"ნაციონალებთან" დაახლოებული "ახალი სახე" "ოცნების" ათეულში და პარტიის ორდღიანი დუმილი

gurianews.com

მთავარი თემა

"ნაციონალებთან" დაახლოებული "ახალი სახე" "ოცნების" ათეულში და პარტიის ორდღიანი დუმილი

2017 სექ 21 18:14:14

"ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ათეული ოზურგეთში უკვე დაკომპლექტებულია: სიის პირველი ნომერი დავით დარჩიაა,  მეორე ნომერი _ გიორგი ღურჯუმელიძე; მესამე _ მარიკა ჩხიკვიშვილი; მეოთხე _ ლავრენტი ბიგვავა; მეხუთე _ ქეთი ვასაძე; მეექვსე _ ბახვა დოლიძე; მეშვიდე _ ხათუნა ცერცვაძე; მერვე _ გენო ჩავლეიშვილი; მეცხრე _ ვასილ ჩიგოგიძე. პარტიულ ათეულს გიორგი ჭკუასელი ასრულებს.

როგორც პარტიაში ამბობენ, აქცენტი ახალ სახეებზე და ახალგაზრდებზე გააკეთეს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ შეირჩა ე. წ. "ახალი სახეები" და რა დამსახურებით მოხვდნენ ისინი მმართველი პარტიის ათეულში.

ამ კითხვაზე ორი დღის განმავლობაში პასუხის მიღებას უშედეგოდ ვცდილობდით _ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომლებიც სიის ფორმირებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ამის შემდეგ, წერილობით მივმართეთ "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბს და ვითხოვეთ, დაეკონკრეტებინათ "ვინ შეარჩია პარტიული სია; ვინ ლობირებს თითოეულ მათგანს; როგორ მოხდა  დაკომპლექტება რიგითობის მიხედვით; ვინ არიან ახალი სახეები"

პარტიისთვის გაგზავნილ შეკითხვაში გამოკვეთილი გვქონდა ოზურგეთელებისთვის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა _ როგორ მოხვდა ათეულში ხათუნა ცერცვაძე, რომელიც წყლების განმავლობაში მეუფე იოსების პრესსამსახური, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან დაახლოებული პირი იყო.

ჩაშლილ და დაკონკრეტებულ კითხვაში მოყვანილი გვქონდა  2012 წლის 19 აგვისტოს ბახმაროში განვითარებული მოვლენები _ დღე, როცა მიხეილ სააკაშვილის და რამაზ ნიკოლაიშვილის საპატივცემულოდ, კურორტზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ შეუშვეს, ხათუნა ცერცვაძე "ნაციონალების"  გვერდით იდგა და მეგობრებს ამავე პარტიის მაისურების დარიგებაში ეხმარებოდა.

"ქართულ ოცნებას" ისიც შევახსენეთ, რომ სწორედ ხათუნა ცერცვაძის სახელს უკავშირდება 2012 წელს, შემოქმედის ეპარქიაში, მეუფე იოსებთან "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების საიდუმლო თათბირები.

ამ კითხვებზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პასუხი ორი დღის დაგვიანებით მივიღეთ. "ქართული ოცნებიდან" გვწერენ, რომ "პროპორციული სია პარტიის პოლიტსაბჭომ დაამტკიცა. შესაბამისად, რიგითი ნომრებიც პოლიტსაბჭომ  კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრა. პარტიის გადაწყვეტილებით, პროპორციული სია უმეტესწილად ახალი სახეებით დაკომპლექტდა. ძირითადი აქცენტები ახალგაზრდებზე გაკეთდა. პარტიამ საკრებულოს პარტიული სიის შერჩევისას ძირითადი ორიენტაცია პროფესიონალიზმზე, მათ ახლებურ ხედვებსა და მიდგომებზე გააკეთა. პარტია "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ  წარმომადგენლობითი ორგანო ამ შემადგენლობით მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს".

ცერცვაძესთან დაკავშირებულ კითხვებზე "ქართულმა ოცნებამ" დუმილი არჩია; კომენტარზე უარი გვითხრა თავად ცერცვაძემაც, მისი თქმით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", რომლის კომენტარს, თუკი ის ამ კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სხვა ე. წ. სახეებს, რომლებზეც "ქართული ოცნება" ცერცვაძის მსგავსად დუმილს ამჯობინებს _ მარიკა ჩხიკვიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა, ასევე, ქალაქის მერიაში იკავებდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას;  გენო ჩავლეშვილი _ ა(ა)ი.პ. ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილეა, ქეთი ვასაძე კი  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთას ხელმძღვანელობს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სწორედ ამ კვოტით მოხვდა სიაში მეხუთე ნორმად, რადგან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით მეხუთე ნომრად ჩასვეს.


ნახვა: 2861


 ახალი ამბები
  • თემქაზე მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა. ამ დროისთვის ის საავამდყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • „ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდოდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასამართლოში ჩანიშნული  კიდევ ერთი პროცესი გადაიდო. მოსარჩელე ეკა ნინიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სამსახურში აღდგენას ან ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანას ითხოვს. მოსამართლე მარინა კიკნაძეს  მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, მიხეილ შილაკაძემ, რომელიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ ქალაქ  ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ეკა ნინიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტისას კი _ ავთანდილ მექვაბიშვილი. ორივე გათავისუფლებული პირი ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენას. თუმცა, მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ, ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს. _ ეს არის ორი ერთნაირი საქმე და ამიტომ გვაქვს შუამდგომლობა,  გავაერთიანოთ. ისინი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ითხოვენ აღდგენას, _  თქვა შილაკაძემ. აქვე შევნიშნავთ, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესი  23 აპრილისთვის არის გადადებული. მოსამართლემ  განმარტა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი მოთხოვნაა და სასამართლოს სჭირდება დოკუმენტი.  შილაკაძემ თქვა, რომ შემდეგ  სხდომაზე მტკიცებულებას   წარმოადგენდა. შილაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ. _მოსარჩელე ითხოვს დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.  სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დირექტორიც და მოადგილეც დანიშნულია. ამიტომ ვითხოვთ სასამართლო პროცესში მესამე პირის ჩართვას. მაკა ჭყონია და მისი მოადგილე თამარ ქავზარაშვილი მესამე პირებად უნდა იყვნენ ჩართული, _ განაცხადა მან.  ეკა ნინიძის ადვოკატმა გია ხუროშვილმა  განმარტა, რომ  მათ არ აქვთ პრეტენზია არავის დანიშვნაზე და არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე პირის ჩართვას. ლაშა თავაძის თქმით, ეკა ნინიძე რომ დაინიშნოს, ეს გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დღეს უკვე დანიშნულია. მოსარჩელე ეკა ნინიძემ განაცხადა, რომ მასზე და ავთანდილ მექვბიშვილზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა. _ ჩვენზე,  ჩემზე და ავთანდილ მექვაბიშვილზე,  უკვე მოახდინა მესამე პირმა გავლენა.  სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს, სხვა დანიშნეს და ახლა ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გავლენა მასზე? არსად მიწერია სარჩელში, რომ მე ვითხოვ მოადგილის თანამდებობას,  გათვისუფლებული ვარ უკანონოდ და ვითხოვ სამსახურში აღდგენას, _ თქვა მან. მიშა შილაკაძის განმარტებით,   ტოლფასი თანამდებობა უნდა იყოს შესატყვისი წინა თანამდებობასთან ან დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს იმავე თანამდებობაზე... _რომელ ტოლფას თანამდებობას ითხოვთ? _მიმართა შილაკაძემ მოსარჩელეს. გია ხუროშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა: _ ვიღაც რომ დანიშნულია იქ, არ ნიშნავს იმას, რომ ეკა ნინიძე არ უნდა იქნეს აღდგენილი. მოსამართლე მარინა კიკნაძე დაეთანხმა პროცესის გადადებას, რომელიც 23 აპრილს, ორშაბათს, დღის 1 სათისთვის ჩაინიშნა  და განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, როგორც მექვაბიშვილის და ნინიძის პროცესის გაერთიანებაზე, ისე მესამე პირის ჩართვაზე. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ  მესამე პირის ჩართვა არაფერს შეცვლიდა და მას, შესაძლოა, შეეხოს შედეგი, რომელიც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ ... ...
  • პანკისელებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს შეცდომა აღიაროსახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება გაიმართა. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, აღიარონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა. პანკისელები, ასევე, თემირლანის სიკვდილში დამდაშავე პირების დასჯას და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, _ აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ. სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ ... ...
  • არჩილ მიშველაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალადღეს, თბილისში  16:30 საათიდან 18:30 საათამდე  არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით იკრძალება საავტომობილო მოძრაობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება. როგორც უწყებაში ამბობენ, მოძრაობის დროებით შეჩერების მიზეზი "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცესმორიგი გატაცება გორის რაიონიდან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია, _ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. მესტუმრიშვილი მწყემსია და ის საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

ზაფრანი

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...

როდის რა ვსვათ?

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის...

რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

რა გვაძლევს ენერგიას: 1. წყალი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...

როდის დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა

საშიში სოკოვანი დაავადებების და მავნებელთა...