერთი შეხვედრის დროს; მიმართა მის ბიუროს, თუმცა პასუხი დღემდე არ აქვს.

დეპუტატის ბიუროს უფროსი ლაშა ჭელიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნული პიროვნების მიერ დეპუტატისთვის მიმართულ განცხადებას, მისთვის უცნობია:

ეს პიროვნება დახმარებას ითხოვდა, იყო ჩვენთან მოსული, არჩილსაც შეხვდა, თუმცა პასუხი ჩემთვის უცნობია, _ამბობს ჭელიძე.

ხარიტონ დათუნაშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ არ იცის არ შუაშია მისი პირადი ავტომობილი აღნიშნულ ინციდენტთან:

ასე მითხრეს, რომ ეს ნივთმტკიცებააო, ეს ავტომობილი ჩემი მეუღლისაა, არჩილს (თალაკვაძე, ავტ.) მაგისთვის მივმართე, დახმარება მინდოდა, _ ამბობს დათუნაშვილი.

რაც შეეხება მასზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას, დათუნაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.

ხარიტონ დათუნაშვილის უფლებების დამცველი რუსუდან ქორჩილავა კი „გურია ნიუსთან“ ჰყვება, თუ როგორ სცემეს და რა ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს მოწმეს პირველი ჩვენება:

ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის არის ერთი პატიოსანი ადამიანი, რომელმაც პოლიციის კარი როგორ იღებოდა აქამდე არ იცოდა. ის არის “ოქროს მომწე“, რომლის ენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. არის დიაბეტით დაავადებული, დაზარალებული მისი სიძეა, ოჯახის უახლოესი, რომელიც ჩვენებას არ იძლევა. გამოძიეას ვერავინ მასწავლის, გამოძიება არის ძალიან დაბალ დონეზე ჩატარებული. არ იციან გამოძიება როგორ აწარმოონ. წარმოიდგინეთ, დათუნაშვილი არის ინციდენტის თვითმხილველი, რომელმაც დაინახა როგორ სასიკვდილოდ გაიმტემისი უახლოესი ადამიანი, თუმცა, არ დაუნახავს პიროვნება, რომელმაც გაისროლა. მან დაჭრილი თავისი პირადი ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანა და ცდილობდა სიკვდილს გადაერჩინა. იმყოფებოდა შოკში, არაადევატურ მდგომარეობაში, ამ დროს თავზე ადგება პოლიცია და მიჰყავს ჩქარა ჩვენება მოგვეციო. წაართვეს პირადი ავტომობილი და დღესაც არ აძლევენ, ესეც ზეწოლაა ჩვეულებრივი. არ გამკვირვებია, მიშას დროიდან მოდის ეს და გრძელდება ჩვეულებრივად მოწმეების ცემა-ტყება და მუქარა.

დაკითხვა მოხდა ღამის საათებში პოლიციაში, სადაც ცემეს, ზეწოლა იყო, დედაც აგინეს. დაემართა შეტევა. გეკითხებით ღამის 2 სააზე რა შუაშია დათუნაშვილის მეუღლისა და დედის სახლიდან გამოყვანა და პოლიციაში მიყვანა ჩვენების მისაცემად?“ _ამბობს რუსუდან ქორჩილავა, რომელიც ამბის „ცუდად დამთავრებას“ პროგნოზირებს:

 “პირველი ჩვენებაც აქვს მიცემული რაც იყო პოლიციისთვის სასურველი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი ენით არის დაწერილი ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ ფაქტიურად დაუწერეს მადა ხელი მოაწერინეს, ამას ის  სასამართლოში დააზუსტებს. სიტყვა დაზუსტება აფორიაქებთ პროკურატურაშიც. მე ვნახე დათუნაშვილთან ერთად მთავარი პროკურორი შოთა კვაჭანტირაძეც. რომელმაც უთხრა მას, შენ თუ ჩვენებას შეცვლი, იცოდე ეს კარგად არ დამთავრდებაო. ვუთხარი კი არ შეცვლის დააზუსტებს-მეთქი. რას ჰქვია დააზუსტებსო, _ აფორიაქდა, მესმის მისეს არის “ოქროს მოწმე“, რომელზეც არის ყველაფერი დამოკიდებული. ყველაზე დიდი დანაშაული კი ბოლოს მოსამართლეებს მიუძღვის. შეშინებული მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს,_ამბობს ადვოკატი.

შსს ამბობენ, რომ თუ მოწმის სახით დაკითხულ დათუნაშვილს  პოლიციის მიმართ თუ რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს:

“12 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტის უშუალო მომსწრე .. მოწმის სახით დაიკითხა. მან ითანამშრომლა პოლიციასთან და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა”, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ შსს-ში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხარიტონ დათუნაშვილის დაკითხვა სასამართლოში 22 ივნისს იგეგმება.

ამავე თემაზე: 




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურის 39-ე სპეცუბანზე ხმები უკვე დათვლილიაჩოხატაურის 39-ე სპეცუბანზე, სადაც 28 ამომრჩეველია, 21-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ვასილ ... ...
  • "ათის ხუთ წუთზე პირადად ვურეკავ ირაკლი კობახიძეს" _ ნიკა მელიაგაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვება მის მხარესაა. „მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ნომერი და ვაპირებ ათის ხუთ წუთზე პირადად დავურეკო, იმედია მიპასუხებს. ეს გამარჯვება მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველა გლდანელს, ყველა მუხიანელს. მარტვი არ იყო ამ გამარჯვების მოპოვება და მე ყველაზე ამაყი ვარ ... ...
  • სააკაშვილის საზუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური - კალაძექართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ სამსახურზე იზრუნოს, რადგან უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ. "მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში", — განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო" _ სააკაშვილიმას შემდეგ, რაც მთავარი არხის ეთერში ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს გამარჯვება მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა. „დღეს ისტორიული დღეა, ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ტრიუმფია. ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესური პიროვნებები და ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას საქართველოში არანაირი თანამდებობა არ ... ...
  • ნასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას, სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...