ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი

gurianews.com

მთავარი თემა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი

2018 თებ 12 15:38:15

ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა _ ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია,  პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია.

უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს... ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა... აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი _ ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის  მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია.

ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი _ ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს.

„მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა... არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ _ რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება“, _ ამბობს  ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს.

„თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ,  მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? _ ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა.

„უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან _ სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა  და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს“.

ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: „ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა“, _ ამბობს ქალბატონი ნარგიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის  მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს.

„ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და  დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან.

არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!“

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა.

„შეშით დახმარებისთვის, აღარ მივმართე გამგეობას, რადგან ვიფიქრე, ბავშვებს თავზე აწვიმთ,  ჩემი თხოვნა ამაზე არ გაითვალისწინეს და არც ამაში დამეხმარებიან-მეთქი. არც ჩვენი სოფლის წარმომადგენლისთვის მითქვამს რამე. ეს კი არა, სახლამდე მოსასვლელი გზაც არ გვაქვს. უნდა ნახოთ, წვიმისას ეს ღელე როგორ დიდდება. იმხელაზე გადმოდის, ნახევარ ეზოს ტბორავს. გაკვეთილების დამთავრების დროს გამოვდივარ და გზაზე ვხვდები ბავშვებს, რადგან მეშინია, არ დამეხრჩონ. გარდა ამისა, ავადმყოფი რომ ცუდად ხდება და სასწრაფოს ვიძახებთ, ამხელა გზა ფეხითაა გამოსავლელი. ამასობაში კი ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ძალიან უყურადღებოდ ვართ ამ მხრივაც“, _ ტირილით გვიყვება ქალბატონი ნარგიზა.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე, რომელიც ჩვენი რესპონდენტი ოჯახის ახლო მეზობელია, ამბობს, რომ მათ გასაჭირს კარგად იცნობს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მათ, მას შემდეგ, რაც სახურავის გამოსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში უშუამდგომლა, აღარ დახმარებია.

_ მაგ ოჯახს დავეხმარეთ, გამოვუყავით სახურავი, მაგრამ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. ბავშვებს ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მთელი ზამთრის სამყოფ შეშას სახლიდან გავატანდი, მაგრამ არ მოვიდნენ. სოფლის ცენტრში მაქვს დასამუშავებელი შეშა. ამ შაბათ-კვირასვე დავამუშავებ და მივუტან, _ გვითხრა დავით ვასაძემ.

ამასობაში კი ობლების ბავშვური ოცნებები მათი გაყინული ხელებით მოპოვებულ შეშასთან ერთად ინაცრება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორმე ერთ ბებოს დაეხმარონ,  მეორე, დავარდნილ ბებიას კი ტკივილი შეუმსუბუქონ. არადა, თავად ბავშვებსაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ _ ორივე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან. ბავშვებმა უკვე რამდენიმე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს: ძველ საცხოვრებელ ადგილას სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ სოფელში გადმოსვლის შემდეგ, მასწავლებლების ძალისხმევით დაიწყეს ბავშვებმა სკოლაში სიარული და ახლა პედაგოგების დახმარებით, ორივე ცდილობს, თანატოლებს დაეწიონ. ორი წლის წინ კი დედა ბავშვების ხელში გარდაიცვალა, როცა სამივე თხილის აკრეფაზე მუშაობდა...

და ახლა ბებიას იმედად არიან... მათი ოცნება და სურვილიც ყოფითია: „ჩვენ არაფერი გვინდა. მხოლოდ შეშა და საჭმელი... და კიდევ, გვინდა წვიმის დროს საწოლში არ გვაწვიმდეს... ცუდია, როცა სველ ლოგინში წევხარ... როცა წვიმს, ბებო გვაღვიძებს და საწოლს ვაჩოჩებთ იქ, სადაც ნაკლებად უვლის წვიმა, მაგრამ ასეთი ადგილი ჩვენს სახლში თითქმის არაა, _ ჩურჩულით გვეუბნება ობოლი და-ძმა  გაცილებისას.

 


ნახვა: 1956


 ახალი ამბები
  • რას იწვევს სმარტფონებისა და ლეპტობების ლურჯი ნათებასმარტფონების, ლეპტოპებისა და სხვა ციფრული მოწყობილობებიდან გამოსხივებული ლურჯი  შუქი მხედველობას აზიანებს. ამის შესახებ THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერები საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, ლურჯი შუქი ხელს უწყობს თვალის მგრძნობიარე უჯრედებში შხამიანი მოლეკულების წარმოქმნას. „ლურჯი გამოსხივება მხედველობას და თვალის ბადურას აზიანებს. ჩვენი ექსპერტები იკვლევენ და ვიმედოვნებთ, ახალი ტიპის თვალის წვეთით თერაპია იქნება შესაძლებელი“,_ამბობენ ... ...
  • სახიფათოა თუ არა ჯანმრთელობისთვის მარილისა და შაქრის მოხმარებამარილის და შაქრის მოხმარება გლობალური პრობლემაა. მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საკვებში მარილს სუფრაზე მიტანის შემდეგაც ამატებს.  მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ მარილი სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. მარილსა და შაქარს თეთრ სიკვდილსაც უწოდებენ. სახიფათოა თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარება_ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ მედიცინის დოქტორს, ნესტან ბოსტოღანაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, შაქრისა და მარილის ჭარბი ოდენობით მოხმარებას სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია. „მარილის და შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს შესაბამისად ელექტროლიტებისა და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლას. ეს ჰიპერტენზიას, ჭარბ წონას და შესაძლო შაქრიანი დიაბეტის განვითარებას გულისხმობს. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მათი გამოყენება,“_ამბობს ბოსტოღანაშვილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას. რაც შეეხება შაქარს, დიაბეტის გარდა, სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად კბილების კარიესის განვითარების დიდ რისკს წარმოადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, შაქრები, რომლებიც რძეში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, არ არსებობს მტკიცებულებები უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ. აღსანიშნავია რომ, შაქრების დიდი ნაწილი დღესდღეობით ფარულად შედის ისეთი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, რომლებიც, როგორც წესი, ტკბილეულად არ განიხილება. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი „კეტჩუპი“დაახლოებით 4 გრამ შაქარს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი თავისუფალი შაქარი) შეიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი რეკომენდაციით საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების მოხმარება 10%-ით უნდა შემცირდეს, რაც დღეში 6 ჩაისკოვზი შაქრის გამოყენებას გულისხმობს, რაც შეეხება მარილს - 5 გრამამდე. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც მარილსა და შაქარს ვერ ელევა, შემდეგი რეკომენდაციები არსებობს: არ დაამატოთ კერძს  მარილი განუსაზღვრელად,  ნუ მოიხმართ მარილწყალს მაკარონის,  ბრინჯის და ბოსტნეულის მოხარშვისას, თავი აარიდეთ მარილიან სოუსებს და სანელებლებს, ბოსტნეული (მაგ: ნიახური) ბოსტნეულიდან „მიღებული მარილი“ ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.  ნუ მოამზადებთ ზედმეტად მარილიან კერძს,  ნუ დადებთ სუფრაზე მარილს ცალკე, კერძის კიდევ უფრო მეტად დასამლაშებლად,  შეამცირეთ შაქარი ჩაისა და ყავაში,  წაიკითხეთ ეტიკეტი. აგავას ნექტარი, ლერწამის კრისტალები, დექსტროზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა, მალტოზა, თაფლი, ბადაგი, ყველა ეს სიტყვა „შაქრის“ ... ...
  • რატომ გააუქმა თბილისის მერმა დიდუბეში სასტუმროს მშენებლობის ნებართვადედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  დედაქალაქის მერმა შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნულია, თუ რა მჭიდრო დასახლებაში უნდა აშენებულიყო სასტუმრო და განაცხადა, რომ ამან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკამყოფილება გამოიწვია.  „დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, შუა ნაწილში, მჭიდრო და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს ნებართვა ჩვენ მიერ გაიცა, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ამ ეტაპზე, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ  ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს. „მინდა, ირმა ზავრადაშვილს დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო, მზად ვართ, პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.     ... ...
  • ტელევიზიის გავლენა მოზარდების აგრესიულ ქცევაზეაშშ-ის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ 3 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებმა დღეში ტელევიზორთან არ უნდა გაატარონ 2 საათზე მეტი. მიუხედავად ამ რჩევისა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების 65% შვილებს უფლებას აძლევდა 3 საათი და უფრო მეტი გაეტარებინათ ტელევიზორთან. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის თუ რამდენი ხნის განმავლობაში უყურებენ ბავშვები ტელევიზორს, არამედ ის თუ რას უყურებენ და რას სწავლობენ ტელევიზიით. კვლევაში გამოვლინდა, რომ 2757 სატელევიზიო პროგრამის 75%-ში იყო ასახული ძალადობრივი სცენები და მათზე არ იყო დაწესებული ასაკობრივი ცენზი. ტელევიზიით აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიწოდება ზრდის აგრესიული ქცევის გამოვლენის ალბათობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ, როგორ ახდენს ამ გავლენას ტელევიზია. 1)მედიით ძალადობის ექსპოზიცია ასუსტებს მაყურებელში ანალოგიური ქცევის განხორციელების შეკავებას. ამგვარი ფილმების ნახვის შემდეგ მაყურებელი ნაკლებად იგრძნობს თავს შეზღუდულად მსგავსი ქცევის განხორციელებისათვის. 2)ვარაუდობენ რომ ძალადობის ექსპოზიცია აიარაღებს მაყურებელს ახალი ტექნიკით თუ როგორ შეუძლია შეუტიოს და ავნოს სხვას უფრო დახვეწილი მანერებით. მაყურებელი ამით იძენს აგრესიის გამოხატვის ისეთ "დახვეწილ" მანერებს, რომელიც მის დისპოზიციაში მანამდე არ ყოფილა და რაკი ეს მიღწეულია, ე. ი. თავდასხმის ახალი ხერხი შეძენილია, შემდეგი ნაბიჯი მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა იყოს, როცა შესატყვისი სიტუაცია გაჩნდება. 3)სხვის მიერ განხორციელებული აგრესიული ქცევის ხშირმა ყურებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მაყურებლის კოგნიციაზე. ნავარაუდევია, რომ ამის შემდეგ ადამიანები უფრო მიდრეკილნი ხდებიან მოვლენები აღიქვან ნეგატიურად და მტრულად. ან ორაზროვანი სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდინონ, როგორც ბუნებით აგრესიული. ასევე, შესაძლოა ინდივიდმა გააზვიადოს მის ირგვლივ სოციალურ სამყაროში აგრესიის სიხშირის შეფასება, შეიძლება აგრესია დაინახოს, როგორც ჩვეულებრივი და ამდენად უფრო მისაღები. ასეთმა იდეებმა და აზრებმა შეიძლება გაზარდოს სხვის წინააღმდეგ ღია აგრესიის ალბათობა. 4)ვარაუდობენ, რომ ძალადობის ხშირმა ექსპოზიციამ შეიძლება შეამციროს ძალადობისა და მისი მტკივნეული შედეგების მიმართ ინდივიდის ემოციონალური მგრძნობიარობა. მოკლედ, უამრავი მკვლელობების, თავდასხმებისა და ბრძოლის ყურების შემდეგ, შესაძლოა მაყურებელმა სუსტი ემოციონალური რეაქცია გამოავლინოს მასზე. ემოციონალური მდგომარეობის ასეთი გადაწევა კი ინდივიდს გაუადვილებს განახორციელოს თვითონაც ... ...
  • რას გეგმავს დედაქალაქის მერია შარტავას ქუჩაზეთბილისში, შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა. მან, ასევე, შარტავას ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. „დღეს ვიწყებთ ერთ კიდევ მსხვილ პროექტს, ეს არის შარტავას ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანი შეცვლა, ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები. ასევე შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ტროტუარებზე მოეწყობა შშპ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები, ასევე გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას. ასევე პეკინს და შეიქმნება 1 დიდი წრე. ამ პროექტში იხარჯება, დაახლოებით, 3 მილიონ 200 ათასი ლარი, ხოლო კომპანია Georgian Water and Power აღნიშნულ ლოკაციაზე 800 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რის ფარგლებშიც წყლის ქსელების შეცვლა მოხდება“, _განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.    ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...

დაბადების თარიღი და ადამიანის ხასიათი

როგორც ასტროლოგები, ფსიქოლოგები და სხვა...

აშშ-ში „ორიგინალური“ პერანგი გამოიგონეს

ცოტა ხნის წინ ამერიკელი ენთუზიასტების...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...