მრავალჯერ გაპიარებული ბახმაროს პრობლემები _ გაზრდილი ფასები და შემცირებული დამსვენებელი

მთავარი თემა

მრავალჯერ გაპიარებული ბახმაროს პრობლემები _ გაზრდილი ფასები და შემცირებული დამსვენებელი

2019 აგვ 2 10:38:45

დაბა ბახმაროში, რომელიც ხელისუფლების მიერ წლებია, მედიით პიარდება, ბევრი პრობლემაა. იმ ფონზე, როცა მთავრობის პირველი პირები ტურიზმის განვითარებაზე, ბახმაროს პოტენციალზე, მის ოთხსეზონიან კურორტად გაკეთებაზე კამერებთან საუბრობენ, ბახმაროში არც გზაა, არც _ წყალი, არც _ კანალიზაცია და არც _ ნორმალური ხარისხის ელექტროენერგია.

ამ ყველაფერს ბინების გაზრდილი ფასები ემატება, რაც უკვე აისახა დამსვენებელთა რაოდენობაზე _ თუ გასულ წელს, ამ დროისთვის კურორტზე 8000-მდე დამსვენებელი იყო, დღეს მათი რიცხვი 5 000-ს არ ცდება.

ბახმაროში კეთილმოწყობილი კოტეჯის 20 დღით დაქირავება 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება. თუმცა, არის კოტეჯები, რომელიც გაცილებით ძვირად ფასობს და 4 000 დოლარადაც კი ქირავდება.

შედარებით მოუწესრიგებელი ოთახების ფასები, რომლებსაც საპირფარეშო ეზოში ან მეზობელთან საერთო აქვს, 400 ლარიდან იწყება და 1 500 ლარამდე ადის.

ამ თანხაში არ შედის ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც კეთილმოწყობილი კოტეჯების შემთხვევაში 200 ლარამდეა, ხოლო შედარებით მოუწესრიგებელ სახლებში _ 100 ლარამდე.

კურორტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც კონკურენციის არარსებობის გამო, სრული დატვირთვით მუშაობს და სადაც ფასები ცნობილი ბრენდის სასტუმროებზე ძვირია _ ერთი ოთახი, რომელშიც 4 საწოლი დგას, 130 დოლარი ღირს. ამ ფასში მხოლოდ დილის შვედური მაგიდა შედის.

ბახმაროში რამდენიმე საოჯახო სასტუმროცაა, სადაც ერთი საწოლის ფასი ერთი ღამით 50-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

_ წარმოუდგენლად მაღალი ფასები და დაბალი სერვისია. ტელევიზიით იმდენჯერ ითქვა, რომ ბახმარო ვითარდებოდა, გვეგონა, რაღაც მაინც დაგვხვდებოდა შეცვლილი, თუმცა, იგივე სიტუაციაა. წყალი გრაფიკით მოდის, დენის სიმძლავრე ისეთი დაბალია, რომ ტელეფონის დამუხტვასაც ვერ ვახერხებთ, _ ამბობენ დამსვენებლები.

"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ დაბალი ძაბვის გამოსასწორებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს:

"ჯერჯერობით, ეს ქსელი არ არის ჩვენი კომპანიის ბალანსზე. იქ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო და სავარაუდოდ, მომავალ წელს გადმოგვეცემა ქსელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, გავუწიოთ დახმარება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ორ დღეში ძაბვა გვქონდეს მომატებული", _ გვითხრეს კომპანიაში.

როგორც გავარკვიეთ, დიდი და პატარა დავითიანის, ვაკიჯვრის, ფიზკულტურის, სატყეოს და ინგოროყვას ქუჩების დამსვენებლებს ყველაზე მეტად უწყლობა აწუხებთ _ ამ ადგილებში, წყალი დღეგამოშვებით და მცირე ხნით მოდის, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

ავარიული ქუჩები თითქმის ყველა უბანშია. განსაკუთრებული პრობლემა კი ჩოხატაურის ქუჩაზეა, სადაც ვერც ერთი სახის ავტომობილი ვერ ადის:

_ ამ ხელისუფლებას რომ მოუსმინო, ბახმარო ვითარდება, კეთდება. არადა, პირიქით. პრობლემები, მოგვარების ნაცვლად, მატულობს. წელს, ჩოხატაურის ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. კურორტზე, სადაც ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისვენებს და რომელსაც მთავრობა სულ აპიარებს, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ, უამრავი პრობლემაა და ეს არავის ადარდებს. აქ არ არსებობს ბანკის ფილიალი, სწრაფი გადარიცხვის აპარატი, არ არის ბენზინგასამართი სადგური, ნორმალური საპირფარეშოც კი არ დგას. სამაგიეროდ, კატასტროფული სიძვირეა. ევროპის ნებისმიერ კურორტზე უფრო იაფი ჯდება დასვენება, ვიდრე ბახმაროში. ბაზარში, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელია, ყველაფერს ორმაგი ფასი აქვს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას დამსვენებლები.

მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და კურორტის დაანონსებული განვითარება იმის საფუძველს აძლევდათ, რომ წელს ბახმაროში განსხვავებული სიტუაცია დახვდებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალობა არ შეცვლილა:

_ 2012 წელს, საზეიმოდ გახსნილი კინოთეატრი წლებია, უფუნქციოდაა. პატრონი არ ჰყავს და იშლება. ეს ხომ კერძო პირის მიერ არ აშენებულა. ხალხის გადახდილი გადასახადებით ააშენეს. მერე რა, რომ სააკაშვილის დროს აშენდა. ხომ აშენდა? ბევრი სახის დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, არავის ადარდებს, _ გვიყვებიან დამსვენებლები.

ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია არ უარყოფს, რომ კურორტზე ბევრი პრობლემაა:

_ გეთანხმებით, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ ვცდილობთ, მოგვარებას. როგორც იცით, გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ, პროექტი ახლა მზადდება და წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემა ერთდროულად, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოგვარდება. უკვე დაზუსტებულია, წყალი ორი მიმართულებიდან წამოვა _ ერთი ფაფარას მთიდან, სადაც წამში 24 ლიტრის დებეტია და მეორე შედრეკილის მთიდან, სადაც 2 ლიტრის დებეტი გვაქვს წამში. ეს მთლიანად უზრუნველყოფს ბახმაროს, _ გვითხრა საჯაიამ.

მისივე თქმით, დამსვენებლის პრეტენზია ბანკის ფილიალის არარსებობის გამო სამართლიანია, თუმცა, კერძო კომპანიას ისინი ვერაფერს დაავალდებულებენ:

_ ჩვენ ყველა ბანკს მივწერეთ წერილი. ერთადერთი, "ლიბერთი ბანკი" გამოგვეხმაურა, რომლის მობილური მანქანა კვირაში ორჯერ _ სამშაბათს და პარასკევს ამოდის, თუმცა, ვეთანხმები მოსახლეობას, რომ ეს საკმარისი არაა. ბენზინგასამართი სადგურის არარსებობაც პრობლემაა, მაგრამ ამაშიც ვერ ჩავერევით. რაც შეეხება კინოთეატრს _ წლების მანძილზე ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ, თუმცა, ჯერჯერობით, ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. არადა, კარგად იმუშავებდა. საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც რამდენიმე ტიპის გასართობი კუთხის მოწყობა შეიძლება, რაც განსაკუთრებით უამინდობის დროს იმუშავებდა და ჩვენც შემოსავალი გაგვეზრდებოდა, თუმცა, როგორც გითხარით, ამას ვერ ვახერხებთ. გვესმის დამსვენებლების პრეტენზიები, მაგრამ შენობა ჩვენი არ არის და არამიზნობრივ ხარჯს ვერ გავწევთ მის გასაკეთებლად, _ ამბობს საჯაია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნიკა ქამუშაძის თქმით, ყოფილი კინოთეატრის შენობა საპრივატიზაციო ობიექტებს შორისაა:

"მოგახსენებთ, რომ კურორტ ბახმაროს ტურისტული პოტენციალის ამაღლების და ორსეზონიან კურორტად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს საპრივატიზებო პაკეტების მოსამზადებლად და ინვესტორებისთვის წარსადგენად. ამ მიზნით, სააგენტომ უკვე მოახდინა ბახმაროში 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის, სასტუმროების, კომერციული ფართების და სპორტული მოედნების მშენებლობა.

კურორტზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებაზე და დღეის მდგომარეობით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. საპრივატიზებო ობიექტებს შორის, ასევე, არის 28.24.21.399 (ყოფილი კინოთეატრი) კოდით რეგისტრირებული 2 816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი", _ გვითხრა ქამუშაძემ.

 სანამ სააგენტო ინვესტორების მოძიებას განაგრძობს, მანამ, კურორტის დირექტორი უკვე მოგვარებულ პრობლემებზეც აკეთებს აქცენტს:

_ გასულ წელს, თქვენი დახმარებით მოგვარდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და წელსაც, კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა 24 საათის განმავლობაში დგას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა თქვენ და ავთანდილ თალაკვაძეს გადაგიხადოთ. სრული დატვირთვით და 24 საათის განმავლობაში მუშაობს კლინიკის _ "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" ფილიალი, _ ამბობს საჯაია.

პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და დაგეგმილ პროექტებზე კომენტარი ჩოხატაურის მერმაც გააკეთა:

_ ბახმაროს ბაზრის ტერიტორია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც წელს გადმოგვეცა და მომავალი წლისთვის ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. რაც შეეხება გზებს, გეთანხმებით, რომ პრობლემებია, თუმცა, კურორტზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა მიმდინარეობს, ასევე, მომავალ წელს უნდა გაკეთდეს კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც, გზების ასფალტირებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. ახლა, ვცდილობთ გზები ისე მოვასწერიგოთ, რომ გადაადგილების პრობლემა არ იყოს. ვიცი, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა ჩოხატაურის ქუჩაზეა. პირადადაც ვიყავი ასული. ამოსაჭრელია ერთი მონაკვეთი და მიმდინარეობს მოლაპარაკება გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ მათი ზედამხედველობით, მდინარე ბახვის წყლიდან ამოვიღოთ ინერტული მასალა და დროულად მოვაწესრიგოთ ჩოხატაურის ქუჩა, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

რამ განაპირობა დამსვენებლების სიმცირე კურორტზე, რომლის განვითარების ანონსით ხელისუფლებას მთავრობის სხდომებზე თავი მოაქვს, მერი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

_ ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი ამინდებია _ პრაქტიკულად, მთელი ივლისი წვიმები იყო და ბახმაროში ძალიან ციოდა. ასევე, ერთ-ერთ მიზეზად ბინების სიძვირე შეიძლება დავასახელოთ. გეთანხმებით იმაშიც, რომ ბახმაროს ცნობადობის გაზრდამ, ამ წუთში, გადააჭარბა კურორტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები მოკლე ვადაში აღმოიფხვრას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...