ონლაინ სესხების კომპანია, რომელიც მოქალაქეებს ძარცვავს _ იყო MoneyMan, გახდა solva

მთავარი თემა

ონლაინ სესხების კომპანია, რომელიც მოქალაქეებს ძარცვავს _ იყო MoneyMan, გახდა solva

25 მარ. 2017, 13:59:29

MoneyMan ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ათასობით ადამიანს ეხმარება სწრაფად და მარტივად მოაგვაროს ფინანსური პრობლემები.

Moneyman ონლაინ სივრცეში მოქმედი ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა. თანამედროვე ადამიანებს არ აქვთ ბევრი დრო, შესაბამისად, მსგავსი მომსახურება სულ უფრო პოპულარული ხდება.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას, გთავაზობთ მოსახერხებელ პირობებს და გეხმარებით ფინანსური პრობლემების მოგვარებაში” _ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MoneyMan-ის

ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ანოტაციაა.

სარეკლამო მესიჯი იმასაც გვაუწყებს, რომქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა და საბუთების შეგროვება, სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, პირად ანგარიშზე გერიცხებათ”.

თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნული კომპანია საკმაოდ მოხერხებულად, არამარტო თქვენს, არამედ საკუთარ პრობლემებს აგვარებს.

საქმე იმაშია, რომ მონიმენი, თანხას თქვენი საბარათე ანგარიშებიდან, რომელთა მონაცემები ამ დრომდე დაუდგენელი გზებით აქვთ, თქვენი თანხმობის, წინასაწარი შეტყობინების გარეშე, მათ საიტზე შეუსვლელად გაჭრით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მომხმარებელი არ ხართ:

ნატო გოგელია, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი: აღნიშნული კომპანიიდან თანხა არასოდეს გამომიტანია. 24 მარტს კი მოახერხეს და ანგარიშიდან, რომელიც ლიბერთი ბანკში მაქვს გახსნილი, თანხა ჩამოჭრეს.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელი დამედგინა, რატომ და როგორ მოახერხეს. კომპანიის ოპერატორმა ამას „ტექნიკური ხარვეზი“ უწოდა და შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

ამის პარალელურად კი გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანია სხვა პირებსაც აჭრის თანხას. პასუხი ყველგან იდენტურია _ „მოხდა ტექნიკური შეცდომა, თანხას დაგიბრუნებთ 3 დღის ვადაში“.

კომპანიის ოპერატორები, იმ მიზეზით, რომ „უფლება არ აქვთ“ არ პასუხობენ კითხვას თუ ვისი სესხის თანხებს ფარავენ იმ მოქალაქეებისთვის ჩამოჭრილი თანხებით, რომლებიც მათი მსესხებლები არ არიან. განმარტავენ, რომ თუ ერთხელ მაინც, „კონკრეტული ბარათით სხვისი თანხა გაქვთ გადახდილი და ის სხვა, შესაძლოა, ვადაგადაცილებაში იყოს, პროგრამა ავტომატურად ჭრის“.

_ თუ კონკრეტულ პირს არ აქვს დავალიანება და მას თანხა მაინც ჩამოეჭრა ბარათიდან, ე.ი. ტექნიკური ხარვეზია და თანხა აუცილებლად დაბრუნდება, _ გაზეპირებული ტექსტებით გვპასუხობენ ოპერატორები, რომლებსაც,  როგორც გაირკვა, არ აქვთ ინფორმაცია, ჰყავს თუ არა კომპანიას პრესსამსახური და ვინ არის მისი ხელმძღვანელი.

ამ ინფორმაციას არც ონლაინ სესხების ასოციაციის ხელმძღვანელი გია ტარიელაძე გვიმხელს, რომლის თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურში მონიმენის ხელმძღვანელი პირადად ჩააყენა და რომელმაც,  ჩვენი რამდენიმეგზის მცდელობის მიუხედავად, განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

ამ საქმეში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი _ კომპანია მონიმენი "თიბისი" ბანკის კლიენტია და საბანკო ანგარიშიც მხოლოდ ამ ბანკში აქვთ. ტრანზაქციები, რომელიც იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სწორედ ამ ბანკის გავლით ხდება.

თი ბი სი“ ბანკში ამბობენ, რომ საქმის დეტალებს კომპანიაში აუცილებლად გაარკვევენ. ამ ეტაპზე, მათაც არა აქვთ პასუხი კითხვაზე, როგორ ახერხებს კომპანია მათი გავლით ბარათებიდან თანხის მოხსნას. მით უმეტეს, რომ თანხა ერთნაირად ეჭრებათ, როგორც თი ბი სი-ს, ასევე, სხვა ბანკების მომხმარებლებს.

_ ეს პროცესი ახალდაწყებული არ არის. დაახლოებით, 2 კვირაა, ლიბერთი ბანკიდან მომდიოდა შეტყობინება, რომ ჩემი საბარათე ანგარიშიდან ვიღაც ცდილობდა თანხის მოხსნას, თუმცა, ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათ მიერ მითითებული თანხა ბარათზე არ იყო. მთელი ეს პერიოდი ვცდილობდი, დამედგინა, ვის ჰქონდა ჩემს ბარათზე წვდომა და ამის დადგენა სწორედ 24 მარტს შევძელი, მას შემდეგ, რაც ანგარიშზე თანხა დაჯდა. თანხა 25-25 ლარობით წაიღეს, მიმღებად მონიმენი დაფიქსირდა და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ანალოგიური სქემით ჩამოაჭრეს სხვებსაც და ეს თანხები ამ ადამიანებს დღემდე არ დაბრუნებიათ, _ ამბობს ნატო გოგელია, რომელმაც უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ჟურნალისტმა ამ თემაზე სტატუსი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:

ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი:მე მქონდა დავალიანება და ვადაგადაცილება (ნუ, მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს) ასე მიადგნენ და მოჭრეს თანხა ჩვეულებრივად ყოველგვარი ნებართვის, შეთანხმების და ა.შ. გარეშე“.

გიორგი დევიძე: მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა და დამიბრუნეს.  მეგობარს დავუფარე ერთხელ ჩემივე ბარათით და როგორც მითხრეს, ამიტომ ჩამომაჭრეს.

შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი: „დღეს ჩემს თანამშრომელს 25-ლარიანი პორციებით 8-ჯერ ჩამოაჭრეს ანგარიშიდან თანხა (ჯამში, 200 ლარი). ჩემმა თანამშრომელმა დარეკა TBC ბანკში და მათ გადაამისამართეს MoneyMan-ში, რომლის ოპერატორმაც ყველაფერი დააბრალა ტექნიკურ ხარვეზს და ფულის დაბრუნებას დაპირდა 3 სამუშაო დღეში. რაღაც აფიორის სუნი მცემს”.

იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდეს თაღლითობას და დაზარალებულების მსგავსად ისინიც გამოძიების შედეგებს ელოდებიან. აღნიშნავენ იმას, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს კონკრეტული ბანკის დავალიანება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თანხას სხვა ბანკის ანგარიშიდან  ვერ ჩამოჭრიან.

სამართალმცოდნეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს, ასევე, კერძო კომპანიის მხრიდან, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენების თაობაზეც.

აღსანიშნავია, რომ კომანია მონიმენი 2014 წელს არის რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი ქეთევან დარსაძეა.

კომპანიის 70%-ს რაფიელ სურამელაშვილი ფლობს; 10%-ს არმაზ თავაძე, ხოლო 20%-ის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძეა.

როგორც გვითხრეს, აღნიშნული კომპანია, რომელიც ამჟამად  „solva.ge”-ს სახელით გასცემს სესხებს, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისთვის არაერთხელ დააჯარიმეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად თემურ ჭანუყვაძე დაინიშნაჯერ კიდევ გასულ წელს, ოზურგეთის საკრებულოს 30 ნოემბრის  სხდომაზე  გადაწყდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკე გამოიყოფოდა ზედამხედველობის სამსახური. მას შემდეგ  გამოცხადებული  იყო  ვაკანსია და კონკურსიც ჩატარდა. კონკურსის  ჩატარების  შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე, აღნიშნული  სამსახურის უფროსის  დანიშვნა  დროში გაიწელა.  როგორც მერიაში ამბობენ, შეფერხების მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები  გახდა. 2020 წლის  1 ივლისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ზედამხედვლობის სამსახურის უფროსად დაინიშნა თემურ ჭანუყვაძე.    მანამდე  ის მერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე სურგულაძის მრჩეველი იყო და ჩვეულებრივი წესით მიიღო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა. _სადაც  ვმუშაობდი, 80-იანი წლებიდან,  ყოველთვის კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას. აღნიშნულ თანამდებობაზეც კონკურსის წესით მოვხვდი. ვეცდები, მაქსიმალურად კარგად ვიმუშაო.   ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს ამ სამსახურს, _ თქვა თემურ ჭანუყვაძემ „გურია ნიუსთან“ . თემურ ჭანუყვაძემ უმაღლესი განათლება თავის დროზე უკრაინაში მიიღო.   1984 წელს  წარჩინებით  დაამთავრა    ხარკოვის  ინსტიტუტი.  პროფესიით მშენებელი ინჟინერია.  ( საავტომობილო გზების ინჟინერი).   მას აქვს მდიდარი შრომითი ბიოგრაფია. წლების  მანძილზე მუშაობდა სასაქონლო ექსპერტიზის ექსპერტად, შემდეგ უფროს ექსპერტად. ბოლოს  კი იყო რეგიონის სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს ... ...
  • კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები. “საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს. სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის: შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული. პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული. შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე - 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე - 17.9 მლნ ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს”,_ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაცია კვლევიდან გამომდინარე შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს; გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი; საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა ... ...
  • ზაფხული 2020: ჟორიკა და ბაღნებიეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში არის გადაღებული.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ასეთი დასათაურება მიცეს: ზაფხული 2020, ოზურგეთი, ზვანი -.ჟორიკა და ბაღნები. ჟორიკა ანუ გიორგი სირაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბავშვებისთვის  პოპულარულია. ის ბავშვების საუკეთესო ... ...
  • თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა (R)აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით  აიღოს.   დისტანციური არხები: ·      Tbccredit.ge ·       24 საათიანი სატელეფონო ქოლ ცენტრი: 032 2 27 27 27 ·       ინტერნეტ და მობაილბანკი - მათ, ვისაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და დამატებითი თანხის მიღება სურთ, მოთხოვნას მარტივი განაცხადის შევსებით დააფიქსირებენ.   ასევე, სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს  6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება მხოლოდ Tbccredit.ge-დან აღებული სესხის შემთხვევაში. სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 60 000 ლარია; Tbcrcedt.ge-ზე მინიმალური თანხა -  100, სხვა არხებში კი - 500 ლარია.  სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა მისი დაფარვა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია აქ:  https://bit.ly/38yz3w4 ... ...
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს.  7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.  ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...