"ნათესაური კამათი" თუ "ხელჩართული ჩხუბი" ზღვისპირეთში უკანონო მშენებლობებზე თვალის დახუჭვის გამო

მთავარი თემა

"ნათესაური კამათი" თუ "ხელჩართული ჩხუბი" ზღვისპირეთში უკანონო მშენებლობებზე თვალის დახუჭვის გამო

2019 ივნ 3 11:43:59

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სრული განუკითხაობაა _ იღებენ "ატკატებს", ფარავენ დანაშაულს, არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს", _ ყვება "გურია ნიუსის" წყარო, რომლის მტკიცებით, ურეკში, შავიზღვისპირა ზოლში, უკანონო მშენებლობების ბუმია, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავს:

_ ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. თითქმის ორი წელია, ერთი ჯარიმაც არ დაუწერია ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა ხდება ზღვისპირეთში. უფრო მეტიც _ მშენებლობები 110-მეტრიან ზოლში, რეკრეაციულ ზონაში მიმდინარეობს, თუმცა, ამაზე თვალს ხუჭავენ. ეს ყველაფერი მერიის პირველმა პირებმაც იციან და სწორედ მათი სიტყვიერი ნებართვით ხდება ამ თემის იგნორირება, _ ყვება წყარო, რომლის კონფიდენციალურობას ჩვენ მისავე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვიცავთ.

მისი თქმით, უკანონო მშენებლობების დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ოზურგეთის მერთან და ვიცემერთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით:

_ ძალიან ბევრი ნაცნობი გვარია, რომლებსაც მერი და ვიცე-მერი მფარველობს. შესაძლოა, ეს რაღაც მოვალეობების გამო ხდება _ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. შემიძლია გითხრათ ის, რომ რამდენიმე თვის წინ ეს ამბები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გენადი კიშინსკიმ გაარკვია და მის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა. გაბრიჩიძემ კიშინსკის გაჩერება მოსთხოვა, რის გამოც ამ ორ შორის, მერიაში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. საქმის გარჩევა ვიცემერის ალექსანდრე სურგულაძის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც კიშინსკის კიდევ ერთხელ ურჩიეს გაჩუმება და შეახსენეს, რომ რიგითი თანამშრომელი იყო, _ ეს ამბავი წყარომ ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ მოგვიყვა, რის შემდეგაც სიტუაციის მოკვლევა დავიწყეთ.

ბუნებრივია, პირველი ადრესატი გენადი კიშინსკი იყო, რომელმაც ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. დუმილი არჩიეს მერიაშიც. ამის გამო "გურია ნიუსმა" სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ კიშინსკი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის მტკიცებულებებს ფლობდა.

განცხადება 10 მაისს შევიტანეთ. როგორც გავარკვიეთ, იმავე დღეს დაიკითხა კიშინსკი, რომელმაც გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა და შესაბამისი მტკიცებულებებიც გადასცა.

მეორე დღეს კი, აჭარის მთავარმა პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, გენადი კიშინსკიმ მედიასთან კომენტარის გაკეთება ისევ არ ისურვა:

_ მიმდინარეობს გამოძიება. მე ჩვენება მაქვს მიცემული და კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ გვითხრა მან.

ამ თემაზე კომენტარის მოპოვება ვერც მერიის პირველი პირებიდან შევძელით _ არც კონსტანტინე შარაშენიძემ და არც ალექსანდრე სურგულაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ერთადერთი, ვინც საუბარს დაგვთანხმდა, ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, შუქრი გაბრიჩიძე იყო, რომელმაც კიშინკისთან კონფლიქტი დაადასტურა:

_ რაღაც გაუგებრობა იყო. როგორც თანამშრომელს, რაღაც დავავალე და არ შემისრულა. ამიტომ ვიკამათეთ, _ ამბობს გაბრიჩიძე.

_ ხელჩართული ჩხუბი კამათია თქვენთვის?

_ არ მომხდარა მსგავსი რამ. რამ მაქვს კიშინსკისთან საჩხუბარი?! როგორც გითხარით, დავალების არშესრულების გამო ვუთხარი საყვედური.

_ ბატონო შუქრი, ამბობთ, რომ თანამშრომელმა მოვალეობა არ შეასრულა. შესაბამისი სამართლებრივი აქტი შედგენილი გაქვთ და კიშინსკი წერილობით გააფრთხილეთ?

_ წერილობით არ გამიფრთხილებია. ნათესავია ჩემი და ვიკამათეთ. სულ ეს იყო.

_ თქვენი ნათესავი ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, ჩხუბით უნდა მოაგვაროთ საქმე? ამასთან ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს _ როგორც გვეუბნებიან, კიშინსკიმ აღმოაჩინა ურეკში უკანონო მშენებლობები და თქვენ შესაბამისი რეაგირების მოხდენა გთხოვათ, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი.

_ კიშინსკი ჩემს გარეშე ვერაფერს გაარკვევდა. მე ვუშვებ თანამშრომლებს ყველგან.

_ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გასვლაზეა საუბარი.. ამასთან, ითქვა, რომ ამ ყველაფრის დამალვაში "ატკატებია" აღებული...

_ მასე ყველაფრის თქმა შეიძლება. ჩვენ ახლა დავიწყეთ გაფრთხილებების გაგზავნა.

_ როცა გამოძიება დაიწყო?

_ მე არაფერი ვიცი გამოძიების შესახებ.

_ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გამოძიებაა დაწყებული. ასევე, დადასტურებული გვაქვს, რომ თქვენ უკანონო მშენებლობის მეპატრონეებს გაფრთხილებები სწორედ გამოძიების დაწყების შემდეგ დაუგზავნეთ...

_ ამ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს, ზოგი მშენებლობის მეპატრონეს ვერც კი მივაგენით. რამდენიმესთან გაგზავნილი იყო და უკან დაგვიბრუნდა. არის შემთხვევები, როცა ქონება გარდაცვლილის სახელზეა რეგისტრირებული და რეალურ მფლობელს ვერ ვპოულობთ.

_ 2 წლის განმავლობაში ერთი ჯარიმაც არ დაგიწერიათ უკანონო მშენებლობებზე, რომელსაც ურეკში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. დაგიჯეროთ, რომ ერთი პირიც ვერ იპოვეთ?

_ ამას მთელი რიგი პროცედურები აქვს. ზოგიერთი 2016 წელს დაწყებული მშენებლობაა.

_ მით უმეტეს, ბატონო შუქრი. თუ 2016 წელს დაიწყო უკანონო მშენებლობა და ამ დრომდე მეპატრონე არ დაგიჯარიმებიათ, გამოდის, მართლაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე...

_ 2016 წელს ურეკი მე არ მეხებოდა...

_ 2017 წლიდან ხომ გეხებათ?! თუ თქვენმა წინამორბედმა თვალი დახუჭა, თქვენ რას აკეთებთ ორი წლის განმავლობაში?

_ ვმუშაობთ, ვეძებთ იმ პირებს, რომელებიც აშენებენ და უკვე დავაგზავნეთ გაფრთხილებები, _ ამბობს ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

გაბრიჩიძის ბრალდებები კატეგორიულად უარყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა ჭანუყვაძემ:

_ ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინოს ბატონმა შუქრიმ. უამრავი ჯარიმა გვაქვს დაწერილი ჩემს პერიოდში, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.

ამ თემაზე ერთთვიანი მუშაობის პერიოდში "გურია ნიუსმა" შეძლო და ყველა ის პირი იპოვა, რომელსაც შუქრი გაბრიჩიძე, მისივე თქმით, 2 წელია ეძებს და ვერ იპოვა.

ვინ არიან ეს პირები, რა პრივილეგიებით სარგებლობენ და რატომ არ მოხდა მათი დაჯარიმება, ვის და რატომ სთხოვა ოზურგეთის დღევანდელი მერი, 2016 წელს, როცა ‘ქართუში მუშაობდა" არ დაეწერათ უკანონო მშენებლობის გამო ჯარიმა ზღვისპირეთში და რა მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ _ ამ თემაზე "გურია ნიუსის" ჟურნალისტურ გამოძიებას მალე შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • შსს: აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.  „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას. შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“, - აღნიშნა ჭელიძემ.  პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას და იმ სამართალდამცველების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც მათი შეფასებით, უფლებამოსილებას გადაამეტეს.  20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.  20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია ... ...
  • საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს(R)საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისა, როგორიც ტურიზმია, რადგან მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ... ...
  • გადადგეს გახარია! - ავტომობილებით მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო. საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა ,,რესპურბლიკის მოედნიდან" მიემართება. აქციის მონაწილეები  შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.  შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს. გიორგი გახარიას გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს. ისინი სისხლიანი ღამის გამო მოძალადეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.  ... ...
  • რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმაახლახან,  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „გურია ნიუსთან“ საუბარისას შეწირულმა თქვა, რომ საკუთარი სურვილით წავიდა. საზოგადოებაში კი მუდამ, ასეთი დანიშვნა-გათავისუფლებების დროს ისმის კითხვები _   „თუ კარგი იყო, ასე უცებ რატომ ატოვებინებენ თანამდებობას? თუ ცუდი იყო და რაიმე დააშავა, პასუხისმგებლობას რატომ არ აკისრებენ?“ საკადრო პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონებიც ახლავს, თუმცა, საქართველოს მაგალითზე, ძირითადად, ეს არის,  კლანური ჭიდილის  გამოძახილი ან  შეუგუებლობა  ინდივიდთან, რომელიც თამაშის წესებს არ ემორჩილება, არ „ისვრება“. რა მოხდა კონკრეტულ   შემთხვევაში,  რამაც საზოგადოების საკმაო დაინტერესება გამოიწვია და დღეს ოზურგეთში აქტიურად სვამენ კითხვას _ ხომ არ ეხება ეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებას და ზოგადად, „ფაროსანას პროგრამას?“ გავრცელებული აზრი, რომ რაკი საქართველოში 53 მილიონი იყო გასულ წელს  გამოყოფილი ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის,  შეწირული ან წესიერია და შეეწირა მაფიოზურ ორომტრიალს ან კორუფციაში ჩაეფლო და დაატოვებინეს თანამდებობა. თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ მინიშნება მაინც უნდა ყოფილიყო, _ ამბობენ აქ. სეს-ის  გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული გასული წლიდან „ფაროსანას პროგრამასაც“ ხელმძღვანელობდა. ამ გაზაფხულზე კი  ის პროგრამიდან „ჩახსნეს“. პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ანუ სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის მოადგილედ დანიშნეს გოჩა ჯობავა. ის სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი კადრია.  ვიდრე ჯობავასა და შესაწამლი მანქანების მძღოლების დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებდეთ, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეწირულის გათავისუფლების მიზეზი გახდა, ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ. გასულ წელს „ფაროსანას“ პროგრამა სეს-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ხელმძღვანელობდა.  რეგიონში თბილისიდან გამოგზავნილი იყო სამი პირი: თემურ გაბრიჩიძე, თემურ ცქიტიშვილი და გიორგი მირზიკაშვილი და თითოეული,  გურიის სამი  მუნიციპალიტეტის თითოეული  ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა.  როცა ფაროსანას საწინაღმდეგო შეწამვლა დაიწყო,  პირველი და მეორე შეწამვლის შემდეგ, საზოგადოებაში  მკვეთრი უკმაყოფილება იყო და ღიად საუბრობდნენ, რომ  ცხელი ნისლის  შესხურებამ  ხალხს  ბაღ-ბოსტანი უფრო გაუნადგურა, ვიდრე ფაროსანამ. მეორე და მესამე წამლობა კი ბევრად უკეთესი და შედეგიანი გამოდგა.  „გურია ნიუსი“, ხშირად აშუქებდა ბრძოლის ღონისძიებებს, ხალხის შენიშვნებზე ვცდილობდით, სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.  გასულ წელს ხალხში ღიად იყო  გავრცელებული  ინფორმაცია, რომ ხდებოდა შესაწამლ პრეპარატ  „დეციზის“  და დიზელის საწვავის „მოტეხვა“. „გაგვიფუჭეს  ყველაფერი, წყალში  ურევენ ცოტა „სალიარკას“,   წამალს კიდევ უფრო ცოტას და რის ხარისხი ექნება წამლობას?“ _ მუდმივად ისმოდა ხალხში. თუმცა, ამ ყველაფერს, ძირითადად, ხალხის გაღიზიანებას მიაწერდნენ.  ჩვენი წყაროს ცნობით,  ერთგვარი „ჩეპე“, რაც მაშინ  შეწირულის ყურს მიწვდა,  იყო დიზელის საწვავის  გადამალვა, ე.წ. „მოტეხვა“.  ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია  პრეპარატი  „დეციზბლუს“ გადამალვის შესახებ, რომლის ერთი ლიტრის  ღირებულება 75 ლარია.  სწორედ ამის გამო წუხდა ხალხი, რომ შეწამვლა უხარისხო იყო და მხოლოდ ბაღჩეულს თუ ხეხილოვნებს აფუჭებდა.    როცა ჩვენ ვაზუსტებდით ინფორმაციას, რომ შეზავების პროცესში ხომ არ ხდებოდა როგორც წამლის, ისე დიზელის საწვავის მითვისება და ხსნარში წყალის მეტი რაოდენობით შერევა, ანუ რაზეც ხალხში საუბრობდნენ,  ისმოდა პასუხები, რომ  შესაწამლი სპეციალური აგრეგატი ვერ იმუშავებდა, ასევე სპეციალური დოზებით შეზავებული ხსნარის გარეშე და „დაასტუკებდა“. არადა,  როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს აგრეგატი თურმე ჩვეულებრივ წყალსაც  კარგად ასხურებს  სივრცეში. ხმაური მალე მიწყნარდა.  გაბრიჩიძე, ცქიტიშვილი და მირზიკაშვლი დედაქალაქში დააბრუნეს. შემდეგ კი გაბრიჩიძე სეს-ის რეაგირების ჯგუფის უფროსად დანიშნეს. ცქიტიშვილი სპეციალისტად მიავლინეს, მირზიკაშვილი კი სახლში გაუშვეს.  ჩვენი წყაროსავე ცნობით, შეწირულის ძალისხმევით, მაშინ სეს-მა აუდიტი მოავლინა გურიაში, დაკითხეს მძღოლები და  15-დან ხუთი მძღოლი გაათავისუფლეს. მაშინ ამაზე ხუმრობდნენ კიდეც გურიაში _ ვინც აღიარა დიზელის მოპარვა,  დატოვეს სამსახურში, ვინც არა _ გააგდეს და ნეტა, ყველა ერთად მოპარვას როგორ გაბედავდა თუ ხელმძღვანელი არ იქნებოდა წილშიო? თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ჭორს უწოდებდნენ და მაგალითად მოჰყავდათ გაბრიჩიძის დაწინაურების ფაქტი,  ჯგუფის  ხელმძღვანელებს რომ ასეთი რამ ჩაედინათ, როგორ დააწინურებდნენო? როგორც ჩვენი წყარო მაშინ გვეუბნებოდა,  გათავისუფლებულმა  ხუთეულმა არ აღიარა „ჩალიჩი“ და სახლში გაუშვეს.  მთავარი კი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა,  იყო ის,  რომ მეორე და მესამე შეწამვლის შემდეგ გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიება აღმოჩნდა შედეგიანი და ხალხის კმაყოფილებაც გაცილებით დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „გურია ნიუსი“ მაშინ ფლობდა სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას, რაკი საქმე გამოსწორებისკენ წავიდა და შედეგი გაუმჯობესდა, ამასთანვე კონკრეტული პირები ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებდნენ,  ჩვენც არ  ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ხალხი უარესად გაგვეღიზიანებინა. გაზაფხულზე, როცა შეწირული „ფაროსანას პროგრამას“ ჩამოაშორეს, ხოლო მობილური ჯგუფის რეაგირების უფროსის მოადგილედ გოჩა ჯობავა დაინიშნა, მძღოლები, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტიდან დილაადრიან ჩამოდიოდნენ  და თავს იყრიდნენ სოფელ მერიის მექანიზაციის ცენტრში, სადაც შესაწამლი მანქანების დისლოკაციის ადგილია, გავრცელებული ინფორმაციით, ჯობავასა და მძღოლებს შორის მუდმივად იყო კონფლიქტი, რაც ეხებოდა  დილით ძალიან ადრე მოსვლის ბრძანებასა  თუ  ელემენტარული პირობების მოწესრიგებას. მათ სჭირდებოდათ წყალი,  სამექანიზაციო ცენტრის ეზოში სკამები, რომ მუდმივად ფეხზე არ მდგარიყვნენ ღონისძიებაზე გასვლამდე. ჩვენი წყაროს ცნობით, გაბრაზებული მძღოლები მაშინ გურიის გუბერნატორთანაც მივიდნენ და ელემენტარული პირობების უქონლობაზე ესაუბრნენ.  პარალელურად, ჩვენი წყარო გვარწმუნებდა, რომ მექანიზაციის ცენტრში, ჯობავასა და შეწირულის კამათს და უკმაყოფილო საუბარს, რაც მძღოლების საქმეს ეხებოდა, ათი ადამიანი მაინც ისმენდა ყოველდღე.  თუმცა,  მაშინ ჩვენ ეს  ნინო შეწირულმა არ დაგვიდასტურა და საუბრისგანაც თავი შეიკავა.  ასევე, თავი შეიკავა შეწირულმა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ინფორმაციის ირგვლივ _ დასვა თუ არა მან წელს საკითხი, რომ ფაროსანას ინტენსიური შეწამვლა ამ სეზონზე  საჭირო არ არის, რადგან მავნებელი წელს ისე მასობრივად აღარ არის, როგორც შარშან იყო.  თუმცა, მავანთ მაინც ხელს აძლევს კვლავ ადრინდელი ინტენსივობით მოხდეს შეწამვლა. გავრცელებული ხმები  და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ძვირადღირებული დეციზბლუ და შეასხურებენ, რასაც ხარისხი არ აქვს, მცენარის ფოთლებს კი წვავს და აჭკნობს. ამიტომ ხშირად ისმის: „წელს სოფელში არ შემოვუშვებთ მაგათ“,  „ეზოსთან არ გავატარებთ“, „შუკებში არ დაგინახოთ“ და ასე შემდეგ. ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მექანიზაციის ცენტრში მანქანების ავზების დაკაწვრის შესახებ, როცა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, მოპარული არაფერი იყო და რა იყო ამ მავნებლური ქმედების მიზეზი,  ბოლომდე ვერავინ გაარკვია.  „გურია ნიუსი“ მძღოლების საქმესთან დაკავშირებით გოჩა ჯობავას ესაუბრა. კითხვაზე _ რატომ ჰქონდათ მასთან კომუნიკაციის პრობლემა და ბოლოდროინდელი მოვლენები: შეწირულის წასვლა, გურიის გუბერნატორთან მძღოლების ვიზიტი, რა კავშირში იყო მასთან? _ ჯობავამ ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა. _ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერზე გიპასუხებთ. ყველანაირ ინფორმაციას  მოიპოვებთ ვებგვერდზე ან მიმართეთ  სამინისტროს პრესსამსახურს. _ მძღოლებთან თქვენი დაპირისპირების ამბავი ვებგვერდზე წერია? ან პრესსამსახურში გვეტყვიან? თქვენსა და შეწირულს შორის მომხდარ კონფლიქტზეც? _ ბოდიშს გიხდით, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი, შედით ინტერნეტში და ნახავთ, რა ხდება. (?) _ და მაინც, მოხდა თუ არა თქვენსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება ელემენტარული პირობების გაუმჯობესების გამო, რაც შეეხებოდა წყალს, სკამების დადგმას, რომ დროებით  ჩამომსხდარიყვნენ. _ უბრალოდ, სასაცილოა. მე ვინმეს წყალი არ დავალევინე? მათრახიც ხომ არ მეკავა. _თუ ხართ ადგილზე, რომ მოვიდე? _რა ვიცი, დღეს შესაძლოა,  არ ვიყო, ხვალ კი ვიყო ჯვარცხმაში, ზეგ _ თხინვალში. ჩვენ, გურულები მაგრები ვართ.. _ თქვენ გურული ხართ? _მე აჭისწყალელიც ვარ, თხინვალელიც ვარ... ისე, მე, პირადად, ჩემზე შემიძლია გესაუბროთ, სად დავიბადე, ვინ ვარ... _ გვესაუბრეთ... _თბილისში დავიბადე, 1976 წელს. დავამთავრე 85-ე სკოლა. მერე საფრანგეთში  დავამთავრე  უნივერსიტეტი და ახლა ვარ აქ... დიდი ბოდიში... ისწავლეთ, იმუშავეთ ბევრი, ბევრი იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი... (?) ჩვენ, ალბათ, გავიცნობთ ერთმანეთს, _ გვითხრა ჯობავამ. „გურია ნიუსი“  გურიის მხარის გუბერნატორს ესაუბრა სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში  მიმდინარე პროცესების შესახებ და ჰკითხა, ასევე, ნამდვილად იყვნენ თუ არა მასთან უკმაყოფილო მძღოლები. _ მძღოლები ნამდვილად იყვნენ ჩემთან. ისინი ითხოვდნენ  ყოფითი პრობლემის მოგვარებას. ეს შეეხებოდა წყალს, ადგილზე სკამების დადგმას. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ისინი გუშინაც იყვნენ ჩემთან. რაც შეეხება ნინო შეწირულს, ის ძალიან კარგი გოგოა, კარგი ხელმძღვანელია და კარგად მუშაობდა.  მისი გათავისუფლების ამბავი ეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც ვიცი, მან თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. _ბატონო ზურაბ, თუ კარგია, კარგად მუშაობდა, რატომ ხდება ასე, რომ ერთ დღესაც მიდის ხელმძღვანელი, უხდიან მადლობას და ვითომც არაფერი მომხდარა... თან ახლა, როცა ფაროსანასთან  ბრძოლის აქტიური პერიოდია... _ ამაზე  სეს-ში გიპასუხებენ, ალბათ. ვფიქრობ, ნინო შეწირული, თავის სფეროში გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სეს-ის აუდიტის სამსახურის უფროსი,  დავით ბეჟაშვილი გურიის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მედიასთან იკონტაქტებდნენ. როგორც წყარო ამბობს, ის იმის გამო განაწყენდა, რომ რეგიონულ სამმართველოში შემოსვლისთანავე ახალი უფროსი და მისი მხლებლები კედელზე გაკრულ დიპლომს ეჯაჯგუნებოდნენ ჩამოსაღებად (რაც მათგან შეუმჩნევლად, პირადად დავინახე. ავტ.). ჩვენ გვსურდა ამის შესახებ, აგრეთვე, მძღოლების და მანქანების შესახებაც გვეკითხა ბეჟაშვილისთვის, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ერთხელ არ უპასუხა.  შემდეგ სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ, რაც, ასევე, უპასუხოდ დატოვა. როცა კვლავ ვცადეთ დაკავშირება, გვითხრა, სხვაგან  მოხვდითო და ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს დავუკავშირდით, რადგან ის ახლა, როგორც პრესსამსახურში, ქალბატონმა თეა შველიძემ  გვითხრა, საზღვარგარეთ იმყოფება,  რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მისივე თქმით,  ყველა კითხვაზე გვიპასუხებს. ჩვენ ვესაუბრეთ თეა შველიძეს ყველა იმ  თემაზე, რაზეც დღევანდელ სტატიაში ვსაუბრობთ.  თუმცა, როგორც ჯობავამ გადაგვამისამართა, შველიძემ მძღოლების საკითხზე არაფერი იცოდა. _ რაც შეეხება გურიის რეგიონულ სამსახურში განვითარებულ მოვლენებს, ნინო შეწირულის გათავისუფლებას, ფაროსანას პროგრამიდან მის ჩამოშორებას და იქ არსებულ შიდა პრობლემებს, რაზეც ახლა მესაუბრებით,  არაფერი ვიცი და ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. თუ რაიმე კანონდარღვევას და დანაშაულს აქვს ადგილი, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ჩემი კომპეტენცია ეს არ არის. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ფართობი შეიწამლა, როგორ მიმდინარეობს ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებები... კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ზურაბ ჩეკურიშვილმა სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობა ყოფილ უფროსს, კახა თავბერიძეს,  რომელიც აქ ნინო შეწირულის მოსვლამდე მუშაობდა და ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შველიძემ გვითხრა, რომ პირველად ესმის. _ მე არაფერი ვიცი, პირველად მესმის ამის შესახებ. რა მანძილი და მსგავსებაა ცნობილ  „ტრაქტორების საქმესა“  და  მანქანების და მძღოლების საქმეს შორის? მით უფრო, როცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ათ წელზე მეტია, იგივე ხალხი მუშაობს სფეროში ან მის სიახლოვეს.  რატომ დააწინაურეს  პირი, რომლის ჯგუფის უფროსად მუშაობისას აუდიტმა მისივე ქვემდებარე თანამშრომლების მიერ  სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. რას შეეწირა  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის  ნინო შეწირულის თანამდებობა და  იცის თუ არა ყოველივე ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა? _ „გურია ნიუსი“ თემის ირგვლივ მუშაობას განაგრძობს და მასალას მკითხველს მალე ... ...
  • ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 24 ივნისის ბრიფინგს ეხმაურება, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები 0%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება.  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული.  "ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. ე.ი. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე, რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან "გააიასნოს" სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად. ერთი რამ სრულიად ნათელია - ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,"- ამბობს ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...