ოზურგეთის მერი: "სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო"

მთავარი თემა

ოზურგეთის მერი: "სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო"

23 მაი. 2019, 17:35:45

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართეს და სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვდნენ გაზის, წყლის, გზის და მდინარე სუფსის სანაპიროზე მდებარე სახნავ-სათესი ფართობების პრობლემის მოგვარებას. ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რადგან ფართობების დიდი ნაწილი უკვე მიიტაცა მდინარე სუფსამ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლების შეპირება, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე კალაპოტს შეუცვლიდნენ, მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩა, იმ "შედეგით" , რომ ტრაქტორი წყალში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ჩააყენეს, მერე კი ეს ტრაქტორი, მისი მომყვანიც და საარჩევნო დაპირებები ერთად გაქრა.

აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

_ გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ სამი თვეა, რაც ამ სამსახურში მოვიდა და პასუხს ვერაფერზე აგებს. მართალიცაა _ რა პასუხი მოვთხოვოთ ახლა ამ კაცს? მერის მოადგილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ თვითონ მერი სად არის? მოვიდეს აქ! სანამ არ მოვა, ფეხს არ მოვიცვლით. არჩევნებზე კარგად დარბოდა, ეგ და სიორიძე რომ "ჭიდაობდნენ"?! ყველაფერი პრობლემაა ჩვენთვის, რომელ ერთზე გესაუბროთ? _ უთხრეს "გურია ნიუსს" აქციის მონაწილეებმა და კონკრეტული მოთხოვნები ჩამოთვალეს, რაც, მათივე თქმით, არა ერთხელ გაუხმოვანებიათ, მაგრამ მინიმალური შედეგიც არ ჩანს და საქმე ადგილიდან არ იძვრის:

თინა მითაიშვილი: _ ასეთი გასაჭირი, მგონი, ომის დროს არ იქნებოდა. ჩაის ვკრეფდი, სტახანოველი ვიყავი, გასაჭირიც მინახავს და დალხინებაც. ახლა რა ხდება? თურქეთშია ხალხი მათხოვრად გაქცეული, ოღონდაც ჩაი იყოს მოსაკრეფი. ბავშვებს უცხოეთში გახიზნული დედები ენატრებათ. გაზი აქ არ არის; ვითომ წყალი კეთდება ამდენი ხანია და საშველი არ დაადგა; სუფსამ წაიღო მთელი სახნავ-სათესი ფართობები და დათესვის თავიც არავის აქვს, რომც იყოს. გზა ბევრგან გაუკეთებელია, ასე ასრულებენ დაპირებას? ჩვენ ქუჩაში უკიდურესმა მდგომარეობამ გამოგვიყვანა...

თათია გეგეჭკორი: _ სოფელი, რომელსაც არაფერი აქვს _ არც გაზი, არც წყალი, არც გზა და არც სახნავ-სათესი _ ეს ჯუმათია. მეტი რა გითხრათ?

ნათელა ბილიხოძე: _ 14 წელია, აქ წყალი არ არის. ვაკეთებთო და რას აკეთებენ?! ამდენი ხანი კეთება გაგონილა? ხან სათავე არ ვარგაო, ხან კიდე ბოლო... მეტი თუ არ იციან, დაანებონ მაინც თავი, ნერვებს ნუ გვიშლიან.

თეა დარჩია: _ სულ მილებია გახეთქილი, საშველი ხომ არ დაგვადგა!

აქციის მონაწილე ნინო გულიაშვილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს პრობლემებზე, რაზეც მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გოჩა აბაშმაძე განაწყენდა: _ ნინო, არაფერი არ გაკეთებულა, არაფერს გეხმარებიან? შენ ცოტა დახმარება გაგიწიეს? საშენი მასალა მოგცეს და სახლი დაგახურინეს. ეს არაფერია?

_ დიდი ამბავი! წყალი, გაზი გვინდა! თქვენი მოცემული ბეტონი და ცემენტი არ აგვარებს ამ პრობლემასო.

დოდო შარაშენიძე: _ წყალწაღებულია სოფელი ჯუმათი.

თამილა ხავთასი: _ გადახედეთ ჩვენს გასაჭირს სუფსის ხიდიდან. ჯუმათის სახნავ-სათესი ფართობები ოდითგან აქ იყო და წაიღო მდინარემ. აქაურები ამ მიწით საზრდოობდნენ. მდინარის კალაპოტის შეცვლაზე იყო საუბარი არაერთხელ. ამასობაში, სუფსამ წაიღო დიდი ნაწილი და ვინაა პატრონი? გარდა ამისა, უსაშველოდ ძვირია დახვნა-დათესვის საფასური. ათას კვადრატული მეტრის დახვნაში 35 ლარის გადახდა გლეხკაცისთვის თითქმის შეუძლებელია. მეტი არაფერი სჭირდება ამ საქმეს?

ნანა დარჩია: _ შარაშენიძე მოვიდეს აქ და დანაპირებზე პასუხი გაგვცეს, არჩევნებზე რომ "იჭიდავეს" მან და სიორიძემ, გვარბენინეს, წავიდნენ მერე და ხალხი კი დავრჩით ამოშავებული.

დაგვიანებით მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც აქციაზე ჟურნალისტის დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

_ ჰე, მოვედი, რანაირად დავილაპარაკოთ ახლა, საქმე მიეცით ახლა ვიღაცეებს ამით, _ თქვა მან (მერის ამ რეპლიკაზე ცისანა ავაკიანმა მითხრა _ "აჰა, გიკბინა, ჟურნალისტო?!" ავტ.).

შარაშენიძემ საუბარი გააგრძელა:

_ახლა რა ვქნათ?! გინდა აქ დავრჩეთ, გინდა სადმე წავიდეთ, გაქვთ პროტესტის უფლება. რანაირად დავილაპარაკოთ, მითხარით, რა ვქნათ?! სამი მილიონი ფული გამევიქინიე ჯუმათში, ასე ქვია. ახლა პროტესტი, კი, შეგიძლიათ, მარა...

_ რას ქვია, "გამეიქნიე"? რა გვჭირს შენი გამოსაქნევი?  შენი დანაპირების შესრულებას ვითხოვთ, პირველ რიგში. დაგავიწყდა, შენი გულისთვის რომ ვირბინეთ? ოთხი წელია, ყანები არ დაგვითესავს. იმდენი დანაპირებიდან, რამე მაინც შეასრულე, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

_ თუ არ გინდათ, დაგეხმაროთ და არ გინდათ, გაიგოთ, მაშინ ზოგისთვის ფსიქიატრია საჭირო. დავსხდეთ, ვისაუბროთ, არ მოგატყუებთ, _ განაგრძობდა შარაშენიძე.

_ ჯერ არ მოუტყუებია!!! რად მინდა ახლა ამის ტყუილების მოსმენა?! კი ვიცნობ, რაც არის, _ თქვა ჯუმათის მკვიდრმა, აქციის მონაწილემ მანანა ჯორბენაძემ და სხვებთან ერთად გვთხოვა, იქნებ, დაგვეხმაროთ და ჯუმათში გუბერნატორი ამოვიდეს, ნასარაიას გვინდა, შევხვდეთო.

აქციის მონაწილეებს ჯუმათელი ნანა დარჩია გამოეყო და შარაშენიძეს მიმართა:

_ სათვალე მოიხსენი ჯერ _ ისე უნდა გელაპარაკო. თქვენს და სიორიძეს შორის რომ ბრძოლა იყო, ხომ გახსოვს? მხარი რომ დაგიჭირეთ, რას შეგვპირდი, ხომ გახსოვს? დამთავრდა არჩევნები, სამი დღე დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და დამთავრდა ეგ ამბავიც. სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს. რად გვინდა გზა, გაზი და წყალი, თუ ამ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვეთ? სოფელში მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა?! დანაპირების შესრულებას ვითხოვთ. არავის ეხალისება ქუჩის გადაკეტვა, _ თქვა ქალბატონმა.

_ უძინარი ვარ, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა, _ მე თქვენზე მეტად მაღელვებს ეს ამბები წყალსადენთან დაკავშირებით. თუ გვერდში დამიდგებით, მოგვარდება პრობლემა. მაგის გამო დიდი ჩხუბები მაქვს გადატანილი. მე დაპროექტებული დავტოვე. ჩემი მეორედ მოსვლის მერე აბრალებდნენ ვიღაცეებს. სულით და გულით მინდა გავაკეთო, მარა ეს კარუსელები ტრიალებს. მე თქვენ ამირჩიეთ და დაგპირდით. უარესი ამბავი დამხვდა ახლა და თუ დამაცდით ცოტას, გავაკეთებ. სიტყვაზე ვთქვი, თორემ გამოსაქნევი რა გჭირთ?! კაი გაგებით ვთქვი. მძიმე მემკვიდრეობა დამხვდა. მილიონებია დახარჯული, გაკეთებული არაფერია და ჩემი საკეთებელია. მე თქვენზე უფრო მაზარალებს ეგ თემა. გასაკეთებელია ბევრი რამ, _ თქვა შარაშენიძემ და ამჯერად ტელეფონით სცადა "სოკარის" ხელმძღვანელებთან დაკავშირება.

_გაზის საკითხის მოგვარება ჩვენ შუამდგომლობით შეგვიძლია. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვთხოვთ, ახლაც პასუხს ველოდები, ვესაუბრე, რომ დროულად მოგვარდეს ეს საქმე, წყლის სათავე ნაგებობის ამბავიც მოგვარდება, გზა რომ კეთდება, კი იცით, _ უთხრა შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს.

მოგვიანებით, ხანგრძლივი საუბრის, კამათის და დავის შემდეგ, აქცია დაიშალა და გზა გახსნეს.

სოფელ ჯუმათის წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოში, მერაბ ბერიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ არც ისეა საქმე, რომ რაიმე არ კეთდება:

"ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით 5 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარია და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რის შემდგომაც ჯუმათის მოსახლეობას წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში აღუდგება".

აქციის დასრულების შემდეგ, ჯუმათელებმა "გურია ნიუსთან" განაცხადეს, რომ გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების გადარჩენის მიზნით, არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში დროულ ღონისძიებას თუ არ გაატარებენ და კვლავ დაპირების ამარა დატოვეს, პროტესტის ფორმებს გაამწვავებენ:

_ ახლა აქ გადავკეტეთ გზა და მერე "რაიკომთან" ჩავალთ და იქ, ცხვირწინ დავუკეტავთ გზას. კარგი იქნება, ერთხელ გუბერნატორი თუ შეგვხვდება. გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ, _ დაგვაბარეს მათ.




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის (R)აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს. ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს: მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ; ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...