ოზურგეთის ბაზრის ორი ნაწილი კვლავ წყალგამყოფზე დგას

მთავარი თემა

ოზურგეთის ბაზრის ორი ნაწილი კვლავ წყალგამყოფზე დგას

30 აპრ. 2020, 16:05:28

27 აპრილს, დილიდან, ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე არც სასურსათო მაღაზიები გახსნილა და დახლებთანაც არავინ ჰყიდდა ხილ-ბოსტნეულსა თუ სოფლიდან ჩამოტანილ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს. მხოლოდ ქუჩაში, ბაზრის ჭიშკართან სოფლებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა თუ ე. წ. "გადამყიდველებმა", ზოგმა ყველით სავსე ვედრო დადგა პირდაპირ ტროტუარზე, ზოგმაც, საგანგებოდ წვრილ მავთულზე აცმული, ნედლი თევზი გადაიკიდა მაჯებზე _ წუხანდელი დაჭერილია, ახალია და ინებეთო, _ სთავაზობდნენ გამვლელ-გამომვლელს.

_ ეს საქმეა? უთავბოლოდ ვდგავართ და მეტი არაფერი. მთელ საქართველოში გაიხსნა ბაზრები. ჩვენ კი გვატარებენ ზევით-ქვევით. ეს უნდა გაიგოს გიორგი გახარიამ! _ განაცხადეს ბაზარში მომუშავე მოვაჭრეებმა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ დილიდანვე ბაზრის შიდა ტერიტორიაზე და ბრაზობდნენ უფრო ბაზრის ხელმძღვანელობასა და სეს-ის რეგიონულ სამსახურზე.

_ არავინ მოსულა. დილიდან აქ ვგდავართ. მადლობის მეტი რა გვეთქმის პრემიერ გახარიას მიმართ, რომ ღია აგრარული ბაზრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, შემოიხედეთ, ბატონო, ოზურგეთის ბაზარში. აქ განმკითხავი არავინაა. სანამ ვიყოთ ასე? რატომ არ ხსნიან ჩვენთან ბაზარს, ვინმემ ხომ უნდა გაგვაგებინოს?! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც დაგვავალეს, _ გვითხრა ოზურგეთის ბაზარში მოვაჭრე მზევინარ ნაკაშიძემ.

_ რაც დაგვავალეს, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. უბრალოდ, სანამ უნდა ერქვას ამ სივრცეს ბაზარი და ამის გამო ამ შემოღობილში მოქცეული სასურსათო მაღაზიები სანამ უნდა იჩაგრებოდეს? გამოვედით, მოწესრიგებული გვაქვს ყველაფერი, თუმცა, არავინ მოდის ბაზრის ადმინისტრაციიდან, რომ ნახოს, რა გავაკეთე და მერე წერილით მიმართოს სურსათის უვნებლობას. რა უნდა ამის მოგვარებას? მთავრობის მეთაური რთავს ნებას და ადგილზე ჭიანურდება ყველაფერი. ბაზრის დირექციამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, _ გვითხრა ინდმეწარმე გიული მაისურაძემ, რომელსაც აღნიშნულ სივრცეში აქვს გახსნილი მარკეტი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან დადგენილ წესებს იცავს.

სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსმა მანანა ერქომაიშვილმა "გურია ნიუსთან" აღნიშნა, რომ ბაზარი არ გაიხსნება, სანამ მოვაჭრეები ყველა რეკომენდაციას არ გაითვალისწინებენ.

_ რა გააკეთეს? დიახ, არ გაიხსნება ბაზარი, სანამ მითითებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებენ. იციან მათ, რომ უნდა შემოვიდნენ ჩვენთან განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. წერილი უნდა შემოიტანოს ბაზრის ადმინისტრაციამ, რაც არ მომხდარა. როცა მოგვმართავენ, მერე წავლენ ჩვენი ინსპექტორები, შეამოწმებენ და თუ ყველაფერი იქნება მოთხოვნების თანახმად, მიეცემათ ნებართვა, რომ იმუშაონ ჩვეულებრივად, წესების დაცვით, რასაც რეკომენდაციები ითვალისწინებს, _ გვითხრა მან.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, მიმართეს თუ არა მოვაჭრეებმა სეს-ის ხელმძღვანელობას წერილით, რომ რეკომენდაციები შესრულებულია. მათ გვიპასუხეს, რომ მხოლოდ დაურეკეს.

მეორე დღეს, 28 აპრილს, ბაზრის ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი, სოსო სიხარულიძე.

კითხვაზე, რატომ არ გვპასუხობდა აქამდე სატელეფონო ზარზე, გვითხრა, რომ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია:

 _ შესაძლოა, რაღაც მომენტში ვერ გავიგონე ან ტელეფონთან არ ვიყავი, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომლის თქმითაც, მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიის რეკომენდაციების მიხედვით მოწესრიგება, რის შემდეგაც ბაზარი შეუდგება ფუნქციონირებას:

_ ჩვენ დღეს ბაზრის ტერიტორიის იმ ნაწილის, ასე ვთქვათ, დემონტაჟს ვახდენთ, სადაც ტანსაცმელი იყიდება. ძველი დახლები, ყველანაირი ხარახურა გაგვაქვს გარეთ. უნდა გარემონტდეს, შეიღებოს, დაისხას ცემენტის საფარი და ამის შემდეგ გაიხსნება ჭიშკარი, რომლითაც ტერიტორიაა შემოსაზღვრული და ეს მაღაზიებიც დაიწყებენ მუშაობას. რომ არა ტანსაცმლის გასაყიდი სივრცის დემონტაჟი, დღესაც გაიხსნებოდა სურსათის მაღაზიები. ამის გამო შეჩერდა კიდევ ერთი დღით, თორემ შევიძინეთ თერმომეტრი მომსახურე პერსონალის სკრინინგის ჩასატარებლად. მალე ჩვენ სპეციალური განცხადებით მივმართავთ სეს-ის რეგიონულ სამსახურს, რომ რეკომენდაციები შესრულებულია და დარწმუნებული ვარ, ნებას დაგვრთავენ, _ გვითხრა სიხარულიძემ.

"გურია ნიუსი" კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს:

_ გეტყვით, როგორი სიტუაციაა დღეისთვის, 28 აპრილისთვის _ ჩვენ მივმართეთ რეგიონის საკოორდინაციო შტაბს და მასთან შევათანხმეთ, რომ, რაკი მარკეტების მფლობელებს შესრულებული აქვთ რეკომენდაციები, მათ შეეძლოთ დღესვე დაეწყოთ მუშაობა, თუმცა, შეფერხება მოხდა ამავე ტერიტორიაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიების თუ დახლების განახლების მიზნით დაწყებული სამუშაოების გამო. როგორც კი მორჩებიან აღნიშნულ სამუშაოს, მარკეტები გაიხსნება. შეძენილი აქვთ თერმომეტრი, სკრინინგს თავად ჩაატარებენ და, ასევე, მოახდენენ ჭიშკარში შემსვლელი ადამიანების რაოდენობის განსაზღვრას, რეკომენდაციების დაცვით. მაქსიმუმ, ორ დღეში მოგვარდება ეს ყველაფერი, _ გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა.

პს "სოფლის ნობათის" დირექტორს, სოსო სიხარულიძეს ჩვენ ცალკე ვესაუბრეთ ბაზრის აგრარული ნაწილის გახსნის თაობაზე, რაც ყველაზე დიდი მოცულობითაა მთელ ტერიტორიაზე და მის გახსნას ბევრი ადამიანი ელოდება.

_ რაც შეეხება აგრარულ ბაზარს, აქ უფრო ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მეორე ნაწილი, სადაც მარკეტებია, გადაიკეტება და ასეთი ფორმით იქნება გამოყოფილი გახსნამდე. უმთავრესი სამუშაო, რაც აქ არის შესასრულებელი, არის წყლისა და კანალიზაციის საკითხის მოწესრიგება. ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.

_ ბატონო სოსო, მაინც რა დრო დასჭირდება?

_ მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთ კვირაში მაინც მოვასწროთ. მთავარია, წყლისა და საპირფარეშოს საკითხის მოგვარება. ასევე, საჭიროა, მაცივრების დახურულ სივრცეში განლაგება, შენობების მოწესრიგება. ახლა კი არის მაცივრები განთავსებული, მაგრამ ღია სივრცეშია. ტემპერატურა არ რეგულირდება და რა ქნას ყველის, რძის ნაწარმის გამყიდველმა _ მაცივრის მოხელე ეძებოს თუ თავის პროდუქტს მიხედოს? ამიტომ ამ ყველაფერს, ალბათ, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მოვაგვარებთ და მერე მოხდება ბაზრის ძირითადი აგრარული ნაწილის და ზოგადად, სოფლის პროდუქციის გასაყიდი სივრცის გახსნა, _ გვითხრა სიხარულიძემ.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?