"მზარდი პანდემიის პირობებში დაცული არავინაა!"

მთავარი თემა

"მზარდი პანდემიის პირობებში დაცული არავინაა!"

12 სექ. 2020, 14:20:07

რამდენიმე დღეა, რაც გურიამ "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები რეგიონში დღითიდღე მატულობს.

ამ დროისთვის ცხელ წერტილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ სოფელი ქვენობანი, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ ლაითური, ასკანა და ნასაკირალი წარმოადგენს, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.


რას უკავშირდება ფაქტი, რომ ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების დაწყებიდან თითქმის ნახევარი წლის მანძილზე რეგიონში ვირუსი არ დაფიქსირებულა, ამის გარკვევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსთან, ლიკა ჯაბიძესთან შევეცადეთ:

"შეიძლება კონტროლის მექანიზმია კარგი, ხდება შემთხვევების, კონტაქტების კვლევა. საქართველოში ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. ეს ერთეული შემთხვევები არაფერს განაპირობებს. უბრალოდ, ადამიანები იცავენ უსაფრთხოების წესებს, კარგად მუშაობენ სპეციალისტები და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა ეს შედეგი. კარგი იქნება თუ მეტი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება", _ გვპასუხობს ჯაბიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი იმპორტირებული შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 1700-მდე ადამიანს აქვს დადასტურებული, რომელთაგან 19 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

მსოფლიოში კი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.

ინფექციის სიმპტომებია ცხელება, ხველა, ყელისა და თავის ტკივილი.

კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ბათუმში 2-დღიანი შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან, რომელსაც "გურია ნიუსიც" ესწრებოდა.

როგორც შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პანდემიები, ომებთან ერთად, ყველაზე დიდი გამოწვევაა:

"დღეს განსაკუთრებული ვითარებაა. პანდემიები, ომებთან ერთად, არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზის და გადაწყვეტილებების საფუძველი და საგანია.

ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე დიდი გამოწვევაა ახლად წარმოშობილი ინფექციები. ამ პატარა ვირუსმა ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა კაცობრიობას. ასეთი ვირუსები ყოველ წელს ჩნდება. განსაკუთრებით, 21-ე საუკუნეში, რასაც უკავშირებენ კლიმატის ცვლილებას, რომელიც ხელს უწყობს ბევრ მუტაციას და შესაძლოა, გახდეს ახალი ინფექციების წყარო. ყველაზე დიდი მკვლელია აივ ინფექცია _ შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი", _ ამბობს გამყრელიძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექცია აზიანებს ყველა ორგანოს:

"თუ ადამიანი ჯანმრთელია, მას ადვილად გადააქვს ეს ავადმყოფობა, მაგრამ თუ რაიმე სახის დაავადება აწუხებს, მაშინ _ რთულად. ტოვებს ფილტვის, თავის ტვინის და ორგანიზმის სხვა ნაწილების პრობლემებს. ინფექციისგან განკურნებული ადამიანები 3 თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდნენ, რომ ზუსტად დადგინდეს, დატოვა თუ არა კოვიდინფექციამ რაიმე სახის კვალი. შესამუშავებელია პროგრამა", _ განაცხადა ცერცვაძემ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც უსიმპტომო პაციენტების მდგომარეობაც მძიმდება:

"არის შემთხვევები, როდესაც უსიმპტომო პაციენტები მძიმდებიან. ვცდილობთ, პაციენტი იყოს 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ. არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა და მართვა. ვინც გადაიტანა კოვიდი, მას უვითარდება ანტისხეულები და თუ ასეთი პაციენტის სისხლი გადაესხმება ინფიცირებულ პაციენტს, ის ინფექციას გაანეიტრალებს. ასეთი შემთხვევა საქართველოში რამდენიმე იყო", _ აღნიშნა ცერცვაძემ.

ამ ეტაპზე არ არსებობს ეტიოტროპული მკურნალობა და ვაქცინა გამოცდის რეჟიმშია. პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით, დაინფიცირების რისკი მაქსიმალურად მცირდება.

ექსპერტების თქმით, პირბადე ვირუსისგან ადამიანს 95%-ით იცავს, დისტანციის დაცვა და ასევე, დისტანციური, ონლაინ მუშაობა _ 30%-ით.

ამ დროისთვის, ადამიანებს არ აქვთ დაავადებასთან საბრძოლველად სათანადო იმუნიზაცია.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, სწრაფად მზარდი პანდემიის პირობებში არავინაა დაცული, თუ ყველას არ დავიცავთ.

ახალი ვაქცინის შექმნის ბედს წყვეტს სამი ძირითადი ფაქტორი:

ავადობის შემცირების უნარი და ვაქცინის გამოყენების სარგებელი, პოსტვაქცინური გართულების განვითარების რისკი და შესაძლო ზარალი ვაქცინისგან, ვაქცინის ღირებულება და ეკონომიკური სარგებელი.

ვაქცინის გამოყენებაზე დანახარჯი ნაკლები უნდა იყოს დაავადების მკურნალობის ხარჯებზე.

დანახარჯები ნებისმიერ ვაქცინაზე (რომლის ეფექტურობაც დადასტურებულია), დაახლოებით, 10-ჯერ მცირეა ინფექციური დაავადების სამკურნალო დანახარჯებზე. თუმცა, ახალი ვაქცინის მცირე დროში შექმნასა და მის სანდოობაზე ინფექციონისტების აზრი იყოფა.

ლევან რატიანმა "იმედის" გადაცემაში _  "ანატომია", კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით წარმოების გამო, პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება:

"ვემხრობი იმ ადამიანების ჯგუფს, როგორც რიგითი ექიმი, რომ 6 თვე არ არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც შეიქმნება პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალება, რასაც ე. წ. ვაქცინას ვეძახით. მინიმუმ, 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა", _ განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა შვეიცარიელი მეცნიერების მოსაზრებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კაცობრიობას არ დასჭირდება, რადგან მის შექმნამდე ვირუსს ადამიანის იმუნიტეტი გაუმკლავდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი, ლიკა ჯაბიძე მიიჩნევს, რომ მსგავს პოზიციებს სათანადო არგუმენტებიც სჭირდება:

"ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ, ვინც თავის მოსაზრებას აფიქსირებს, რაღაც არგუმენტირებულად უნდა თქვას. იმუნიტეტი უმუშავდებათ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირდნენ, ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, ან თუ აქვთ მიღებული ანტისხეულები", _ განმარტა ჯაბიძემ.

ლიკა ჯაბიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად ბევრი მეცნიერი, მწარმოებელი და ექიმი ერთიანდება. გაერთიანებაში საქართველოც ერთვება.

"ეს იქნება გაერთიანება ფონდის, მწარმოებლების, მეცნიერების, ექიმების, რომლებიც ქმნიან ვაქცინას დაავადების ელიმინაციის მიზნით. ძალიან დიდი ძალისხმევა იდება იმაში, რომ სწრაფად შეიქმნას ვაქცინა. უნდა შეფასდეს რისკები _ არც ერთი ვაქცინა არ იქნება გამოყენებული, რომელიც არ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების მონაცემებს და არ იქნება ეფექტური. როდესაც გაქვს კარგად იდენტიფიცირებული გამომწვევი, ყველა ეცდება მისაღებ დროში შექმნას მაქსიმალურად ეფექტური ვაქცინა. საქართველო თვითონ არ აწარმოებს ვაქცინას, მონაწილეობს ამ გაერთიანებაში. მას თავისი ვალდებულებები ექნება და გაერთიანებასაც თავისი ვალდებულებები ექნება საქართველოს წინაშე. დაიდება ორმხრივი ხელშეკრულება", _ განაცხადა ჯაბიძემ.

მანამდე კი, ვიდრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად ცდილობს პანდემიასთან გამკლავებას და შესაძლოა, ითქვას, რომ წარმატებულადაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მზარდი შემთხვევების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და ბათუმის ჩაკეტვის საშიშროება არ დგას:

"ჩვენი მთავარი მიზანია, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ინფექცია არ გაქრება 5-6 თვე, წელი, წელიწადნახევარი. უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა და არ მოისპობა, სანამ ვაქცინა არ იქნება. გაფართოებული ტესტირება არის ერთ-ერთი მთავარი, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ადამიანთა იზოლაცია", _ განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმითვე, გურიას ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებაში იმერეთის სამმართველო ეხმარება.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...