"ნენა, ნენა...": ყალბი ბეჭედი, არარსებულ ააიპ-ში გაცემული ხელფასები და "კანონდარღვევათა ბუკეტი" ოზურგეთში

მთავარი თემა

"ნენა, ნენა...": ყალბი ბეჭედი, არარსებულ ააიპ-ში გაცემული ხელფასები და "კანონდარღვევათა ბუკეტი" ოზურგეთში

2018 აგვ 31 13:46:04

ოზურგეთის მერის მიერ არარსებული ა(ა)იპ-ის გენდირექტორად დანიშნული პირი, საჯარო რეესტრის მიერ შეწყვეტილი რეგისტრაციის პროცესი, ყალბი ბეჭედი და ბიუჯეტიდან უკანონოდ გადახდილი ათი ათასები _ ასეთია რეალობა ოზურგეთში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

საქმე ეხება საფეხბურთო კლუბ "მერცხალს", რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, არამედ გასულ წელს გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კლუბია და ამდენი ხანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაუქმებული მუნიციპალიტეტის გუნდს აფინანსებს.

თუმცა,  ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაზეც ახლა უნდა გიამბობთ _   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე 22 თებერვალს გამოსცემს #22 ბრძანებას, რომლის საფუძველზე მტკიცდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ს/კ "მერცხალის" წესდების ახალი რედაქცია, რომელიც ეგზავნება საჯარო რეესტრს რეგისტრაციის მიზნით; ამავე ბრძანებით რეგისტრაციაზე უფლება ენიჭება ს. კ. "მერცხალის" დირექტორს მამია გოგუაძეს.

თუმცა,  რეგისტრაციის გახორციელებამდე, 27 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის #806 ბრძანების თანახმად,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ მერცხალის"  გენერალურ დირექტორად ინიშნება მურთაზ აბაშიძე.

შარაშენიძის მიერ ბრძანებით დანიშნული, რეესტრში არგატარებული ა(ა)იპ-ის გენერალურ დირექტორი 9 მარტს მიდის საჯარო რეესტრში და შეაქვს განაცხადი სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების  რეგისტრაციის შესახებ, საიდანაც 12 მარტს მოსდის პასუხი, რომ დოკუმენტებში ხარვეზია და მის აღმოსაფხვრელად ეძლევა 30 კალენდარული დღე. ხარვეზად კი რეესტრმა დირექტორის და გენერალური დირექტორის ფუნქციების გაუმიჯნაობა დაასახელა.

ამის შემდეგ, 15 მარტს, ოზურგეთის მერი საჯარო რეესტრში აგზავნის წერილს, რომელშიც ვკითხულობთ:

"გაცნობებთ, რომ "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის _ მერცხალის" (ს/კ)437064515) წესდების დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის #704 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, საზოგადოებას ჰყავს დირექტორი (მამია გოგუაძე) და გენერალური დირექტორი (მურთაზ აბაშიძე. ისინი ერთად წარმოადგენენ საზოგადოებას", _ წერს კონსტანტინე შარაშენიძე და წერილს თან აბაშიძის დანიშვნის ბრძანებას ურთავს.

თუმცა, ხარვეზი საბოლოოდ მაინც არ აღმოფხვრილა და  შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 12 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ. გასაჩივრების ვადა არც ამ შემთხვევაში გამოიყენეს.

ამის პარალელურად კი მურთაზ აბაშიძე ამზადებს ბეჭედს, რომელსაც აქვს ძველი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ფუნქციონირების დროს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი და ახალი სახელი _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო  კლუბი "მერცხალი". ეს მაშინ, როცა მსგავსი ა(ა) იპი არ არსებობს.

ამის შემდეგ აბაშიძე კლუბში ნიშნავს 15 თანამშრომელს, პირადად აფორმებს მათთან  ხელშეკრულებებს და როგორც კლუბის დირექტორი მამია გოგუაძე ამბობს, აიძულებს მას გასცეს ხელფასები.

გოგუაძის თქმით, ამ ყველაფრის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო და მისთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი, რომ ახალი ააიპი რეგისტრაციაში არ გატარებულა:

_  როგორც კი გავიგე, საქმის კურსში ოფიციალურად ჩავაყენე ოზურგეთის მერი და იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე. ორივე მათგანს ოფიციალური წერილები გავუგზავნე, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია, _ ამბობს გოგუაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მერმა, საკრებულოს სხდომაზე კორუფციაში დაადანაშაულა.

_ ამ ყველაფრის ფონზე მერი მიწოდებს კორუმპირებულს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს მაშინ, როცა არარსებული ააიპ-ის გენერალური დირექტორი დანიშნა, რომელიც ყალბი ბეჭედით ხსნის და ათავისუფლებს ხალხს, ფედერაციაში აგზავნის განაცხადებს, _ აღნიშნავს გოგუაძე და საკუთარი სიტყვების დასტურად გვაწვდის  "მერცხალის" თანამშრომელთა საერთო კრების ოქმს, რომლის თანახმადაც, მურთაზ აბაშიძე მთავარი  მწვრთნელის პოსტზე ნიშნავს აკაკი ათუაშვილს, ხოლო გუნდის უფროსად _ შოთა გიორგაძეს (ასეთი სახის დოკუმენტი მურთაზ აბაშიძეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც აქვს გაგზავნილი).

ეს იმ დროს, როცა გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი _ ხარიტონ ჩხატარაშვილი, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად გაათავისუფლეს და რომელიც, როგორც მთავარი მწვრთნელი, თვეებია, ანაზღაურებას იღებს.

კიდევ ერთი დეტალი _ 3 აგვისტოს, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე მამია გოგუაძეს აბარებს წესდებას და უზუსტებს, რომ ამით უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, წესდება, რომელიც გოგუაძემ თავაძისგან ოფიციალურად ჩაიბარა, რეესტრში არ არის გატარებული.

მურთაზ აბაშიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მან ბეჭდის დამზადების დავალება მერიისგან მიიღო.

ამბობს იმასაც, რომ რეგისტრაციის დროს არსებული პრობლემები იურისტებს უნდა მოეგვარებინათ და ამის შესახებ საქმის კურსში მერიც იყო და იურიდიული სამსახურის უფროსიც:

_ რა მექნა _ არ უნდა დამემზადებინა ბეჭედი? მერიამ მითხრა, წადი და დაამზადეო... აბა, ზედამხედველი ხომ არ ვიქნებოდი სტადიონზე?! _ გვითხრა აბაშიძემ, რომელიც კითხვაზე, რატომ სარგებლობს ყალბი ბეჭდით, ასე გვპასუხობს: "ნენა, ნენა..."

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური უფროსი ლაშა თავაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს, რომ "მერცხალთან" დაკავშირებით პრობლემებია:

_ კი, გიდასტურებთ, რომ რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ გამოსწორებადია, _ ამბობს თავაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბეჭედი ყალბად ვერ ჩაითვლება, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართალმემკვიდრეა.

კითხვაზე _ ამ მონაცემებით, არის თუ არა მურთაზ აბაშიძის გენდირექტორად მუშაობა ლეგიტიმური, თავაძე ამბობს, რომ მერის ბრძანების შესაბამისად არის.

თუმცა, როგორ გამოსცა მერმა ბრძანება აბაშიძის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" გენდირექტორად დანიშვნის შესახებ, როცა საფეხბურთო კლუბი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაა რეესტრის მონაცემებით, თავაძეს პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მერმა ბრძანება კანონის შესაბამისად გამოსცა და მერის ბრძანებით, აბაშიძის მუშაობა ლეგიტიმურია.

 თუმცა, გვიდასტურებს, რომ მერის ბრძანებაზე უპირატესი კანონია და არ უარყოფს, რომ ამ შემთხვევაში, რამდენიმე კანონდარღვევას აქვს ადგილი:

_ კი, კანონი დარღეულია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, _ ამბობს თავაძე.

იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ყველა დეტალის საქმის კურსშია.

კითხვაზე, რატომ ჩააბარა მამია გიორგაძეს წესდება, რომელიც რეგისტრაციაში არ იყო გატარებული და, შესაბამისად, უკანონო იყო, რატომ მიუთითა, რომ დაურეგისტრირებელი წესდებით უნდა ეხელმძღვანელა, თავაძის პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას იმეორებს, რომ ადგილი აქვს ხარვეზს.

იმის გასაგებად, თუ რატომ უგულებელყვეს კანონი და რატომ არ ჰქონდათ რეაგირება კანონდარღვევაზე, ჩვენ ოზურგეთის მერის კომენტარის მოპოვებაც ვცადეთ, თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ ტრადიცია არ დაარღვია და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რამდენიმე კანონია დარღვეული, რომლითაც სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ:

_ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსი, მეწარმეთა შესახებ კანონი, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი. მარტივად რომ გითხრათ, დარღვევათა ჯაჭვია, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველები. სწორედ მათი პრეროგატივაა, დაადგინონ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები; ასევე, უნდა დადგინეს რა ზარალი მიადგა ამით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს; ვინ იცოდა და ვინ დამალა ეს ფაქტები, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

ასევე იხილეთ: რატომ გადაურიცხა ოზურგეთის მერმა საკუთარი სიძის ორგანიზაციას 30 000 ლარი

1125 ლარი ბიუჯეტიდან "ნინოს შვილ გიორგის" და არათანაბარ პირობებში ჩაყენებული სტუდენტები

ოზურგეთის მერის მიერ სიძისთვის გადარიცხული ფულის საქმეს სუს-ი იძიებს




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...