"მთავარ პროკურორს _ რა უშლის ხელს „ლაზიკა კაპიტალის“ დაზარალებულად ცნობას?!"

gurianews.com

მთავარი თემა

"მთავარ პროკურორს _ რა უშლის ხელს „ლაზიკა კაპიტალის“ დაზარალებულად ცნობას?!"

2017 ოქტ 17 18:00:53

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პროკურატურას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართავს და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ინფორმაციის მიღებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა განხორციელებული, რას გულისხმობს საქმეზე ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, უნდა ჰქონდეს თუ არა გამოძიებას ობიექტურობის პრეტენზია, როდესაც საქმეს განიხილავს ის პროკურორები და გამომძიებლები, რომელთა მიმართაც არსებობს მიკერძოების თაობაზე კომპანიის დასაბუთებული პრეტენზიები. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, ინფორმაციისნ მოწოდებას, თუ რა შემაფერხებელი გარემოებებია, რომელიც ხელს უშლის კომპანიის საქმეზე დაზარალებულად ცნობას.

ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევისა და მისი საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ისინი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ ზ/აღნიშნული გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს. ამიტომაც, ორგანიზაცია ს.ს.  „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოების ფაქტებზე საუბრობს და ბიზნესის წინაშე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიებას კიდევ ერთხელ, დაუყოვნებლივ მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საგამოძიებო უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და საქმის ტერიტორიულ ორგანოში ხელმეორედ დაბრუნების ფაქტზე სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ორგანიზაციამ საპასუხო პოზიციად მიიღო, რომ საქმეზე მიმდინარეობს ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოძიების გამჭვირვალობა მიღწეული ვერ იქნება, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებებსა და საზედამხედველო უფლებამოსილებას ის პირები ახორციელებენ, რომელთა მიმართაც, კომპანიის პრეტენზიებს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ამჟამადაც სწავლობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, არ არსებობს დამაჯერებელი ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის, გამოძიებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოკვეთილია იმ პირთა სავარაუდო წერეც, რომელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ფინანსური დანაშაულის ჩადენისას იკვეთება.

ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს "ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

 ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა მიწოდებულ იქნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქმიან წრეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ორგანიზაციის შუალედური ანგარიში და გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, უკვე მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს, ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგის პროცესს", _ ნათქვამია წერილში.


ნახვა: 148


 ახალი ამბები
  • ,,როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ მაძღარი ხარ, ცოტა უცნაურია“ _ სოსო ცინცაძეექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცინცაძე აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი იმ მაუწყებლის შესანახად, რომლის არსებობა საზოგადოებისთვის  უმნიშვნელოა. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩუმად რომ გაუქმდეს, ვერავინ გაიგებს, რომ აღარ არსებობს. მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, ხალხმა იცის, რომ ტელევიზია 50  მილიონი ლარით ფინანსდება და კიდევ აძლევენ დამატებით მილიონებს და თანაც საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან.  საზოგადოებრივ მაუწყებელს  CNN -თან შედარებით 4-ჯერ მეტი შტატი აქვს. პირველმა არხმა 80 მანქანა შეიძინა ახლა და CNN- ს საერთოდ არ ჰყავს მანქანები, იქ ბიუჯეტის ფულით მანქანებს არ ყიდულობენ. ეს ფული პირველი არხის დირექტორს არ სჭირდება, მთავარია, თანხა არ წაიღონ კერძო ტელევიზიებმა. შემთხვევითი კი არ იყო ნინო ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მწვავე საუბარი. ვისაც უჭირს, ის გრძნობს მეტ საშიშროებას. უცნაურია, როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ შენ მაძღარი ხარ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ როლში გამოდის და ამბობს, თანაც ჩხუბით, ბრაზით _ ინტრიგანი ხარ, რადგან ამბობ, რომ გშიაო. ვინ იცის უკეთესად ვის შია, კობახიძემ თუ წვრილმა მედიასაშუალებებმა? კობახიძემ უკეთ იცის რა დღეშია დღეს მედია?  რა ელით მათ ამ კანონის მიღებით? ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტშიც დარღვეულია ერთიანობა  და გუშინ კობერიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ახალი ფული კი არა იმ 50 მილიონს რაში ხარჯავს მაღლაფერიძე ესეც გასაკვირიაო“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციების მიუხადავად, პარლამენტში ვეტოს დაძლევას პროგნოზირებენ. მედიაორგანიზაციები კი პარლამენტის წევრებს მიუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფლებამოსილებების გაზრდა კერძო მედიასაშუალებებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ... ...
  • ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს-მ "გურია ნიუსთან" განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა ... ...
  • რატომ დაიბარეს გუბერნატორები პარლამენტშიჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების ... ...
  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

ინდური „კომფორტი“

ცნობილია, რომ ინგლისელთა მმართველობის დროიდან...

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...